სასწავლო სტატია 2
რას ვსწავლობთ მოწაფისგან, „რომელიც იესოს გამორჩეულად უყვარდა“
„გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული ღვთისგანაა“ (1 იოან. 4:7).
სიმღერა 105 „ღმერთი სიყვარულია“
მოკლე შინაარსი *
1. რა გრძნობებს იწვევს თქვენში იმის ცოდნა, რომ იეჰოვას უყვარხართ?
„ღმერთი სიყვარულია“, — წერდა მოციქული იოანე (1 იოან. 4:8). ეს ერთი შეხედვით მარტივი სიტყვები ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას შეგვახსენებს. გარდა იმისა, რომ ღმერთი სიცოცხლის წყაროა, ის სიყვარულის წყაროცაა. იეჰოვას ვუყვარვართ. მისი სიყვარული გვაბედნიერებს, თავს დაცულად გვაგრძნობინებს და შინაგან კმაყოფილებას გვგვრის.
2. მათეს 22:37—40-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რომელია ორი უდიდესი მცნება და რატომ არის ზოგჯერ მეორე მცნების დაცვა უფრო რთული?
2 სიყვარულის გამოვლენა ქრისტიანებისთვის არჩევანის საკითხი არ არის; ეს მათი ვალდებულებაა (წაიკითხეთ მათეს 22:37—40). როცა იეჰოვას ახლოს ვეცნობით, პირველი მცნების დაცვა გვიადვილდება. იეჰოვა ხომ სრულყოფილია. ის ზრუნავს ჩვენზე და კეთილად გვეპყრობა. მაგრამ მეორე მცნების დაცვა ყოველთვის ადვილი არ არის. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი და-ძმები, რომლებიც პირველ რიგში შეგვიძლია მოყვასის კატეგორიას მივაკუთვნოთ, შორს არიან სრულყოფილებისგან. ზოგჯერ შეიძლება მათმა უსიყვარულო დამოკიდებულებამ გვატკინოს გული. იეჰოვამ იცის, რომ ეს გარდაუვალია, ამიტომ ბიბლიის ზოგ დამწერს, მათ შორის იოანეს, შთაგონებით დააწერინა, რატომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და როგორ გამოვხატოთ ეს გრძნობა (1 იოან. 3:11, 12).
3. რას ამბობს იოანე ქრისტიანულ სიყვარულზე?
1 იოან. 4:10, 11). თუმცა თავად იოანესაც დრო დასჭირდა, ეს რომ გაეთავისებინა.
3 მოციქული იოანე არაერთხელ აღნიშნავს, რაოდენ აუცილებელია ქრისტიანებისთვის სიყვარულის გამოვლენა. იოანეს სახარებაში გაცილებით მეტჯერ მოიხსენიება სიტყვა „სიყვარული“, ვიდრე სხვა სამ სახარებაში ერთად აღებული. იოანე ას წელს იყო მიტანებული, როცა სახარება და სამი წერილი დაწერა. მისი ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან აშკარად ვხედავთ, რომ ქრისტიანის თითოეული ქმედება სიყვარულით უნდა იყოს ნაკარნახევი (4. ყოველთვის სიყვარულით ეპყრობოდა სხვებს იოანე?
4 ახალგაზრდობაში იოანეს ხანდახან უჭირდა სიყვარულის გამოვლენა. ალბათ გახსოვთ ის ეპიზოდი, როცა იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმში სამარიის გავლით მიდიოდნენ. სამარიის ერთ-ერთ სოფელში მათ მიმართ სტუმართმოყვარეობა არ გამოიჩინეს. როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე იოანეს? მან იესოს სთხოვა, რომ ციდან ცეცხლი მოეხმო და გაენადგურებინა იმ სოფლის მკვიდრნი (ლუკ. 9:52—56). ერთ შემთხვევაში იოანე უსიყვარულოდ მოექცა სხვა მოციქულებს. მან და მისმა ძმამ იაკობმა, როგორც ჩანს, დედა დაიყოლიეს იესოსთვის იმის სათხოვნელად, რომ მათთვის გამორჩეული ადგილები მიეცა ღვთის სამეფოში. როცა ეს სხვა მოციქულებმა გაიგეს, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე, მაგრამ დაშვებული შეცდომების მიუხედავად, იესოს უყვარდა იოანე (მათ. 20:20, 21, 24; იოან. 21:7).
5. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
5 ამ სტატიაში ვისაუბრებთ იოანე მოციქულზე და ვიმსჯელებთ, თუ რა დაწერა მან სიყვარულის თემაზე. ეს დაგვეხმარება, უფრო მეტად გამოვავლინოთ და-ძმების მიმართ სიყვარული. აქ მოცემული რჩევები ოჯახისთავებსაც გამოადგებათ, რომ სიყვარულით იზრუნონ ოჯახის წევრებზე.
სიყვარული საქმეებში ვლინდება
6. როგორ დაგვიმტკიცა იეჰოვამ სიყვარული?
6 ჩვენ ხშირად სიყვარულს ვაიგივებთ სითბოსთან, რომელსაც სხვების მიმართ სიტყვიერად გამოვხატავთ. თუმცა სიყვარული ნამდვილი რომ იყოს, საქმეები უნდა ახლდეს თან (შეადარეთ იაკობის 2:17, 26). მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და ამ სიყვარულს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვებით გამოხატავს (1 იოან. 4:19; ფსალმ. 25:10; რომ. 8:38, 39). თუმცა იეჰოვა თავის სიყვარულს საქმეებითაც გვიმტკიცებს. იოანე წერდა: „ღმერთმა სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე“ (1 იოან. 4:9). იეჰოვამ არ დაინანა თავისი საყვარელი ძე, რომ ჩვენთვის დატანჯულიყო და მომკვდარიყო (იოან. 3:16). განა გვაქვს იმის საფუძველი, რომ იოტისოდენა ეჭვი შევიტანოთ მის სიყვარულში?!
7. როგორ დაგვიმტკიცა იესომ სიყვარული?
7 იესოც არწმუნებდა მოწაფეებს თავის სიყვარულში (იოან. 13:1; 15:15). მათდამი იესოს ძლიერი სიყვარული არა მხოლოდ მის სიტყვებში, არამედ საქმეებშიც ჩანდა. „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს სწირავს მეგობრებისთვის“, — თქვა იესომ (იოან. 15:13). რისკენ უნდა აღგვძრას იმაზე ფიქრმა, რაც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გააკეთეს?
8. რა მოგვეთხოვება 1 იოანეს 3:18-ის თანახმად?
8 იეჰოვასა და იესოს სიყვარულს მორჩილებით ვუმტკიცებთ (იოან. 14:15; 1 იოან. 5:3). იესოს ერთ-ერთი მთავარი მცნება ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს (იოან. 13:34, 35). და-ძმების მიმართ სიყვარული მხოლოდ სიტყვიერად კი არ უნდა გამოვხატოთ, არამედ ჩვენი ქმედებებითაც (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:18). კონკრეტულად რით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გვიყვარს თანაქრისტიანები?
გიყვარდეთ და-ძმები
9. რისკენ აღძრა სიყვარულმა იოანე?
9 იოანეს შეეძლო მამამისთან ერთად თევზჭერის საქმე გაეგრძელებინა და ფულიც ეშოვა. ნაცვლად ამისა, მთელი თავისი სიცოცხლე ხალხისთვის იეჰოვასა და იესოს შესახებ ჭეშმარიტების სწავლებას მიუძღვნა. იოანეს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია. ის არაერთხელ შეხვდა დევნას, ბოლოს კი ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს ღრმად მოხუცებული იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს (საქ. 3:1; 4:1—3; 5:18; გამოცხ. 1:9). მას პატიმრობის დროსაც არ შეუწყვეტია იესოზე ქადაგება, რითაც აჩვენა, რომ აღელვებდა სხვების კეთილდღეობა. მაგალითად, კუნძულზე გადასახლებულმა წერილობით აღწერა იქ ნანახი ხილვები, შემდეგ კრებებს დაუგზავნა და მათაც გაუმჟღავნა ის, რაც მალე უნდა მომხდარიყო (გამოცხ. 1:1). სავარაუდოდ, გათავისუფლების შემდეგ დაწერა სახარება, რომელშიც აღგვიწერა იესოს ცხოვრება და მსახურება. და-ძმების გასამხნევებლად და განსამტკიცებლად მან სამი წერილიც დაწერა. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იოანეს, ამ თავდაუზოგავ ღვთის მსახურს?
10. რით აჩვენებთ, რომ გიყვართ ხალხი?
10 გვიყვარს თუ არა ხალხი, ამას ჩვენ მიერ არჩეული ცხოვრების გზა აჩვენებს. სატანის ქვეყნიერება ისეა მოწყობილი, რომ გვიბიძგებს, მთელი დრო და ენერგია ფულის შოვნასა და სახელის მოხვეჭას მოვახმაროთ. ამის საპირისპიროდ მთელ მსოფლიოში ღვთის მსახურები თავს არ ზოგავენ, რომ სასიხარულო ცნობა იქადაგონ და სხვებს იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმარონ. ზოგიერთი მათგანი სრული დროით არის ჩართული ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში.
11. როგორ ამტკიცებს ბევრი ქრისტიანი, რომ უყვარს იეჰოვა და და-ძმები?
11 ბევრ ქრისტიანს სრულ განაკვეთზე უწევს მუშაობა, რათა საკუთარი თავიც ირჩინოს და ოჯახიც არჩინოს. მიუხედავად ამისა, ეს ერთგული ქრისტიანები ღვთის ორგანიზაციას მრავალმხრივ უჭერენ მხარს. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება, ზოგიც თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობს. თუმცა მსოფლიო სამქადაგებლო საქმისთვის შესაწირავის გაღება ყველას შეუძლია. ამისკენ თითოეულს ღვთისა და მოყვასის სიყვარული უბიძგებს. როცა ყოველკვირეულად ვესწრებით კრების შეხვედრებს და ვმონაწილეობთ მათში, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს და-ძმები. დაღლილობის მიუხედავად შეხვედრებს არ ვაცდენთ. რომც განვიცდიდეთ, მაინც ვცდილობთ კომენტარების გაკეთებას. მართალია, ყველას ჩვენ-ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგრამ კრების დაწყებამდე თუ დამთავრების შემდეგ ვცდილობთ, გავამხნეოთ ერთმანეთი ებრ. 10:24, 25). დიახ, ნამდვილად ვაფასებთ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენი და-ძმები აკეთებენ!
(12. კიდევ როგორ გამოხატა იოანემ თავისი სიყვარული და-ძმების მიმართ?
12 იოანე თანაქრისტიანების მიმართ სიყვარულს მხოლოდ მათი შექებით კი არ გამოხატავდა, არამედ იმითაც, რომ სათანადო რჩევებს აძლევდა. მაგალითად, იოანე თავის წერილებში აქებს და-ძმებს რწმენისა და კარგი საქმეებისთვის, მაგრამ ამავე დროს პირდაპირ აფრთხილებს, რომ მოერიდონ ცოდვებს (1 იოან. 1:8—2:1, 13, 14). მსგავსად ამისა, ჩვენც გვმართებს და-ძმების შექება კარგი საქმეებისთვის, მაგრამ, თუ ვატყობთ, რომ თანამორწმუნე ქრისტიანული გზიდან უხვევს, მისდამი სიყვარულს გამოვავლენთ, თუ ტაქტიანად მივცემთ სათანადო რჩევას. მეგობრისთვის რჩევის მიცემა გაბედულებას მოითხოვს, მაგრამ ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ნამდვილი მეგობარი მეგობარს „ლესავს“ ანუ მას აზროვნებისა და თვისებების დახვეწაში ეხმარება (იგავ. 27:17).
13. რას უნდა მოვერიდოთ?
13 და-ძმების მიმართ სიყვარულს მაშინაც გამოვხატავთ, როცა ადვილად არ ვნაწყენდებით მათ ნათქვამზე. გავიხსენოთ, რა მოხდა იესოს დედამიწაზე მსახურების დროს. იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ სიცოცხლის მისაღებად მისი ხორცი უნდა ეჭამათ და მისი სისხლი დაელიათ (იოან. 6:53—57). ამის გაგონებამ ბევრი მისი მოწაფე ისე აღაშფოთა, რომ მიატოვეს ის, მაგრამ იესოს ნამდვილი მეგობრები, მათ შორის იოანე, ასე არ მოქცეულან. მართალია, უფლის ნათქვამი ვერც მათ გაიგეს და ისინიც გაოცებული დარჩნენ, მაგრამ მაინც მის გვერდით არჩიეს ყოფნა. იესოს ერთგულ მეგობრებს არ ჩაუთვლიათ, რომ მათი მოძღვარი სიცრუეს ლაპარაკობდა და ამის გამო არ გაბრაზებულან. მათ სჯეროდათ მისი და იცოდნენ, რომ რასაც ის ამბობდა, სიმართლე იყო (იოან. 6:60, 66—69). კარგი იქნება, თუ ჩვენი მეგობრების ყველა სიტყვაზე არ გავნაწყენდებით. აჯობებს, საშუალება მივცეთ, თავად აგვიხსნან, რასაც გულისხმობდნენ თავიანთ ნათქვამში (იგავ. 18:13; ეკლ. 7:9).
14. რატომ არ უნდა მივცეთ სიძულვილს ჩვენს გულში ფესვის გადგმის საშუალება?
14 იოანე მოგვიწოდებს, რომ სიძულვილი არ ჩავიდოთ გულში და-ძმების მიმართ. თუ ამ რჩევას ყურად არ ვიღებთ, სატანას ჩვენზე ზემოქმედების საშუალებას მივცემთ (1 იოან. 2:11; 3:15). ასე დაემართათ ზოგიერთებს ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს. სატანა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ღვთის ხალხს შორის სიძულვილი ჩაეთესა და განხეთქილება ჩამოეგდო. იმ დროისთვის, როცა იოანემ თავისი წერილები დაწერა, კრებაში შემოპარული იყვნენ ისეთები, რომლებსაც სატანური აზროვნება ჰქონდათ. მაგალითად, დიოტრეფე ცდილობდა, ერთ-ერთ კრებაში განხეთქილება ჩამოეგდო (3 იოან. 9, 10). ის ხელმძღვანელი საბჭოს მიერ გამოგზავნილ ძმებს უპატივცემულოდ ეპყრობოდა. იმდენად გაკადნიერდა, რომ კრებიდანაც კი აძევებდა მათ, ვინც ცდილობდა, სტუმართმოყვარულად დახვედროდა ამ ძმებს. სატანა დღესაც იმავე სტრატეგიას მიმართავს: „დაყავი და იბატონე“. ნუ მივცემთ მას იმის საშუალებას, რომ ჩვენ შორის განხეთქილება ჩამოაგდოს.
გიყვარდეთ ოჯახი
15. რა უნდა ახსოვდეთ ოჯახისთავებს?
15 ოჯახისთავი თავის სიყვარულს იმით ამტკიცებს, რომ ცოლ-შვილზე მატერიალურად ზრუნავს (1 ტიმ. 5:8). თუმცა მას მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს ის, რომ ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა გაცილებით მნიშვნელოვანია (მათ. 5:3). გავიხსენოთ, რა მაგალითი დაუტოვა იესომ ოჯახისთავებს. როგორც იოანეს სახარებიდან ვიგებთ, წამების ძელზე მომაკვდავ იესოს კვლავ თავისი ოჯახის კეთილდღეობა აღელვებდა. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ტკივილს განიცდიდა, მაინც მოახერხა და დედაზე ზრუნვა იოანეს მიანდო, რომელიც იქვე, დედამისის, მარიამის, გვერდით იდგა (იოან. 19:26, 27). მართალია, იესომ იცოდა, რომ თავისი და-ძმები იზრუნებდნენ დედაზე, მაგრამ, რაკი ისინი იმ დროს მისი მიმდევრები არ იყვნენ, სურდა, რომ დედამისზე ვინმეს სულიერადაც ეზრუნა.
16. რა პასუხისმგებლობები ეკისრა იოანეს?
16 იოანეს მრავალი პასუხისმგებლობა ეკისრა. როგორც ერთ-ერთ მოციქულს, მას სამქადაგებლო საქმიანობის გაძღოლა ევალებოდა. ის შესაძლოა დაქორწინებულიც იყო, ამიტომ მას მოუწევდა როგორც ოჯახის ფიზიკურ, ისე სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა (1 კორ. 9:5). რისი სწავლა შეუძლიათ ოჯახისთავებს მისი მაგალითიდან?
17. რით აჩვენებს ოჯახისთავი, რომ უყვარს ოჯახი?
17 დღესაც ოჯახისთავებს შეიძლება არაერთი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ დაკისრებული. მაგალითად, ოჯახის მეთაურმა სამსახურში პირნათლად უნდა შეასრულოს თავისი სამუშაო, რომ იეჰოვას ეფეს. 6:5, 6; ტიტ. 2:9, 10). მას შეიძლება კრებაშიც ჰქონდეს პასუხისმგებლობები. მაგალითად, და-ძმებზე ზრუნვა და სამქადაგებლო საქმიანობის გაძღოლა. გარდა ამისა, რეგულარულად უნდა ჩაატაროს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო. ცოლ-შვილი ძალიან დაუფასებს მას იმ ძალისხმევას, რომელსაც მათ ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვას ახმარს (ეფეს. 5:28, 29; 6:4).
სახელი განადიდოს („დარჩით ჩემს სიყვარულში“
18. რაში იყო იოანე დარწმუნებული?
18 იოანემ ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. ის ბევრ განსაცდელს შეხვდა, რასაც შეეძლო მისი რწმენა შეესუსტებინა, მაგრამ ყოველთვის გულმოდგინედ ცდილობდა, დაეცვა იესოს მცნებები, მათ შორის ის, რომ ჰყვარებოდა თავისი თანამორწმუნეები. ამიტომ იოანეს ეჭვი არ ეპარებოდა იეჰოვასა და იესოს სიყვარულში და იმაში, რომ მათი დახმარებით ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდებოდა (იოან. 14:15—17; 15:10; 1 იოან. 4:16). ვერც სატანამ და ვერც მისმა ქვეყნიერებამ ვერ გაუნელა იოანეს სიყვარული, რომელსაც ის სიტყვითა თუ საქმით გამოხატავდა და-ძმების მიმართ.
19. რისკენ მოგვიწოდებს 1 იოანეს 4:7 და რატომ?
19 იოანეს მსგავსად ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელსაც სიძულვილის მთესველი, სატანა მართავს (1 იოან. 3:1, 10). მართალია, ის ყველანაირად ცდილობს, რომ სიყვარული გაგვინელოს და-ძმების მიმართ, მაგრამ ვერაფერს გახდება, თუ ჩვენ არ მივცემთ მას ამის საშუალებას. მოდი მიზნად დავისახოთ, რომ და-ძმების მიმართ სიტყვითა თუ საქმით ყოველთვის გამოვხატოთ სიყვარული. ამგვარად ვიგრძნობთ დიდ სიხარულსა და ბედნიერებას, რომელიც იეჰოვას ოჯახში ყოფნას მოაქვს (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:7).
სიმღერა 88 მაუწყე შენი გზები
^ აბზ. 5 ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ „მოწაფე, რომელიც იესოს გამორჩეულად უყვარდა“, მოციქული იოანე იყო (იოან. 21:7). იოანე ახალგაზრდობაშივე გამოირჩეოდა არაერთი დადებითი თვისებით. წლების შემდეგ უკვე საკმაოდ ხანდაზმულმა ღვთის შთაგონებით ბევრი რამ დაწერა სიყვარულზე. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ მის მიერ დაწერილ ზოგიერთ აზრს და ვიმსჯელებთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისი მაგალითიდან.
^ აბზ. 59 სურათის აღწერა: ოჯახისთავი სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება, შესაწირავს იღებს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის და სხვებსაც ეპატიჟება ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე.