სასწავლო სტატია 33
მკვდრეთით აღდგომა ღვთის სიყვარულზე, სიბრძნესა და მოთმინებაზე მეტყველებს
„იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქ. 24:15).
სიმღერა 151 ის დაიძახებს
მოკლე შინაარსი *
1. რატომ შექმნა იეჰოვამ სიცოცხლე?
იყო დრო, როცა მთელ სამყაროში მხოლოდ იეჰოვა არსებობდა, მაგრამ ის თავს მარტოდ არ გრძნობდა და მისი ბედნიერება ვინმეს არსებობაზე არ იყო დამოკიდებული. თუმცა მას სურდა, რომ სხვებიც დამტკბარიყვნენ სიცოცხლით. ის სწორედ სიყვარულმა აღძრა, რომ შემოქმედებითი საქმიანობა წამოეწყო (ფსალმ. 36:9; 1 იოან. 4:19).
2. რას გრძნობდნენ იესო და ანგელოზები, როცა იეჰოვას შემოქმედებას აკვირდებოდნენ?
2 იეჰოვას პირველი ქმნილება მისი ძე, იესო იყო, რომლის მონაწილეობითაც შექმნა ღმერთმა ყველაფერი, მათ შორის მილიონობით ანგელოზი (კოლ. 1:16). იესოს ძალიან ახარებდა მამასთან თანამშრომლობა (იგავ. 8:30). სიხარულის მიზეზი არც ანგელოზებს აკლდათ. ისინი თვითმხილველები იყვნენ იმისა, თუ როგორ ქმნიდნენ იეჰოვა და იესო ცასა და დედამიწას. როგორი რეაქცია ჰქონდათ მათ ამ ყველაფერზე? ანგელოზები ყიჟინებდნენ, როცა დედამიწა შეიქმნა. ეჭვგარეშეა, ისინი აღტაცებაში მოჰყავდა მიწიერი ქმნილებების, მათ შორის იეჰოვას შემოქმედების გვირგვინის, ადამიანის, შექმნას (იობ. 38:7; იგავ. 8:31). ყოველი ქმნილება იეჰოვას სიყვარულსა და სიბრძნეზე მეტყველებდა (ფსალმ. 104:24; რომ. 1:20).
3. პირველი კორინთელების 15:21, 22-ის თანახმად, რის საშუალებას გვაძლევს იესოს მსხვერპლი?
3 იეჰოვას სურდა, რომ ადამიანებს მარადიული სიცოცხლით გაეხარათ მშვენიერ პლანეტაზე, რომელიც მათთვის შექმნა. მაგრამ, როცა ადამი და ევა მოსიყვარულე მამას დაუპირისპირდნენ, რომ. 5:12). როგორ მოიქცა იეჰოვა? მან მაშინვე დასახა კაცობრიობის ხსნის გეგმა (დაბ. 3:15). იეჰოვა მზად იყო, გაეღო გამოსასყიდი, რომელიც ადამისა და ევას შთამომავლობას ცოდვისა და სიკვდილისგან თავის დახსნის საშუალებას მისცემდა. ამგვარად თითოეული ადამიანი შეძლებდა, რომ ღვთისმსახურება და მარადიული სიცოცხლე აერჩია (იოან. 3:16; რომ. 6:23; წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:21, 22).
დედამიწაზე ცოდვამ და სიკვდილმა დაისადგურა (4. რა კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
4 მკვდრეთით აღდგომის შესახებ ღვთის დაპირება არაერთ კითხვას ბადებს. მაგალითად, როგორ აღდგებიან ისინი? ვიცნობთ მკვდრეთით აღმდგარ ახლობლებს? რატომ მოგვანიჭებს ეს მოვლენა დიდ სიხარულს? როგორ დაგვეხმარება მკვდრეთით აღდგომაზე ფიქრი, უფრო მეტად დავაფასოთ იეჰოვას სიყვარული, სიბრძნე და მოთმინება? მოდი ვიმსჯელოთ ამ კითხვებზე.
როგორ აღდგებიან მკვდრები?
5. რატომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ღმერთი გარდაცვლილებს ეტაპობრივად აღადგენს?
5 ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ღმერთი თავის ძესთან ერთად მილიონობით გარდაცვლილს ერთბაშად არ აღადგენს. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? დედამიწის მოსახლეობის უეცარი ზრდა, დიდი ალბათობით, ქაოსს გამოიწვევს. იეჰოვა კი არაორგანიზებულად და ქაოსურად არაფერს აკეთებს. მან კარგად იცის, რომ მშვიდობიანი გარემო წესრიგის გარეშე ვერ იარსებებს (1 კორ. 14:33). იეჰოვამ როგორც ბრძენმა და მომთმენმა ღმერთმა იესოსთან ერთად ეტაპობრივად მოამზადა დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად. მამის მსგავსად იესოც სიბრძნითა და მოთმინებით იმოქმედებს ათასწლიანი მმართველობის დროს, როცა არმაგედონგადატანილებს დაეხმარება, მკვდრეთით აღდგენილებისთვის სათანადო პირობები შექმნან დედამიწაზე.
6. საქმეების 24:15-დან გამომდინარე, ვინ იქნებიან აღდგენილთა შორის?
საქმეების 24:15). მათ ბევრი ცვლილების მოხდენა მოუწევთ, რათა ქრისტეს გამოსასყიდმა მათაც მოუტანოს კურთხევები. მილიონობით ადამიანს, რომლებიც არ იცნობენ იეჰოვას, ღვთის შესახებ ჭეშმარიტება უნდა ვასწავლოთ. წარმოიდგინეთ, რა გრანდიოზული საქმე გვექნება შესასრულებელი. შეიძლება გვაინტერესებს, როგორ მოხდება ეს. მაგალითად, ინდივიდუალურად ვასწავლით მათ, ისე როგორც დღეს ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს? თუ კრებების მეშვეობით ისწავლიან ჭეშმარიტებას, რათა თავადაც შეძლონ მათი სწავლება, ვინც მოგვიანებით აღდგება მკვდრეთით? ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვართ, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (ეს. 11:9). ამ პერიოდში ბევრი და იმავდროულად სასიამოვნო საქმე გვექნება გასაკეთებელი!
6 არმაგედონგადატანილები მკვდრეთით აღდგენილებს ყველაზე დიდ დახმარებას იმით გაუწევენ, რომ ღვთის სამეფოსა და იეჰოვას მოთხოვნების შესახებ ასწავლიან, რადგან მკვდრეთით აღდგენილთა უმრავლესობა „უმართლო“ იქნება (წაიკითხეთ7. რატომ მოეკიდება გაგებით ღვთის ხალხი მკვდრეთით აღდგენილებს?
7 ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს, დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს მოუწევს ცვლილებების მოხდენა, რათა იეჰოვას მოსაწონები გახდნენ. ამის ცოდნა დაეხმარება ღვთის ხალხს, უფრო მეტად გაუგონ მკვდრეთით აღდგენილებს, სანამ ბოლომდე დაძლევენ ცოდვილ მიდრეკილებებს და იეჰოვას ნორმების თანახმად დაიწყებენ ცხოვრებას (1 პეტ. 3:8). აღდგენილებზე უდავოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს იმის დანახვა, რომ იეჰოვას თავმდაბალი ხალხი კვლავაც იღვწის ხსნისთვის (ფილ. 2:12).
ვიცნობთ მკვდრეთით აღდგენილებს?
8. რის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღდგენილებს იცნობენ ახლობლები?
8 არაერთი მიზეზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვდრეთით აღდგენილების ცნობა მათ ახლობლებს არ გაუჭირდებათ. საიდან ვაკეთებთ ასეთ დასკვნას? თუ წარსულში მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებით ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, აღდგენილებს ისეთივე გარეგნობა, მეტყველება და აზროვნება ექნებათ, როგორიც სიკვდილამდე ჰქონდათ. ალბათ გახსოვთ, რომ იესომ სიკვდილი ძილს შეადარა, მკვდრეთით აღდგომა კი — გამოღვიძებას (მათ. 9:18, 24; იოან. 11:11—13). ჩვეულებრივ, გამოღვიძებულ ადამიანს ისეთივე გარეგნობა, აზროვნება და მეტყველება აქვს, როგორიც დაძინებამდე ჰქონდა. მაგალითად, ვიმსჯელოთ ლაზარეს აღდგომაზე. ის ოთხი დღის მკვდარი იყო და მისი სხეული უკვე იხრწნებოდა. მიუხედავად ამისა, როცა ის იესომ აღადგინა, მართას და მარიამს არ გასჭირვებიათ მისი ცნობა და ეჭვგარეშეა, თავად ლაზარემაც იცნო თავისი დები (იოან. 11:38—44; 12:1, 2).
9. რატომ არ აღდგებიან გარდაცვლილები სრულყოფილი სხეულითა და გონებით?
9 იეჰოვა გვპირდება, რომ ქრისტეს მმართველობის დროს „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ეს. 33:24; რომ. 6:7). ყველა აღდგენილი ჯანმრთელი იქნება, თუმცა მაშინვე არ გასრულყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ცნობა შეიძლება ახლობლებს გაუჭირდეთ. როგორც ჩანს, მთელი კაცობრიობა ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში თანდათანობით გასრულყოფილდება. ათასი წლის ბოლოს კი იესო სამეფოს მამას გადასცემს. იმ დროისთვის ღვთის სამეფოს სრულად ექნება შესრულებული თავისი მისია, რაშიც კაცობრიობის გასრულყოფილებაც იგულისხმება (1 კორ. 15:24—28; გამოცხ. 20:1—3).
რატომ მოგვანიჭებს ეს მოვლენა დიდ სიხარულს?
10. რა გრძნობა შეიძლება დაგეუფლოთ მკვდრეთით აღდგომის დროს?
10 წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაგეუფლებათ, როცა კვლავ შეხვდებით საყვარელ ადამიანებს. როგორ გამოხატავთ ამ სიხარულს — ცრემლებით, სიცილით თუ იეჰოვას განმადიდებელი სიმღერებით? როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია, გული უდიდესი სიყვარულით აგვევსება ჩვენი მზრუნველი მამისა და მისი უანგარო ძისადმი, რომელთა წყალობითაც მკვდრეთით აღდგომა გახდა შესაძლებელი.
11. იოანეს 5:28, 29-ში ჩაწერილის თანახმად, როგორი მომავალი ელით მათ, ვინც ღვთის სამართლიანი ნორმებით იცხოვრებს?
11 ძველი პიროვნების მოშორება და ღვთის სამართლიანი მოთხოვნების თანახმად ცხოვრება მკვდრეთით აღდგენილებს დიდ სიხარულს მიანიჭებთ. ვინც ასეთ ცვლილებებს მოახდენს, სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემა. მათ კი, ვინც ამას არ მოისურვებს, ღმერთი არ მისცემს სამოთხეში ცხოვრებისა და იქ შექმნილი მშვიდობიანი გარემოს დარღვევის უფლებას (ეს. 65:20; წაიკითხეთ იოანეს 5:28, 29).
12. როგორ დააჯილდოებს იეჰოვა დედამიწაზე მცხოვრებთ?
12 ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ყველა ღვთის მსახური დარწმუნდება იგავების 10:22-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“. იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით ღვთის ხალხი უკეთ გამოავლენს ქრისტესთვის დამახასიათებელ თვისებებს და თანდათან გასრულყოფილდება (იოან. 13:15—17; ეფეს. 4:23, 24). ყოველი ახალი დღე მათ ახალი ძალით აავსებს და უკეთეს ადამიანებად აქცევს. წინ ნამდვილად ბედნიერი დრო გველის! (იობ. 33:25). მაგრამ დღეს როგორ გვეხმარება მკვდრეთით აღდგომაზე ფიქრი?
დააფასეთ იეჰოვას სიყვარული
13. ფსალმუნის 139:1—4-დან გამომდინარე, რამდენად კარგად გვიცნობს იეჰოვა და როგორ ადასტურებს ამას მკვდრეთით აღდგომა?
13 როგორც უკვე აღვნიშნეთ, როცა იეჰოვა მკვდრებს აღადგენს, მათ ისეთივე მეხსიერებასა და თვისებებს დაუბრუნებს, როგორიც სიკვდილამდე ჰქონდათ. რაზე მეტყველებს ეს? იეჰოვას იმდენად უყვარხართ, რომ ყველაფერი ახსოვს თქვენ შესახებ — თქვენი ფიქრები, გრძნობები, სიტყვები და საქმეები. ასე რომ, როცა იეჰოვა აღადგენს ადამიანს, მარტივად შეძლებს მას ისეთივე მეხსიერება, ხასიათი და თვისებები დაუბრუნოს, როგორიც მანამდე ჰქონდა. მეფე დავითმა კარგად იცოდა, რამდენად არის დაინტერესებული იეჰოვა თითოეული ჩვენგანით (წაიკითხეთ ფსალმუნის 139:1—4). რაში დაგვეხმარება იმის ცოდნა, რომ იეჰოვა კარგად გვიცნობს?
14. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იმის ცოდნამ, რომ იეჰოვა კარგად გვიცნობს?
14 თუ ყოველთვის გვეხსომება ის, თუ რამდენად კარგად გვიცნობს იეჰოვა, წუხილს არ მივეცემით. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? იეჰოვას თითოეული ჩვენგანის ბედი აღელვებს. ის აფასებს ჩვენში იმ თვისებებს, რომლებიც ინდივიდუალობას გვძენს; იცის, რა ცხოვრება გამოვიარეთ და რამ შეუწყო ხელი ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებას. ამის ცოდნა ნამდვილად მანუგეშებელია! ნუ იფიქრებთ, რომ მარტო ხართ. ყოველ დღე და ყოველ წუთს იეჰოვა თქვენ გვერდითაა და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაგეხმაროთ (2 მატ. 16:9).
დააფასეთ იეჰოვას სიბრძნე
15. როგორ მეტყველებს მკვდრეთით აღდგომის იმედი იეჰოვას სიბრძნეზე?
15 სიკვდილის შიში ძლიერი იარაღივითაა. სატანის ქვეყნიერებაში ამ იარაღს იმისთვის იყენებენ, რომ ვინმე აიძულონ, უღალატოს გამოცხ. 2:10). გვჯერა, რომ, რა მეთოდსაც არ უნდა მიმართონ მტრებმა, იეჰოვას ვერ ჩამოგვაშორებენ (რომ. 8:35—39). მკვდრეთით აღდგომის იმედი იეჰოვას უდიდეს სიბრძნეზე მეტყველებს. ამ იმედის მეშვეობით ის სატანის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ იარაღს ძალას უკარგავს, ჩვენ კი უშიშარ გულს გვაძლევს.
მეგობრებს ან საკუთარ პრინციპებს. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს იარაღი უძლურია. მტრებმა სიცოცხლესაც რომ გამოგვასალმონ, დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა სიცოცხლეს დაგვიბრუნებს (16. როგორ შეიძლება მივხვდეთ, რამდენად ვენდობით იეჰოვას?
16 თუ იეჰოვას მტრები მოკვლით დაგვემუქრებიან, გვეყოფა იმის რწმენა, რომ იეჰოვას ვანდოთ სიცოცხლე? დღეს როგორ უნდა მივხვდეთ, იმ მომენტში როგორ მოვიქცევით? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად დავფიქრდეთ: ჩანს ჩემი ყოველდღიური, თუნდაც უმნიშვნელო გადაწყვეტილებებიდან, რომ ვენდობი იეჰოვას? (ლუკ. 16:10). ჩანს ჩემი ცხოვრებიდან, რომ პირველ ადგილზე ვაყენებ სამეფოს ინტერესებს და მჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩემს საჭიროებებზე? (მათ. 6:31—33). თუ ამ კითხვებს დადებითად ვუპასუხებთ, გამოდის, რომ ვენდობით იეჰოვას და მზად ვართ ნებისმიერი განსაცდელის გადასალახავად (იგავ. 3:5, 6).
დააფასეთ იეჰოვას მოთმინება
17. ა) როგორ მეტყველებს მკვდრეთით აღდგომა იეჰოვას მოთმინებაზე? ბ) როგორ შეგვიძლია დავაფასოთ იეჰოვას მოთმინება?
17 იეჰოვას განსაზღვრული აქვს კონკრეტული დღე და საათი, თუ როდის მოუღებს ბოლოს ბოროტ ქვეყნიერებას (მათ. 24:36). ის არასდროს დაკარგავს მოთმინებას და დროზე ადრე არ იმოქმედებს. მას ერთი სული აქვს, აღადგინოს მკვდრები, მაგრამ მოთმინებით იცდის, სანამ ამისთვის სათანადო დრო არ დადგება (იობ. 14:14, 15; იოან. 5:28). არაერთი მიზეზი გვაქვს, დავაფასოთ იეჰოვას მოთმინება. ერთი წუთით დაფიქრდით: იეჰოვას მოთმინება ბევრ ადამიანს, მათ შორის ჩვენ, მონანიების საშუალებას გვაძლევს (2 პეტ. 3:9). იეჰოვას სურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. ასე რომ, დავაფასოთ იეჰოვას მოთმინება. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გულმოდგინედ მოვძებნით მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილებს და დავეხმარებით, შეიყვარონ და ემსახურონ იეჰოვას (საქ. 13:48). მაშინ იეჰოვას მოთმინება მათ კეთილდღეობასაც მოემსახურება.
18. რატომ უნდა ვიყოთ მომთმენები?
18 იეჰოვა მოთმინებას გამოავლენს და ათასი წლის დასრულებამდე არ მოგვთხოვს სრულყოფილებას. ის თვალს დახუჭავს
ჩვენს შეცდომებზე. ასე რომ, ჩვენც გვმართებს სხვებში კარგი დავინახოთ და მოთმინებით მოვეკიდოთ მათ სისუსტეებს. დავფიქრდეთ ერთი დის მაგალითზე, რომლის მეუღლემაც შფოთვითი აშლილობის გამო კრების შეხვედრებზე დასწრება შეწყვიტა. ეს და ამბობს: „ამ ყველაფრის ატანა ჩემთვის ძალიან რთული იყო. მთელი გეგმები წყალში ჩაგვეყარა“. მიუხედავად ამისა, ეს და სიყვარულითა და მოთმინებით ზრუნავს მეუღლეზე. ის ენდობა იეჰოვას და კვლავაც მხარში უდგას მეუღლეს. იეჰოვას მსგავსად პრობლემაზე კი არ არის კონცენტრირებული, არამედ ცდილობს, კარგი დაინახოს თავის ქმარში. ეს და დასძენს: „ჩემი მეუღლე კარგი ადამიანია და ცდილობს, ნელ-ნელა გამოვიდეს მდგომარეობიდან“. ასე რომ, მოთმინების გამოვლენა გვმართებს ოჯახის წევრებისა თუ თანაქრისტიანების მიმართ, რომელთაც რთული პერიოდი უდგათ.19. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?
19 იესო და ანგელოზები ხარობდნენ, როცა დედამიწა შეიქმნა. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებენ ისინი, როცა დედამიწა ღვთის მოყვარული სრულყოფილი ადამიანებით აივსება. მათთან ერთად გაიხარებენ დედამიწიდან ზეცაში აყვანილი ქრისტეს თანამმართველები, როცა დაინახავენ, რამდენი კურთხევა მოუტანა კაცობრიობას მათმა მმართველობამ (გამოცხ. 4:4, 9—11; 5:9, 10). მაშინ მწუხარების ცრემლებს სიხარულის ცრემლები შეცვლის, ხოლო ავადმყოფობა, მწუხარება და სიკვდილი სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხ. 21:4). სანამ ეს დრო დადგება, მიჰბაძეთ მოსიყვარულე, ბრძენ და მომთმენ ზეციერ მამას. თუ ასე მოიქცევით, ვერანაირი სირთულე ვერ დაგაკარგვინებთ სიხარულს (იაკ. 1:2—4). გულს მადლიერებით გვივსებს იეჰოვას დანაპირები, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქ. 24:15).
სიმღერა 141 სიცოცხლის სასწაული
^ აბზ. 5 იეჰოვა მოსიყვარულე, ბრძენი და მომთმენი ღმერთია. მისი ეს თვისებები კარგად ჩანს შემოქმედებიდან და მისი განზრახვიდან, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს ადამიანებს. ამ სტატიაში განვიხილავთ კითხვებს, რომლებიც შეიძლება მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით გაგვიჩნდეს. აგრეთვე ვიმსჯელებთ, რით ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას სიყვარულს, სიბრძნესა და მოთმინებას.
^ აბზ. 59 სურათის აღწერა: საუკუნეების წინ გარდაცვლილი ამერიკელი ინდიელი მკვდრეთით აღდგა ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს. ძმა, რომელიც არმაგედონს გადაურჩა, სიხარულით უხსნის ამ კაცს, რა უნდა გააკეთოს, რომ ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე სხვა კურთხევებითაც გაიხაროს.
^ აბზ. 61 სურათის აღწერა: ძმა თავის უფროსს ეუბნება, რომ კვირაში რამდენიმე დღე დამატებით ვერ იმუშავებს. ის უხსნის, რომ ეს დრო ღვთის მსახურებისთვის აქვს გამოყოფილი. თუმცა, სხვა დროს, თუ აუცილებლობა მოითხოვს, მზად იქნება, დამატებით იმუშაოს.