არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ჩანახატები ნასწავლის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ

ჩანახატები ნასწავლის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ

დღეს ბევრს უჭირს ნასწავლის დამახსოვრება. შესაძლოა თქვენც მათ შორის ხართ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ იესოს მაგალითები შედარებით ადვილი დასამახსოვრებელია. ეს იმიტომ რომ მისი მაგალითების გონებაში წარმოსახვა მარტივია, რაც, თავის მხრივ, დამახსოვრებას გვიადვილებს. ასე რომ, თუ გსურთ, ნასწავლის უკეთ დამახსოვრება შეძლოთ, შეეცადეთ, გონებაში გააცოცხლოთ ის. რა დაგეხმარებათ ამაში? შესწავლის დროს გააკეთეთ ჩანახატები.

ბევრს ჩანახატები უადვილებს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას. ეს მათ მხოლოდ ცალკეული სიტყვების კი არა, აბსტრაქტული ცნებების და მთავარი აზრების დამახსოვრებაში ეხმარება. ცხადია, ისინი ხელოვნების ნიმუშს კი არ ქმნიან, უბრალოდ მარტივ მონახაზს აკეთებენ. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ხანდაზმულებს უადვილებთ ინფორმაციის დამახსოვრებას.

მომდევნო ჯერზე ეცადეთ, თქვენც გააკეთოთ იმის ჩანახატი, რაც ისწავლეთ. შესაძლოა გაგიკვირდეთ კიდეც, იმდენი რამის დამახსოვრება შეძლოთ!