სასწავლო სტატია 24
თქვენ შეძლებთ თავი დააღწიოთ სატანის მახეებს!
„თავი [დააღწიეთ] ეშმაკის მახეს“ (2 ტიმ. 2:26).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 36 ვიცავთ ჩვენს გულებს
მოკლე შინაარსი *
1. რით ჰგავს სატანა მონადირეს?
მონადირეს ერთი რამ სურს — ცოცხლად შეიპყროს ან მოკლას თავისი სამიზნე. ის ამისთვის სხვადასხვა მახეს იყენებს, რაზეც ბიბლიაც საუბრობს (იობ. 18:8—10). როგორ ახერხებს მონადირე ცხოველის მახეში გაბმას? ის აკვირდება თავის სამიზნეს, რომ გაიგოს, რომელ ადგილებს ეტანება, რით შეიძლება მისი ხაფანგთან მიტყუება და შემდეგ შესაბამის მახეს უგებს. სატანაც ასეთი მონადირესავითაა. ის გვაკვირდება და ცდილობს, შეგვისწავლოს; მაგალითად, აკვირდება, რას ვაკეთებთ და რით ვართ დაინტერესებული. შემდეგ ცდილობს, შესაბამისი მახე დაგვიგოს და შეუმჩნევლად გაგვაბას მასში, თუმცა მის ხაფანგში რომც გავებათ, როგორც ბიბლია გვარწმუნებს, მაინც შევძლებთ მისგან თავის დაღწევას. უფრო მეტიც, ის გვასწავლის, როგორ ავირიდოთ თავიდან სატანის მახეები.
2. რომელ ორ მახეს იყენებს სატანა ჩვენ წინააღმდეგ?
2 სატანა მოხერხებულად იყენებს ორ მახეს — სიამაყეს და სიხარბეს. * საუკუნეებია, რაც სატანა წარმატებით იყენებს ამ მახეებს. მონადირის მსგავსად ის ცდილობს, სამიზნე მახეში შეიტყუოს (ფსალმ. 91:3). მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავი ავარიდოთ სატანის მახეებს, რადგან იეჰოვამ გაგვიმხილა, რა ტაქტიკას მიმართავს ის (2 კორ. 2:11).
3. რატომ ჩააწერინა იეჰოვამ თავის მსახურებს ბიბლიაში გამაფრთხილებელი მაგალითები?
3 ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა სიხარბისა და სიამაყის მახეებისგან გვიცავს, ბიბლიაში ჩაწერილი რეალური 1 კორ. 10:11). მას სურს, რომ ამ გამაფრთხილებელი მაგალითებიდან ვისწავლოთ და არ გავებათ ეშმაკის მიერ დაგებულ მახეებში ან თავი დავაღწიოთ მათ.
ისტორიებია. როგორც განხილული მაგალითებიდან დავინახავთ, სატანამ ღვთის დიდი ხნის მსახურებიც გააბა ამ მახეებში. ნიშნავს ეს იმას, რომ შეუძლებელია ამ მახეებს თავი ავარიდოთ? სრულებითაც არა. იეჰოვამ ეს მაგალითები ბიბლიაში ჩვენს გასაფრთხილებლად შემოინახა (სიამაყის მახე
4. სადამდე მიჰყავს სიამაყეს ადამიანი?
4 სატანას სურს, რომ ჩვენში სიამაყემ გაიდგას ფესვი, რადგან ასე მას დავემსგავსებით და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობასაც დავკარგავთ (იგავ. 16:18). სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს მოციქული პავლე, რომ არ გავყოყოჩდეთ და „ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი“ არ დავიტეხოთ თავს (1 ტიმ. 3:6, 7). არ აქვს მნიშვნელობა, ახალბედა ვართ თუ მრავალი წელია იეჰოვას ვემსახურებით, ამ საფრთხისგან არცერთი ჩვენგანი არ ვართ დაზღვეული.
5. ეკლესიასტეს 7:16, 20-დან გამომდინარე, რაში შეიძლება გამოვლინდეს ადამიანის სიამაყე?
5 ამაყი ადამიანი ეგოისტიცაა. სატანას სურს, რომ ჩვენი პირადი კეთილდღეობა სხვისაზე მაღლა დავაყენოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე სირთულეს ვხვდებით. მაგალითად, ოდესმე ცილისწამების ან უსამართლობის მსხვერპლი ხომ არ გამხდარხართ? სატანას ძალიან ესიამოვნება, თუ ამაში იეჰოვას ან მის ორგანიზაციას დავადანაშაულებთ. მას სურს, ასეთ სიტუაციებში საკუთარი ჭკუით ვიმოქმედოთ და არ მივყვეთ იეჰოვას სიტყვაში ჩაწერილ ხელმძღვანელობას (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:16, 20).
6. რას ვსწავლობთ ერთი ჰოლანდიელი დის შემთხვევიდან?
6 განვიხილოთ ერთი ჰოლანდიელი დის შემთხვევა, რომელიც სხვების ნაკლოვანებებმა გააღიზიანა. მან გადაწყვიტა, ამ და-ძმებისგან თავი შორს დაეჭირა. ის ამბობს: „მარტოობის გრძნობა დამეუფლა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ჩემს ქმარს ისიც კი ვუთხარი, რომ სხვა კრებაში გადავსულიყავით“. იმ პერიოდში ამ დამ უყურა 2016 წლის მარტის JW მაუწყებლობას®. ამ პროგრამაში განიხილებოდა, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სხვების ნაკლოვანებებზე. ეს და დასძენს: „მივხვდი, რომ საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა ვყოფილიყავი და მეღიარებინა, რომ მეც ვუშვებ შეცდომებს და კრებაში და-ძმების გამოსწორება ჩემი საქმე არ არის. მოსმენილი დამეხმარა, ყურადღება იეჰოვასა და მის უზენაესობაზე გადამეტანა“. რას გასწავლით ეს შემთხვევა? განსაცდელის დროს მზერა იეჰოვასკენ უნდა მიმართოთ. ევედრეთ მას, მოგცეთ უნარი, რომ მისი თვალით შეხედოთ სხვებს. თქვენს ზეციერ მამას შეუმჩნეველი არ რჩება მათი შეცდომები, თუმცა მზად არის, აპატიოს. მას სურს, რომ თქვენც მსგავსი აზროვნება გქონდეთ (1 იოან. 4:20).
7. რა დაემართა მეფე უზიას?
7 სიამაყემ იქამდე მიიყვანა იუდას მეფე უზია, რომ არაფრად ჩააგდო რჩევა და კადნიერად მოიქცა. არადა უზია ძალიან უნარიანი მმართველი იყო. მან არაერთი გამარჯვება მოიპოვა ბრძოლაში, განახორციელა მრავალი სამშენებლო პროექტი და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმის განვითარებას; მას „ღმერთიც ხელს უმართავდა“ (2 მატ. 26:3—7, 10). თუმცა ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ, „როცა გაძლიერდა, გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად“. იეჰოვას მიერ დადგენილი წესისამებრ, ტაძარში საკმევლის კმევა მხოლოდ მღვდლების უფლებამოსილებაში შედიოდა. მაგრამ გაამაყებული უზია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად, რის გამოც იეჰოვა განურისხდა მას და კეთრი შეჰყარა. უზია სიკვდილამდე კეთროვანი იყო (2 მატ. 26:16—21).
8. როგორ გვეხმარება 1 კორინთელების 4:6, 7, რომ არ გავამაყდეთ?
8 შესაძლებელია, რომ უზიას მსგავსად ჩვენც გავებათ სიამაყის მახეში და ცოდვა ჩავიდინოთ? დავფიქრდეთ ხოსეს მაგალითზე. ის წარმატებული ბიზნესმენი იყო და როგორც უხუცესი კრებაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა; კონგრესებზეც გამოდიოდა მოხსენებებით და სარაიონო ზედამხედველებიც კი მას ეკითხებოდნენ რჩევას. „ჩემს უნარსა და გამოცდილებაზე ვიყავი დაიმედებული. იეჰოვასგან დამოუკიდებლად ვმოქმედებდი. საკუთარ შესაძლებლობებში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყურს აღარ ვუგდებდი იეჰოვას რჩევებსა და გაფრთხილებებს“, — გულწრფელად ამბობს ხოსე. მან სერიოზული ცოდვა ჩაიდინა და კრებიდან გაირიცხა. ის რამდენიმე წლის წინ აღადგინეს კრებაში. ხოსე ასეთ რამეს ამბობს: „იეჰოვამ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მასწავლა: მთავარი სტატუსი კი არ არის, არამედ იმის 1 კორინთელების 4:6, 7). თუ გავამაყდებით, იეჰოვა აღარ გამოგვიყენებს თავისი საქმისთვის.
კეთება, რასაც იეჰოვა ჩვენგან ითხოვს“. უნდა გვახსოვდეს, რომ რა უნარსა და პასუხისმგებლობასაც არ უნდა ვფლობდეთ კრებაში, ყველაფერი იეჰოვასგან გვაქვს (წაიკითხეთსიხარბის მახე
9. სადამდე მიიყვანა სიხარბემ სატანა და ევა?
9 როცა სიტყვა „სიხარბე“ გვესმის, პირველი, ალბათ, სატანა ეშმაკი გვახსენდება. როგორც იეჰოვას ანგელოზს, სატანას, არაერთი საპასუხისმგებლო საქმე ექნებოდა მინდობილი. მაგრამ ის ამას არ დასჯერდა. მან თაყვანისცემა მოისურვა, რაც სამართლიანად მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნის. სატანას სურს, დაგვიმსგავსოს და ჩვენში დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩინოს. ამ მახის გამოყენება პირველად მან ევასთან მოსინჯა. იეჰოვა სიყვარულით ზრუნავდა ადამსა და ევაზე; მათ შეეძლოთ „ბაღის ყოველი ხიდან“ ეჭამათ, ერთის გარდა (დაბ. 2:16). მიუხედავად ამისა, სატანამ მოტყუებით დააჯერა ევა, რომ მაინცდამაინც აკრძალული ხის ნაყოფი უნდა ეჭამა. ნაცვლად იმისა, რომ მადლიერი ყოფილიყო იმისთვის, რაც ჰქონდა, მან მეტი მოისურვა. ყველამ კარგად ვიცით, სადამდე მიიყვანა ევა სიხარბემ. მან ცოდვა ჩაიდინა, რისთვისაც საბოლოოდ სიკვდილი დაიმსახურა (დაბ. 3:6, 19).
10. როგორ ექცა სიხარბე მახედ მეფე დავითს?
10 სიხარბემ დააბრმავა დავითი და დაავიწყა, რომ ყველაფერი იეჰოვასგან ჰქონდა ბოძებული. მაგალითად, სიმდიდრე, სახელი და მტრებზე მოპოვებული არაერთი გამარჯვება. არადა დავითი მანამდე მადლიერებით აღიარებდა, რომ იეჰოვას იმდენი რამ ჰქონდა მისთვის ბოძებული, რომ ვერც კი ჩამოთვლიდა (ფსალმ. 40:5). თუმცა დავითმა რაღაც მომენტში სწორი ხედვა და მადლიერების გრძნობა დაკარგა. მან უფრო მეტი მოინდომა. მართალია, დავითს არაერთი ცოლი ჰყავდა, მაგრამ სხვა კაცის ცოლს დაადგა თვალი. ეს იყო ბათშება, ხეთელი ურიას ცოლი. დავითი აჰყვა ეგოისტურ სურვილებს და დაწვა ბათშებასთან; როცა ბათშება დაორსულდა, დავითი იქამდეც კი მივიდა, რომ ურია მოაკვლევინა (2 სამ. 11:2—15). ნუთუ ეგონა, რომ იეჰოვა ამას ვერ დაინახავდა?! დავითს, ერთ დროს ღვთის ერთგულ მსახურს, სიხარბემ სძლია, რაც ძვირად დაუჯდა. თუმცა, საბედნიეროდ, მან აღიარა დანაშაული და მოინანია. რაოდენ მადლიერი იქნებოდა ის, რომ იეჰოვამ კვლავ წყალობის თვალით შეხედა (2 სამ. 12:7—13).
11. ეფესოელების 5:3, 4-ის თანახმად, რა დაგეხმარებათ, არ გძლიოთ სიხარბემ?
ეფესოელების 5:3, 4). ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ იმით, რაც გვაქვს. როცა ვინმესთან ბიბლიის შესწავლას ვიწყებთ, შემსწავლელელს ვურჩევთ, რომ მადლობა გადაუხადოს იეჰოვას კონკრეტული კურთხევისთვის. თუ ის ყოველდღე ასე მოიქცევა, გამოვა, რომ კვირის განმავლობაში შვიდ სხვადასხვა მიზეზს იპოვის მადლიერებისთვის (1 თეს. 5:18). თავად თუ ითვალისწინებთ ამ რჩევას? თუ იფიქრებთ, რას აკეთებს იეჰოვა თქვენთვის, ეს მადლიერების გრძნობას გაგიღრმავებთ. ფაქტია, თუ ადამიანი მადლიერია, ის კმაყოფილიცაა და თუ კმაყოფილია, მის გულში სიხარბე ფესვს ვერ გაიდგამს.
11 რას გვასწავლის დავითის შემთხვევა? თუ მადლიერი ვიქნებით იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა ჩვენთვის აკეთებს, სიხარბე ვერ გვძლევს (წაიკითხეთ12. სადამდე მიიყვანა იუდა ისკარიოტელი სიხარბემ?
12 იუდა ისკარიოტელი სიხარბემ სულმდაბალ მოღალატედ აქცია. თუმცა ის თავიდან ცუდი ადამიანი არ ყოფილა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ იესომ ერთ-ერთ მოციქულად აირჩია (ლუკ. 6:13, 16). იუდა, როგორც ჩანს, უნარიანი და სანდო ადამიანი იყო, რადგან შესაწირავებისთვის განკუთვნილი ყულაბა მას ებარა. იესო და მისი მოციქულები მოგროვილ თანხას მსახურების დროს სხვადასხვა ხარჯების დასაფარავად იყენებდნენ. რაღაცით ეს იმ შესაწირავებს ჰგავდა, რომლებსაც დღეს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის ვიღებთ. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ იუდამ ყულაბიდან თანხის მოპარვა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ჰქონდა მოსმენილი, როგორ აფრთხილებდა იესო ხალხს სიხარბის შესახებ (მარ. 7:22, 23; ლუკ. 11:39; 12:15). სამწუხაროდ, იუდამ არაფრად ჩააგდო ეს გაფრთხილება.
13. როდის გამოაშკარავდა იუდას სიხარბე?
13 იუდას სიხარბე ერთმა სიტუაციამ გამოააშკარავა, რომელიც იესოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა. იესო და მისი მოწაფეები, მათ შორის მარიამი და მისი და მართა, სიმონ კეთროვნის სახლში იყვნენ სტუმრად. ყველანი სუფრასთან იყვნენ, როდესაც მარიამი ადგა და იესოს თავზე უძვირფასესი ნელსაცხებელი დაასხა, რაზეც იუდა და სხვა მოწაფეები ძალიან აღშფოთდნენ. მათი აზრით, ამ ნელსაცხებლის საფასური შეეძლოთ უფრო გონივრულად გამოეყენებინათ მსახურებაში. თუმცა იუდას სულ სხვა მოტივი ალაპარაკებდა. როგორც აღვნიშნეთ, ის ქურდი იყო და ყულაბიდან ფულს იპარავდა. მოგვიანებით იუდა სიხარბემ იქამდე მიიყვანა, რომ იესო ფულზე გაყიდა (იოან. 12:2—6; მათ. 26:6—16; ლუკ. 22:3—6).
14. როგორ გაითვალისწინა ერთმა ცოლ-ქმარმა ლუკას 16:13-ში ჩაწერილი გაფრთხილება?
14 იესომ თავის მიმდევრებს ერთი უცილობელი ჭეშმარიტება შეახსენა: „ვერ იქნებით ღვთის მონებიც და სიმდიდრისაც“ (წაიკითხეთ ლუკას 16:13). ეს სიტყვები დღემდე უცვლელი ჭეშმარიტებაა. მოვიყვანოთ ერთი რუმინელი ცოლ-ქმრის მაგალითი, რომლებმაც გაითვალისწინეს იესოს ეს რჩევა. მათ დროებითი სამუშაო შესთავაზეს ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში. „ბანკიდან დიდი სესხი გვქონდა აღებული, ამიტომ თავიდან ეს შემოთავაზება იეჰოვას კურთხევად ჩავთვალეთ“, — ამბობს ეს ცოლ-ქმარი. თუმცა ამის მიღმა ფარული საფრთხე იმალებოდა. ახალი სამსახური მათ სერიოზულად შეუშლიდა ხელს იეჰოვას მსახურებაში. მას შემდეგ, რაც 2008 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ წაიკითხეს სტატია «შეინარჩუნეთ ერთგულება „მთლიანი გულით“», მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. „თუ ამ ნაბიჯს ფულის გამო გადავდგამდით, გამოვიდოდა, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენთვის მთავარი. დარწმუნებული ვიყავით, რომ, თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ჩვენი სულიერობა სერიოზულად იზარალებდა“, — ამბობს ეს ცოლ-ქმარი. მათ უარი თქვეს ამ შემოთავაზებაზე. რა მოჰყვა ამას შედეგად? ქმარმა თავისივე ქვეყანაში იპოვა კარგი სამსახური. ცოლი ამბობს: „იეჰოვას ხელი არასდროს დამოკლებულა“. ეს ცოლ-ქმარი ბედნიერია, რომ იეჰოვა გაიხადეს ბატონად და არა ფული.
მოერიდეთ ეშმაკის მახეებს
15. რა გვარწმუნებს იმაში, რომ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ეშმაკის მახეებს?
15 თუ მიხვდებით, რომ სიამაყე ან სიხარბე შემოგეპარათ, ნუ დანებდებით. პავლე გვარწმუნებს, რომ ეშმაკის მახიდან თავის დაღწევა შესაძლებელია (2 ტიმ. 2:26). მაგალითად, დავითმა ყურად იღო ნათანის შეგონება, მოინანია სიხარბით ჩადენილი ცოდვა და აღიდგინა იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იეჰოვა სატანაზე გაცილებით ძლიერია. ეშმაკის ნებისმიერ მახეს დავაღწევთ თავს, თუ იეჰოვას დახმარებაზე ხელს არ ვუკრავთ.
16. რა დაგვიცავს ეშმაკის მახეებისგან?
16 რა თქმა უნდა, უმჯობესია, საერთოდ არ გავებათ ეშმაკის მახეში, ვიდრე იქიდან თავის დაღწევა მოგვიწიოს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით. სიფრთხილე გვმართებს, რომ თავდაჯერებულები არ გავხდეთ. თვით იეჰოვას დიდი ხნის მსახურებიც კი გაებნენ სიამაყისა და სიხარბის მახეში. ყოველდღე უნდა ვთხოვდეთ იეჰოვას, დაგვანახვოს, ეს მანკიერი თვისებები ხომ არ შემოგვეპარა (ფსალმ. 139:23, 24). დაე ნურასდროს მივცემთ გასაქანს ამ თვისებებს!
17. რა ბედი ეწევა მალე ჩვენს მტერს, ეშმაკს?
17 ათასობით წელია, რაც სატანა წარმატებით ნადირობს. თუმცა მას დიდი დღე არ უწერია და მალე განადგურდება (გამოცხ. 20:1—3, 10). მოუთმენლად ველით ამ დროს. მანამდე კი ვიფრთხილოთ, რომ არ გავებათ მის მახეებში. გასაქანი არ მივცეთ სიამაყესა და სიხარბეს და გვახსოვდეს, რომ, თუ წინააღმდეგობას გავუწევთ ეშმაკს, ის გაგვეცლება (იაკ. 4:7).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 127 როგორი ადამიანი უნდა ვიყო
^ აბზ. 5 სატანა შეიძლება გამოცდილ მონადირეს შევადაროთ. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელია ვემსახურებით იეჰოვას, ის მაინც შეეცდება, თავის მახეში გაგვაბას. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ ცდილობს სატანა, ჩვენში სიამაყე და სიხარბე განავითაროს და იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. აგრეთვე განვიხილავთ მათ მაგალითებს, ვინც სიამაყისა და სიხარბის მახეში გაება და ვიმსჯელებთ, როგორ ავარიდოთ თავი ამ მახეებს.
^ აბზ. 2 განმარტება: ამ სტატიაში ყურადღება მახვილდება სიამაყესა და სიხარბეზე. სიამაყე ეს არის გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, სიხარბე კი — სულ უფრო მეტის ქონის დაუოკებელი სურვილი, იქნება ეს ფულის, ძალაუფლების, სექსისა თუ სხვა რამის.
^ აბზ. 53 სურათის აღწერა: ძმა სიამაყის გამო არ იღებს ბრძნულ რჩევას. და, რომელსაც ისედაც ბევრი ნივთი აქვს, უფრო მეტის შეძენაზე ფიქრობს.
^ აბზ. 55 სურათის აღწერა: სიამაყე მახე აღმოჩნდა როგორც სულიერი ქმნილებისთვის, ისე მეფე უზიასთვის. სიხარბის გამო ევამ აკრძალული ნაყოფი შეჭამა, დავითმა იმრუშა ბათშებასთან, იუდა კი ქურდი გახდა.