არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შემთხვევა

შემთხვევა

ვზრუნავთ განურჩევლად ყველაზე

ახალ-ზელანდიაში ერთმა დამ უყურა ვიდეოს „იზრუნეთ ერთმანეთზე“, საიდანაც დაინახა, რომ იეჰოვა არა მხოლოდ თანაუგრძნობს ადამიანებს, არამედ ზრუნავს კიდეც მათზე (ეს. 63:7—9). ამ დამაც გადაწყვიტა, მსგავსად მოქცეულიყო. იმავე დღეს საყიდლებზე გასული ერთ უსახლკარო ქალს შეხვდა და შესთავაზა, რომ საჭმელს უყიდდა, რაზეც ქალს, ცხადია, უარი არ უთქვამს. მას შემდეგ, რაც დამ საჭმელი მიუტანა, ერთი-ორი სიტყვით უქადაგა კიდეც და აჩვენა ბუკლეტი „დასრულდება ოდესმე ტანჯვა?“.

ქალს უცბად ცრემლები წასკდა. მან დას უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეთა ოჯახში გაიზარდა, თუმცა თავად ნაბიჯები არასდროს გადაუდგამს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში იეჰოვას სთხოვდა, მასთან დაბრუნებაში დახმარებოდა. საბოლოოდ დამ ქალს ბიბლიაც მისცა და შესწავლაც შესთავაზა, რაზეც ის სიხარულით დათანხმდა. a

კარგი იქნება, თუ ჩვენც მივბაძავთ ჩვენს თანამგრძნობ მამას, იეჰოვას, და ვიზრუნებთ გარშემომყოფებზე, მათ შორის ახლობლებსა თუ თანაქრისტიანებზე. თანაგრძნობას იმითაც გამოვავლენთ, თუ ხელიდან არ გავუშვებთ სხვებთან იეჰოვაზე საუბრის შესაძლებლობას.

a რჩევები არააქტიურების დასახმარებლად იხილეთ 2020 წლის ივნისის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილ სტატიაში „დამიბრუნდით“.