„მოთმინებას დაასრულებინეთ თავისი საქმე“
„მოთმინებას დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გაკლდეთ“ (იაკ. 1:4).
1, 2. ა) რას ვსწავლობთ გედეონისა და მისი 300 მეომრისგან? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ უნდა მოვითმინოთ? (ლუკ. 21:19)
ბრძოლის დასრულებას პირი არ უჩანს. ებრაელი მეომრები მსაჯულ გედეონის მეთაურობით მიდიანელებსა და მათ მოკავშირეებს მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ; მტერს მათ დაახლოებით 32 კმ-ის მანძილზე სდიეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბოლოს მიადგა გედეონი იორდანეს, გადალახეს ის მან და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა; დაღლილები იყვნენ“. თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად მათ ჯერ კიდევ უნდა ებრძოლათ, ვინაიდან მოწინააღმდეგეთა ბანაკი ჯერ კიდევ 15 000-მდე მეომარს ითვლიდა. ახლა ფარ-ხმლის დაყრის დრო ნამდვილად არ იყო; ისრაელები ხომ წლების განმავლობაში მიდიანელთა უღელქვეშ გმინავდნენ?! ამიტომაც იყო, რომ ისინი „მაინც მისდევდნენ“ მტერს. საბოლოოდ, მათ დაამარცხეს მიდიანი (მსაჯ. 7:22; 8:4, 10, 28).
2 ბრძოლაში ჩვენც ვართ ჩაბმულნი. ჩვენ გვებრძვის სატანა, მისი ქვეყნიერება და საკუთარი არასრულყოფილება. ზოგი ჩვენგანი წლების მანძილზე არაერთ სირთულეს შევხვედრივართ, მაგრამ იეჰოვას დახმარებით გამარჯვებულები გამოვსულვართ. თუმცა მტერთან ბრძოლამ და ქვეყნიერების აღსასრულის მოლოდინმა შეიძლება დაგვღალოს. ახლა დანებების დრო ნამდვილად არაა, ვინაიდან საბოლოო გამარჯვება ჯერ არ მოგვიპოვებია. იესომ გაგვაფრთხილა, რომ ბოლო დღეებში მძიმე განსაცდელებს შევხვდებოდით და სასტიკად ლუკას 21:19). რა არის მოთმინება? რა დაგვეხმარება, რომ მოვითმინოთ? რას ვსწავლობთ მათგან, ვინც მოითმინა? და, როგორ დავასრულებინოთ მოთმინებას თავისი საქმე? (იაკ. 1:4).
მოგვეპყრობოდნენ, თუმცა ისიც თქვა, რომ თუ მოვითმენდით, გამარჯვებას მოვიპოვებდით (წაიკითხეთრა არის მოთმინება?
3. რა არის მოთმინება?
3 ბიბლიური გაგებით მოთმინება გაცილებით მეტს მოიცავს, ვიდრე განსაცდელისა თუ გასაჭირის უბრალოდ ატანას. ამაში ჩართული უნდა იყოს ჩვენი გონება და გული, რაც განსაცდელებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე აისახება. მომთმენი ადამიანი, იმავდროულად, გაბედული, მტკიცე და ამტანია. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ მოთმინება „არის შინაგანი განწყობილება, რაც ადამიანს ძალას აძლევს, გასაჭირი უბრალოდ კი არ აიტანოს, არამედ ურთულეს პერიოდშიც კი არ დაკარგოს მომავლის იმედი . . . ეს არის თვისება, რომლის წყალობითაც კაცი პირქარს არ ეპუება; ეს ის თვისებაა, რომელიც ურთულეს განსაცდელებს ტრიუმფად აქცევს, რადგან იგი ტკივილის მიღმა დასახულ მიზანს ხედავს“.
4. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთმინებას საფუძვლად სიყვარული უდევს?
4 ქრისტიანის მოთმინებას საფუძვლად სიყვარული უდევს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:4, 7). ღვთის სიყვარული აღგვძრავს, მოვითმინოთ ნებისმიერი რამ, რასაც იეჰოვა უშვებს (ლუკ. 22:41, 42). თანაქრისტიანების სიყვარული გვეხმარება, რომ ავიტანოთ მათი ნაკლოვანებები (1 პეტ. 4:8). ცოლქმრული სიყვარული წყვილებს „ხორციელ გასაჭირს“ ატანინებს, რასაც ბედნიერი წყვილებიც კი ხვდებიან; შედეგად, ოჯახური კვანძები უფრო მტკიცდება და ძლიერდება (1 კორ. 7:28).
რა დაგვეხმარება, რომ მოვითმინოთ?
5. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვაზე უკეთ არავის შეუძლია, მოგვცეს მოთმინების ძალა?
5 იეჰოვას სთხოვეთ, რომ მოგცეთ ძალა. იეჰოვა ის ღმერთია, რომელიც „მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს“ (რომ. 15:5). ბოლომდე მხოლოდ მას ესმის ჩვენი; მან არა მხოლოდ ის იცის, თუ რა პრობლემებს ვხვდებით, არამედ ისიც, თუ რა სიტუაციაში ვართ, როგორია ჩვენი ემოციური მდგომარეობა და როგორ მოქმედებს ჩვენზე გენეტიკა. ამიტომ იეჰოვაზე უკეთ არავის შეუძლია, მოგვცეს მოთმინების ძალა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თავის მოშიშთა სურვილს შეასრულებს, მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ“ (ფსალმ. 145:19). მაგრამ როგორ გვპასუხობს ღმერთი, როცა ლოცვაში მოთმინების ძალას ვთხოვთ?
6. რას ნიშნავს ბიბლიური დაპირება, რომ განსაცდელის დროს იეჰოვა გამოსავალს მოგვცემს?
6 წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:13. თუ განსაცდელის დროს იეჰოვას დახმარებისთვის მივმართავთ, ის აუცილებლად მოგვცემს გამოსავალს. ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვა მოგვაშორებს განსაცდელს? შესაძლოა ასეც მოხდეს. თუმცა ხშირად ის გამოსავალს გვაძლევს, რომ მოვითმინოთ. დიახ, იეჰოვა გვაძლევს ძალას, რომ მოვითმინოთ, სულგრძელნი ვიყოთ და სიხარული არ დავკარგოთ (კოლ. 1:11). ვინაიდან იეჰოვამ ასე კარგად იცის ჩვენი ფიზიკური, გონებრივი თუ ემოციური შესაძლებლობების ზღვარი, ის არასოდეს დაუშვებს ვითარების გამწვავებას იქამდე, რომ ერთგულების შენარჩუნება ვეღარ შევძლოთ.
7. რატომ უნდა ვიკვებოთ სულიერად? მოიყვანეთ მაგალითი.
7 ასაზრდოეთ რწმენა. მთამსვლელი, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალს, ევერესტს იპყრობს, ყოველდღიურად დაახლოებით 6 000 კალორიას წვავს, რაც ბევრად აღემატება იმ ნორმას, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება. მთამსვლელმა მიზანს რომ მიაღწიოს, რაც შეიძლება მეტი კალორია უნდა მიიღოს. ჩვენც, თუ გვსურს, რომ ქრისტიანული გზიდან არ გადავუხვიოთ და დასახულ მიზანს არ ავცდეთ, რეგულარულად უნდა მივიღოთ სულიერი საზრდო, და თანაც რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ამასთანავე, გვესაჭიროება თვითდისციპლინა, რათა დრო დავუთმოთ კითხვას, პირად შესწავლასა და ქრისტიანულ შეხვედრებს. ეს ყოველივე იოან. 6:27).
კვებავს ჩვენს რწმენას ისეთი საზრდოთი, „რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“ (8, 9. ა) იობის 2:4, 5-ის თანახმად, რა საკითხი იწევს წინა პლანზე, როცა განსაცდელებს ვხვდებით? ბ) რა სურათი უნდა წარმოვიდგინოთ, როცა განსაცდელს შევხვდებით?
8 გახსოვდეთ თქვენი როლი იეჰოვას უზენაესობის საკითხში. როდესაც ღვთის მსახური განსაცდელს ხვდება, ეს მხოლოდ განსაცდელი არაა. განსაცდელისადმი ქრისტიანის დამოკიდებულება ცხადყოფს, ნამდვილად აღიარებს თუ არა იგი იეჰოვას სამყაროს უზენაეს მმართველად. სატანამ, უზენაეს ღმერთს, იეჰოვას გესლიანად უთხრა: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის [იობის] ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობ. 2:4, 5). სატანა ამ სიტყვებით ამტკიცებდა, რომ ღმერთს წრფელი გულით არავინ ემსახურებოდა. დღესაც ამას ამტკიცებს იგი? დიახ! ზემოხსენებული სიტყვების თქმიდან საუკუნეების შემდეგ ზეციდან დედამიწაზე გადმოგდებული ეშმაკი კვლავაც „ჩვენი ძმების ბრალმდებლად [მოიხსენიება], რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე!“ (გამოცხ. 12:10). სატანა იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ დღესაც ილაშქრებს. მას ძალიან უნდა, რომ განსაცდელმა ღვთის მსახური გატეხოს, რათა მან იეჰოვას უზენაესობას მხარი აღარ დაუჭიროს.
9 ამიტომ, როცა განსაცდელს შეხვდებით, წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ერთ მხარეს სატანა და მისი დემონები დგანან, რომლებიც თქვენკენ იშვერენ ხელს და იეჰოვას ნიშნის მოგებით ეუბნებიან, რომ განსაცდელს ვერ გაუძლებთ და ფარ-ხმალს დაყრით. მეორე მხარეს კი დგანან იეჰოვა, მეფე იესო ქრისტე, მკვდრეთით აღდგენილი ცხებული ქრისტიანები და ანგელოზთა უთვალავი ლაშქარი. ისინი გგულშემატკივრობენ და ხარობენ, როცა ყოველდღიურად იტანთ გასაჭირს და მხარს უჭერთ ღვთის უზენაესობას. ჩათვალეთ, რომ იეჰოვა პირადად თქვენ მოგმართავთ ამ სიტყვებით: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავ. 27:11).
10. როგორ მივბაძოთ ქრისტეს, რომელიც მოთმინების შედეგებზე ფიქრობდა?
10 იფიქრეთ შედეგზე, რაც მოთმინებას მოჰყვება. დავუშვათ შორ გზაზე მიდიხართ; გზად გრძელი გვირაბი გხვდებათ, შუა გვირაბში სრული სიბნელეა, თუმცა დარწმუნებულნი ხართ, რომ თუ გზას განაგრძობთ, გვირაბის ბოლოს აუცილებლად გამოჩნდება სინათლე. ზოგჯერ პრობლემების გამო თავი შეიძლება ისე ვიგრძნოთ, თითქოს ბნელით მოცულ გვირაბში ვიმყოფებით. ეს განცდა არც იესოსთვის ყოფილა უცხო. მან ცოდვილთაგან „სიტყვიერი შეურაცხყოფა“, დამცირება და ბოძზე წამებაც კი აიტანა. ეს მის ცხოვრებაში მართლაც უმძიმესი პერიოდი იყო! თუმცა იესომ ყველაფერი მოითმინა იმ „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა“ (ებრ. 12:2, 3). დიახ, იესო იმ შედეგებზე ფიქრობდა, რაც მის მოთმინებას მოჰყვებოდა; განსაკუთრებით იმაზე, რომ თავის წვლილს შეიტანდა ღვთის სახელის განწმენდასა და მისი უზენაესობის დამტკიცებაში. იესოს უმძიმესი განსაცდელები დროებითი იყო, მაგრამ ზეციური ჯილდო, რომელსაც ის მიიღებდა, მარადიული იქნებოდა. შესაძლოა განსაცდელები ჩვენც გვამძიმებს და გვთრგუნავს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ განსაცდელები, რომლებსაც მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე ვხვდებით, დროებითია.
რას ვსწავლობთ მათგან, „ვინც მოითმინა“?
11. რატომ უნდა ვიფიქროთ მათზე, „ვინც მოითმინა“?
11 განსაცდელების პირისპირ მარტონი არ ვართ. ქრისტიანებს სატანისგან თავსდატეხილი უბედურებები რომ აეტანათ, პეტრე მოციქულმა მათ მისწერა: „წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით, რადგან იცით, რომ მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში“ (1 პეტ. 5:9). მათი გამოცდილება, „ვინც მოითმინა“, გვასწავლის, თუ როგორ შევინარჩუნოთ სიმტკიცე, გვარწმუნებს, რომ უეჭველად გავიმარჯვებთ, და შეგვახსენებს, რომ ერთგულება ჯილდოვდება (იაკ. 5:11). მოდი, მიმოვიხილოთ ბიბლიაში ჩაწერილი რამდენიმე ეპიზოდი. [1]
12. რას ვსწავლობთ ქერუბიმებისგან?
12 ქერუბიმები. ქერუბიმები, სულიერ ქმნილებათა შორის პირველები, რომლებიც ადამიანებმა იხილეს, იმის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ, თუ როგორ გავართვათ მოთმინებით თავი რთულ დავალებებს. როგორც ბიბლია გვაუწყებს, იეჰოვა ღმერთმა „ედემის ბაღის აღმოსავლეთით ქერუბიმები დააყენა და გააკეთა მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი, რომ დაეცვა სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა“ [2] (დაბ. 3:24). მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ღმერთს ეს ქერუბიმები ამ დავალების შესასრულებლად არ შეუქმნია, ვინაიდან იეჰოვას განზრახვაში ნამდვილად არ შედიოდა ის, რომ ადამიანებს შეეცოდათ და მის წინააღმდეგ წასულიყვნენ. ამის მიუხედავად, ბიბლიაში გაკვრითაც კი არაა ნახსენები, რომ ამ მაღალი რანგის სულიერ ქმნილებებს ეს დავალება შეუფერებლად მიეჩნიათ. მათ ამ დავალების შესრულება არ მობეზრებიათ. ქერუბიმებმა დაკისრებული დავალება ბოლომდე ერთგულად შეასრულეს; ისინი ამ დავალებას სავარაუდოდ, წარღვნამდე, 1 600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ასრულებდნენ.
13. რამ აატანინა იობს ტანჯვა?
13 პატრიარქი იობი. თუ მეგობრის ან ოჯახის წევრის მწარე სიტყვებმა გული გატკინათ, ან სერიოზული დაავადება გტანჯავთ, ანდა უსაყვარლესი ადამიანი გამოგეცალათ ხელიდან, იობის მაგალითი ნუგეშს მოგგვრით და ძალას შეგმატებთ (იობ. 1:18, 19; 2:7, 9; 19:1—3). მართალია, იობს წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ვინ იდგა მისი განსაცდელების მიღმა, მაგრამ იგი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ იობი ღვთისმოშიში კაცი იყო (იობ. 1:1). მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ჭირშიც და ლხინშიც, ღვთისთვის ესიამოვნებინა. იობი იეჰოვამ იმ გასაოცარ საქმეებზე დააფიქრა, რომლებიც მან თავისი წმინდა სულით მოიმოქმედა. ამან იობი უფრო მეტად დაარწმუნა, რომ იეჰოვა მის ტანჯვას თავის დროზე დაუსვამდა წერტილს (იობ. 42:1, 2). ეს ასეც მოხდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაიხსნა იეჰოვამ იობი ტყვეობიდან და იმაზე ორჯერ მეტი მისცა იეჰოვამ იობს, ვიდრე მას მანამდე ჰქონდა“. იობმა დიდხანს და ბედნიერად იცხოვრა (იობ. 42:10, 17).
14. როგორ მხნევდებოდნენ პავლეს მაგალითით სხვები? (2 კორ. 1:6).
14 მოციქული პავლე. ხომ არ გეწინააღმდეგებიან ან ხომ არ გდევნიან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრები? თუ კრების უხუცესად ან სარაიონო ზედამხედველად მსახურობთ, ხომ არ გეუფლებათ ისეთი განცდა, რომ მძიმე ტვირთი გაწევთ? დაფიქრდით პავლე მოციქულის მაგალითზე. მას მდევნელები სასტიკად ეპყრობოდნენ; ამას ისიც 2 კორ. 11:23—29). თუმცა მოციქულს უკან არ დაუხევია; ის თავისი მაგალითით სხვებს ამხნევებდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:6). ასე რომ, როცა განსაცდელს იტანთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი შემხედვარე სხვებიც შეძლებენ განსაცდელების ატანას.
ერთვოდა, რომ იგი ყოველდღიურად წუხდა ყველა კრებაზე (დაასრულებინებთ მოთმინებას თავის საქმეს?
15, 16. ა) რა იგულისხმება „საქმეში“, რომელიც მოთმინებას უნდა დავასრულებინოთ? ბ) როგორ დავასრულებინოთ მოთმინებას თავისი საქმე?
15 იაკობმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე“. საინტერესოა, რა იგულისხმება „საქმეში“, რომელიც მოთმინებას უნდა დავასრულებინოთ? ამაში ის იგულისხმება, რომ გავხდეთ „სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გვაკლდეს“ (იაკ. 1:4). როგორც წესი, განსაცდელები სისუსტეებსა და ხასიათის იმ თვისებებს ავლენს, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. თუმცა, როცა განსაცდელებს მოთმინებით ვიტანთ, ჩვენ, როგორც ქრისტიანები, „სრულყოფილნი [და] ყოველმხრივ ჯანსაღნი“ ვხდებით. ეს გვეხმარება, რომ გავხდეთ უფრო მომთმენნი, მადლიერნი და თანამგრძნობნი.
16 მოთმინება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქრისტიანული თვისებების ჩამოყალიბებაში; ამიტომ ნუ დაარღვევთ ბიბლიურ პრინციპებს იმ მიზნით, რომ განსაცდელებს თავი დააღწიოთ. დავუშვათ, უწმინდურ სურვილებს ებრძვით. ცდუნებას ნუ დაჰყვებით, ილოცეთ და უკუაგდეთ ასეთი სურვილები. ამგვარად თავშეკავებას გამოიმუშავებთ. იმ შემთხვევაში, თუ რწმენის გამო ოჯახის წევრი გეწინააღმდეგებათ, ნუ წახვალთ კომპრომისზე, არ დაკარგოთ შემართება და მთელი გულით განაგრძეთ ღვთის მსახურება. შედეგად, ღვთისადმი ნდობა გაგიღრმავდებათ. ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: მოთმინების გარეშე ღვთის მოწონებას ვერ დავიმსახურებთ (რომ. 5:3—5; იაკ. 1:12).
17, 18. ა) რატომ უნდა მოვითმინოთ ბოლომდე? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი?
17 ჩვენ ხანმოკლე დროით კი არ უნდა მოვითმინოთ, არამედ — ბოლომდე. წარმოიდგინეთ, რომ გემი იძირება. მგზავრებმა გადასარჩენად ნაპირამდე უნდა მიცურონ. ის, ვინც ნაპირთან ახლოს შეწყვეტს ცურვას, მის ბედს გაიზიარებს, ვინც უფრო ადრე შეწყვიტა ცურვა. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ახალი ქვეყნიერების დამყარებამდე მოვითმინოთ. ჩვენი სიცოცხლე მოთმინებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ისეთივე განწყობა გვაქვს, როგორიც მოციქულ პავლეს ჰქონდა, რომელმაც ორჯერ თქვა: „სულით არ ვეცემით“ (2 კორ. 4:1, 16).
18 დაე, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა დაგვეხმარება, ბოლომდე მოვითმინოთ! ჩვენ მთელი გულით ვუერთდებით პავლე მოციქულის სიტყვებს, რომელებიც რომაელების 8:37—39-შია ჩაწერილი: „ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ მისით, ვინც შეგვიყვარა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“. ზოგჯერ დავიღლებით კიდეც, მაგრამ მოდი, ბოლომდე მოვითმინოთ და ისეთივე სულისკვეთება შევინარჩუნოთ, როგორიც გედეონსა და მის მეომრებს ჰქონდათ, რომელთა შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობთ: „მაინც მისდევდნენ“ (მსაჯ. 8:4).
^ [1] (მე-11 აბზაცი) ჩვენთვის გამამხნევებელი იქნება ღვთის თანამედროვე მსახურთა ისტორიების გაცნობა; ამ ისტორიებიდან გავიგებთ, თუ როგორი მოთმინებით იტანდნენ ისინი განსაცდელებს. მაგალითად, 1992 (რუს.), 1999 (რუს.) და 2008 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეულებში მოთხრობილია ეთიოპიაში, მალავისა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმების რწმენის განმამტკიცებელი შემთხვევები.
^ [2] (მე-12 აბზაცი) ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რამდენი ქერუბიმი ასრულებდა ამ დავალებას.