არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მალე აღარავის ექნება წინასწარშექმნილი აზრი!

მალე აღარავის ექნება წინასწარშექმნილი აზრი!

ამ ჟურნალში მოცემული პირნციპები მილიონებს დაეხმარა, ნელ-ნელა მოეშორებინათ წინასწარშექმნილი აზრი. თუმცა დღეს საკუთარი ძალებით შეუძლებელია, ბოლომდე ამოძირკვო გულიდან ეს მანკიერება. მაშ, რა გამოდის: უიმედოა მდგომარეობა?

იდეალური ხელისუფლება

არაერთი მცდელობის მიუხედავად მთავრობებმა ვერ შეძლეს, ადამიანები წინასწარშექმნილი აზრის ტყვეობისგან გაეთავისუფლებინათ. ნიშნავს ეს იმას, რომ ვერც ერთი მთავრობა ვერ აღმოფხვრის ამ პრობლემას?

ხელისუფლებამ ადამიანები ამ მანკიერებისგან რომ გაათავისუფლოს . . .

  1. 1. მათ აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლისკენ უნდა უბიძგოს.

  2. 2. სხვების მიკერძოებული დამოკიდებულებით მიყენებული ჭრილობები უნდა მოუშუშოს, რის გამოც თავადაც უსამართლოდ ექცევიან სხვებს.

  3. 3. მიუკერძოებელი მმართველები უნდა ჰყავდეს.

  4. 4. ყველა ერი უნდა გააერთიანოს.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა სწორედ ასეთი ხელისუფლება შექმნა, რომელსაც „ღვთის სამეფო“ ეწოდება (ლუკა 4:43).

აი რა მიიღწევა ამ სამეფოს მეშვეობით:

1. აღმატებული განათლება

„სიმართლეს . . . [ისწავლიან] მიწის მკვიდრნი“ (ესაია 26:9).

„მშვიდობას მოიტანს ჭეშმარიტი სიმართლე, მუდმივი სიმშვიდე და უსაფრთხოება იქნება ჭეშმარიტი სიმართლის ნაყოფი“ (ესაია 32:17).

ღვთის სამეფო ხალხს სიმართლეს ასწავლის. ადამიანები ურთიერთდამოკიდებულებას მას შემდეგ შეიცვლიან, რაც სიმართლეს სიცრუისგან, ხოლო სამართლიანობას უსამართლობისგან გამიჯნავენ. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ხალხი ერთმანეთს სამართლიანად მოეპყრობა და განურჩევლად ყველას მიმართ გამოავლენს სიყვარულს.

2. უსამართლობის აღმოფხვრა

ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).

ღვთის სამეფო უკლებლივ ყველას მოუშუშებს უსამართლობით მიყენებულ ჭრილობებს. ერთ დროს უსამართლობის მსხვერპლნი წარსულს სამუდამოდ დაივიწყებენ და სხვების მიმართ მტრული დამოკიდებულება არასოდეს გაუჩნდებათ.

3. საუკეთესო მმართველი

„შესახედაობით არ გაასამართლებს, არც მოსმენილით შეაგონებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით შეაგონებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის“ (ესაია 11:3, 4).

ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე, იესო ქრისტე სამართლიანად და მიუკერძოებლად იმმართველებს მთელ დედამიწაზე. ის ერთ ერს მეორეზე მაღლა არ დააყენებს. ყველა მის სამართლიან კანონებს დაემორჩილება.

4. ერთობა

აი რას ასწავლის ღვთის სამეფო ხალხს: „გქონდეთ ერთი აზრი, გიყვარდეთ ერთმანეთი, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი“ (ფილიპელები 2:2).

ღვთის სამეფოს ქვეშევრდომების ერთობა მოჩვენებითი არ იქნება. ისინი ერთსულოვანნი იქნებიან, რადგან ერთმანეთი ეყვარებათ.