დღემდე გამოსადეგი უძველესი წიგნი
ბევრი ბიბლიას წმინდა წიგნად მიიჩნევს. მაგრამ ბიბლია მხოლოდ რელიგიური წიგნი როდია, ის ყოველდღიური ცხოვრებისთვის გამოსადეგ რჩევებსაც გვთავაზობს.
აი, რას აღნიშნავს ზოგი იმის თაობაზე, თუ როგორ აისახა დადებითად მათ ცხოვრებაზე ბიბლიური რჩევების გათვალისწინება:
„დღეს უფრო გაწონასწორებული ვარ. ჩემი ემოციური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. უფრო პოზიტიური გავხდი“ (ფიონა).
„მას შემდეგ, რაც ბიბლიის კვლევა დავიწყე, ჩემმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა“ (გნიტკო).
„ახლა გაცილებით უკეთესი ცხოვრება მაქვს. ბევრი რამ გავიმარტივე და უფრო მეტ დროს ვატარებ ოჯახთან“ (ენდრიუ).
ეს შემთხვევები გამონაკლისს არ წარმოადგენს. მთელ მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ბიბლია მართლაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის გამოსადეგი სახელმძღვანელოა.
განვიხილოთ, როგორ გვეხმარება ბიბლია, გავიუმჯობესოთ . . .
ფიზიკური ჯანმრთელობა
ემოციური მდგომარეობა
ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა
ფინანსური მდგომარეობა
ღმერთთან ურთიერთობა
ამ ჟურნალიდან გაიგებთ, რომ ბიბლია მხოლოდ წმინდა წიგნი არ არის; მას თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია.