სასწავლო სტატია 6
„არ დავთმობ უმწიკვლობას!“
„სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობ. 27:5).
სიმღერა 34 ვიაროთ უმწიკვლოდ
მოკლე შინაარსი *
1. როგორ შეინარჩუნეს ერთგულება აბზაცში მოხსენიებულმა იეჰოვას მოწმეებმა?
წარმოიდგინეთ სამი სხვადასხვა სიტუაცია, რომელშიც შეიძლება იეჰოვას მოწმე აღმოჩნდეს. 1) ერთ დღეს მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, მონაწილეობა მიიღონ დღესასწაულის აღნიშვნაში. მათ შორის არის იეჰოვას მოწმე გოგონაც, რომელმაც იცის, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნა ღვთისთვის მიუღებელია, ამიტომ მასწავლებელს თავაზიანად უხსნის, რომ ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას. 2) მორცხვი ბიჭი კარდაკარ ქადაგებს. მან იცის, რომ მომდევნო სახლში მისი კლასელი ცხოვრობს, რომელიც ამას წინათ იეჰოვას მოწმეებს დასცინოდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც აკაკუნებს მის კარზე. 3) მამაკაცი მძიმედ შრომობს ოჯახის სარჩენად. ერთხელაც უფროსი უპატიოსნო და უკანონო საქმის შესრულებას სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამსახური დაკარგოს, ის უარს ეუბნება დამსაქმებელს და უხსნის, რომ ღმერთი თავისი მსახურებისგან პატიოსნებასა და კანონმორჩილებას მოითხოვს (რომ. 13:1—4; ებრ. 13:18).
2. რომელ კითხვებს განვიხილავთ და რატომ?
2 რომელი თვისება დაინახეთ ამ სამ ადამიანში? შეიძლება რამდენიმე თვისებაც კი შენიშნეთ, მათ შორის გაბედულება და პატიოსნება. თუმცა სამივე მათგანმა გამოავლინა კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება. ამ თვისებას ბიბლია უმწიკვლობას უწოდებს. სამივემ შეინარჩუნა იეჰოვასადმი ერთგულება და უარი თქვა ღვთის ნორმების დარღვევაზე. უმწიკვლობამ უბიძგა მათ, ღვთის თვალში სწორად მოქცეულიყვნენ. ცხადია, იეჰოვა აფასებს თითოეულში ამ თვისებას და ამაყობს მათით. ჩვენც გვინდა, ზეციერმა მამამ ჩვენით იამაყოს. ამიტომ ვიმსჯელოთ შემდეგ კითხვებზე: რა იგულისხმება უმწიკვლობაში? რატომ გვჭირდება ეს თვისება? და რა დაგვეხმარება, რომ ამ რთულ დროში შევინარჩუნოთ შინაგანი სიმტკიცე და არ ვუღალატოთ ჩვენს ქრისტიანულ პრინციპებს, ანუ არ დავთმოთ უმწიკვლობა?
რა იგულისხმება უმწიკვლობაში?
3. ა) რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ღვთის მსახური უმწიკვლოა? ბ) რომელი მაგალითები გვეხმარება უმწიკვლობის მნიშვნელობის გაგებაში?
3 ღვთის მსახურებთან მიმართებით სიტყვა „უმწიკვლობა“ ნიშნავს იეჰოვასადმი მთელი გულით სიყვარულსა და ურყევ ერთგულებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს უპირველესად ღვთის ნებას ვითვალისწინებთ. მოდი უფრო მეტი გავიგოთ დედნისეულ ენაში გამოყენებულ სიტყვაზე, რომელიც უმწიკვლობად ითარგმნა. ებრაულ ენაში ამ სიტყვის ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელობა არის: სრული, საღი ან მთელი. მაგალითად, ისრაელებს კანონი ავალდებულებდა, რომ იეჰოვასთვის მსხვერპლად საღი ცხოველი შეეწირათ * (ლევ. 22:21, 22). ღვთის ხალხს ეკრძალებოდა ისეთი ცხოველის შეწირვა, რომელსაც ფეხი, ყური ან თვალი არ ჰქონდა; მათ არც სნეული ცხოველი უნდა შეეწირათ. იეჰოვასთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ცხოველი სრული, საღი ან მთელი ყოფილიყო (მალ. 1:6—9). რთული არ არის იმის მიხვედრა, რატომ ანიჭებს იეჰოვა დიდ მნიშვნელობას სისაღეს ან სისრულეს. მაგალითად, როცა რამეს ვყიდულობთ, იქნება ეს ხილი, წიგნი თუ ხელსაწყო, არ გვინდა, გაფუჭებული იყოს ან რაიმე აკლდეს. პირიქით, სანამ რამეს ვიყიდით, ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ ის სრული, საღი და მთელია. იეჰოვასაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს. როცა საქმე მისადმი სიყვარულსა და ერთგულებას ეხება, მას სურს, ის სრული, საღი და მთელი იყოს.
4. ა) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასრულყოფილ ადამიანსაც შეუძლია უმწიკვლობის შენარჩუნება? ბ) რას არ გვთხოვს იეჰოვა და, ფსალმუნის 103:12—14-ის თანახმად, რა არის ამის მიზეზი?
4 უნდა დავასკვნათ, რომ უმწიკვლობისთვის სრულყოფილება გვჭირდება? ჩვენ ხომ ძალიან შორს ვართ სრულყოფილებისგან — უამრავ შეცდომას ვუშვებთ და ბევრი ნაკლი გვაქვს. დავფიქრდეთ ორ მიზეზზე, თუ რატომ არ არის სრულყოფილება საჭირო უმწიკვლობის შესანარჩუნებლად. პირველი, იეჰოვა ჩვენს ნაკლოვანებებზე არ ამახვილებს ყურადღებას. მის სიტყვაში წერია: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!“ (ფსალმ. 130:3). მან იცის, რომ არასრულყოფილი, ცოდვილი ადამიანები ვართ, ამიტომ დიდსულოვნად გვპატიობს (ფსალმ. 86:5). მეორე, იეჰოვას ესმის, სად არის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი და იმაზე მეტს არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:12—14). მაშ რა გაგებით შეგვიძლია მის თვალში სრული, საღი ან მთელი ვიყოთ?
5. რატომ არის საჭირო ღვთის სიყვარული უმწიკვლობის შესანარჩუნებლად?
5 იეჰოვას მსახურებს უმწიკვლობის შენარჩუნებისკენ სიყვარული აღძრავს. ჩვენი ზეციერი მამისადმი სიყვარული და ერთგულება სრული, საღი და მთელი უნდა იყოს. ასეთი სიყვარული განსაცდელების დროს უმწიკვლობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (1 მატ. 28:9; მათ. 22:37). დავუბრუნდეთ ზემოთ მოხსენიებული მოწმეების შემთხვევებს. დაფიქრდით, რა დაეხმარა მათ, ღვთის თვალში სწორად მოქცეულიყვნენ. განა გოგონა კლასელებთან გართობის წინააღმდეგი იყო?! ან სურდა ბიჭს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენა, ოჯახისთავს კი სამსახურის დაკარგვა?! რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მათ კარგად იცოდნენ იეჰოვას სამართლიანი მოთხოვნები და ცდილობდნენ, ზეციერი მამისთვის ესიამოვნებინათ. ღვთისადმი სიყვარულმა აღძრა ისინი, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს უპირველესად მისი ნება გაეთვალისწინებინათ და ერთგულება საქმით დაემტკიცებინათ.
რატომ გვჭირდება უმწიკვლობა?
6. ა) რატომ გვჭირდება უმწიკვლობა? ბ) რატომ ვერ შეინარჩუნეს ადამმა და ევამ უმწიკვლობა?
6 რატომ არის უმწიკვლობა ასე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის? იმიტომ რომ სატანა არა მხოლოდ იეჰოვას, არამედ ჩვენც გვიპირისპირდება. ამ მეამბოხე დაბ. 3:1—6). ედემში ცხოვრება მათ იეჰოვასადმი სიყვარულის გაძლიერების უამრავ შესაძლებლობას აძლევდა. მაგრამ, როცა სატანა იეჰოვას დაუპირისპირდა, ღვთისადმი მათი სიყვარული სრული, საღი და მთელი არ აღმოჩნდა. იბადება კიდევ ერთი კითხვა: დარჩებოდა ვინმე სიყვარულიდან გამომდინარე ღვთის ერთგული? ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლიათ ადამიანებს უმწიკვლოები იყვნენ? ეს კითხვა წამოიჭრა იობის შემთხვევაშიც.
ანგელოზმა ედემის ბაღში თავი სატანად ანუ მოწინააღმდეგედ იქცია. მან ღმერთი ცუდ, ეგოისტ და არაკეთილსინდისიერ მმართველად წარმოაჩინა, რითაც შელახა იეჰოვას წმინდა სახელი. სამწუხაროდ, ადამი და ევა სატანას მიემხრნენ და იეჰოვას დაუპირისპირდნენ (7. როგორც იობის 1:8—11-დან ვიგებთ, რა განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ იობის უმწიკვლობაზე იეჰოვასა და სატანას?
7 იობი ისრაელების ეგვიპტეში ყოფნის დროს ცხოვრობდა. მასზე უმწიკვლო იმ დროს არავინ იყო დედამიწაზე, თუმცა ჩვენ მსგავსად ისიც არასრულყოფილი იყო და შეცდომებს უშვებდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას უყვარდა იობი მისი უმწიკვლობის გამო. როგორც ჩანს, სატანა დასცინოდა იეჰოვას, რომ ადამიანები ვერ ინარჩუნებდნენ უმწიკვლობას. ამიტომ იეჰოვამ მისი ყურადღება იობისკენ მიმართა. სწორედ ამ კაცის ცხოვრება ამხელდა სატანას სიცრუეში! სატანამ მოითხოვა, რომ იობის ერთგულება გამოცდილიყო. იეჰოვა ენდობოდა თავის მეგობარს, ამიტომ სატანას მისი გამოცდის უფლება მისცა (წაიკითხეთ იობის 1:8—11).
8. როგორ მიიტანა სატანამ იერიში იობზე?
8 სატანა ბოროტი და კაცისმკვლელია. მან ხელყო იობის საკუთრება, გააღატაკა ის, დაუხოცა მსახურები და რეპუტაცია შეულახა. მან იერიში მიიტანა იობის ოჯახზე და ათივე შვილი მოუკლა. სატანამ ესეც არ იკმარა — ჯანმრთელობა შეურყია იობს და თავიდან იობ. 1:13—22; 2:7—11; 15:4, 5; 22:3—6; 25:4—6).
ფეხებამდე დააწყლულა. მწუხარებისგან განადგურებულმა ცოლმა იობს უთხრა, დანებებულიყო, დაეგმო ღმერთი და მომკვდარიყო. იობიც ნატრობდა სიკვდილს, თუმცა მაინც ინარჩუნებდა უმწიკვლობას. შემდეგ სატანამ თავდასხმის სხვა მეთოდს მიმართა, რისთვისაც იობის სამი მეგობარი გამოიყენა. ეს მამაკაცები რამდენიმე დღეს დარჩნენ იობთან, თუმცა ოდნავადაც არ უციათ მისთვის ნუგეში. პირიქით, ისინი უგულოდ აკრიტიკებდნენ და ჭკუას ასწავლიდნენ მას. ეს ვაი-მეგობრები აცხადებდნენ, რომ მისი უბედურების უკან ღმერთი იდგა, რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებდა მისი უმწიკვლობა. ისინი იმასაც კი ამბობდნენ, რომ იობი ბოროტი იყო და ის მიიღო, რასაც იმსახურებდა! (9. რა არ გააკეთა იობმა განსაცდელების დროს?
9 როგორ შეხვდა იობი ამდენ უბედურებას? ის არ იყო სრულყოფილი, ამიტომ გაბრაზებულმა უსაყვედურა თავის ვაი-ნუგეშისმცემლებს და დაუფიქრებლად ილაპარაკა, რაც მოგვიანებით ინანა. ის ღვთის სიმართლეზე მეტად საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა (იობ. 6:3; 13:4, 5; 32:2; 34:5). მაგრამ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი იობმა ზურგი არ შეაქცია იეჰოვას. მან არ დაიჯერა ვაი-მეგობრების სიცრუე და უთხრა მათ: „ვერ გიწოდებთ მართლებს, ხალხო! სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობ. 27:5). ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. იობმა შეასრულა თავისი ნათქვამი და ჩვენც შეგვიძლია იმავეს გაკეთება.
10. როგორ გეხებათ საკითხი, რომელიც სატანამ იობის შემთხვევაში წამოჭრა?
10 სატანა იმავე ბრალდებას უყენებს თითოეულ ჩვენგანს. თქვენ როგორ გეხებათ საკითხი, რომელიც სატანამ იობის შემთხვევაში წამოჭრა? ფაქტობრივად, ის ამბობს, რომ სინამდვილეში არ გიყვართ იეჰოვა, ტყუილად დებთ თავს ერთგულებაზე და როგორც კი საქმე საკუთარი თავის გადარჩენაზე მიდგება, მაშინვე შეწყვეტთ მისადმი მსახურებას! (იობ. 2:4, 5; გამოცხ. 12:10). რა გრძნობა გეუფლებათ ამის მოსმენაზე? ალბათ, გული გტკივათ. მაგრამ დაფიქრდით: იეჰოვა სატანას თქვენი ერთგულების გამოცდის ნებას რთავს. ის იმდენად გენდობათ, რომ შესაძლებლობას გაძლევთ, დაუმტკიცოთ ერთგულება და დაეხმაროთ სატანის სიცრუის გამოაშკარავებაში. იეჰოვას სჯერა თქვენი და გპირდებათ, რომ გვერდში დაგიდგებათ (ებრ. 13:6). რამხელა პატივია, რომ სამყაროს უზენაესი მმართველი ნდობას გიცხადებთ! ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია უმწიკვლობის შენარჩუნება? ეს შესაძლებლობას გვაძლევს, გავაბათილოთ სატანის სიცრუე და მხარი დავუჭიროთ ღვთის წმინდა სახელსა და მმართველობას. რის გაკეთება შეგვიძლია ამ მნიშვნელოვანი თვისების შესანარჩუნებლად?
როგორ შევინარჩუნოთ უმწიკვლობა ამ რთულ დროში
11. რის სწავლა შეგვიძლია იობისგან?
11 სატანა ამ „ბოლო დღეებში“ უფრო ინტენსიურად გვესხმის თავს (2 ტიმ. 3:1). რა შეგვმატებს ძალას, რომ ამ რთულ დროში არ დავთმოთ უმწიკვლობა? იობისგან ამ მხრივაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. სანამ სატანა განსაცდელებს დაატეხდა, იობს უკვე არაერთხელ ჰქონდა დამტკიცებული, რომ წესიერი და ერთგული ადამიანი იყო. განვიხილოთ იობის ცხოვრების სამი მხარე, რომლებიც უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილს გაგვიძლიერებს.
12. ა) როგორც იობის 26:7, 8, 14-დან ჩანს, როგორ განივითარა იობმა იეჰოვასადმი მოწიწება და პატივისცემა? ბ) ჩვენ როგორ შეგვიძლია ღვთისადმი მოწიწების განვითარება?
12 იეჰოვასადმი მოწიწებული შიშის განვითარებამ იობს მისადმი სიყვარული გაუძლიერა. იობი ხშირად ფიქრობდა იეჰოვას საოცარ შემოქმედებაზე (წაიკითხეთ იობის 26:7, 8, 14). მას შიშნარევი მოწიწება იპყრობდა, როცა დედამიწაზე, ცაზე, ღრუბლებსა და ჭექა-ქუხილზე ფიქრობდა, თუმცა აღიარებდა, რომ ძალიან ცოტა იცოდა იეჰოვას უკიდეგანო შემოქმედებაზე. ის იეჰოვას სიტყვების მიმართაც გრძნობდა მოწიწებას. „ვიცავ მისი ბაგით ნათქვამს“, — ამბობდა იობი ღვთის სიტყვებზე (იობ. 23:12). იობს აღაფრთოვანებდა იეჰოვას თვისებები და უდიდესი პატივისცემით განაწყობდა მის მიმართ. მას უყვარდა ზეციერი მამა და მის მოსაწონად მოქცევა სურდა. ამიტომ უფრო მეტად ცდილობდა, უმწიკვლო ყოფილიყო. ჩვენც იობის მსგავსად უნდა მოვიქცეთ. დღეს გაცილებით მეტი ვიცით იეჰოვას საოცარ შემოქმედებაზე, ვიდრე იობის დროს მცხოვრებმა ხალხმა იცოდა. გარდა ამისა, გვაქვს მთლიანი ბიბლია, რომელიც გვაცნობს იეჰოვას პიროვნებას. ეს ყველაფერი მის მიმართ მოწიწებას გვინერგავს. იეჰოვასადმი მოწიწება და პატივისცემა კი თავის მხრივ აღგვძრავს, გვიყვარდეს ის, დავემორჩილოთ და გავიძლიეროთ უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილი (იობ. 28:28).
13, 14. ა) იობის 31:1-დან გამომდინარე, როგორ დაამტკიცა იობმა, რომ მორჩილი იყო? ბ) ჩვენ როგორ შეგვიძლია მივყვეთ მის მაგალითს?
13 ღვთისადმი მორჩილება იობს უმწიკვლობის შენარჩუნებაში დაეხმარა. იობს ესმოდა, რომ უმწიკვლობა მორჩილებას მოითხოვდა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის, როცა ღვთისადმი მორჩილებას ვავლენთ, უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილი გვიძლიერდება. იობი ცდილობდა, ყველაფერში დამორჩილებოდა იეჰოვას. მაგალითად, საპირისპირო სქესთან მიმართებით დიდ სიფრთხილეს იჩენდა (წაიკითხეთ იობის 31:1). როგორც დაქორწინებულ მამაკაცს, ესმოდა, რომ არასწორი იქნებოდა, თუ მეუღლის გარდა სხვა ქალისადმი გამოიჩენდა რომანტიკულ ინტერესს. დღევანდელ ქვეყნიერებაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით სექსუალური უზნეობის ჩადენის ცდუნებას. მივბაძავთ იობს და შევეცდებით, რომ მეუღლის გარდა არავის მიმართ არ გამოვავლინოთ რომანტიკული ინტერესი? შევეცდებით, ნებისმიერ ვითარებაში ავარიდოთ თვალი გარყვნილ და პორნოგრაფიულ გამოსახულებებს? (მათ. 5:28). თუ ყოველდღე გავაკონტროლებთ საკუთარ თავს, უფრო მეტად შევძლებთ ჩვენი შინაგანი პიროვნების გაძლიერებას და უმწიკვლობის შენარჩუნებას.
14 იობი ღვთისადმი მორჩილებას მატერიალურ საკითხებთან მიმართებითაც ავლენდა. მას კარგად ესმოდა, რომ, თუ ქონებაზე დაამყარებდა იმედს, დიდ შეცდომას დაუშვებდა და იობ. 31:24, 25, 28). დღეს სიმდიდრის მოყვარულ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. თუ გავითვალისწინებთ ბიბლიურ პრინციპებს და ფულსა თუ ქონებაზე სწორი შეხედულება გვექნება, უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილი გაგვიძლიერდება (იგავ. 30:8, 9; მათ. 6:19—21).
სასჯელს დაიმსახურებდა (15. ა) რა დაეხმარა იობს უმწიკვლობის შენარჩუნებაში? ბ) რატომ არის კარგი, თუ იეჰოვასგან ჯილდოს მიღების იმედს არ დავკარგავთ?
15 იობს უმწიკვლობის შენარჩუნებაში ღვთის ჯილდოზე ფიქრი დაეხმარა. იობს სჯეროდა, რომ ღვთისთვის სულ ერთი არ იყო მისი უმწიკვლობა (იობ. 31:6). თავსდატეხილი არაერთი უბედურების მიუხედავად, ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა საბოლოოდ დააჯილდოებდა. სწორედ ეს იმედი ეხმარებოდა, რომ ღვთის თვალში შეუბღალავი დარჩენილიყო. იეჰოვა იმდენად გაახარა იობის ერთგულებამ, რომ უხვად აკურთხა იგი (იობ. 42:12—17; იაკ. 5:11). თუმცა ეს არაფერი იყო იმ კურთხევებთან შედარებით, რაც მას წინ ელის. მტკიცედ ხართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა თქვენც დაგაჯილდოებთ ერთგულებისთვის? ჩვენი ღმერთი არ შეცვლილა (მალ. 3:6). თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ იეჰოვა აფასებს უმწიკვლობას, ენით აუწერელი მომავლის იმედი ჩვენს გულებში მუდამ იბრწყინებს (1 თეს. 5:8, 9).
16. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?
16 დღეს, ისე როგორც არასდროს, მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ არ დათმოთ უმწიკვლობა! ხანდახან შეიძლება ისეთი გრძნობა დაგეუფლოთ, რომ თქვენ გარდა არავის აღელვებს უმწიკვლობის შენარჩუნება. თუმცა გახსოვდეთ, რომ მარტონი არა ხართ, რადგან მთელ მსოფლიოში თქვენთან ერთად მილიონობით ღვთის მსახური ინარჩუნებს უმწიკვლობას. თქვენც შეუერთდებით ძველად მცხოვრებ ღვთის მსახურთა რიგებს, რომლებმაც უდიდესი რწმენა გამოავლინეს და სიკვდილის პირისპირაც კი არ დათმეს უმწიკვლობა (ებრ. 11:36—38; 12:1). დაე ყველამ ვიცხოვროთ იობის სიტყვების თანახმად: „არ დავთმობ უმწიკვლობას!“, რათა ჩვენი ცხოვრებით მარადიულად განვადიდოთ იეჰოვა!
სიმღერა 124 მუდამ ერთგულები
^ აბზ. 5 რა იგულისხმება თვისებაში, რომელსაც ბიბლია „უმწიკვლობას“ უწოდებს? რატომ აფასებს იეჰოვა თავის მსახურებში ამ თვისებას? რატომ არის უმწიკვლობა მნიშვნელოვანი თვისება თითოეული ჩვენგანისთვის? ეს სტატია ბიბლიის თვალსაზრისს დაგვანახვებს ამ საკითხზე. აგრეთვე დაგვეხმარება, გავიგოთ, რა შეგვმატებს ძალას, რომ ყოველდღე შევინარჩუნოთ ერთგულება. ასე მოქცევა უამრავ კურთხევას მოგვიტანს.
^ აბზ. 3 ებრაული სიტყვა, რომელიც ცხოველებთან მიმართებით საღად ითარგმნა, იმ სიტყვის მონათესავეა, რომელიც ადამიანებთან მიმართებით უმწიკვლობად ითარგმნება.
^ აბზ. 50 სურათის აღწერა: ახალგაზრდა იობი თავის პატარებს იეჰოვას საოცარ შემოქმედებაზე ესაუბრება.
^ აბზ. 52 სურათის აღწერა: ძმა თვალს არიდებს პორნოგრაფიულ კადრებს, რომლებსაც თანამშრომლები აჩვენებენ.
^ აბზ. 54 სურათის აღწერა: ძმა უარს ამბობს დიდი და ძვირადღირებული ტელევიზორის ყიდვაზე, რომელიც არ სჭირდება და არც საკმარისი ფული აქვს მის შესაძენად.
^ აბზ. 56 სურათის აღწერა: ძმა ლოცულობს და სამოთხეზე ფიქრობს.