არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იყენებდნენ ძველ ისრაელში ყოველდღიური სადავო საკითხების გადასაჭრელად მოსეს კანონში ჩაწერილ პრინციპებს?

ზოგჯერ კი. განვიხილოთ ერთი მაგალითი. კანონის 24:14, 15-ში ნათქვამია: „არაფერი გამოსტყუო გაჭირვებულ და ღარიბ მოჯამაგირეს შენს მიწაზე . . . გინდ შენი ძმა იყოს ის და გინდ ხიზანი . . . რათა არ შეღაღადოს იეჰოვას შენზე და ცოდვა არ დაგედოს“.

თიხის ნატეხი, რომელზეც მიწათმოქმედის სათხოვარი წერია

აშდოდთან ახლოს აღმოაჩინეს თიხის ნატეხი, რომელიც ძვ. წ. მეშვიდე საუკუნით თარიღდება. მასზე ეწერა სათხოვარი. სავარაუდოდ, ის მუშის სახელით არის დაწერილი, რომელსაც უსამართლოდ ადანაშაულებდნენ, რომ არ მიიტანა ნორმით გათვალისწინებული მარცვლეული. სათხოვარში ეწერა: „რამდენიმე დღის წინ, როცა თქვენმა მსახურმა [მოსარჩელე] დაამთავრა მოსავლის დაბინავება, მოვიდა შობაის ვაჟი ჰოშეიაჰუ და წაიღო თქვენი მსახურის მოსასხამი . . . ყველა, ვინც მწველი მზის გულზე ჩემ გვერდით მუშაობდა, დამემოწმება . . . რომ ჩემი ნათქვამი სიმართლეა. მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის . . . თუ გამგებელი თავს ვალდებულად არ თვლის, თქვენს მსახურს მოსასხამი დაუბრუნოს, სიბრალულის გამო მაინც გააკეთოს ეს! თქვენ უგულისყუროდ არ უნდა მოეკიდოთ თქვენი მსახურის სათხოვარს, რადგან ის მოსასხამის გარეშე დარჩა“.

ამ სათხოვრიდან „უბრალოდ ერთი მუშის გასაჭირის შესახებ კი არ ვიგებთ, რომელსაც [თავისი მოსასხამის] დაბრუნება უნდოდა, — ამბობს ისტორიკოსი საიმონ შამა, — არამედ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ მოსარჩელემ იცოდა ბიბლიური კანონის შესახებ, განსაკუთრებით ლევიანებსა და მეორე კანონში ჩაწერილი მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ღარიბების მიმართ სასტიკ მოპყრობას კრძალავდა“.