არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იდეები კვლევისთვის

იდეები კვლევისთვის

გსიამოვნებთ ჩვენი და-ძმების ბიოგრაფიების წაკითხვა?

აი, რას ამბობს ერთი ცოლ-ქმარი, რომელიც ყოველ დილა რომელიმე და-ძმის ბიოგრაფიას კითხულობს: „მათი ისტორიები სტიმულს გვაძლევს და გვამხნევებს. იმაშიც გვარწმუნებს, რომ ჩვენც შევძლებთ, ნებისმიერ სიტუაციაში ღვთის ერთგულები დავრჩეთ“. მსგავსად ფიქრობს ერთი დაც, რომელმაც მოგვწერა: „ბიოგრაფიების კითხვა მანუგეშებს და გულს სითბოთი მივსებს. მათ ნამდვილად საინტერესო და აზრიანი ცხოვრება აქვთ. როცა მათ ისტორიებს ვკითხულობ, მეც მიჩნდება იმის სურვილი, რომ მეტი ვაკეთო იეჰოვასთვის. იმასაც ვსწავლობ, როგორ წავახალისო ჩემი შვილები სრული დროით მსახურებისკენ“.

ამ ბიოგრაფიების წაკითხვამ შეიძლება თქვენც გიბიძგოთ ღირებული მიზნებისკენ, დაგეხმაროთ სისუსტეების დაძლევაში და განსაცდელების ღირსეულად, სიხარულით ატანაში. სად შეგიძლიათ ამ სტატიების ნახვა?

  • ვებგვერდზე jw.org ან აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა მოიძიეთ სტატიათა სერია „იეჰოვას მოწმეების ბიოგრაფიები“.

  • „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკაში“ ან „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკაში“ მოიძიეთ სტატიათა სერია „იეჰოვას მოწმეების ბიოგრაფიები“.