არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა დაგეხმარებათ სწორი დასკვნების გაკეთებაში?

რა დაგეხმარებათ სწორი დასკვნების გაკეთებაში?

„ვარაუდებზე დაყრდნობით კი არა, დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ სამყარო არაფრისგან წარმოიშვა“ (ფიზიკოსები სტივენ ჰოკინგი და ლეონარდ მლოდინოუ, 2010 წ.).

„ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (ბიბლია, დაბადება 1:1).

თავისით გაჩნდა სამყარო და მასში არსებული სიცოცხლე თუ ღმერთმა მისცა დასაბამი? ზემოხსენებული ფიზიკოსების შეხედულებები და ბიბლიის შესავალი სიტყვები ურთიერთგამომრიცხავ აზრს ატარებს. მართალია, თითოეულ მოსაზრებას თავისი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ ბევრისთვის ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება. სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით ზოგი თავის შეხედულებას საჯაროდ გამოხატავს, რაც სერიოზული კონფლიქტის მიზეზი ხდება.

ერთი მხრივ, შეიძლება სკოლაში გასწავლიან, რომ სამყარო სპონტანურად გაჩნდა. მაგრამ სარწმუნო ფაქტებს ეფუძნება მათი მსჯელობა? მეორე მხრივ, შესაძლოა რელიგიური წინამძღოლები გარწმუნებენ შემოქმედის არსებობაში. მაგრამ მოჰყავთ მათ დამაჯერებელი არგუმენტები თუ მოგიწოდებენ, ბრმად ირწმუნოთ ის?

შეიძლება ფიქრობთ, რომ ზუსტად არავინ იცის, არსებობს თუ არა შემოქმედი, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გეცოდინებათ თუ არა ამ კითხვაზე პასუხი.

„გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში გაეცნობით ფაქტებს, რომლებმაც ბევრი დაარწმუნა შემოქმედის არსებობაში. აგრეთვე გაიგებთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, როგორ გაჩნდა სიცოცხლე.