ᲡᲐᲒᲣᲨᲐᲒᲝ ᲙᲝᲨᲙᲘ (ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲒᲐᲛᲝᲪᲔᲛᲐ) ივნისი 2020

ამ ნომერშია სასწავლო სტატიები 2020 წლის 3 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით.

„განიწმინდოს შენი სახელი“

სასწავლო სტატია №23, 3—9 აგვისტო, 2020: რა მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე დგას ყველა მოაზროვნე ქმნილება? რატომ არის ეს საკითხი განსაკუთრებული და რა როლი გვაკისრია ჩვენ მის გადაჭრაში? ამ კითხვებზე პასუხის მიღება იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებაში დაგვეხმარება.

„მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“

სასწავლო სტატია №24, 10—16 აგვისტო, 2020: ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ მეფე დავითის ლოცვაზე, რომელიც ფსალმუნის 86:11, 12-შია ჩაწერილი. რას ნიშნავს, გვეშინოდეს ღვთის სახელის? რატომ უნდა ვიყოთ მოწიწებით გამსჭვალული ღვთის დიდებული სახელის მიმართ? და როგორ დაგვიცავს ღვთისმოშიშება არასწორი საქციელის ჩადენისგან?

მკითხველთა შეკითხვები

მხოლოდ გალატელების 5:22, 23-ში მოხსენიებულ თვისებებს მოიცავს „სულის ნაყოფი“?

„მე მოვძებნი ჩემს ცხვარს“

სასწავლო სტატია №25, 17—23 აგვისტო, 2020: რატომ ჩამოშორდნენ კრებას ისინი, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას? რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათ მიმართ? წინამდებარე სტატიაში ამ კითხვებზე ვიმსჯელებთ. აგრეთვე გავიგებთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა ბიბლიურ დროში მცხოვრებ თავის ზოგ მსახურს და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან.

„დამიბრუნდით“

სასწავლო სტატია №26, 24—30 აგვისტო, 2020: იეჰოვას სურს მათი დაბრუნება, ვინც კრებას ჩამოშორდა. ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, რომ ასეთებს იეჰოვასთან დაბრუნებაში დავეხმაროთ. წინამდებარე სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.