არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ ხდებოდა ძველად ცეცხლის წაღება?

დაბადების 22:6-დან ჩანს, როგორ ემზადებოდა აბრაამი შორეულ ადგილზე მსხვერპლის შესაწირავად. ამ მუხლში ნათქვამია: „[აბრაამმა] აიღო შეშა დასაწვავი შესაწირავისთვის და თავის ვაჟს, ისაკს აჰკიდა, თვითონ კი წაიღო ცეცხლი, დასაკლავი დანა და ორივენი ერთად წავიდნენ“.

წმინდა წერილებში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ ანთებდნენ ცეცხლს ძველ დროში. ერთი ბიბლეისტის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამხელა გზაზე, რაც აბრაამმა და ისაკმა გაიარეს, ცეცხლი არ ჩაქრობოდათ. ასე რომ, ამ მუხლში შეიძლება იგულისხმება იმის წაღება, რითაც ცეცხლს დაანთებდნენ.

სხვები აღნიშნავენ, რომ ძველად ცეცხლის დანთება ადვილი არ იყო. თუ შესაძლებლობა ჰქონდათ, ხალხი ცხელ ნაკვერჩხალს მეზობლებს სთხოვდა, ნაცვლად იმისა, რომ თავად ეცადათ ცეცხლის დანთება. ამიტომ ბიბლეისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აბრაამს თან მიჰქონდა ჭურჭელი, სავარაუდოდ, ჯაჭვზე ჩამოკიდებული ქოთანი, რომელშიც წინა ღამით დანთებული ცეცხლიდან აღებული ცხელი ნაკვერჩხალი იდო (ეს. 30:14). ფიჩხითა და გავარვარებული ნაკვერჩხლით, რომელიც მგზავრებს ამგვარად გადაჰქონდათ, ისინი ნებისმიერ ადგილას შეძლებდნენ ცეცხლის დანთებას.