გახსოვთ თუ არა?
შეძლებთ უპასუხოთ შეკითხვებს, რომლებიც 2019 წლის „საგუშაგო კოშკის“ სტატიებზეა დაფუძნებული?
რას ნიშნავს ღვთის დაპირება: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“? (ეს. 54:17)
დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა დაგვიცავს მტრებისგან, რომელთა რისხვაც „ულმობელი ქარიშხალივით“ დაგვატყდება თავს (ეს. 25:4, 5). ისინი ვერ მიაღწევენ წარმატებას, ანუ ვერ მოგვაყენებენ გამოუსწორებელ ზიანს (w19.01, გვერდები 6, 7).
როგორ მოექცა იეჰოვა ქანაანელებსა და ურჩ ისრაელებს და როგორ გამოჩნდა მისი სამართლიანობა?
იეჰოვამ განაჩენი აღასრულა მათზე, ვინც საშინელ გარყვნილებას სჩადიოდა და ჩაგრავდა უმწეო ქალებსა და ბავშვებს. მან აკურთხა ისინი, ვინც მისადმი ერთგულებას ინარჩუნებდა და სხვებს სამართლიანად ეპყრობოდა (w19.02, გვერდები 22, 23).
როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ის ადამიანი წარმოთქვამს ლოცვას, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე?
თუ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით, შეგვიძლია არაფერი ვთქვათ და პატივისცემა გამოვავლინოთ. ჩვენ არც „ამინს“ ვამბობთ და არც ხელს ვკიდებთ სხვებს ლოცვის დროს. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გულში ვილოცოთ (w19.03, გვერდი 31).
რამდენად სერიოზული საკითხია ბავშვზე სექსუალური ძალადობა?
ეს არის ბავშვის, კრების, ხელისუფლებისა და ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტის გაცხადებასთან დაკავშირებული კანონი, უხუცესები ემორჩილებიან მას (w19.05, გვერდები 9, 10).
როგორ შეგიძლიათ განიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა?
ამაში დაგეხმარებათ იეჰოვასთან საუბარი, საკუთარი თავის შემოწმება და მეგობრების გონივრულად არჩევა (w19.06, გვერდი 11).
რა უნდა გავაკეთოთ, რომ დღესვე მოვემზადოთ დევნისთვის?
ჩვენ უნდა განვამტკიცოთ იეჰოვასთან ურთიერთობა და გვჯეროდეს, რომ მას ვუყვარვართ და არასოდეს მიგვატოვებს. ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ბიბლია და გამუდმებით ვილოცოთ. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით იეჰოვას ყველა დაპირება შესრულდება. უნდა დავიზეპიროთ საყვარელი ბიბლიური მუხლები და იეჰოვას განმადიდებელი სიმღერები (w19.07, გვერდები 2—4).
რა უნდა გავაკეთოთ ოჯახის წევრებისა და ნათესავების გადასარჩენად?
მათ მიმართ გულისხმიერება უნდა გამოვავლინოთ, მივცეთ კარგი მაგალითი, ვიყოთ მომთმენები და ტაქტიანები (w19.08, გვერდები 15—17).
რა გაგებით ვართ გამოცოცხლებულები, როგორც ამას იესო დაგვპირდა? (მათ. 11:28).
ჩვენ გყავს მოსიყვარულე ქრისტიანი ზედამხედველები და საუკეთესო მეგობრები. გარდა ამისა, ვასრულებთ საუკეთესო საქმეს (w19.09, გვერდი 9).
როგორ შეიძლება მოგვცეს ღმერთმა მოქმედების სურვილი და ძალა? (ფილ. 2:13).
როცა ვკითხულობთ ღვთის სიტყვას და ვფიქრობთ მასზე, ღმერთი მისი ნების შესრულების სურვილს აღგვიძრავს და მოქმედების ძალას გვაძლევს. წმინდა სულს შეუძლია ამა თუ იმ უნარის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს (w19.10, გვერდი 21).
რომელი ხუთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე?
გულდასმით გამოიკვლიეთ, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე, დაფიქრდით თქვენს მოტივებზე, დაისახეთ კონკრეტული მიზნები და რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები (w19.11, გვერდები 27—29).
სულის უკვდავებაზე მიანიშნა სატანამ ევას, როცა უთხრა, რომ არ მოკვდებოდა?
როგორც ჩანს, არა. ეშმაკმა ევას უთხრა, რომ არ მოკვდებოდა. მას არ უთქვამს, რომ მისი სხეული მოკვდებოდა, უხილავი ნაწილი კი სხვა სამყაროში განაგრძობდა არსებობას. ნოეს დროს მომხდარმა წარღვნამ წერტილი დაუსვა ყველანაირ ცრუ თაყვანისმცემლობას. სავარაუდოდ, სულის უკვდავების იდეა ბაბილონის კოშკის მშენებლობის პერიოდში გაჩნდა, სანამ ღმერთი ხალხს „მთელი დედამიწის ზურგზე“ გაფანტავდა (w19.12, გვერდი 15).