არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

2. ჩვენი ბრალია, რომ ვიტანჯებით?

2. ჩვენი ბრალია, რომ ვიტანჯებით?

რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი

თუ ტანჯვას ჩვენ ვიწვევთ, გამოდის, რომ მისი თავიდან არიდებაც შეგვიძლია.

დაფიქრდით

რამდენად დიდი დანაშაული მიუძღვით ადამიანებს ქვემოთ მოხსენიებულ პრობლემებში?

  • ძალადობა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზრდასრულთა 25 პროცენტი ბავშვობაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. რაც შეეხება ქალებს, ყოველი მესამე, სულ მცირე, ერთხელ მაინც ხდება ფიზიკური თუ სექსუალური (ან ორივე ერთად) ძალადობის მსხვერპლი.

  • სიცოცხლის მოსპობა

    2018 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, „2016 წელს მსოფლიო მასშტაბით 477 000 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს“. ამას დაემატა ომებისა თუ შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაღუპულთა რიცხვი, რომელმაც ამავე წელს დაახლოებით 180 000 შეადგინა.

  • ავადმყოფობა

    როგორც ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა, ფრენ სმითმა აღნიშნა, მილიარდზე მეტი ადამიანი თამბაქოზეა დამოკიდებული. სწორედ თამბაქო არის იმ დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, რომლებიც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება. ესენია: გულის დაავადებები, ინსულტი, რესპირატორული ინფექციები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ფილტვის კიბო (National Geographic).

  • სოციალური უთანასწორობა

    „სიღარიბის, უთანასწორობის, რასიზმის, სექსიზმის, იძულებით გადაადგილებისა და კონკურენციის გამო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ემოციური და ფსიქიკური პრობლემები აქვთ“, — აღნიშნავს ფსიქოლოგი ჯეი უოტსი.

    გაიგეთ მეტი

    ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეორგოლს „რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა?“.

რას ასწავლის ბიბლია

ადამიანებს დიდი დანაშაული მიუძღვით იმ პრობლემებში, რომლებიც ტანჯვის მიზეზი ხდება

ხშირად ადამიანები დესპოტი მმართველების ხელში იტანჯებიან. ისინი ირწმუნებიან, რომ ხალხის სამსახურში არიან, სინამდვილეში კი ცხოვრებას კიდევ უფრო უმძიმებენ.

„კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).

ტანჯვის თავიდან არიდება გარკვეულწილად შესაძლებელია

როცა ბიბლიურ პრინციპებს ვითვალისწინებთ, საკუთარ ჯანმრთელობასაც ვუწყობთ ხელს და სხვებთან მშვიდობიან ურთიერთობასაც.

„მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა, შური კი — ძვლების ლპობა“ (იგავები 14:30).

„მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31).