არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ მიმდინარე წლის ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ცხებული ქრისტიანების მიმართ?

მართალია, ჩვენ ვაფასებთ მათ რწმენას, მაგრამ მათდამი გადამეტებულ ყურადღებას არ ვიჩენთ. ჩვენ არ განვადიდებთ ადამიანებს (იუდ. 16). გარდა ამისა, ზეციურ იმედთან დაკავშირებით პირადი ხასიათის შეკითხვებს არ ვუსვამთ (w20.01, გვ. 29).

რა გარწმუნებთ, რომ იეჰოვა პირადად გამჩნევთ?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ჯერ კიდევ დაბადებამდე გვამჩნევდა. ის ისმენს ჩვენს ლოცვებს. მან კარგად იცის ჩვენი ფიქრები და გრძნობები. ჩვენი საქციელით გულს ვუხარებთ ან ვტკენთ ღმერთს (1 მატ. 28:9; იგავ. 27:11). მან მიგვიზიდა თავისკენ (w20.02, გვ. 12).

როდისაა „ლაპარაკის დრო“ და „დუმილის დრო“?

იეჰოვას შესახებ სხვებთან საუბარი ყოველთვის სიხარულს გვგვრის. გარდა ამისა, გვესმის, რომ „ლაპარაკის დროა“ მაშინაც, როცა თანაქრისტიანი მცდარ გზას ადგას. უხუცესები ყოველთვის მზად არიან, რჩევა მისცენ და-ძმებს. თუმცა ჩვენ არ ვინტერესდებით და არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი საქმიანობა იმ ქვეყნებში, სადაც ის აკრძალულია. ამასთანავე, საიდუმლოდ ვინახავთ კონფიდენციალურ ინფორმაციას (w20.03, გვ. 20, 21).

რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან იოელის მე-2 თავში და გამოცხადების მე-9 თავში მოხსენიებული კალიები?

იოელის 2:20—29-ის თანახმად, ღმერთი კალიებს მოაშორებდა მიწას და აუნაზღაურებდა იმ ზიანს, რომელიც მათი მიზეზით მიადგა. ამის შემდეგ იგი თავის სულს გადმოღვრიდა ყველანაირ ადამიანზე. ამ წინასწარმეტყველებამ შესრულება მაშინ დაიწყო, როცა ბაბილონელთა ჯარი ისრაელში შეიჭრა. რაც შეეხება გამოცხადების 9:1—11-ში მოხსენიებულ კალიებს, ისინი განასახიერებენ ჩვენს დროში მცხოვრებ სულით ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც ღვთის განაჩენს უცხადებენ ბოროტ ქვეყნიერებას, რაც მისი მხარდამჭერთათვის სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის (w20.04, გვ. 3—6).

ვინ არის დღეს „ჩრდილოეთის მეფე“?

რუსეთი და მისი მოკავშირეები. „ჩრდილოეთის მეფემ“ იერიში მიიტანა ღვთის ხალხზე და აკრძალა სამქადაგებლო საქმიანობა; მისი ყოველი მოქმედება იმაზე მეტყველებს, რომ სძულს ღვთის ხალხი; იგი სამხრეთის მეფის მუდმივი მეტოქეცაა (w20.05, გვ. 13).

გალატელების 5:22, 23-ში მოხსენიებულ მხოლოდ ცხრა თვისებას მოიცავს „სულის ნაყოფი“?

არა. წმინდა სული ჩვენში სხვა ღირსშესანიშნავ თვისებებსაც ბადებს, მათ შორის სიმართლის სიყვარულს (ეფეს. 5:8, 9; w20.06, გვ. 17).

რაზე უნდა დავფიქრდეთ, სანამ სოციალურ ქსელში მასალას განვათავსებთ?

სოციალურ ქსელში ჩვენ მიერ განთავსებული მასალით სხვებს არ უნდა შევუქმნათ შთაბეჭდილება, რომ რაიმეთი ვტრაბახობთ (w20.07, გვ. 6, 7).

რას ვსწავლობთ გამოცდილი მებადურებისგან?

მებადურები სათევზაოდ ირჩევენ შესაფერის დროსა და ადგილს. ამასთანავე, ისინი ცდილობენ, დახელოვნებულად გამოიყენონ სათევზაო მოწყობილობები. მეთევზეები არც ავდარს ეპუებიან. მათ მსგავსად, ჩვენც შეუპოვარნი უნდა ვიყოთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ ჩვენი მსახურება შედეგიანი იყოს (w20.09, გვ. 5).

როგორ დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, ღვთისადმი სიყვარული გაიღრმაონ?

ჩვენ უნდა წავახალისოთ ისინი, ყოველდღე იკითხონ ბიბლია და იფიქრონ წაკითხულზე. მათ ლოცვაც უნდა ვასწავლოთ (w20.11, გვ. 4).

ვინ იგულისხმებიან სიტყვებში: „გაცოცხლდება ყველა ქრისტეს წყალობით“? (1 კორ. 15:22).

ამ სიტყვებით პავლეს იმის თქმა არ სურდა, რომ ყველა ადამიანი აღდგებოდა მკვდრეთით. იგი სულით ცხებულ ქრისტიანებზე საუბრობდა, რომლებიც ღმერთმა ქრისტესთან გააერთიანა და ამგვარად განწმინდა (1 კორ. 1:2; 15:18; w20.12, გვ. 5, 6).

რას გააკეთებენ ცხებულები მას შემდეგ, რაც „თვალის დახამხამებაში, უკანასკნელი საყვირის ხმაზე“ შეიცვლებიან? (1 კორ. 15:51—53).

ისინი ქრისტესთან ერთად „რკინის კვერთხით“ დამწყემსავენ ხალხს (გამოცხ. 2:26, 27; w20.12, გვ. 12, 13).