სასწავლო სტატია 52
თქვენ შეძლებთ გულგატეხილობის დაძლევას!
„იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმ. 55:22).
სიმღერა 33 იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი
მოკლე შინაარსი *
1. რა გავლენას ახდენს ჩვენზე გულგატეხილობა?
პრობლემებს ყოველდღიურად ვხვდებით და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, გავუმკლავდეთ მათ. მაგრამ, როცა გულგატეხილობა გვეუფლება, პრობლემებთან გამკლავება გვიძნელდება. უფრო მეტიც, გულგატეხილობამ შეიძლება წაგვართვას თვითრწმენა, გაბედულება და სიხარული. იგავების 24:10-ში ვკითხულობთ: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდება, ძალა გამოგეცლება“. მართლაც, გულგატეხილობა გვართმევს ძალას, რომელიც საჭიროა ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად.
2. რამ შეიძლება გაგვიტეხოს გული და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 გული შეიძლება ბევრი რამის გამო გაგვიტყდეს. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს არასრულყოფილების გამო ჩადენილი შეცდომები, ადამიანური სისუსტეები თუ შერყეული ჯანმრთელობა. გული შეიძლება გაგვიტეხოს იმანაც, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში ვერ მივიღოთ ის პასუხისმგებლობა ან დავალება, რომელსაც ვესწრაფოდით, ან ისეთ სამქადაგებლო უბანზე ქადაგებამ, სადაც გულგრილობა სუფევს. ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგვეხმარება გულგატეხილობასთან გამკლავებაში.
როცა ვებრძვით ადამიანურ სისუსტეებს
3. რა დაგვეხმარება, რომ საკუთარი თავისადმი ზედმეტად კრიტიკულები არ ვიყოთ?
3 არასრულყოფილების გამო ჩადენილმა შეცდომებმა და ადამიანურმა სისუსტეებმა შეიძლება არასწორი აზრი შეგვიქმნას საკუთარ თავზე და ისიც კი გვაფიქრებინოს, რომ ჩვენი შეცდომების გამო ვერასდროს დავიმკვიდრებთ ღვთის ახალ ქვეყნიერებას. ასეთი თვალსაზრისით მხოლოდ ვავნებთ საკუთარ თავს. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საკუთარი შეცდომების მიმართ? იესოს გარდა დედამიწაზე უცოდველ რომ. 3:23). თუმცა ბიბლიის ავტორი ღმერთი ჩასაფრებული არაა, რომ შეცდომაში გამოგვიჭიროს და არც სრულყოფილებას მოელის ჩვენგან. ამასთანავე, ის მოსიყვარულე და სულგრძელი მამაა, რომელსაც ჩვენი დახმარება სურს. ის ხედავს, რის ფასად გვიჯდება საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლა. იგი იმასაც ამჩნევს, რამდენად გვიძნელდება საკუთარ თავზე შექმნილი არასწორი აზრის დაძლევა და მზადაა დასახმარებლად (რომ. 7:18, 19).
კაცს არ უცხოვრია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველამ შესცოდა“ (4, 5. როგორ დაეხმარა 1 იოანეს 3:19, 20-ში ჩაწერილი სიტყვები ორ დას, დაეძლიათ გულგატეხილობა?
4 მოდი განვიხილოთ ჩვენი ორი დის, დებორასა და მარიას *, მაგალითი. ბავშვობაში დებორას ოჯახის წევრები ხშირად ღირსების გრძნობას ულახავდნენ. მისთვის იშვიათად იმეტებდნენ საქებარ სიტყვებს, რის გამოც მას საკუთარ თავზე უარყოფითი თვალსაზრისი განუვითარდა და უმნიშვნელო შეცდომის გამოც კი, თავს არარაობად მიიჩნევდა. მარიასაც იმავე პრობლემასთან უხდებოდა ჭიდილი. ოჯახში მასაც ამცირებდნენ. შედეგად, ისიც უღირსობის გრძნობას ებრძოდა. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მას თავი იმის ღირსადაც კი არ მიაჩნდა, რომ იეჰოვას მოწმედ წოდებულიყო.
5 მიუხედავად ყველაფრისა, ამ ორ დას არ შეუწყვეტია იეჰოვას მსახურება. ერთი რამ, რაც მათ დაეხმარა, ის იყო, რომ იეჰოვას უღვრიდნენ ლოცვაში გულს და მას ანდობდნენ ტვირთს (ფსალმ. 55:22). ისინი მიხვდნენ, რომ მოსიყვარულე ზეციერმა მამამ იცის, რა გავლენას ახდენს ადამიანზე წარსულის ტრავმები და უარყოფითი ფიქრები. თუმცა ღმერთს არც კარგის დანახვა უჭირს ჩვენს გულში. ის ისეთ თვისებებსაც ხედავს ჩვენში, რომელთაც თავად ვერ ვამჩნევთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:19, 20).
6. რა უნდა გავაკეთოთ, თუკი ძვალსა და რბილში გამჯდარი ჩვევა თავს გვახსენებს?
6 ადამიანს შეიძლება მაშინაც გაუტყდეს გული, თუკი ძვალსა და რბილში გამჯდარი ჩვევა კვლავ ახსენებს თავს. ბუნებრივია, თუკი ასეთ დროს ჩადენილი ცოდვის გამო სინდისი დაგვქენჯნის (2 კორ. 7:10). თუმცა უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ და არ უნდა ვიფიქროთ: „ჩემგან არაფერი გამოვა. მე იეჰოვა ვერასდროს მაპატიებს“. ასეთი აზროვნება არასწორია და შეიძლება ღვთის მსახურებაზეც აგვაღებინოს ხელი. არ უნდა დაგვავიწყდეს ის აზრი, რომელსაც იგავების 24:10-ში ვკითხულობთ — თუკი გული გაგვიტყდა, ძალა გამოგვეცლება. კარგი იქნება, თუკი იეჰოვასთან მოვაგვარებთ საქმეებს, ლოცვით მივმართავთ მას და პატიებას ვთხოვთ (ეს. 1:18). იეჰოვაც გვაპატიებს, როცა დაინახავს, რომ გულწრფელად ვინანიებთ. ჩვენ უხუცესებისგანაც უნდა ვითხოვოთ დახმარება. ისინი დიდსულოვნად მოგვიდგებიან და დაგვეხმარებიან სულიერ გაჯანსაღებაში (იაკ. 5:14, 15).
7. რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული, თუკი ადამიანურ სისუსტეებს ვებრძვით?
რომ. 7:21—25). ასე რომ, ზედმეტად ნუ განსჯით საკუთარ თავს, თუკი რაიმე სისუსტეს ებრძვით. ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობა, მისი ძის გამოსასყიდი რომ არა, ვერცერთი ჩავითვლებოდით მართლად ღვთის თვალში! (ეფეს. 1:7; 1 იოან. 4:10).
7 საფრანგეთში მცხოვრები უხუცესი ჟან-ლუკი და-ძმებს, რომლებიც ადამიანურ სისუსტეებს ებრძვიან, ასეთ რამეს ეუბნება: „იეჰოვას თვალში მართალი ის კი არაა, ვინც არასდროს სცოდავს, არამედ ის, ვისაც ჩადენილი შეცდომების გამო სინდისი ქენჯნის და ინანიებს მათ“ (8. ვის შეგვიძლია მივმართოთ დახმარებისთვის, თუკი თავს დათრგუნულად ვგრძნობთ?
8 გამხნევებისთვის სულიერი ოჯახის წევრებს მიმართეთ! ისინი ყოველთვის მოგისმენენ და არ დაიშურებენ თბილ სიტყვებს გასამხნევებლად (იგავ. 12:25; 1 თეს. 5:14). ნიგერიაში მცხოვრები ერთი და, სახელად ჯოი, რომელიც ებრძოდა გულგატეხილობას, თავის გრძნობებს გვიზიარებს: „სად ვიქნებოდი ქრისტიანული საძმოს გარეშე?! ჩემი სულიერი და-ძმების მეშვეობით იეჰოვა პასუხობს ჩემს ლოცვებს. მათგან ისიც ვისწავლე, თავად როგორ ვანუგეშო სულდამწუხრებულები“. თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ჩვენი და-ძმები ყოველთვის თავად ვერ მიხვდებიან, რომ გამხნევება გვჭირდება. ზოგჯერ ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი და დახმარება ვითხოვოთ მოწიფული ქრისტიანებისგან.
როცა ფიზიკურად ვუძლურდებით
9. როგორ გვანუგეშებს ფსალმუნის 41:3 და 94:19?
9 დახმარებისთვის იეჰოვას მიმართეთ. დადებითი განწყობის შენარჩუნება შეიძლება გაგვიძნელდეს, თუკი თავს შეუძლოდ ვგრძნობთ ან ქრონიკული დაავადება გვაწუხებს. მართალია, იეჰოვა სასწაულებრივად არ გვკურნავს, მაგრამ იგი გვანუგეშებს და გვაძლევს ძალას პრობლემასთან გასამკლავებლად (წაიკითხეთ ფსალმუნების 41:3; 94:19). მაგალითად, იეჰოვამ შესაძლოა აღძრას თანაქრისტიანები, მოგვეშველონ სახლის საქმეში ან გაგვეგზავნონ საყიდლებზე. ზოგმაც შეიძლება ილოცოს ჩვენთან ერთად. ღმერთმა შეიძლება მანუგეშებელი აზრებიც გაგვახსენოს თავისი სიტყვიდან, მაგალითად, ის თუ როგორი იქნება ცხოვრება ახალ ქვეყნიერებაში, როცა სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება და აღარავინ გახდება ავად (რომ. 15:4).
10. როგორ დაძლია ისანგმა გულგატეხილობა?
10 ნიგერიაში მცხოვრებ ისანგს უბედური შემთხვევის შედეგად დამბლა დაეცა. ექიმმა მას უთხრა, რომ ვეღარასდროს გაივლიდა. ისანგი იხსენებს: „გულგატეხილი და სულდამწუხრებული ვიყავი“. რა დაეხმარა მას გულგატეხილობის დაძლევაში? იგი გვიყვება: „მე და ჩემი ცოლი გამუდმებით ვლოცულობდით და ღვთის სიტყვას ვიკვლევდით. ვმადლობდით ღმერთს იმ კურთხევების გამო, რომლებიც გვქონდა. მაგალითად, ვფიქრობდით ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების იმედზე“.
11. რა დაეხმარა სინდის, არ დაეკარგა სიხარული შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად?
11 სინდის, რომელიც მექსიკაში ცხოვრობს, სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. რა დაეხმარა მას, არ მისცემოდა სასოწარკვეთილებას? როცა სინდი მკურნალობის კურსს გადიოდა, მიზნად დაისახა, რომ ყოველდღე ექადაგა სამედიცინო პერსონალთან. სინდი ამბობს: „ეს დამეხმარა, ყურადღება სხვებზე გადამეტანა და აღარ მეფიქრა ჩემს ავადმყოფობასა თუ დაგეგმილ ოპერაციაზე, აგრეთვე იმ ტკივილზე, რომელსაც ვგრძნობდი. მაგალითად, ექიმებთან და ექთნებთან საუბრისას მათი ოჯახის წევრებით ვინტერესდებოდი; იმასაც ვეკითხებოდი, თუ რატომ აირჩიეს ასეთი რთული და საპასუხისმგებლო პროფესია. ასე ვხვდებოდი, თუ რა საკითხები აღელვებდა მათ. ზოგმა აღნიშნა, რომ აკვირვებდა პაციენტისგან ამგვარი ყურადღება. ბევრი ამისთვის მადლობას მიხდიდა, ზოგმაც იგავ. 15:15).
თავისი საკონტაქტო ინფორმაცია მომცა. ამ მძიმე წუთებში იეჰოვამ ისეთი სიხარული განმაცდევინა, რამაც თავადაც გამაკვირვა“ (12, 13. როგორ მსახურობენ დაუძლურებული და-ძმები და რა შედეგებს იმკიან ისინი?
12 დაუძლურებულ და-ძმებს შესაძლოა გული გაუტყდეთ იმის გამო, რომ იმდენს ვეღარ აკეთებენ მსახურებაში, რამდენსაც უწინ. თუმცა ბევრი მაინც ახერხებს ქადაგებას. ერთი ამერიკელი და, სახელად ლორელი, 37 წლის განმავლობაში „რკინის ფილტვის“ სახელით ცნობილ აპარატზე იყო მიმაგრებული. პარალელურად, ლორელი ებრძოდა სიმსივნეს, ჰქონდა კანის ქრონიკული დაავადებები და გაიკეთა რამდენიმე ოპერაცია. ასეთმა მძიმე მდგომარეობამაც კი ვერ გაუნელა მას ქადაგების სურვილი. ის ქადაგებდა ექთნებთან და სანიტრებთან, რომლებიც სახლში აკითხავდნენ. რა შედეგი გამოიღო მისმა ძალისხმევამ? ლორელი 17 ადამიანს დაეხმარა ღვთის გაცნობაში. *
13 საფრანგეთში მცხოვრები ერთი უხუცესი რიშარი ასეთ რამეს ურჩევს მათ, ვინც ვერ ტოვებს სახლს ან სამედიცინო დაწესებულებას: „ბიბლიური ლიტერატურა გამოსაჩენ ადგილას დააწყვეთ, რამაც შესაძლოა ვინმეს ინტერესი აღუძრას და სასაუბროდ განაწყოს. ამგვარი საუბრები მხნეობას შემატებს მათ, ვინც კარდაკარ ვეღარ მსახურობს“. გარდა ამისა, და-ძმებს, რომელთაც სახლებში უწევთ დარჩენა, შეუძლიათ წერილებით და ტელეფონით იმსახურონ.
როცა ვერ ვიღებთ სასურველ დავალებას
14. რისი მაგალითი დაგვიტოვა მეფე დავითმა?
14 ასაკის, ჯანმრთელობისა თუ სხვა ფაქტორების გამო შესაძლოა ღვთის ორგანიზაციაში ვერ მივიღოთ ის დავალება ან პასუხისმგებლობა, რომელსაც ვესწრაფოდით. ასეთ დროს დაგვეხმარება მეფე დავითის მაგალითზე დაფიქრება. მართალია, მან შეიტყო, რომ ღმერთს ვერ აუშენებდა ტაძარს, რომლის აშენებაც გულით ეწადა, მაგრამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მას, ვინც ამ საქმისთვის ღმერთმა აირჩია. მეფე დავითმა ტაძრის ასაშენებლად გულუხვი შესაწირავი გაიღო. მან მართლაც მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა (2 სამ. 7:12, 13; 1 მატ. 29:1, 3—5).
15. როგორ დაძლია უგმა გულგატეხილობა?
15 საფრანგეთში მცხოვრებ ერთ ძმას, სახელად უგს, შერყეული ჯანმრთელობის გამო უხუცესობაზე უარის თქმა მოუწია. იგი იმდენად დაუძლურდა, რომ სახლში მარტივ საქმესაც კი ვეღარ ასრულებდა. უგი ამბობს: „თავდაპირველად გული გამიტყდა და უღირსობის გრძნობა დამეუფლა. მაგრამ დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ უნდა შევგუებოდი ახალ მდგომარეობას, რისი წყალობითაც შევძელი, რომ პრობლემების მიუხედავად, სიხარული შემენარჩუნებინა. გედეონისა და მისი 300 მსაჯ. 8:4).
მეომრისა არ იყოს, რომლებიც დაქანცულნი იყვნენ, გადავწყვიტე, რომ არც მე შემეწყვიტა ბრძოლა“ (16. რას ვსწავლობთ ანგელოზების მაგალითზე?
16 ჩვენ ერთგული ანგელოზებისგანაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ერთხელ იეჰოვამ ჰკითხა ანგელოზებს, ვინ შეძლებდა ბოროტი მეფე ახაბის ბრძოლის ველზე გატყუებას. ანგელოზებმა სხვადასხვა ხერხი შესთავაზეს. ღმერთმა ერთ-ერთი ანგელოზის აზრი მოიწონა და იმაშიც დაარწმუნა, რომ თავის მიზანს მიაღწევდა (1 მეფ. 22:19—22). ხომ არ გაუტყდათ გული სხვა ანგელოზებს და ხომ არ იფიქრეს, რომ სულ ტყუილად გაისარჯნენ? ბიბლიაში მსგავსი არაფერი წერია. ანგელოზები თავმდაბლები არიან და მათი მთავარი მიზანი იეჰოვას განდიდებაა (მსაჯ. 13:16—18; გამოცხ. 19:10).
17. რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული მაშინაც კი, თუ ღვთის ორგანიზაციაში ვერ ვიღებთ სასურველ დავალებას ან პასუხისმგებლობას?
17 გახსოვდეთ, რომ დიდი პატივია, იწოდებოდეთ ღვთის სახელით და აუწყებდეთ მისი სამეფოს შესახებ. რაიმე პასუხისმგებლობა ან დავალება შეიძლება დღეს გქონდეთ და ხვალ არა, მაგრამ იეჰოვა მხოლოდ ამით როდი გაფასებთ! იეჰოვასა და და-ძმების თვალში ნამდვილ ფასს მოკრძალება და თავმდაბლობა გძენთ. ამიტომ ყოველთვის სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ, იყოთ თავმდაბალი და მოკრძალებული. გამუდმებით იფიქრეთ ბიბლიაში ჩაწერილ იმ ღვთის მსახურთა მაგალითებზე, რომლებიც ამ თვისებებს ავლენდნენ. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე მოემსახურეთ და-ძმებს და ეს სიხარულით აკეთეთ (ფსალმ. 138:6; 1 პეტ. 5:5).
როცა სამქადაგებლო უბანზე გულგრილობას ვხვდებით
18, 19. რა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სიხარული მაშინაც კი, თუ სამქადაგებლო უბანზე გულგრილობას ხვდებით?
18 გიგრძნიათ თავი გულგატეხილად იმის გამო, რომ სამქადაგებლო უბანზე მობინადრეები არ გხვდებიან ან არ გისმენენ? რა დაგეხმარებათ, არ დაკარგოთ სიხარული და უფრო მეტიც, მსახურებამ მეტი სიხარული მოგანიჭოთ? ჩარჩოში, „მსახურების გამრავალფეროვნების გზები“, მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა. თუმცა ისიც აუცილებელია, რომ სწორი დამოკიდებულება გქონდეთ მსახურებისადმი. რა იგულისხმება ამაში?
19 მთელი ყურადღება ღვთის სახელისა და მისი სამეფოს შესახებ ქადაგებაზე გადაიტანეთ. იესომ თქვა, რომ სიცოცხლისკენ მიმავალ გზას ცოტა თუ დაადგებოდა (მათ. 7:13, 14). მსახურებისას პატივი გვაქვს, ვითანამშრომლოთ იეჰოვასთან, იესოსა და ანგელოზებთან (მათ. 28:19, 20; 1 კორ. 3:9; გამოცხ. 14:6, 7). ღირსეულებს სწორედ იეჰოვა მიიზიდავს თავისკენ (იოან. 6:44). მაშინაც კი, თუ ვინმე პირველ ჯერზე არ ისმენს სასიხარულო ცნობას, შეიძლება სხვა დროს მოისმინოს.
20. როგორ დაგვეხმარება გულგატეხილობის დაძლევაში იერემიას 20:8, 9-ში ჩაწერილი სიტყვები?
20 წინასწარმეტყველ იერემიასგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. მას მართლაც რთულ ტერიტორიაზე უწევდა მსახურება. იერემია ყოველდღიურად იტანდა დაცინვასა და შეურაცხყოფას (წაიკითხეთ იერემიას 20:8, 9). ერთხელ მან ისე ცუდად იგრძნო თავი, რომ ლამის მსახურებაზე აიცრუა გული. როგორ დაუბრუნდა მას ღვთის მსახურების სურვილი? იერემია ამბობს: „[იეჰოვას სიტყვა] ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, დავიღალე მისი დაოკებით“. თუკი ღვთის სიტყვით ვასაზრდოებთ გულსა და გონებას, არც ჩვენ შევწყვეტთ ქადაგებას. ეს კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ ყოველდღე ვიკვლიოთ ბიბლია და ვიფიქროთ წაკითხულზე. შედეგად, მეტ სიხარულს მოგანიჭებთ მსახურება და შეიძლება მეტმა ადამიანმაც მოგისმინოთ (იერ. 15:16).
21. რა დაგეხმარებათ გულგატეხილობის დაძლევაში?
21 დებორა, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, ამბობს: „გულგატეხილობა სატანის არსენალში მართლაც მძლავრი იარაღია“. მაგრამ სატანის ვერცერთი იარაღი ვერ გაუტოლდება იეჰოვას ძალას. ამგვარად, რა მიზეზითაც არ უნდა გაგიტყდეთ გული, საშველად იეჰოვას მიმართეთ. იგი დაგეხმარებათ, არ დაბრკოლდეთ ჩადენილი შეცდომების გამო და დაძლიოთ ადამიანური სისუსტეები. ის მაშინაც ამოგიდგებათ მხარში, თუკი ჯანმრთელობა შეგერყევათ. ღმერთი დაგეხმარებათ, გაწონასწორებული დამოკიდებულება გქონდეთ პასუხისმგებლობების მიმართ. მისი დახმარებით მსახურებაში დადებით განწყობასაც შეინარჩუნებთ. ასე რომ, ყოველთვის გული გადაუშალეთ ზეციერ მამას. ღვთის წყალობით თქვენ შეძლებთ გულგატეხილობის დაძლევას!
სიმღერა 41 გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა
^ აბზ. 5 დროდადრო თითოეულ ჩვენგანს გვიტყდება გული. ამ სტატიიდან გავიგებთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ გულგატეხილობას. შევიტყობთ იმასაც, რომ იეჰოვას დახმარებით გულგატეხილობის დაძლევა შესაძლებელია.
^ აბზ. 4 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 12 და ლორელ ნისბეტის ბიოგრაფია გამოქვეყნდა 1993 წლის 22 იანვრის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში (ინგლ.).
^ აბზ. 69 სურათის აღწერა: და, რომელსაც გული გაუტყდა, იხსენებს, რომ ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას, და ლოცულობს. იგი დარწმუნებულია, რომ ღმერთი აფასებს იმ ყოველივეს, რაც გაუკეთებია წარსულში და რასაც აკეთებს დღეს.