არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

5. მოეღება ოდესმე ბოლო ტანჯვას?

5. მოეღება ოდესმე ბოლო ტანჯვას?

რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი

თუ საფუძვლიანი იმედი გვექნება, რომ ტანჯვას ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი, ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედავთ და ღვთისადმი ჩვენი დამოკიდებულებაც შეიცვლება.

დაფიქრდით

მართალია, ბევრს სურს, ბოლო მოუღოს ტანჯვას, მაგრამ არ ძალუძთ ამის გაკეთება. მოვიყვანოთ რამდენიმე ფაქტი:

მედიცინამ დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა . . .

  • გულის დაავადებები სიკვდილის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რჩება.

  • ყოველ წელს კიბო მილიონით ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს.

  • მთელ მსოფლიოში მედიკოსები „ათწლეულები ებრძვიან სხვადასხვა ინფექციურ დაავადებას. ამასობაში ახალი ან ისეთი დაავადებები იჩენს თავს, რომლებიც ერთ დროს ეგონათ, რომ დაამარცხეს“, — აღნიშნავს დოქტორი დეივიდ ბლუმი ერთ სამედიცინო ჟურნალში (Frontiers in Immunology).

არსებობს საკმაოდ მდიდარი ქვეყნები, თუმცა . . .

  • ყოველწლიურად მილიონობით ბავშვი იღუპება. განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში ფიქსირდება ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი.

  • მილიარდებს არასანიტარულ პირობებში უწევთ ცხოვრება.

  • ასობით მილიონ ადამიანს სუფთა წყალზე არ მიუწვდება ხელი.

ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერება საგრძნობლად ამაღლდა, თუმცა . . .

  • ბევრ ქვეყანაში კვლავაც მაღალია ტრეფიკინგის მაჩვენებელი. ხშირად დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან, რადგან სამართალდამცავები „ან ინფორმაციას არ ფლობენ მსგავსი ფაქტების შესახებ, ან საკმარისი ბერკეტი არ გააჩნიათ ამ პრობლემის გადასაჭრელად“, — ნათქვამია გაეროს ერთ ანგარიშში.

    გაიგეთ მეტი

    ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეორგოლს „რა არის ღვთის სამეფო?“.

რას ასწავლის ბიბლია

ღმერთი ზრუნავს ჩვენზე

მას აღელვებს ჩვენი მდგომარეობა.

„[ღმერთს] არც აბუჩად აუგდია და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო; არ დაუმალავს სახე მისგან და როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას“ (ფსალმუნი 22:24).

„ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

ტანჯვა უსასრულოდ არ გაგრძელდება

ღმერთი გვპირდება, რომ შეასრულებს თავის განზრახვას.

„[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).

ღმერთი აღმოფხვრის ადამიანთა ტანჯვის მიზეზებს

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იგი ამას თავისი სამეფოს მეშვეობით გააკეთებს, რომელიც რეალური ხელისუფლებაა.

„ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა . . . თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).