არ მისცეთ გასაქანი ეგოიზმს
ᲓᲦᲔᲡ ბევრი ფიქრობს, რომ განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს და განსაკუთრებული უფლებებით უნდა სარგებლობდეს. ისინი არასდროს არიან კმაყოფილი იმით, რაც აქვთ და ფიქრობენ, რომ სულ უფრო მეტს იმსახურებენ. მიზეზი ის არის, რომ როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, „ბოლო დღეებში“ ადამიანები ეგოისტები და უმადურები გახდებოდნენ (2 ტიმ. 3:2).
ეგოისტურმა დამოკიდებულებამ ჯერ კიდევ ედემის ბაღში იჩინა თავი. ადამმა და ევამ ჩათვალეს, რომ მეტს იმსახურებდნენ და თავად შეეძლოთ განესაზღვრათ, რა იყო სწორი და რა არასწორი. ამ გადაწყვეტილების შედეგებს დღეს ყველანი ვიმკით. მას შემდეგ ეგოისტურმა დამოკიდებულებამ ფართოდ მოიკიდა ფეხი საზოგადოებაში. მაგალითად, იუდას მეფე უზიამ მოინდომა, რომ საკმეველი ეკმია ტაძარში, არადა ამის უფლება არ ჰქონდა (2 მატ. 26:18, 19). პირველ საუკუნეში კი ფარისევლები და სადუკეველები ფიქრობდნენ, რომ, როგორც აბრაამის შთამომავლები, ღვთისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იმსახურებდნენ (მათ. 3:9).
დღეს ჩვენც ეგოისტი და პატივმოყვარე ადამიანების გარემოცვაში ვცხოვრობთ. ამიტომ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ჩვენც შემოგვეპაროს (გალ. 5:26). მაგალითად, ვიფიქროთ, რომ მეტს ვიმსახურებთ ან ჩავთვალოთ, რომ სხვები განსაკუთრებულად უნდა გვექცეოდნენ. ეს რომ არ მოხდეს, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რას ფიქრობს იეჰოვა ამ საკითხზე. მოდი ორი მხარე გამოვყოთ.
მხოლოდ იეჰოვას პრეროგატივაა იმის განსაზღვრა, ვინ რას იმსახურებს. ვნახოთ ამის რამდენიმე მაგალითი.
-
ეფეს. 5:33). ცოლ-ქმარმა რომანტიკული გრძნობები მხოლოდ ერთმანეთის მიმართ უნდა გამოხატოს (1 კორ. 7:3). მშობლებს იმის უფლება აქვთ, რომ ბავშვებს მორჩილება მოსთხოვონ. თავის მხრივ, ბავშვებიც იმსახურებენ მშობლებისგან სიყვარულსა და ზრუნვას (2 კორ. 12:14; ეფეს. 6:2).
ცოლი პატივს უნდა სცემდეს ქმარს, ქმარს კი უყვარდეს იგი ( -
უხუცესები, რომლებიც კრებისთვის ირჯებიან, პატივისცემას იმსახურებენ (1 თეს. 5:12). თუმცა მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ და-ძმებზე იბატონონ (1 პეტ. 5:2, 3).
-
ხელისუფლებებსაც აქვთ ღვთისგან ბოძებული უფლება, რომ მოქალაქეებისგან პატივისცემა და გადასახადების გადახდა მოითხოვონ (რომ. 13:1, 6, 7).
ჩვენი მოსიყვარულე მამა იმაზე მეტს გვაძლევს, ვიდრე ვიმსახურებთ. ყველანი ცოდვილები ვართ და ერთადერთი, რასაც ვიმსახურებთ, სიკვდილია (რომ. 6:23). თუმცა ჩვენდამი ღვთის სიყვარული იმდენად დიდია, რომ სიკეთეს არ იშურებს ჩვენთვის (ფსალმ. 103:10, 11). ასე რომ, ყველაფერი, რასაც ის გვაძლევს, ჩვენი დამსახურება კი არა, მისი წყალობაა (რომ. 12:6–8; ეფეს. 2:8).
ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲔᲒᲝᲘᲖᲛᲘ ᲓᲐ ᲡᲘᲐᲛᲐᲧᲔ ᲐᲠ ᲨᲔᲛᲝᲒᲕᲔᲞᲐᲠᲝᲡ?
ნუ მოექცევით ეგოისტური საზოგადოების გავლენაში. სიფრთხილეა საჭირო, რომ ჩვენც არ ჩამოგვიყალიბდეს ისეთი შეხედულება, თითქოს სხვებზე მეტს ვიმსახურებთ. იესოს მიერ მოყვანილი ერთი მაგალითიდან კარგად გამოჩნდა, რა მარტივად შეიძლება ასეთი შეხედულება შეექმნას ადამიანს. ეს მაგალითი ეხებოდა მუშებს, რომლებიც ვენახის პატრონმა სამუშაოდ დაიქირავა და შეუთანხმდა, რომ გასამრჯელოდ დღის ბოლოს ერთ დინარს მისცემდა. ზოგმა დილიდანვე დაიწყო მუშაობა და მზის გულზე მთელი დღე იმუშავა, ზოგმა კი – მხოლოდ ერთი საათი. ამიტომ მათ, ვინც მეტი იმუშავეს, იფიქრეს, რომ მეტ გასამრჯელოს დაიმსახურებდნენ (მათ. 20:1–16). ამ მაგალითით იესოს თავისი მიმდევრებისთვის იმის დანახვება სურდა, რომ კმაყოფილი უნდა ყოფილიყვნენ იმით, რასაც ღმერთი აძლევდა.
იყავით მადლიერები და ნუ იქნებით მომთხოვნი (1 თეს. 5:18). ამ მხრივ კარგ მაგალითს გვაძლევს მოციქული პავლე, რომელსაც ყველანაირი უფლება ჰქონდა, კორინთელი და-ძმებისგან მატერიალური დახმარება მოეთხოვა, თუმცა ის ასე არ მოქცეულა (1 კორ. 9:11–14). ჩვენც არ უნდა მოვითხოვოთ სხვებისგან ბევრი, პირიქით, მადლიერი უნდა ვიყოთ იმისთვის, რასაც გვიკეთებენ.
იყავით თავმდაბლები. როგორც წესი, ის, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, თვლის, რომ უფრო მეტს იმსახურებს. თავმდაბლობა ეხმარება ადამიანს, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შეიქმნას და თავს ზედმეტის უფლება არ მისცეს.
თავმდაბლობის გამორჩეული მაგალითია წინასწარმეტყველი დანიელი. მას სამეფო კარზე განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა და ადვილად შეიძლება ეფიქრა, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურა კიდეც. ის ხომ წარჩინებული ოჯახიდან იყო, თანაც კარგი გარეგნობა ჰქონდა და ჭკუა-გონებაც უჭრიდა (დან. 1:3, 4, 19, 20). მაგრამ დანიელი არასდროს გაამაყებულა, რის გამოც ის ძალიან ძვირფასი გახდა იეჰოვასთვის (დან. 2:30; 10:11, 12).
მოდი ყველანაირად ვეცადოთ, რომ ჩვენც არ შემოგვეპაროს სიამაყე და ეგოისტური დამოკიდებულება. პირიქით, მადლიერი ვიყოთ იმ ყველაფრისთვის, რაც იეჰოვასგან გვაქვს.