არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რაზე არ აქვთ პასუხი მეცნიერებს?

რაზე არ აქვთ პასუხი მეცნიერებს?

დიდი ხანია, რაც მეცნიერები სამყაროზე დაკვირვებებს აწარმოებენ. თუმცა მათ ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვებზე.

მეცნიერები ვერაფერს ამბობენ სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობაზე. ზოგის აზრით, მეცნიერებს, რომლებიც კოსმოსს შეისწავლიან, შეუძლიათ ახსნან, როგორ წარმოიშვა სამყარო. თუმცა დართმუზის კოლეჯის ასტრონომიის პროფესორი, მარსელო გლეიზერი, რომელიც აგნოსტიკოსია, აღნიშნავს, რომ მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ გაჩნდა სამყარო.

მსგავსი აზრია გამოთქმული ჟურნალ „საიენს ნიუსში“: „დარწმუნებით არ შეგვიძლია იმის განსაზღვრა, როგორ გაჩნდა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე, რადგან ხელი აღარ მიგვიწვდება გეოლოგიურ მასალაზე, რომელიც დედამიწის არსებობის ადრეულ ეტაპზე მოიპოვებოდა“. ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე: როგორ გაჩნდა სამყარო და სიცოცხლე?

შესაძლოა გიჩნდებათ კითხვები: თუ სამყარო შექმნილია, ვინ არის მისი შემოქმედი? თუ მოსიყვარულე შემოქმედი არსებობს, რატომ უშვებს ადამიანების ტანჯვას? რატომ არის ამდენი რელიგია? რატომ სჩადიან მორწმუნე ადამიანები ბოროტებას?

მართალია, ზემოხსენებულ კითხვებს მეცნიერები ვერ პასუხობენ, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ პასუხები არ არსებობს. ბევრმა ამ კითხვებზე პასუხები ბიბლიაში იპოვა.

ბიბლიის შესწავლის შემდეგ არაერთი მეცნიერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შემოქმედი არსებობს. მათი ისტორიების მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე jw.org. იხილეთ „შეხედულებები სიცოცხლის წარმოშობაზე“.