იდეები კვლევისთვის
სარგებლობთ „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელოს“ მუხლების ახსნის ფუნქციით?
ამ ფუნქციით სარგებლობა დაგეხმარებათ, ღრმად იკვლიოთ ღვთის სიტყვა. თქვენ გაეცნობით კონკრეტული მუხლის შესახებ ისტორიულ ცნობებს, გაიგებთ, რატომ დაიწერა, ვის ეხებოდა და შეიტყობთ კონკრეტული სიტყვისა თუ ფრაზის მნიშვნელობას.
„საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკასა“ და JW ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ პირდაპირ ბიბლიური მუხლიდან გადახვიდეთ „საკვლევ სახელმძღვანელოში“ მოცემულ წყაროებზე. წყაროები საკვლევ ფანჯარაში გამოჩნდება.
როცა „საკვლევი სახელმძღვანელოთი“ სარგებლობთ, ყურადღება მიაქციეთ წყაროს თარიღს. უახლესი წყაროები ჩამონათვალის თავშია მოცემული, ხოლო შედარებით ძველი წყაროები, რომლებიც შესაძლოა მოძველებულ ახსნას შეიცავდეს, გვხვდება ქვემოთ.
„საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკაში“ ბიბლიური მუხლების მარჯვნივ განთავსებულ ველში ავტომატურად გამოჩნდება „საკვლევი სახელმძღვანელო“.
თუ გსურთ, JW ბიბლიოთეკაში ისარგებლოთ ამ სახელმძღვანელოთი, აუცილებელია, ჩამოტვირთოთ ის და, როცა განახლება ხელმისაწვდომი იქნება, განაახლოთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ საკვლევი ფანჯრიდანაც, რომელიც ბიბლიის ნებისმიერი თავიდან შეგიძლიათ გახსნათ. ჩამოტვირთვის ფუნქცია ამ ფანჯრის თავში გამოჩნდება.