არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

3. რატომ იტანჯებიან კარგი ადამიანები?

3. რატომ იტანჯებიან კარგი ადამიანები?

რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი

როცა ვხედავთ, რომ კარგი ადამიანები იტანჯებიან, უსამართლობის განცდა გვეუფლება. შეიძლება ისიც კი ვიფიქროთ, რომ აზრი არა აქვს სიკეთის კეთებას, თუ მაინც უნდა დაიტანჯო.

დაფიქრდით

ზოგს სჯერა, რომ არსებობს სიკვდილისა და ხელახლა დაბადების დაუსრულებელი ციკლი. ისინი ფიქრობენ, რომ მას, ვინც წინა ცხოვრებაში კარგი ადამიანი იყო, ხელახლა დაბადების შემდეგ უკეთესი ცხოვრება ექნება, ცუდ ადამიანს კი — მუდამ გასაჭირი. მათი აზრით, კარგი ადამიანიც კი შეიძლება დაიტანჯოს, თუ წინა ცხოვრებაში ცუდი რამ ჩაიდინა.

  • რა აზრი აქვს მათ ტანჯვას, თუ საერთოდ არ ახსოვთ წინა ცხოვრება?

  • რა აზრი აქვს ჯანმრთელობაზე ზრუნვას ან საფრთხეების თავიდან არიდებას, თუ ჩვენი კეთილდღეობა მეტწილად წინა ცხოვრებაზეა დამოკიდებული?

    გაიგეთ მეტი

    ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეორგოლს „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?“.

რას ასწავლის ბიბლია

ტანჯვა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი არ არის

სინამდვილეში ამას ხშირად შემთხვევითობა განაპირობებს. მაგალითად შეიძლება ვინმე ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდეს.

„ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ — სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვიტანჯებით, ჩვენივე ცოდვილი ბუნებაა

ხშირად ხალხი სიტყვა „ცოდვას“ მხოლოდ ცუდ საქციელთან მიმართებით იყენებს. მაგრამ ბიბლია ამ სიტყვით ხაზს უსვამს, რომ ყველას, ბოროტსა თუ კეთილს, ცოდვა მემკვიდრეობით გვერგო.

„დანაშაულში დავიბადე მშობიარობის ტკივილებით და ცოდვაში ჩავესახე დედაჩემს“ (ფსალმუნი 51:5).

ცოდვამ სავალალო შედეგებამდე მიიყვანა ადამიანთა მოდგმა

ცოდვამ არა მხოლოდ ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედა უარყოფითად, არამედ ჩვენსა და ღვთის სხვა ქმნილებებს შორისაც დაარღვია ჰარმონია. ცოდვამ უდიდესი ზიანი მიაყენა როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ კაცობრიობას.

„მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომაელები 7:21).

„მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22).