სასწავლო სტატია 31
მზად ხართ, მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას?
„მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს“ (მიქ. 7:7).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 128 ბოლომდე მოვითმინოთ
მოკლე შინაარსი *
1, 2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
წარმოიდგინეთ, რომ ამანათს, რომელშიც თქვენთვის ძალიან საჭირო ნივთი დევს, აგვიანდება. როგორ იგრძნობდით თავს ამ დროს? ალბათ, განწყობა გაგიფუჭდებოდათ. შეიძლება თავი ისე გეგრძნოთ, როგორც იგავების 13:12 აღგვიწერს: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“. მაგრამ, თუ გაიგებდით, რომ ამანათს საპატიო მიზეზების გამო აგვიანდება, ეს დიდი ალბათობით, მოთმინებით ლოდინს გაგიადვილებდათ.
2 ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე ბიბლიურ პრინციპს, რომლებიც მოთმინებით ლოდინში დაგვეხმარება (მიქ. 7:7). აგრეთვე ვიმსჯელებთ, რა სიტუაციებში გვმართებს, მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. ბოლოს კი ვისაუბრებთ იმ კურთხევებზე, რომლებიც იეჰოვას მომლოდინეთ ელით.
ბიბლიური პრინციპები მოთმინებას გვიადვილებს
3. რა პრინციპია ჩაწერილი იგავების 13:11-ში?
3 ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც მოთმინებაზე ამახვილებს ყურადღებას, ჩაწერილია იგავების 13:11-ში. იქ ვკითხულობთ: „ერთბაშად მოპოვებული სიმდიდრე განიავდება, ხოლო ვინც ნელ-ნელა აგროვებს, უფრო და უფრო მეტი სიმდიდრე ექნება“. რა პრინციპს ვხედავთ ამ მუხლიდან? საქმის მოთმინებით და ნაბიჯ-ნაბიჯ კეთება სიბრძნის მაჩვენებელია.
4. რა პრინციპია ჩაწერილი იგავების 4:18-ში?
4 იგავების 4:18-ში ნათქვამია, რომ „მართალთა ბილიკი დილის სინათლესავითაა, რომელიც შუადღის დადგომამდე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება“. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა თავის განზრახვებს თანდათანობით ჰფენს ნათელს. თუმცა ეს პრინციპი ქრისტიანის სულიერ წინსვლასაც შეგვიძლია მივუსადაგოთ. სულიერი ზრდა ერთბაშად არ ხდება. ამისთვის დროა საჭირო. როცა ვუღრმავდებით და ცხოვრებაში ვიყენებთ იმ რჩევებს, რომლებსაც ღმერთი თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს, უფრო და უფრო მეტად ვბაძავთ იესოს. ამასთანავე, ღმერთსაც უკეთესად ვეცნობით. ვნახოთ, რა თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა იესომ ამ აზრის ხაზგასასმელად.
5. როგორ დაგვანახვა იესომ მაგალითის მეშვეობით, რომ სულიერი ზრდა თანდათანობით ხდება?
5 იესომ მაგალითის მეშვეობით ახსნა, თანდათანობით როგორ იზრდება სამეფოს თესლი გულწრფელი ადამიანების გულში. მან თქვა: „თესლი აღმოცენდება და იზრდება, [მთესველმა] კი არ იცის, როგორ. მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი საღი მარცვალი“ (მარ. 4:27, 28). რისი თქმა სურდა იესოს ამით? იმის, რომ როგორც მცენარე იზრდება თანდათანობით, ისე ის ადამიანი იზრდება თანდათანობით სულიერად, რომლის გულშიც სამეფოს თესლი ითესება. მაგალითად, როცა ბიბლიის შემსწავლელი უახლოვდება იეჰოვას, ჩვენც ვამჩნევთ მასში ბევრ სასიკეთო ცვლილებას (ეფეს. 4:22—24). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩათესილის ზრდაზე იეჰოვაა პასუხისმგებელი (1 კორ. 3:7).
6, 7. რას გვასწავლის ის, თუ როგორ შექმნა იეჰოვამ დედამიწა?
6 იეჰოვა ნაჩქარევად არაფერს აკეთებს; ის ყველაფრისთვის სათანადო დროს გამოყოფს, რითაც საკუთარ სახელსაც განადიდებს და სხვებისთვისაც სიკეთე მოაქვს. ამაზე მოწმობს ისიც, თუ როგორ მოამზადა დედამიწა ეტაპობრივად ადამიანთა საცხოვრებლად.
7 ბიბლია დედამიწის შექმნის სხვადასხვა ეტაპს მოიხსენიებს. კერძოდ იმას, თუ როგორ დაუწესა ღმერთმა მას საზღვრები, „ჩაუყარა საძირკველი“ და „დაუდო იობ. 38:5, 6). ღმერთმა დრო იმისთვისაც გამოყო, რომ თავისი შემოქმედების ნაყოფი შეეფასებინა (დაბ. 1:10, 12). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდნენ ანგელოზები, როცა უყურებდნენ, როგორ აძლევდა იეჰოვა თავის შემოქმედებას საბოლოო სახეს. ეს მათთვის ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იქნებოდა. ამიტომაც არ გვიკვირს, რატომ ამბობს ბიბლია მათზე, რომ ამის შემხედვარე სიხარულით ყიჟინებდნენ (იობ. 38:7). მართალია, იეჰოვამ შემოქმედებით საქმიანობას ათასობით წელი მოანდომა, მაგრამ ბოლოს, როცა თვალი მოავლო გულდასმით შექმნილ სამყაროს, თქვა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბ. 1:31).
ქვაკუთხედი“ (8. რაზე ვიმსჯელებთ?
8 როგორც ზემოთ განხილულიდან დავინახეთ, არაერთი ბიბლიური პრინციპი ამახვილებს ყურადღებას მოთმინების აუცილებლობაზე. ახლა ვიმსჯელოთ, განსაკუთრებით რომელ ორ სიტუაციაში გვჭირდება, რომ მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას.
როდის გვჭირდება მოთმინებით ლოდინი?
9. როდის შეიძლება მოგვიწიოს იეჰოვას ლოდინი?
9როცა მალევე ვერ ვიღებთ ლოცვაზე პასუხს. როცა განსაცდელთან ან სისუსტესთან გასამკლავებლად იეჰოვას ძალას ვთხოვთ, შეიძლება ისეთი გრძნობა გაგვიჩნდეს, რომ ის აგვიანებს ჩვენს ლოცვაზე პასუხს. რატომ არ პასუხობს მაშინვე იეჰოვა ყველა ჩვენს ლოცვას?
10. რატომ გვჭირდება მოთმინება, როცა ლოცვაზე პასუხს ველით?
10 იეჰოვა გულისყურით უსმენს ჩვენს ლოცვებს (ფსალმ. 65:2). მისთვის ჩვენი გულწრფელი ლოცვები რწმენის მაჩვენებელია (ებრ. 11:6). იეჰოვას იმის დანახვაც სურს, ვცდილობთ თუ არა, ჩვენი ლოცვისა და მისი ნების შესაბამისად ვიმოქმედოთ (1 იოან. 3:22). აქედან გამომდინარე, მოთმინება გვჭირდება, რომ ლოცვის თანახმად ვიმოქმედოთ და დავძლიოთ არასწორი ჩვევები თუ სისუსტეები. იესომაც მიგვანიშნა იმაზე, რომ შეიძლება ჩვენს ლოცვებზე პასუხი სწრაფად ვერ მივიღოთ, როცა თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება“ (მათ. 7:7, 8). თუ ამ რჩევას ვითვალისწინებთ და გამუდმებით ვლოცულობთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ზეციერი მამა შეისმენს ჩვენს სათხოვარს და გვიპასუხებს (კოლ. 4:2).
11. როგორ დაგვეხმარება ებრაელების 4:16-ში ჩაწერილი სიტყვები, თუ გვგონია, რომ იეჰოვა ლოცვებზე პასუხს აგვიანებს?
11 შეიძლება ზოგჯერ გვგონია, რომ იეჰოვა აყოვნებს ლოცვებზე პასუხს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საჭირო დროს შეისმენს ჩვენს ლოცვებს, როგორც ამას თავად დაგვპირდა (წაიკითხეთ ებრაელების 4:16). ამიტომ იეჰოვა არ უნდა დავადანაშაულოთ, თუ პასუხს ისე სწრაფად ვერ ვიღებთ, როგორც ველოდით. მაგალითად, ბევრი თქვენგანი შეიძლება წლებია ლოცულობთ, რომ ღვთის სამეფომ ბოლო მოუღოს ბოროტ ქვეყნიერებას. იესომაც ხომ ამისკენ მოგვიწოდა?! (მათ. 6:10). მაგრამ რამხელა უგუნურება იქნებოდა, თუ ღვთის რწმენას მხოლოდ იმიტომ დავკარგავდით, რომ აღსასრული ჩვენი მოლოდინისამებრ არ დადგა (აბაკ. 2:3; მათ. 24:44). გონივრული იქნება, თუ დაველოდებით იეჰოვას და განვაგრძობთ რწმენით ლოცვას. აღსასრული იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს მოვა, რადგან მან უკვე დაადგინა ამისთვის „დღე და საათი“. სწორედ მაშინ მივხვდებით, რომ იეჰოვამ შესაფერისი დრო შეარჩია (მათ. 24:36; 2 პეტ. 3:15).
12. როდის შეიძლება გაგვიჭირდეს მოთმინება?
12როცა სამართლიანობის აღდგენას ველით. მათ. 24:13). მაგრამ როგორ მოიქცევით, თუ გაიგებთ, რომ კრებაში ვინმემ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა? მოთმინებით დაელოდებით, როგორ მოაგვარებენ უხუცესები ამ საკითხს იეჰოვას მოსაწონად? როგორ იქცევიან უხუცესები, როცა ვინმე სერიოზულ ცოდვას სჩადის?
დღეს მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანი რასობრივი, ეთნიკური, გენდერული, კულტურული და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება. ზოგსაც ცუდად იმის გამო ექცევიან, რომ გონებრივი ან ფიზიკური ნაკლი აქვს. მრწამსის გამო ბევრ იეჰოვას მოწმეს უწევს უსამართლობის ატანა. თუ თქვენც იჩაგრებით ზემოჩამოთვლილი რომელიმე მიზეზის გამო, ყოველთვის გახსოვდეთ იესოს სიტყვები: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (13. რას მოელის იეჰოვა უხუცესებისგან, როცა ვინმე სერიოზულ ცოდვას სჩადის?
13 მას შემდეგ, რაც უხუცესები მომხდარის შესახებ შეიტყობენ, ისინი ღმერთს ლოცვაში სიბრძნეს შესთხოვენ, რათა სიტუაციას იეჰოვას თვალით შეხედონ (იაკ. 3:17). მათი მიზანია, შემცოდველი მცდარი გზიდან მოაბრუნონ (იაკ. 5:19, 20). ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან კრება და ანუგეშონ შემცოდველის მიერ დაზარალებულები (2 კორ. 1:3, 4). უხუცესები ცდილობენ, ყველა ფაქტი გაარკვიონ, რასაც შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. გარდა ამისა, ლოცულობენ და ბიბლიური პრინციპების საფუძველზე სამართლიანად შეაგონებენ შემცოდველს (იერ. 30:11). უხუცესები არც დროს წელავენ და არც ნაჩქარევად იღებენ გადაწყვეტილებას. ღვთიური პრინციპებით მიღებულ გადაწყვეტილებას მთელი კრებისთვის სიკეთე მოაქვს. მაგრამ მაშინაც კი, თუ უხუცესები ყველაფერს წესისა და რიგისამებრ გააკეთებენ, შეიძლება დაზარალებული ადამიანი მაინც ნაწყენი დარჩეს. თუ თქვენ აღმოჩნდით დაზარალებული, როგორ შეგიძლიათ დაძლიოთ გულისწყრომა?
14. რომელი ბიბლიური მაგალითი განუგეშებთ, თუ თანაქრისტიანმა გული ძალიან გატკინათ?
14 გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ვინმემ გული ძალიან გატკინათ? შეიძლება ეს ადამიანი თანაქრისტიანიც კი იყო. ბიბლიაში არაერთი ღვთისმსახურის ისტორიას ვკითხულობთ, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ იეჰოვას, სანამ ის შექმნილ მდგომარეობას გამოასწორებდა. მაგალითად, იოსებს საკუთარი ძმები მოექცნენ უსამართლოდ. მაგრამ ის უსამართლო დაბ. 39:21). დროთა განმავლობაში იოსები მოერია წყენას და ისიც დაინახა, როგორ შემოუბრუნა ღმერთმა ყველაფერი კურთხევად (დაბ. 45:5). იოსების მსგავსად იეჰოვასთან დაახლოება ნუგეშს მოგგვრით და დაგეხმარებათ, მას მიანდოთ სამართლიანობის აღდგენა (ფსალმ. 7:17; 73:28).
მოპყრობას არ გაუბოროტებია. მან მთელი ყურადღება იეჰოვას მსახურებაზე გადაიტანა. იეჰოვამ კი მოთმინებისთვის ის უხვად დააჯილდოვა (15. რა დაეხმარა ერთ დას, აეტანა უსამართლო მოპყრობა და სიმშვიდე არ დაეკარგა?
15 ცხადია, ყველანი იოსებივით დიდ უსამართლობას არ შევხვდებით, მაგრამ ნებისმიერი სახის ცუდი მოპყრობა შეიძლება გულისტკივილის მიზეზი გახდეს. თუ ვინმესთან ურთიერთობა დაგვეძაბება, თუნდაც ის არ იყოს იეჰოვას მოწმე, კარგს ვიზამთ, თუ ბიბლიური პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ (ფილ. 2:3, 4). მაგალითად, მოვიყვანოთ ასეთი შემთხვევა. ერთ დას გული ძალიან ეტკინა, როცა მისმა თანამშრომელმა ზურგს უკან მასზე იჭორავა და ისეთი რამ თქვა, რაც სიმართლისგან ძალიან შორს იყო. ნაცვლად იმისა, რომ ცხელ გულზე ემოქმედა, ეს და დაფიქრდა იესოს მაგალითზე, რომელიც შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ პასუხობდა (1 პეტ. 2:21, 23). ეს დაეხმარა მას, რომ სიტუაცია არ გაემწვავებინა და მომხდარზე რეაგირება არ მოეხდინა. მოგვიანებით მან გაიგო, რომ მის თანამშრომელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და დიდ სტრესს განიცდიდა. ჩვენმა დამ დაასკვნა, რომ მის თანამშრომელს სინამდვილეში ცუდის თქმა არ უნდოდა, უბრალოდ ასე გამოუვიდა. ეს და ბედნიერია, რომ მოთმინებით აიტანა უსამართლობა და შინაგანი სიმშვიდე არ დაკარგა.
16. რა გვანუგეშებს, თუ უსამართლობის ატანა გვიწევს? (1 პეტრე 3:12).
16 თუ ამჟამად უსამართლობის ან სხვა მსგავსი პრობლემის გამო დიდ ტკივილს განიცდით, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა „ახლოს არის გულგატეხილებთან“ (ფსალმ. 34:18). იეჰოვას უყვარხართ იმის გამო, რომ ითმენთ და თქვენს ტვირთს მას ანდობთ (ფსალმ. 55:22). მთელი დედამიწის მოსამართლეს არაფერი გამორჩება მხედველობიდან (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:12). მზად ხართ, მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას, თუ ისეთ სირთულეს შეხვდებით, რომლის მოგვარებაც თქვენს ძალას აღემატება?
იეჰოვას მომლოდინეთ ულევი კურთხევა ელით
17. ესაიას 30:18-ის თანახმად, რას გვპირდება იეჰოვა?
17 მალე ჩვენი ზეციერი მამა თავისი სამეფოს მეშვეობით უხვად გვაკურთხებს. ესაიას 30:18-ში წერია: „იეჰოვა მოთმინებით იცდის, რომ წყალობა გიყოთ და წამოიმართება, რომ შეგიბრალოთ, რადგან იეჰოვა სამართლიანი ღმერთია. ბედნიერია ყველა, ვინც ელის მას“. ღმერთი თავის მომლოდინეთ დღესაც აკურთხებს და ახალ ქვეყნიერებაშიც.
18. როგორი მომავალი გველის?
18 ახალ ქვეყნიერებაში აღარ მოგვიწევს იმ პრობლემების ატანა, რომლებიც დღეს ჩვენს წუხილს იწვევს. უსამართლობა და ტკივილი სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხ. 21:4). ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ხანგრძლივი მოლოდინი აღარ მოგვიწევს, რადგან ყველაფერი უხვად გვექნება და არაფერი მოგვაკლდება (ფსალმ. 72:16; ეს. 54:13). ნამდვილად სასიამოვნო იქნება ასეთ გარემოში ცხოვრება.
19. რისთვის გვამზადებს იეჰოვა დღეს?
19 იეჰოვა დღესვე გვეხმარება, მოვიშოროთ ცუდი ჩვევები და განვივითაროთ მისთვის მოსაწონი თვისებები, რითაც ის ახალი ქვეყნიერებისთვის გვამზადებს. მთავარია, გული არ გავიტეხოთ და არ შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გველის. თუმცა ვიდრე ეს დიდებული დრო დამდგარა, მოდი მზადყოფნითა და მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას, რომელიც თავისი დაპირებისამებრ იმოქმედებს.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 118 „რწმენა განგვიმტკიცე“
^ აბზ. 5 ზოგ დიდი ხნის ღვთის მსახურს, ალბათ, უთქვამს: „რას ვიფიქრებდი, რომ ეს ბოროტი ქვეყნიერება აქამდე გასტანდა“. ყველას ერთი სული გვაქვს, როდის მოუღებს ღმერთი ბოლოს ამ ბოროტ ქვეყნიერებას, მით უმეტეს ახლა, როცა ასეთ რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ ისიც გვესმის, რომ მოთმინება გვმართებს. ამ სტატიაში განვიხილავთ ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც მოთმინებით ლოდინში დაგვეხმარება. აგრეთვე ვიმსჯელებთ, რა სიტუაციებში გვმართებს, მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. ბოლოს კი გავიგებთ, როგორ აკურთხებს იეჰოვა მათ, ვინც მოთმინებით ელის მას.
^ აბზ. 56 სურათის აღწერა: და რეგულარულად მიმართავს იეჰოვას ლოცვით. მას მშობლებმა ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს ლოცვის ჩვევა. მან ახალგაზრდობიდანვე დაიწყო პიონერად მსახურება და ხშირად სთხოვდა იეჰოვას ლოცვაში, რომ ეკურთხებინა მისი მსახურება. წლების შემდეგ, როცა მისი მეუღლე ძალიან ავად გახდა, ის გულმხურვალედ სთხოვდა იეჰოვას ძალას განსაცდელთან გასამკლავებლად. დღეს ის ქვრივია და კვლავაც განაგრძობს ლოცვას იმაში დარწმუნებული, რომ ზეციერი მამა უპასუხოდ არ დატოვებს მის სათხოვარს. მას ეჭვი არ ეპარება, რომ იეჰოვა დღესაც ისევე შეისმენს მის ლოცვებს, როგორც მანამდე ისმენდა.