არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

რატომ უნდა გაითვალისწინონ ენის ფაქტორი იმიგრანტმა მშობლებმა, რათა შვილებს სულიერ წინსვლაში დაეხმარონ?

თქვენი შვილები ადგილობრივ ენას, ალბათ, სკოლაშიც ისწავლიან და სხვებთან ურთიერთობის დროსაც. თუ ბავშვს ერთზე მეტი ენა ეცოდინება, ეს მის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვიდრე გადაწყვეტენ, რომელ კრებაში იარონ, მშობლები უნდა დაფიქრდნენ, ადგილობრივ ენაზე გაუადვილდებათ მათ შვილებს ჭეშმარიტების გაგება და სულიერი ზრდა თუ იმ ენაზე, რომელზეც თავად ლაპარაკობენ. ქრისტიანი მშობლები შვილების სულიერ კეთილდღეობას საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებენ w17.05, გვ. 9—11.

როცა იესომ პეტრეს ჰკითხა: „ამათზე მეტად გიყვარვარ?“, რა იგულისხმა მან სიტყვაში „ამათზე“? (იოან. 21:15)

როგორ ჩანს, იესომ დაჭერილი თევზი ან თევზაობა იგულისხმა — ან ორივე ერთად. იესოს სიკვდილის შემდეგ პეტრე დაუბრუნდა თავის ძველ საქმიანობას, თევზაობას. ქრისტიანები უნდა დაფიქრდნენ, რა ადგილი უკავია სამუშაოს მათ გულში w17.05, გვ. 22, 23.

რატომ სთხოვა აბრაამმა სარას, ეთქვა, რომ მისი და იყო? (დაბ. 12:10—13)

სინამდვილეში სარა აბრაამის ნახევარდა იყო. თუ სარა იტყოდა, რომ მისი ცოლი იყო, შეიძლებოდა აბრაამი მოეკლათ და მისგან ვერ წარმოიშობოდა ღვთის მიერ აღთქმული შთამომავალი wp17.3, გვ. 14, 15.

რა მეთოდს იყენებდა ელიას ჰუტერი, რომ მსურველებს ებრაული ენის შესწავლა გაადვილებოდათ?

მას სურდა, რომ სტუდენტებს გაერჩიათ ბიბლიაში ჩაწერილი ებრაული სიტყვების ფუძე, თავსართი და ბოლოსართი. ამიტომ მის თარგმანში სიტყვის ფუძე მუქი შრიფტით იყო დაბეჭდილი, თავსართი და ბოლოსართი კი — ღია შრიფტით. იმავე მეთოდითაა შედგენილი სქოლიოები „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიან გამოცემაში wp17.4, გვ. 11, 12.

რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ ქრისტიანებმა თავდაცვის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის შენახვასთან დაკავშირებით?

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღვთის თვალში სიცოცხლე წმინდაა. იესოს არ მოუწოდებია თავისი მიმდევრებისთვის, რომ მახვილი აეღოთ თავდასაცავად (ლუკ. 22:36, 38). ჩვენ მახვილებისგან სახნისები უნდა გამოვჭედოთ. სიცოცხლე მატერიალურ ნივთებზე ბევრად ძვირფასია. ჩვენ ვითვალისწინებთ სხვის სინდისს და გვინდა, რომ სხვებს კარგი მაგალითი მივცეთ (2 კორ. 4:2) w17.07, გვ. 31, 32.

რატომ განსხვავდება იესოს ბავშვობის შესახებ მათესა და ლუკას მონათხრობები?

მათე ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენებზე, რომლებიც იოსებს უკავშირდება. ის გვიამბობს იოსების რეაქციაზე, როცა მარიამის ორსულობის შესახებ გაიგო, და ანგელოზის მეშვეობით გადაცემულ ორ ცნობაზე — გაქცეულიყვნენ ეგვიპტეში, მოგვიანებით კი უკან დაბრუნებულიყვნენ. ლუკას სახარებაში მეტი ყურადღება მახვილდება მარიამზე. მაგალითად, ის აღწერს მარიამის ელისაბედთან სტუმრობას და მარიამის რეაქციას, როცა პატარა იესო ტაძარში დარჩა w17.08, გვ. 32.

რის მიუხედავად მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე?

ბიბლიაში გამოყენებული სიტყვებისა თუ გამონათქვამების მნიშვნელობა დროთა განმავლობაში შეიცვალა. პოლიტიკურმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა იმ დროს გავრცელებულ ენაზე. მტრები ეწინააღმდეგებოდნენ თარგმანების გაკეთებას გავრცელებულ ენებზე w17.09, გვ. 19—21.

გყავთ მფარველი ანგელოზი?

არა. მართალია, იესომ თქვა, რომ მოწაფეების ანგელოზები ხედავდნენ ღვთის სახეს, მაგრამ მას არ უგულისხმია, რომ ყველა მის მიმდევარს მფარველი ანგელოზი ჰყავდა, რომელიც სასწაულებრივად იცავდა მათ (მათ. 18:10). სინამდვილეში ის გულისხმობდა, რომ ანგელოზები დაინტერესებული არიან ქრისტეს თითოეული მოწაფით wp17.5, გვ. 5.

რომელია სიყვარულის აღმატებული ფორმა?

პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული აგაპე სიყვარულის აღმატებული ფორმაა. მასში შეიძლება თბილი გრძნობებიც იგულისხმებოდეს, თუმცა მისი მთავარი ამოსაცნობი ნიშანი სხვების საკეთილდღეოდ გაკეთებული უანგარო საქმეებია w17.10, გვ. 7.