არ გაგინელდეთ სიყვარული!
„უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათ. 24:12).
1, 2. ა) ვისზე შესრულდა თავდაპირველად მათეს 24:12-ში ჩაწერილი სიტყვები? ბ) როგორ ჩანს წიგნ „საქმეებიდან“, რომ პირველ საუკუნეში ქრისტიანთა უმეტესობა ავლენდა სიყვარულს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
„მრავალს სიყვარული გაუნელდება“, — თქვა იესომ, როცა „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანზე“ საუბრობდა (მათ. 24:3, 12). პირველ საუკუნეში იუდეველებმა, რომლებიც თავს ღვთის ხალხად აცხადებდნენ, არ შეინარჩუნეს ღვთისადმი სიყვარული.
2 მათგან განსხვავებით, იმავე პერიოდში მცხოვრები ქრისტიანების უმეტესობა დაუღალავად აუწყებდა „სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ და სიყვარულს ავლენდა ღვთის, თანაქრისტიანებისა თუ სხვების მიმართ (საქ. 2:44—47; 5:42). თუმცა იესოს მიმდევრებიდან ზოგს გაუნელდა სიყვარული.
3. რა მიზეზით შეიძლებოდა განელებოდა ზოგ ქრისტიანს სიყვარული?
3 მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ პირველი საუკუნის ეფესოელ ქრისტიანებს უთხრა: „შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ მიატოვე თავდაპირველი სიყვარული“ (გამოცხ. 2:4). რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი სიყვარულის განელების მიზეზი? ქრისტეს ეს მოწაფეები შეიძლება ხორცის სურვილებს აყოლილი ქვეყნიერების გავლენაში მოექცნენ (ეფეს. 2:2, 3). ზოგიერთი თანამედროვე ქალაქის მსგავსად, პირველი საუკუნის ეფესო ათასგვარი მანკიერებით იყო სავსე. ეს იყო ზღაპრულად მდიდარი ქალაქი, რომლის მოსახლეობასაც გართობისა და ფუფუნებაში ცხოვრების გარდა არაფერი ადარდებდა. ხორციელმა სიამეებმა ჩაახშეს მათში სხვებისადმი უანგარო სიყვარული. უფრო მეტიც, ეს ქალაქი ცნობილი იყო თავაშვებულობითა და აღვირახსნილობით.
4. ა) რატომ უნელდება დღეს ხალხს სიყვარული? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
4 იესოს ზემოხსენებული სიტყვები დღესაც სრულდება. დღეს ხალხს უფრო და უფრო უნელდება ღვთისადმი სიყვარული. მილიონებმა შეაქციეს ზურგი ღმერთს და იმედი აქვთ, რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ადამიანთა შექმნილი ორგანიზაციები გადაჭრიან. ამიტომ მათ, ვინც თაყვანს არ სცემს იეჰოვა ღმერთს, კვლავაც უნელდებათ სიყვარული. პირველ საუკუნეში მცხოვრები ეფესოელი ქრისტიანების მსგავსად, დღესაც შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანები თვითკმაყოფილები გახდნენ და მათაც შეიძლება გაუნელდეთ სიყვარული. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეიძლება გამოიცადოს იეჰოვას, ჭეშმარიტებისა და ძმების მიმართ ჩვენი სიყვარული.
იეჰოვას სიყვარული
5. რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი?
5 ვიდრე სიყვარულის განელების შესახებ გააფრთხილებდა მოწაფეებს, იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი ღვთის სიყვარული იყო: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება“ (მათ. 22:37, 38). სწორედ ღვთისადმი ძლიერი სიყვარული გვეხმარება, დავემორჩილოთ მის მითითებებს, გამოვავლინოთ მოთმინება და შევიძულოთ ბოროტება (წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10). ამიტომაც ცდილობენ სატანა და მისი ქვეყნიერება, რომ ღვთისადმი სიყვარული დაგვაკარგვინონ.
6. რა მოჰყვა შედეგად ღვთისადმი სიყვარულის დაკარგვას?
6 დღეს ქვეყნიერებაში დამახინჯებული შეხედულებაა გავრცელებული სიყვარულზე. შემოქმედის ნაცვლად, ადამიანებს საკუთარი თავი უყვართ (2 ტიმ. 3:2). სატანის მართული ქვეყნიერება ხალხს „ხორცის სურვილსა [და] თვალთა სურვილს“ უღვივებს და „ქონებით ტრაბახისკენ“ აღძრავს (1 იოან. 2:16). მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანები ეგოისტური სურვილების შესახებ გააფრთხილა: „ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს . . . [და] ღვთის მტრობას ნიშნავს“ (რომ. 8:6, 7). სინამდვილეში ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ისწრაფოდნენ მატერიალური ნივთების დაგროვების ან სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებისკენ, გულგატეხილები და იმედგაცრუებულები დარჩნენ (1 კორ. 6:18; 1 ტიმ. 6:9, 10).
7. რა საშიშროების წინაშე დგანან დღეს ქრისტეს მიმდევრები?
7 ზოგიერთ ქვეყანაში ათეიზმის, აგნოსტიციზმისა და ევოლუციის მომხრეები ავრცელებენ ისეთ შეხედულებებს, რომლებიც არა მხოლოდ ღვთისადმი სიყვარულს უკარგავს ხალხს, არამედ მისადმი რწმენასაც. მათ ბევრი დააჯერეს, რომ მხოლოდ მიამიტ და უინტელექტო ხალხს სწამს შემოქმედის. ამავე დროს, ისინი განადიდებენ მეცნიერებს, რითაც ხალხს შემოქმედს აშორებენ (რომ. 1:25). თუ ყურს დავუგდებთ ასეთ მოძღვრებებს, შეიძლება იეჰოვას ჩამოვშორდეთ და მისადმი სიყვარული გაგვინელდეს (ებრ. 3:12).
8. ა) რა გულის გამტეხ სიტუაციებს ხვდება იეჰოვას ბევრი მსახური? ბ) რაში გვარწმუნებს 136-ე ფსალმუნი?
8 გულგატეხილობამ შეიძლება შეგვისუსტოს რწმენა და გაგვინელოს ღვთისადმი სიყვარული. სატანის ბოროტ ქვეყნიერებაში 1 იოან. 5:19). შესაძლოა ასაკის მატებასთან, სუსტ ჯანმრთელობასთან ან ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვებრძვით. შეიძლება მოსვენებას არ გვაძლევს უღირსობის გრძნობა ან საკუთარი წარუმატებლობა; ან შეიძლება იმის გამო ვიტანჯებით, რომ მოლოდინი არ გაგვიმართლდა. მიუხედავად ამისა, არასდროს უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვამ მიგვატოვა. პირიქით, უნდა ვიფიქროთ იმ სიტყვებზე, რომლებიც იეჰოვას მარადიულ სიყვარულში გვარწმუნებს. მაგალითად, ფსალმუნის 136:23-ში ვკითხულობთ: „[ღმერთმა] გაგვიხსენა, როცა დამდაბლებულნი ვიყავით, რადგან მარადიულია მისი სიკეთე“. იეჰოვას არასდროს გაუნელდება თავისი მსახურებისადმი სიყვარული. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის მოისმენს ჩვენს ვედრებას და უპასუხოდ არ დაგვტოვებს (ფსალმ. 116:1; 136:24—26).
ყველანი დროდადრო ვხვდებით გულის გამტეხ სიტუაციებს (9. რა დაეხმარა პავლეს, შეენარჩუნებინა ღვთისადმი სიყვარული?
9 ფსალმუნმომღერლის მსგავსად, პავლეს ძალას ჰმატებდა იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ყოველთვის მხარს უჭერს თავის მსახურებს. ის წერდა: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ებრ. 13:6). პავლე ბოლომდე იყო დარწმუნებული იეჰოვას მზრუნველობაში, რამაც მას ცხოვრებისეულ პრობლემებთან ჭიდილი გაუადვილა. მან არ მისცა გარე ფაქტორებს მისთვის გულის გატეხვის საშუალება. პირიქით, ციხეში ყოფნის დროს პავლემ არაერთი გამამხნევებელი წერილი მისწერა თანაქრისტიანებს (ეფეს. 4:1; ფილ. 1:17; ფლმ. 1). უმძიმესი განსაცდელების დროსაც კი პავლე ღვთისადმი სიყვარულს ინარჩუნებდა. რამ მისცა მას ამის ძალა? პავლე ენდობოდა „ყოველგვარი ნუგეშის მამას, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს და შევინარჩუნოთ იეჰოვასადმი ძლიერი სიყვარული?
10. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ იეჰოვასადმი ძლიერი სიყვარული?
10 პავლემ მოიხსენია, თუ რა არის იეჰოვასადმი სიყვარულის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალება. მან თესალონიკის კრებას მოუწოდა: „განუწყვეტლივ ილოცეთ“. მოგვიანებით პავლემ რომაელ ქრისტიანებსაც მსგავსი რამ მისწერა (1 თეს. 5:17; რომ. 12:12). ლოცვის გარეშე ღმერთთან ახლო ურთიერთობას ვერ განვივითარებთ (ფსალმ. 86:3). როცა დროს გამოვყოფთ იეჰოვასთვის ჩვენი გულისნადების გასაზიარებლად, ვუახლოვდებით ჩვენს ზეციერ მამას, „ლოცვების მომსმენს“ (ფსალმ. 65:2). უფრო მეტიც, როცა ვხედავთ, როგორ გვპასუხობს ღმერთი ლოცვებზე, მისადმი სიყვარული გვიძლიერდება და ვრწმუნდებით, რომ „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმ. 145:18). იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერაში დარწმუნებულები უფრო ადვილად გავუმკლავდებით რწმენის სხვა გამოცდებს.
ჭეშმარიტების სიყვარული
11, 12. როგორ შეგვიძლია ჭეშმარიტების სიყვარულის გაძლიერება?
11 ჩვენ გვიყვარს ჭეშმარიტება და ვაფასებთ მას. ჭეშმარიტების ძირითადი წყარო ღვთის სიტყვაა. იესომ ლოცვაში უთხრა თავის მამას: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ასე რომ, ჭეშმარიტებისადმი სიყვარულის განსავითარებლად ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნაა საჭირო (კოლ. 1:10). თუმცა ამაში აკადემიური ცოდნის მიღებაზე მეტი იგულისხმება. ყურადღება მიაქციეთ ფსალმუნმომღერლის ღვთივშთაგონებულ სიტყვებს, საიდანაც ჩანს, რა იგულისხმება ჭეშმარიტების სიყვარულში (წაიკითხეთ ფსალმუნის ). გამოვყოფთ დღის მანძილზე დროს ბიბლიურ მონაკვეთებზე დასაფიქრებლად? ჩვენ მეტად დავაფასებთ ჭეშმარიტებას, თუ ვიფიქრებთ, რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ღვთის სიტყვის გათვალისწინებას. 119:97—100
12 ფსალმუნმომღერალი აგრეთვე წერდა: „რა ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვა, თაფლზე ტკბილია იგი ჩემი პირისთვის!“ (ფსალმ. 119:103). მსგავსად, ჩვენც უნდა გავუსინჯოთ გემო ღვთის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ გემრიელ სულიერ კერძებს. თუ დავაგემოვნებთ მათ, შევძლებთ ჭეშმარიტების სასიამოვნო სიტყვების მოგვიანებით გახსენებას და სხვების დასახმარებლად გამოყენებას (ეკლ. 12:10).
13. რა დაეხმარა იერემიას, არ განელებოდა ჭეშმარიტების სიყვარული, და როგორ იმოქმედა ამან მასზე?
13 წინასწარმეტყველ იერემიას უყვარდა ჭეშმარიტება. ის აღწერს, თუ როგორ იმოქმედა მასზე ღვთის სიტყვამ: „მივიღე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი; შენი სიტყვა ჩემი მხიარულებაა, გულის სიხარულია, რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო!“ (იერ. 15:16). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იერემია ღრმად ფიქრობდა ღვთის სიტყვებზე და ძალიან აფასებდა მათ. სწორედ ამიტომ მიიჩნევდა ის დიდ პატივად, რომ ღვთის სახელით იწოდებოდა. აღგვძრავს ჩვენც ჭეშმარიტების სიყვარული, დავაფასოთ, რომ ღვთის სახელით ვიწოდებით და ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ღვთის სამეფოს შესახებ ვქადაგებთ?
14. როგორ შეგვიძლია გავიძლიეროთ ჭეშმარიტების სიყვარული?
14 ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვის გარდა, კიდევ როგორ შეგვიძლია გავიძლიეროთ ჭეშმარიტებისადმი სიყვარული? ამაში დაგვეხმარება კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება. ბიბლიური განათლების მისაღებად ერთ-ერთი ძირითადი საშუალება „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეული შესწავლაა. განსახილველ საკითხს რომ ჩავწვდეთ, საჭიროა კარგად მოვემზადოთ. ამაში დაგვეხმარება სტატიაში მოყვანილი მუხლების ბიბლიაში მოძებნა. დღეს ბევრ ენაზე შესაძლებელია „საგუშაგო კოშკის“ ჩამოტვირთვა ჩვენი ვებ-გვერდიდან ან მისი წაკითხვა JW ბიბლიოთეკაში. ზოგი ელექტრონული ფორმატი ბიბლიური მუხლების სწრაფად ნახვის შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ საშუალებას ვიყენებთ, მუხლების გულდასმით წაკითხვა და მათზე ფიქრი ჭეშმარიტების სიყვარულს გაგვიძლიერებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:2).
ძმების სიყვარული
15, 16. ა) რა ვალდებულებას გვაკისრებს იოანეს 13:34, 35? ბ) როგორ უკავშირდება ძმების სიყვარული ღვთისა და ბიბლიის სიყვარულს?
15 დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35).
16 და-ძმების სიყვარული მჭიდროდ უკავშირდება იეჰოვას სიყვარულს. ფაქტობრივად, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოან. 4:20). უფრო მეტიც, იეჰოვასა და ძმების სიყვარული ბიბლიის სიყვარულს უკავშირდება. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ ჭეშმარიტების სიყვარული გვიბიძგებს, მთელი გულით დავემორჩილოთ ბიბლიაში ჩაწერილ მითითებას, რომლის თანახმადაც უნდა გვიყვარდეს ღმერთი და საძმო (1 პეტ. 1:22; 1 იოან. 4:21).
17. როგორ შეგვიძლია სიყვარულის გამოვლენა?
17 წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 4:9, 10. როგორ შეგვიძლია სიყვარულის გამოვლენა კრებაში? შეგვიძლია ხანდაზმულ დას ან ძმას ქრისტიანულ შეხვედრებზე წაყვანა შევთავაზოთ. ქვრივ დას შეგვიძლია სახლის შეკეთებაში დავეხმაროთ (იაკ. 1:27). გულგატეხილობაში, დეპრესიასა თუ სხვა განსაცდელებში მყოფი და-ძმები ასაკის მიუხედავად საჭიროებენ ჩვენგან ნუგეშს, გამხნევებასა და ყურადღებას (იგავ. 12:25; კოლ. 4:11). ძმების სიყვარულს იმ შემთხვევაში დავამტკიცებთ, თუ სიტყვითა და საქმით ვაჩვენებთ, რომ ვზრუნავთ მათზე, „ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10).
18. რა დაგვეხმარება თანაქრისტიანებთან გაუგებრობების მოგვარებაში?
18 ბიბლიის თანახმად, ეგოიზმი და სიხარბე ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში მცხოვრები ხალხის დამახასიათებელი ნიშანი იქნებოდა (2 ტიმ. 3:1, 2). ამიტომ ქრისტიანებმა ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ, რომ გავიძლიეროთ ღვთის, ჭეშმარიტებისა და ერთმანეთის მიმართ სიყვარული. ცხადია, თანაქრისტიანებს შორის ზოგჯერ შეიძლება უმნიშვნელო გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი. თუმცა რამხელა კურთხევაა, რომ კრებაში ყველა სიყვარულით ცდილობს მათ მოგვარებას! (ეფეს. 4:32; კოლ. 3:14). დაე არასდროს გაგვინელდეს იეჰოვას, მისი სიტყვისა და და-ძმების მიმართ სიყვარული და კვლავაც გავიძლიეროთ ის!