ღვთის კანონებითა და პრინციპებით განსწავლეთ თქვენი სინდისი!
„ვფიქრობ შენს შეხსენებებზე“ (ფსალმ. 119:99).
1. რა განასხვავებს ადამიანებს ცხოველებისგან?
ადამიანს შექმნისთანავე ღმერთმა, ცხოველებისგან განსხვავებით, სინდისი უბოძა. როცა ადამმა და ევამ იეჰოვას კანონი დაარღვიეს, დაიმალნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი სინდისმა შეაწუხა.
2. რატომ შეგვიძლია სინდისი კომპასს შევადაროთ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
2 ისინი, ვისაც სათანადოდ არა აქვს სინდისი გაწაფული, შეიძლება შევადაროთ გემს, რომელიც მწყობრიდან გამოსული კომპასით იმართება. გამართული კომპასის გარეშე მოგზაურობის დაწყება სახიფათოა, რადგან ქარმა და დინებამ შეიძლება ადვილად გადაახვევინოს გემს სწორი კურსიდან. გამართული კომპასის დახმარებით კაპიტანს შეუძლია გემს სწორი მიმართულება მისცეს. ჩვენი სინდისი რაღაც გაგებით კომპასს ჰგავს. სინდისი საკუთარი საქციელის ავ-კარგიანობის შინაგანი შეფასებაა, რომელსაც შეუძლია სწორი მიმართულება მოგვცეს. თუმცა ჩვენმა სინდისმა სწორად რომ გვიხელმძღვანელოს, სათანადოდ უნდა რეაგირებდეს.
3. რა შეიძლება მოხდეს, თუ სინდისი სათანადოდ არ არის განსწავლული?
3 არასათანადოდ განსწავლული სინდისი ადამიანს არასწორი საქციელისგან ვერ იცავს (1 ტიმ. 4:1, 2). ასეთმა სინდისმა შეიძლება იმაშიც კი დაგვარწმუნოს, რომ ცუდი კარგია (ეს. 5:20). იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს“ (იოან. 16:2). ეს სიტყვები გამართლდა სტეფანეს მკვლელებზე და დღემდე მართლდება ღვთის მსახურთა მტრებზე (საქ. 6:8, 12; 7:54—60). პარადოქსია, მაგრამ რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც ისეთ საშინელ დანაშაულს სჩადიან, როგორიც მკვლელობაა, არღვევენ იმ ღმერთის კანონს, რომლის თაყვანისმცემლებადაც თავს მიიჩნევენ! (გამ. 20:13). აშკარაა, მათი სინდისი მუხთალი მეგზურია მათთვის!
4. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სინდისი ყოველთვის სათანადოდ რეაგირებდეს?
4 რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სინდისი ყოველთვის სათანადოდ რეაგირებდეს? ღვთის სიტყვაში ჩაწერილი კანონები და პრინციპები „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმ. 3:16). ამიტომ ბიბლიის გულმოდგინე შესწავლა, მასზე ფიქრი და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დაგვეხმარება, რომ ჩვენი სინდისი უფრო მეტად შევუსაბამოთ ღვთის აზროვნებას და ის სანდო მეგზურად ვაქციოთ. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გვეხმარება იეჰოვას კანონები და პრინციპები სინდისის განსწავლაში.
მიეცით ღვთის კანონებს თქვენი განსწავლის საშუალება
5, 6. რა სიკეთე მოაქვს ღვთის კანონების გათვალისწინებას?
5 ღვთის კანონებმა ჩვენს ცხოვრებაზე დადებითად რომ იმოქმედოს, უბრალოდ მათი წაკითხვა და გაცნობა არ კმარა. ჩვენ უნდა შევიყვაროთ და დავაფასოთ ისინი. ბიბლიაში ნათქვამია: „შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია“ (ამოს. 5:15). მაგრამ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? მთავარია ვისწავლოთ, რომ იეჰოვას თვალით ვუყუროთ საკითხებს. დავუშვათ, რომ ცუდად გძინავთ და ექიმმა მკურნალობა დაგინიშნათ. მან გირჩიათ, რომ სწორად იკვებოთ, ივარჯიშოთ და შეიცვალოთ ცხოვრების წესი. რაღაც დროის შემდეგ შენიშნეთ, რომ მკურნალობის კურსმა კარგი შედეგი გამოიღო. ალბათ, ძალიან მადლიერი დარჩებოდით თქვენი ექიმის, რომელიც დაგეხმარათ, ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაბრუნებოდით.
6 მსგავსად ამისა, ჩვენმა შემოქმედმა მოგვცა კანონები, რომლებიც გვიცავს ცოდვის საზიანო შედეგებისგან და გვეხმარება, უკეთ ვიცხოვროთ. დაფიქრდით, რამხელა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ბიბლიური კანონების გათვალისწინებას, რომლებიც ეხება ტყუილის თქმას, ბოროტ განზრახვას, ქურდობას, უზნეობას, ძალადობასა და სპირიტიზმს (წაიკითხეთ იგავების 6:16—19; გამოცხ. 21:8). როცა იეჰოვას მოსაწონად ვმოქმედებთ და უხვ კურთხევებს ვიღებთ, იეჰოვასა და მისი კანონების მიმართ გული მადლიერებითა და სიყვარულით გვევსება.
7. რა მხრივ გვეხმარება ბიბლიური მაგალითები?
7 საბედნიეროდ, საჭირო არ არის, საკუთარ თავზე ვიწვნიოთ ღვთის კანონების დარღვევის მწარე შედეგები, რომ დავაფასოთ ისინი. ჩვენ შეგვიძლია იმ ადამიანების შეცდომებზე ვისწავლოთ, რომელთა მაგალითებიც ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი. იგავების 1:5-ში წერია: „ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის“. ღვთისგან საუკეთესო ხელმძღვანელობას ვიღებთ, როდესაც ვკითხულობთ და ვფიქრობთ ბიბლიაში მოთხრობილ რეალურ ისტორიებზე. მაგალითად, დაფიქრდით, რამხელა ტკივილი მიაყენა დავითმა საკუთარ თავს, როცა არ დაემორჩილა ღვთის კანონს და ბათ-შებასთან იმრუშა (2 სამ. 12:7—14). ამ ისტორიის კითხვისას და მასზე ფიქრისას, კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს შემდეგ კითხვებს დავუსვამთ: „როგორ შეეძლო დავითს თავიდან აერიდებინა ის ტკივილი, რომელიც ბათ-შებასთან მრუშობას მოჰყვა? თუ მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდები, მეყოფა იმის ძალა, რომ გავუძლო ცდუნებას? იოსებივით გავექცევი ცოდვას თუ დავითივით გამოვავლენ სისუსტეს?“ (დაბ. 39:11—15). იმ ცუდ შედეგებზე ფიქრი, რომლებიც ცოდვის ჩადენას მოყვება, დაგვეხმარება, მთელი არსებით შევიძულოთ ის, რაც ცუდია.
8, 9. ა) რაში გვეხმარება სინდისი? ბ) როგორ შეიძლება იმოქმედოს ბიბლიურმა პრინციპებმა ჩვენს სინდისზე?
8 ჩვენთვისვე იქნება კარგი, თუ თავს შორს დავიჭერთ იმისგან, რაც ღმერთს სძულს. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რასთან დაკავშირებითაც ბიბლია კონკრეტულ მითითებებს არ გვაძლევს? როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის ღვთისთვის მისაღები და მოსაწონი? სწორედ ამ დროს იწყებს ბიბლიით განსწავლული სინდისი მოქმედებას.
9 იეჰოვამ სიყვარულით მოგვცა პრინციპები, რომლებიც სინდისის განსწავლაში გვეხმარება. ის ამბობს: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!“ (ეს. 48:17, 18). სინდისის განსწავლას და მისთვის სწორი მიმართულების მიცემას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ღრმად ვიფიქრებთ ბიბლიურ პრინციპებზე და მათ ჩვენს გულზე მოქმედების საშუალებას მივცემთ. ბიბლიით განსწავლული სინდისი კი, თავის მხრივ, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.
მიეცით ღვთის პრინციპებს საშუალება, გიხელმძღვანელოთ
10. რა არის პრინციპი და როგორ იყენებდა იესო პრინციპებს სწავლების დროს?
10 პრინციპი არის „ფუნდამენტური ჭეშმარიტება ან ამოსავალი დებულება, რომელსაც ჩვენი აზროვნება და ქცევა უნდა ეფუძნებოდეს“. პრინციპების ცოდნაში იგულისხმება, ჩავწვდეთ კანონმდებლის აზროვნებას და გვესმოდეს, თუ რა მიზეზით დაგვიდგინა მან ესა თუ ის კანონი. დედამიწაზე მსახურების დროს იესომ მოწაფეებს პრინციპების მეშვეობით ასწავლა, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამა თუ იმ საქციელსა თუ დამოკიდებულებას. მაგალითად, მან დაანახვა, რომ რისხვას შეიძლება ადამიანი ძალადობამდე მიეყვანა, გულისთქმას კი — მრუშობამდე (მათ. 5:21, 22, 27, 28). როცა ღვთიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, სინდისი სათანადოდ გვაქვს განსწავლული და სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რითაც განვადიდებთ იეჰოვას (1 კორ. 10:31).
11. როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს ქრისტიანების სინდისი?
11 ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ორ ქრისტიანს ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა სხვადასხვა რამ უკარნახოს. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელების ზომიერად გამოყენებას ბიბლია არ განსჯის, თუმცა არ იწონებს მის გადაჭარბებულად მიღებას ან დათრობას (იგავ. 20:1; 1 ტიმ. 3:8). ნიშნავს ეს იმას, რომ იმ ქრისტიანმა, რომელსაც სინდისი აძლევს ალკოჰოლის ზომიერად მიღების ნებას, სხვა არაფერი აღარ უნდა გაითვალისწინოს? რა თქმა უნდა, არა! მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავისი სინდისი არ სდებდეს მსჯავრს, მან მხედველობაში სხვების სინდისი უნდა მიიღოს.
12. როგორ აღგვძრავს რომაელების 14:21, გავითვალისწინოთ სხვების სინდისი?
12 სხვების სინდისის გათვალისწინებასთან დაკავშირებით პავლემ დაწერა: „კარგს იზამ, თუ არ შეჭამ ხორცს, არ დალევ ღვინოს ან არ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც აბრკოლებს შენს ძმას“ (რომ. 14:21). მზად ხართ, უარი თქვათ თქვენს უფლებებზე, რათა არ დააბრკოლოთ თანაქრისტიანი, რომელსაც განსხვავებული სინდისი აქვს? ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ასეა. ჭეშმარიტების გაგებამდე ზოგი ჩვენი ძმა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, ამიტომ გადაწყვეტილი აქვთ, რომ საერთოდ არ გაეკარონ მას. ცხადია, არავის გვინდა, რომ ჩვენი მიზეზით ვინმე ძველ ჩვევებს დაუბრუნდეს, რამაც შეიძლება მას უდიდესი ზიანი მიაყენოს (1 კორ. 6:9, 10). ამიტომ არ იქნებოდა სიყვარულის გამოვლინება, თუ მასპინძელი დააძალებდა ძმას ალკოჰოლის მიღებას, როცა ის უარს ამბობს ამაზე.
13. როგორ გაითვალისწინა ტიმოთემ სხვების სინდისი, რათა მათ სასიხარულო ცნობის მიღება გაადვილებოდათ?
საქ. 16:3; 1 კორ. 9:19—23). ტიმოთეს მსგავსად, მზად ხართ, თქვენც გაიღოთ მსხვერპლი სხვების საკეთილდღეოდ?
13 ტიმოთე დაახლოებით 20 წლის ან ცოტა მეტის იქნებოდა, როცა წინადაიცვითა. ეს ახალგაზრდა მამაკაცი ამ საკმაოდ მტკივნეულ პროცედურაზე იმიტომ დათანხმდა, რომ არ დაებრკოლებინა ის იუდეველები, რომლებთანაც უნდა ექადაგა. ტიმოთემ ისეთივე განწყობა გამოავლინა, როგორიც პავლემ („ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“
14, 15. ა) რას ნიშნავს სულიერი მოწიფულობა? ბ) როგორ უკავშირდება სხვებისადმი სიყვარულის გამოვლენა სულიერ მოწიფულობას?
14 თითოეულ ქრისტიანს გვსურს, გავცდეთ „ქრისტეს შესახებ სწავლების საწყისებს“ და „ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“ (ებრ. 6:1). მაგრამ ეს თავისთავად არ ხდება. ჩვენ უნდა „ვისწრაფოთ“ ანუ ვიშრომოთ ამისთვის. სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვაში იგულისხმება ცოდნის გამუდმებით გაღრმავება და წვდომის უნარის განვითარება. სწორედ ამიტომ გვესმის ხშირად მოწოდება, რომ ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია (ფსალმ. 1:1—3). თქვენც გაქვთ ეს მიზნად დასახული? ბიბლიის ყოველდღე კითხვა დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ იეჰოვას კანონები და პრინციპები და ღრმად ჩასწვდეთ ღვთის სიტყვას.
15 ქრისტიანებისთვის უმთავრესი კანონი სიყვარულის კანონია. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, სიყვარულს „დიდებული კანონი“ უწოდა (იაკ. 2:8). პავლემ კი თქვა, რომ „სიყვარული კანონის შესრულებაა“ (რომ. 13:10). გასაკვირი არ არის, რატომ მიანიჭეს მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა სიყვარულს, რადგან თავად ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). ღვთის სიყვარული უბრალოდ ემოცია არ არის. იოანე წერდა: „ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე“ (1 იოან. 4:9). სიყვარულმა ღმერთი მოქმედებისკენ აღძრა. როცა იეჰოვასა და მისი ძის, თანაქრისტიანებისა და სხვების მიმართ სიყვარულს ვავლენთ, ეს ჩვენს სულიერ მოწიფულობაზე მეტყველებს (მათ. 22:37—39).
16. რატომ ხდება სულიერ ზრდასთან ერთად პრინციპები ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი?
1 კორ. 15:33). მაგრამ ზრდასთან ერთად ბავშვს აზროვნების უნარი უვითარდება და შეუძლია ჩასწვდეს ბიბლიურ პრინციპებს. ასე რომ, მეგობრების არჩევასთან დაკავშირებით ის თანდათანობით ბრძნული გადაწყვეტილების მიღებას ისწავლის (წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:11; 14:20). როცა ბიბლიურ პრინციპებზე ვფიქრობთ, თანდათან ჩვენი სინდისი უკეთეს ხელმძღვანელობას გვიწევს და ღვთის აზროვნების არეკვლაში გვეხმარება.
16 სულიერ ზრდასთან ერთად პრინციპები თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან კანონებთან შედარებით პრინციპები მრავლისმომცველია და მათი გამოყენება არაერთ სიტუაციაში შეიძლება. მაგალითად, ბავშვს არ ესმის, რამდენად საშიშია ცუდი საზოგადოება, ამიტომ გამჭრიახი მშობლები წესებს უდგენენ, რომ დაიცვან შვილი (17. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველაფერი გვაქვს ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად?
17 გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებები მივიღოთ? რა თქმა უნდა. თუ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ კანონებსა და პრინციპებს დახელოვნებულად გამოვიყენებთ, „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული . . . [ვიქნებით] ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმ. 3:16, 17). ამიტომ უნდა გამოვიკვლიოთ ბიბლიური პრინციპები, რათა უკეთ ჩავწვდეთ, „რა არის იეჰოვას ნება“ (ეფეს. 5:17). ამისთვის გამოიყენეთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოცემული შესწავლაში დამხმარე საშუალებები, მაგალითად: „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“, „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“, „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“, „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკა“ და აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა“. ისინი ჩვენ დასახმარებლად შეიქმნა. ამიტომ, როცა მათ ვიყენებთ, პირადი შესწავლა თუ ოჯახური თაყვანისცემა უფრო საინტერესო და შემეცნებითი ხდება.
ბიბლიით განსწავლული სინდისი კურთხევებს მოგიტანთ
18. რა კურთხევები მოაქვს იეჰოვას კანონებისა და პრინციპების თანახმად მოქმედებას?
18 იეჰოვას კანონებისა და პრინციპების დაცვას კურთხევები მოჰყვება. ფსალმუნის 119:97—100-ში ვკითხულობთ: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე. ჩემს მტრებზე უფრო ბრძენს მხდის შენი მცნება, რადგან მარადიულად ჩემია იგი. ჩემს მასწავლებლებზე მეტი წვდომის უნარი შევიძინე, რადგან ვფიქრობ შენს შეხსენებებზე. მოხუცებზე მეტად ვავლენ გაგების უნარს, რადგან ვიცავ შენს ბრძანებებს“. რაც უფრო ხშირად ვფიქრობთ ღვთის კანონებსა და პრინციპებზე, მით უკეთ ვავლენთ სიბრძნეს, წვდომის და გაგების უნარს. თუ ძალისხმევას არ დავიშურებთ და ღვთის კანონებსა და პრინციპებს ჩვენი სინდისის განსწავლის საშუალებას მივცემთ, „მივაღწევთ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას“ (ეფეს. 4:13).