არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იდეები კვლევისთვის

იდეები კვლევისთვის

რას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

გადატვირთული გრაფიკის გამო შესაძლოა ყოველთვის სათანადო დრო ვერ დავუთმოთ პირად შესწავლას. როგორ უნდა გამოიყენოთ გონივრულად შესწავლისთვის გამოყოფილი დრო? უპირველეს ყოვლისა, ნუ გადაურბენთ მასალას. გაცილებით მეტს შეგძენთ მცირეოდენი მასალის სიღრმისეულად გამოკვლევა, ვიდრე სწრაფ-სწრაფად დიდი მოცულობის მასალის წაკითხვა.

გადაწყვიტეთ, რას მიანიჭებთ უპირატესობას (ეფეს. 5:15, 16). მაგალითად, . .

  • ყოველდღე წაიკითხეთ ბიბლია (ფსალმ. 1:2). შეიძლება პრაქტიკული აღმოჩნდეს, რომ დასაწყისისთვის ბიბლიის კითხვის გეგმაში შუა კვირაში განსახილველი თავები ჩართოთ.

  • განიხილეთ „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატია და შუა კვირის შეხვედრისთვის განკუთვნილი მასალა და მოამზადეთ კომენტარები (ფსალმ. 22:22).

  • შეძლებისდაგვარად გაეცანით ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ ჟურნალებს და jw.org-ზე განთავსებულ ვიდეოებსა თუ სტატიებს.

  • უფრო ღრმად გამოიკვლიეთ რომელიმე კონკრეტული საკითხი. ეს შეიძლება იყოს ის პრობლემა, რომლის გადაჭრაც გსურთ, კითხვა, რომელზეც გინდათ პასუხი გაიგოთ ან რომელიმე ბიბლიური საკითხი, რომელსაც გსურთ უკეთ ჩასწვდეთ. მაგალითებისთვის იხილეთ jw.org-ზე ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ / ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘ / ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲘ ᲡᲐᲕᲐᲠᲯᲘᲨᲝᲔᲑᲘ.