ᲡᲐᲒᲣᲨᲐᲒᲝ ᲙᲝᲨᲙᲘ (ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲒᲐᲛᲝᲪᲔᲛᲐ) მაისი 2020

ამ ნომერშია სასწავლო სტატიები 2020 წლის 6 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.

ჩრდილოეთის მეფე უკანასკნელ პერიოდში

სასწავლო სტატია №19, 6—12 ივლისი, 2020. აშკარად ვხედავთ, რომ ჩრდილოეთის მეფისა და სამხრეთის მეფის შესახებ დანიელის წინასწარმეტყველება ჩვენს დროშიც სრულდება. რა გვარწმუნებს ამაში? რატომ არის მნიშვნელოვანი, უკეთ ჩავწვდეთ ამ წინასწარმეტყველებას?

მეფეთა ორთაბრძოლა უკანასკნელ დროს

დიაგრამაში აღწერილი წინასწარმეტყველური მოვლენები თანადროულად ვითარდება. როგორ მოწმობს ეს ყველაფერი იმაზე, რომ „უკანასკნელ დროში“ ვცხოვრობთ?

ვინ არის დღეს ჩრდილოეთის მეფე?

სასწავლო სტატია №20, 13—19 ივლისი, 2020. ვინ არის დღეს ჩრდილოეთის მეფე და როგორ მოეღება მას ბოლო? ამ კითხვებზე პასუხი რწმენას გაგვიძლიერებს და მოგვამზადებს იმ მოვლენებისთვის, რომლებიც ახლო მომავალში განვითარდება.

აფასებთ ღვთისგან ბოძებულ ძღვენს?

სასწავლო სტატია №21, 20—26 ივლისი, 2020. ეს სტატია მადლიერების გრძნობას გაგვიღრმავებს იეჰოვას მიმართ, რომელმაც არაერთი ძღვენი გვიბოძა. აქ განხილული აზრები იმ ადამიანებთან მსჯელობაშიც დაგვეხმარება, რომლებსაც ღმერთი არ სწამთ.

გამოხატეთ მადლიერება იეჰოვასგან ბოძებული უხილავი ძღვნისთვის

სასწავლო სტატია №22, 27 ივლისი — 2 აგვისტო, 2020. წინა სტატიაში ვისაუბრეთ ღვთისგან ბოძებულ ხილულ ძღვენზე. ამ სტატიაში კი ვიმსჯელებთ სხვადასხვა უხილავ ძღვენზე და გავიგებთ, როგორ შეგვიძლია დავაფასოთ თითოეული. ეს სტატია აღგვძრავს, უფრო მეტად გამოვავლინოთ მადლიერება ყოველივე კარგის მბოძებლის, იეჰოვას მიმართ.