არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ

როგორ ავიტანოთ უსამართლობა

როგორ ავიტანოთ უსამართლობა

წაიკითხეთ დაბადების 37:23—28; 39:17—23 და დაფიქრდით, რისი სწავლა შეგიძლიათ იოსებისგან.

დაუკვირდით კონტექსტს. რატომ გახდა იოსები ამ ორ შემთხვევაში უსამართლობის მსხვერპლი? (დაბ. 37:23—28; 39:17—23). რამდენ ხანს მოუწია იოსებს უსამართლობის ატანა? (დაბ. 37:2; 41:46). საიდან ჩანდა, რომ იეჰოვა იოსების გვერდით იყო, თუმცა რა არ გაუკეთებია მისთვის? (დაბ. 39:2, 21; w23.01 17 ¶13).

ღრმად გააანალიზეთ. ბიბლიიდან არ ჩანს, იმართლა თუ არა იოსებმა თავი, როცა ის ფოტიფარის ცოლმა დაადანაშაულა. დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რატომ შეიძლება ეფიქრა იოსებს, რომ ამ შემთხვევაში დუმილი ჯობდა? რატომ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ბიბლიაში ყველაფერი დეტალურად იქნება ახსნილი? (იგავ. 20:2; იოან. 21:25; საქ. 21:37). რა დაეხმარა იოსებს, ყველაფრისთვის გაეძლო? (მიქ. 7:7; ლუკ. 14:11; იაკ. 1:2, 3).

დაფიქრდით, რას სწავლობთ.