არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲤᲠᲐᲖᲐ

„წარსულში მცხოვრებთ . . . პატიობდა ჩადენილ ცოდვებს“

„წარსულში მცხოვრებთ . . . პატიობდა ჩადენილ ცოდვებს“

ცოდვების პატიება მხოლოდ იესოს სისხლით გადახდილი გამოსასყიდით არის შესაძლებელი (ეფეს. 1:7). თუმცა ბიბლიაში ღმერთზე ასეთ რამეს ვკითხულობთ: „იგი წარსულში მცხოვრებთ თავისი დიდსულოვნებით პატიობდა ჩადენილ ცოდვებს“, არადა მაშინ იესოს გამოსასყიდი ჯერაც არ ჰქონდა გაღებული (რომ. 3:25). ხომ არ ირღვეოდა ამგვარად იეჰოვას მიერ დადგენილი სამართლიანობის სრულყოფილი სტანდარტი?

არა, რადგან იმ წუთიდან, რაც იეჰოვამ განაცხადა, რომ „შთამომავლის“ მეშვეობით დაიხსნიდა თავის მოშიშებს, გამოსასყიდი გადახდილად ითვლებოდა (დაბ. 3:15; 22:18). იეჰოვა ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ მისი მხოლოდშობილი ძე დანიშნულ დროს გამოსასყიდს ნებაყოფლობით გაიღებდა (გალ. 4:4; ებრ. 10:7—10). მან დედამიწაზე მყოფ იესოსაც მისცა ცოდვების პატიების უფლება და, მიუხედავად იმისა, რომ გამოსასყიდი ჯერაც არ იყო გაღებული, იესო პატიობდა მათ, ვინც რწმენას ავლენდა. ამის საფუძველს მას იმის ცოდნა აძლევდა, რომ გამოსასყიდს აუცილებლად გაიღებდა (მათ. 9:2—6).