ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲤᲠᲐᲖᲐ
„ყველას როდი აქვს რწმენა“
თუ გვინდა, იეჰოვას ვასიამოვნოთ, რწმენა უნდა გვქონდეს. თუმცა, როგორც 2 თესალონიკელების 3:2-დან ვიგებთ, ყველას როდი აქვს რწმენა. მართალია, პავლე აქ უშუალოდ „მავნე და ბოროტ ადამიანებზე“ საუბრობდა, მაგრამ ეს სიტყვები შეგვიძლია სხვებსაც მივუსადაგოთ. მაგალითად, მათ, ვინც შემოქმედის არსებობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს უარყოფს (რომ. 1:20). თუმცა ვერც მათზე ვიტყვით, რომ ნამდვილი რწმენა აქვთ, ვინც უბრალოდ აღიარებს რაღაც ზებუნებრივი ძალის არსებობას.
მაშ, რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს აქვს რწმენა? იმ შემთხვევაში, თუ ის დარწმუნებული იქნება, რომ იეჰოვა არსებობს და აჯილდოებს მორწმუნეთ (ებრ. 11:6). ასეთი რწმენა რომ გვქონდეს, წმინდა სული გვჭირდება. წმინდა სულის მისაღებად აუცილებელია, იეჰოვას ვთხოვოთ ის და ვიკითხოთ ბიბლია, რომელიც მან ადამიანებს ამ სულით დააწერინა (ლუკ. 11:9, 10, 13). გარდა ამისა, უნდა ვიფიქროთ წაკითხულზე და ვეცადოთ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას. ამ შემთხვევაში წმინდა სული დაგვეხმარება, ღვთის მოსაწონად ვიცხოვროთ. ეს კი, თავის მხრივ, იმის დასტური იქნება, რომ ნამდვილი რწმენა გვაქვს.