სასწავლო სტატია 4
გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი
„ძმური სიყვარული და სათუთი გრძნობები გქონდეთ ერთმანეთის მიმართ“ (რომ. 12:10).
სიმღერა 109 გულითადად გიყვარდეთ
მოკლე შინაარსი *
1. საიდან ჩანს, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ გული გაუცივდათ?
როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, „ბოლო დღეებში“ ადამიანები გულცივები იქნებოდნენ (2 ტიმ. 3:1, 3). ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ ამ წინასწარმეტყველების შესრულებას. მაგალითად, დღეს მილიონობით ოჯახი ინგრევა. განქორწინების შემდეგ ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის მტრებივით ხდებიან და შედეგად ბავშვები უსიყვარულო გარემოში იზრდებიან. ერთ ჭერქვეშაც კი ოჯახის წევრები შეიძლება ერთმანეთისგან გაუცხოვდნენ. «დედებს, მამებსა და შვილებს ერთმანეთისთვის აღარ სცალიათ, სამაგიეროდ, კომპიუტერისთვის, პლანშეტისთვის, სმარტფონისა და ვიდეოთამაშებისთვის ყოველთვის პოულობენ დროს. მართალია, ერთ ოჯახში ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთს წესიერად არც კი იცნობენ», — ამბობს ერთი მრჩეველი ოჯახურ საკითხებში.
2, 3. ა) რომაელების 12:10-ის თანახმად, ვის მიმართ უნდა გამოვავლინოთ სათუთი გრძნობები? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ უსიყვარულო ქვეყნიერებას იმის საშუალება, რომ თავის ყაიდაზე მოგვაქციოს (რომ. 12:2). გვინდა, რომ არა მხოლოდ ოჯახის წევრების მიმართ გამოვავლინოთ სათუთი გრძნობები, არამედ თანამორწმუნეების მიმართაც (წაიკითხეთ რომაელების 12:10). რა იგულისხმება სათუთ გრძნობებში? „სათუთ გრძნობებად“ ნათარგმნ ფრაზაში, ძირითადად, იგულისხმება ის სითბო და სიახლოვე, რომელიც მოსიყვარულე ოჯახის წევრებს აქვთ ერთმანეთისადმი. სწორედ ასეთი გულითადი სიყვარული უნდა განვივითაროთ სულიერი ოჯახის წევრების, ჩვენი და-ძმების მიმართ. ეს ჩვენს ერთიანობას უწყობს ხელს, რის გარეშეც წმინდა თაყვანისმცემლობა წარმოუდგენელია (მიქ. 2:12).
3 რამდენიმე ბიბლიური მაგალითის განხილვა უკეთ დაგვანახვებს, როგორ განვივითაროთ და გამოვავლინოთ სათუთი გრძნობები ანუ გულითადი სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
იეჰოვას სიყვარული ურყევია
4. რას გვეუბნება ფსალმუნის 103:8 იეჰოვას სიყვარულზე?
4 ბიბლიიდან ვიგებთ, რა არაჩვეულებრივ თვისებებს ფლობს იეჰოვა. მაგალითად, ვიგებთ იმას, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). მხოლოდ ამის ცოდნაც კი კმარა, რომ იეჰოვასთან დამეგობრების სურვილი გაგვიჩნდეს. მეტიც, ბიბლია იმასაც ამბობს, რომ „ურყევია მისი სიყვარული“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:8). ეს სიტყვები კარგად გადმოსცემს, რაოდენ ძლიერ ვუყვარვართ ჩვენს შემოქმედს.
5. როგორ ავლენს იეჰოვა გულმოწყალებას და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
5 ფსალმუნის 103:8 იეჰოვას სიყვარულს კიდევ ერთ მიმზიდველ თვისებასთან, გულმოწყალებასთან, აკავშირებს (გამ. 34:6). იეჰოვას გულმოწყალება იქიდან ჩანს, რომ გვპატიობს ცოდვებს (ფსალმ. 51:1). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, გულმოწყალება მიმტევებლობაზე მეტია. ეს ის გრძნობაა, რომელიც გასაჭირში მყოფი ადამიანის დასახმარებლად გვიბიძგებს. თვით დედასაც არა აქვს ისეთი ძლიერი გრძნობები თავისი შვილის მიმართ, როგორიც იეჰოვას აქვს ჩვენ მიმართ (ეს. 49:15). სწორედ გულმოწყალება უბიძგებს მას, რომ დაგვეხმაროს გაჭირვების ჟამს (ფსალმ. 37:39; 1 კორ. 10:13). გულმოწყალებას მაშინ ვავლენთ და-ძმების მიმართ, როცა ვპატიობთ შეცდომებს და გულში არ ვიტოვებთ წყენას (ეფეს. 4:32). თუმცა ჩვენი გულმოწყალება ყველაზე მეტად მაშინ ჩანს, როცა მხარში ვუდგავართ თანაქრისტიანებს გაჭირვების დროს. როცა გულმოწყალებას საფუძვლად სიყვარული უდევს, იეჰოვას ვბაძავთ, რომელიც გულითადი სიყვარულის ეტალონია (ეფეს. 5:1).
იონათანი და დავითი „ძმებივით გახდნენ“
6. საიდან ჩანს, რომ იონათანი და დავითი გულითადი მეგობრები იყვნენ?
6 ბიბლიამ შემოგვინახა ორი არასრულყოფილი ადამიანის გულითადი მეგობრობისა 1 სამ. 18:1). იეჰოვას გადაწყვეტილების თანახმად, საულის შემდეგ დავითი უნდა გამეფებულიყო, მაგრამ საულს დავითის მიმართ შური გაუჩნდა და არაერთხელ სცადა მისი მოკვლა. თუმცა საულის ვაჟს, იონათანს, ამ საკითხში მამის მხარე არ დაუკავებია. იონათანმა და დავითმა სამუდამო მეგობრობა და მხარდაჭერა აღუთქვეს ერთმანეთს (1 სამ. 20:42).
და სიყვარულის ბრწყინვალე მაგალითი. როგორც ბიბლია გვამცნობს, „საკუთარი თავივით შეუყვარდა იონათანს დავითი. ისინი ძმებივით გახდნენ“ (7. რა შეიძლება გამხდარიყო დავითისა და იონათანის მეგობრობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი?
7 თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი რამ ეღობებოდა წინ დავითისა და იონათანის მეგობრობას, მით უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენზე მათი გულითადი მეგობრობის ისტორია. დავიწყოთ იმით, რომ იონათანი დავითზე სულ მცირე 30 წლით უფროსი იყო. იონათანს არ უფიქრია, რომ თავი არ უნდა გაეყადრებინა ამ გამოუცდელი ჭაბუკისთვის. პირიქით, ის დავითს დიდი პატივისცემით ეპყრობოდა.
8. რატომ იყო იონათანი კარგი მეგობარი დავითისთვის?
8 იონათანს ადვილად შეიძლებოდა დავითისადმი შური გასჩენოდა. როგორც მეფე საულის ვაჟს, იონათანს, სამართლიანად შეეძლო პრეტენზია განეცხადებინა სამეფო ტახტზე (1 სამ. 20:31). ვინაიდან იონათანი თავმდაბალი და ღვთისმოშიში კაცი იყო, ის მთელი გულით უჭერდა მხარს იეჰოვას არჩევანს. მართალია, დავითის მხარდაჭერისთვის მამის რისხვა დაიტეხა თავს, მაგრამ მაინც თავისი მეგობრის ერთგული დარჩა (1 სამ. 20:32—34).
9. მეტოქედ მიიჩნევდა იონათანი დავითს? ახსენით.
9 რადგან იონათანს გულითადი სიყვარული ამოძრავებდა, ის დავითს მეტოქედ არ მიიჩნევდა. იონათანი გამოცდილი მშვილდოსანი და მამაცი მებრძოლი იყო. „არწივზე სწრაფნი“ და „ლომზე ძლიერნი“ — ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ იონათანსა და საულს (2 სამ. 1:22, 23). იონათანს შეეძლო ეტრაბახა თავისი საგმირო საქმეებით, თუმცა ის არც თავს ამეტებდა დავითს და არც მისი შურდა. პირიქით, ყოველთვის მოხიბლული იყო დავითის გაბედულებითა და რწმენით. ის კი არა, მას შემდეგ, რაც დავითმა გოლიათი დაამარცხა, იონათანმა ის საკუთარი თავივით შეიყვარა. ჩვენ როგორ გამოვხატოთ ასეთი გულითადი სიყვარული და-ძმების მიმართ?
როგორ გამოვავლინოთ გულითადი სიყვარული
10. რას ნიშნავს, მთელი გულით გვიყვარდეს ერთმანეთი?
10 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ მთელი გულით გვიყვარდეს ერთმანეთი (1 პეტ. 1:22). იეჰოვა თავად გვაძლევს ამის შესანიშნავ მაგალითს. მას მთელი გულით ვუყვარვართ და ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ, თუ ერთგულებას შევინარჩუნებთ, მის სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება (რომ. 8:38, 39). ბერძნულ ტექსტში 1 პეტრეს 1:22-ში სიყვარულთან მიმართებით გამოყენებულია სიტყვა, რომელიც „დაძაბვას“ ან „დაჭიმვას“ გულისხმობს. ხანდახან ჩვენც გვჭირდება „დაძაბვა“ ანუ ძალისხმევა, რომ თანაქრისტიანების მიმართ გულითადი სიყვარული გამოვავლინოთ. როცა გულს გვტკენენ, უნდა გავითვალისწინოთ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა: „სიყვარულით [მოუთმინეთ] ერთმანეთს და ყველაფერი [გააკეთეთ], რომ ურთიერთშორის მშვიდობა გქონდეთ და ამგვარად [შეინარჩუნეთ] ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა“ (ეფეს. 4:1—3). თუ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ მშვიდობას შევუწყოთ ხელი, მაშინ თანამორწმუნეების შეცდომებს გვერდს ავუვლით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ და-ძმებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ (1 სამ. 16:7; ფსალმ. 130:3).
11. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს ერთმანეთის მიმართ გულითადი სიყვარულის გამოვლენა?
11 ყოველთვის ადვილი არ არის და-ძმების მიმართ გულითადი სიყვარულის გამოვლენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ნაკლოვანებებს ვხედავთ. როგორც ჩანს, პირველ საუკუნეშიც ზოგი ქრისტიანი მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა. მაგალითად, ევოდია და სინტიქე პავლესთვის კარგი თანამსახურები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთთან საერთო ენას ვერ პოულობდნენ. ამიტომაც მოუწოდა პავლემ, რომ ერთი აზრი ჰქონოდათ უფალში (12. როგორ განვივითაროთ და-ძმების მიმართ გულითადი სიყვარული?
12 როგორ განვივითაროთ და-ძმების მიმართ გულითადი სიყვარული? რაც უფრო ახლოს გაიცნობთ თანამორწმუნეებს, მით უფრო მეტად გაუგებთ მათ და გაგიადვილდებათ მათ მიმართ გულითადი სიყვარულის გამოვლენა. ამგვარად, ასაკი თუ განსხვავებული კულტურა ხელს ვერ შეგიშლით მეგობრების შეძენაში. ამაზე ხომ დავითისა და იონათანის მეგობრობაც მოწმობს. დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. შეიძლება თქვენს კრებაშიც არიან თქვენზე უმცროსი ან უფროსი ასაკის და-ძმები, რომლებიც კარგ მეგობრობას გაგიწევენ. თუ მხოლოდ თანატოლებთან მეგობრობით არ შემოიფარგლებით, ამით აჩვენებთ, რომ გიყვართ „მთელი საძმო“ (1 პეტ. 2:17).
13. რატომ შეიძლება კრებაში ყველა ვერ გახდეს ჩვენი ახლო მეგობარი?
13 რაკი ერთმანეთი გულითადად უნდა გვიყვარდეს, ნიშნავს ეს იმას, რომ კრებაში ყველა ჩვენი ახლო მეგობარი იქნება? რა თქმა უნდა, არა. ეს არარეალური იქნებოდა. არაფერია ცუდი იმაში, თუ უფრო მეტად მათ დავუახლოვდებით, ვისთანაც საერთო ინტერესები გვაქვს. მართალია, იესომ ყველა მოციქულს მეგობრები უწოდა, მაგრამ მას გამორჩეულად იოანე უყვარდა (იოან. 13:23; 15:15; 20:2). თუმცა მის მიმართ მიკერძოებას არ იჩენდა. მაგალითად, როცა იოანემ და მისმა ძმამ იაკობმა ღვთის სამეფოში გამორჩეული ადგილები მოისურვეს, იესომ მათ უთხრა: „ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული“ (მარ. 10:35—40). იესოს მივბაძავთ, თუ ყველას მიმართ მიუკერძოებელი ვიქნებით (იაკ. 2:3, 4). ამგვარად კრებაში მშვიდობასა და ერთიანობას შევუწყობთ ხელს (იუდ. 17—19).
14. ფილიპელების 2:3-ის თანახმად, რა დაგვეხმარება, რომ სხვებს თავი არ გადავამეტოთ?
14 თუ გულითადად გვეყვარება და-ძმები, არ ვეცდებით, რომ მათ თავი გადავამეტოთ. იონათანს არ შურდა დავითის და არც სამეფო ტახტში ეცილებოდა მას. იონათანი თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითოა. ნუ შეგშურდებათ და-ძმების მათი უნარისა თუ ნიჭის გამო, არამედ „იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ“ (წაიკითხეთ ფილიპელების 2:3). გახსოვდეთ, თითოეულ ჩვენგანს ღირსეული წვლილი შეგვაქვს კრების კეთილდღეობაში. თუ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ გვექნება, უფრო ადვილად შევამჩნევთ და-ძმების კარგ თვისებებს და შევძლებთ მათგან ბევრი რამ ვისწავლოთ (1 კორ. 12:21—25).
15. რას გვასწავლის ტანიასა და მისი ოჯახის შემთხვევა?
15 როცა მოულოდნელად რაიმე განსაცდელი გვატყდება თავს, იეჰოვა და-ძმების მეშვეობით გულითად სიყვარულს ავლენს ჩვენ მიმართ და დახმარების ხელს გვიწვდის. მოვიყვანოთ ერთი სამშვილიანი დედის, ტანიას ოჯახის მაგალითი. ეს ოჯახი 2019 წელს შეერთებულ შტატებში გამართულ საერთაშორისო კონგრესს ესწრებოდა, რომლის სახელწოდებაც იყო „სიყვარული არასოდეს მთავრდება“. ტანია იხსენებს: „როცა უკან სასტუმროში ვბრუნდებოდით, ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჩვენს ზოლში გადმოვიდა და დაგვეჯახა. არავინ დაშავებულა, ყველანი გადმოვედით მანქანიდან და შოკირებულები ვიდექით. გზის მეორე მხარეს ვიღაცამ გვანიშნა, რომ მის მანქანაში გადავსულიყავით. ის ჩვენი ძმა აღმოჩნდა, რომელიც კონგრესიდან ბრუნდებოდა.
ჩვენს დანახვაზე სხვებიც გაჩერდნენ, მათ შორის 5 შვედი დელეგატი. მათ მე და ჩემი ქალიშვილი გულში თბილად ჩაგვიკრეს, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. კი ვარწმუნებდი, ყველაფერი რიგზე იქნება-მეთქი, მაგრამ ისინი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდნენ; მაშინაც ჩვენ გვერდით იყვნენ, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა და დახმარება აღმოგვიჩინა. იმ დროს განსაკუთრებით ვიგრძენით იეჰოვას სიყვარული. მომხდარმა და-ძმების მიმართ სიყვარული უფრო გაგვიძლიერა და იეჰოვას მიმართ სიყვარული და მადლიერება გაგვიღრმავა“. შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ იგრძენით და-ძმების მხრიდან გულითადი სიყვარული, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გედგათ?16. რა მიზეზები გვაქვს საიმისოდ, რომ გულითადად გვიყვარდეს ერთმანეთი?
16 ამ სტატიაში უკეთ დავინახეთ, რა დადებითი მხარეები აქვს გულითადი სიყვარულის გამოვლენას. მაგალითად, ჩვენ ვანუგეშებთ გასაჭირში მყოფ და-ძმებს, ვინარჩუნებთ ერთობას ღვთის ხალხს შორის, ვამტკიცებთ, რომ იესო ქრისტეს მოწაფეები ვართ, რაც თავის მხრივ გულწრფელ ადამიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ იზიდავს. რაც ყველაზე მთავარია, განვადიდებთ იეჰოვას, „თანამგრძნობ მამასა და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს“ (2 კორ. 1:3). მოდი ძალისხმევა არ დავიშუროთ და გამოვავლინოთ გულითადი სიყვარული!
სიმღერა 130 იყავი მიმტევებელი
^ აბზ. 5 როგორც იესომ თქვა, თავის მოწაფეებს სხვებისგან ერთმანეთის სიყვარული გამოარჩევდათ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გავამართლოთ იესოს ეს სიტყვები. გვინდა, და-ძმების მიმართ ისეთივე გულითადი სიყვარული განვივითაროთ, როგორიც ოჯახის წევრების მიმართ გვაქვს. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ უნდა განვივითაროთ ასეთი სიყვარული თანამორწმუნეების მიმართ.
^ აბზ. 55 სურათის აღწერა: ახალგაზრდა უხუცესი ასაკოვანი უხუცესისგან ნასწავლს იყენებს; ასაკოვანი უხუცესი გულთბილად მასპინძლობს მას და მის მეუღლეს.