არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღიმილმა რა ქნა

ღიმილმა რა ქნა

ფილიპინებში, ქალაქ ბაგიოს საქმიან უბანში ორი გოგონა მიაბიჯებდა. მათ გზად მოწმეების სტენდი შენიშნეს, თუმცა ახლოს არ მისულან. სტენდთან მდგომმა დამ, ჰელენმა, ორივეს თბილად გაუღიმა. გოგონებმა გზა განაგრძეს, მაგრამ ჰელენის თბილმა ღიმილმა მათზე წარუშლელი კვალი დატოვა.

მოგვიანებით, როცა ორივენი სახლში ავტობუსით ბრუნდებოდნენ, ფანჯრიდან მოწმეების დარბაზზე გაკეთებული აბრა შენიშნეს, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა jw.org და გაახსენდათ, რომ მსგავსი ნიშანი სტენდზეც ჰქონდათ ნანახი. ისინი ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და ჭიშკარზე გამოკრული სხვადასხვა კრების შეხვედრის განრიგს გადახედეს.

ორივენი დაესწრნენ ერთ-ერთ შეხვედრას. აბა გამოიცანით, ვინ დაინახეს დარბაზში? სწორად მიხვდით, ჰელენი! მათ მაშინვე იცნეს ის ქალბატონი, რომელიც სტენდთან იდგა და გულთბილად უღიმოდა. ჰელენი იხსენებს: „როცა ჩემთან მოვიდნენ, ცოტა ავღელდი. ვიფიქრე, რამე ხომ არ მოხდა-მეთქი“. მაგრამ გოგონებმა ყველაფერი აუხსნეს.

მათ ძალიან მოეწონათ კრების შეხვედრა და იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა. თავი ძალიან შინაურულად იგრძნეს. შეხვედრის ბოლოს, როცა დაინახეს, რომ და-ძმებმა დარბაზის დალაგება დაიწყეს, თავადაც გამოთქვეს დალაგებაში მონაწილეობის სურვილი. ამ გოგონებიდან ერთ-ერთი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა, მეორე კი ესწრება შეხვედრებს და სწავლობს ბიბლიას. აი, რა ქნა ღიმილმა!