არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მეფეთა ორთაბრძოლა უკანასკნელ დროს

მეფეთა ორთაბრძოლა უკანასკნელ დროს

დიაგრამაში აღწერილი წინასწარმეტყველური მოვლენები თანადროულად ვითარდება. ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ „უკანასკნელ დროში“ ვცხოვრობთ (დან. 12:4).

  • მუხლ(ებ)ი: (გამოცხ. 11:7; 12:13, 17; 13:1—8, 12)

    წინასწარმეტყველება: 3 000 წელზე მეტია, რაც მხეცი ადამიანებზე ბატონობს. უკანასკნელ დროს მის მეშვიდე თავს ჭრილობას მიაყენებდნენ. მოგვიანებით მხეცი განიკურნებოდა და „მთელი დედამიწა“ მას გაჰყვებოდა. სატანა მისი მეშვეობით შეებრძოლებოდა „დანარჩენებს“.

    შესრულება: წარღვნიდან მოყოლებული საუკუნეების მანძილზე იეჰოვას მოწინააღმდეგე მთავრობები ადამიანებზე ბატონობდნენ. ასწლეულების შემდეგ, I მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის იმპერია საგრძნობლად დასუსტდა. თუმცა ძალაუფლება მაშინ დაიბრუნა, როცა ამერიკის შეერთებული შტატები მისი მოკავშირე გახდა. უკანასკნელ დროს სატანა ღვთის ხალხის შევიწროების მიზნით ადამიანურ მთავრობებს იყენებს.

  • მუხლ(ებ)ი: (დან. 11:25—45)

    წინასწარმეტყველება: უკანასკნელ დროში ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები ძალაუფლებისთვის იბრძოლებდნენ.

    შესრულება: გერმანია შეებრძოლა ინგლის-ამერიკას. 1945 წელს საბჭოთა კავშირი თავის მოკავშირეებთან ერთად ჩრდილოეთის მეფე გახდა. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა. მოგვიანებით რუსეთი თავის მოკავშირეებთან ერთად ახალი ჩრდილოეთის მეფე გახდა.

  • მუხლ(ებ)ი: (ეს. 61:1; მალ. 3:1; ლუკ. 4:18)

    წინასწარმეტყველება: იეჰოვა „მაცნეს“ გამოგზავნიდა, რათა მესიანური სამეფოს დამყარებამდე გზა მოემზადებინა. „მაცნე“, რომელშიც ადამიანთა ჯგუფი იგულისხმება, „თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის“ ქადაგებას დაიწყებდა.

    შესრულება: 1870-იანი წლებიდან ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები გულმოდგინედ ეძებდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. 1880-იანი წლებიდან ისინი ქადაგების აუცილებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მათ გამოსცეს სტატიები, სახელწოდებით „საჭიროა 1 000 მქადაგებელი“ და „საქადაგებლად ცხებულნი“.

  • მუხლ(ებ)ი: (მათ. 13:24—30, 36—43)

    წინასწარმეტყველება: მტერი „ხორბალში სარეველას“ ჩათესავდა. სარეველა გადაფარავდა ხორბალს და მკამდე ერთად გაიზრდებოდნენ. მკის დროს ხორბალსა და სარეველას ერთმანეთისგან დააცალკევებდნენ.

    შესრულება: 1870 წლიდან ჭეშმარიტ და ცრუ ქრისტიანებს შორის სხვაობა ნელ-ნელა უფრო აშკარა ხდებოდა. უკანასკნელ დროში ჭეშმარიტი ქრისტიანები ორგანიზებულ ჯგუფად იქცნენ და ცრუ ქრისტიანებს გამოეყვნენ.

  • მუხლ(ებ)ი: (დან. 2:31—33, 41—43)

    წინასწარმეტყველება: სხვადასხვა მეტალისგან შემდგარ უზარმაზარ ქანდაკებას რკინისა და თიხის ტერფები ექნებოდა.

    შესრულება: თიხა განასახიერებს ხალხს, რომელზეც ინგლის-ამერიკა ბატონობს. ისინი ხმას იმაღლებენ ამ მთავრობების წინააღმდეგ, რითაც გარკვეულწილად ასუსტებენ მსოფლიო იმპერიის რკინისებრ სიძლიერეს.

  • მუხლ(ებ)ი: (მათ. 13:30; 24:14, 45; 28:19, 20)

    წინასწარმეტყველება: ხორბალი „ბეღელში“ შეგროვდებოდა. დაინიშნებოდა „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც „შინაურებზე“ იზრუნებდა. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მსოფლიო მოსახლეობას ექადაგებოდა.

    შესრულება: 1919 წელს ღვთის ხალხზე ზრუნვა „ერთგულ და გონიერ მონას“ მიენდო. მას შემდეგ ბიბლიის მკვლევრები უფრო და უფრო აქტიურად ქადაგებდნენ. დღეს იეჰოვას მოწმეები 200-ზე მეტ ქვეყანაში აუწყებენ სასიხარულო ცნობას და 1 000-ზე მეტ ენაზე აქვეყნებენ ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს.

  • მუხლ(ებ)ი: (დან. 12:11; გამოცხ. 13:11, 14, 15)

    წინასწარმეტყველება: ორრქიანი მხეცი ეტყოდა ხალხს, გაეკეთებინათ „მხეცის ქანდაკება“. ორრქიანი მხეცი სულს ჩაუდგამდა ამ ქანდაკებას.

    შესრულება: ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის ერთა ლიგის დაარსებაში. ამ ორგანიზაციას სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. 1926—1933 წლებში ჩრდილოეთის მეფეც ერთა ლიგის წევრი იყო. ხალხმა დაიჯერა, რომ ერთა ლიგა მშვიდობას დაამყარებდა, რისი ძალაც სინამდვილეში მხოლოდ ღვთის სამეფოს შესწევს. დღეს კი, ხალხი გაეროზე ამყარებს იმედს.

  • მუხლ(ებ)ი: (დან. 8:23, 24)

    წინასწარმეტყველება: გამოჩნდებოდა მრისხანე მეფე, რომელიც არნახულ უბედურებას მოიტანდა.

    შესრულება: ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და არაერთი უბედურება მოიტანა. მაგალითად, ll მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ორი ატომური ბომბი გამოიყენა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მას და ბრიტანეთს ემტერებოდა. არცერთ სხვა იარაღს ასეთი გამანადგურებელი შედეგები არ მოჰყოლია.

  • მუხლ(ებ)ი: (დან. 11:31; გამოცხ. 17:3, 7—11)

    წინასწარმეტყველება: ათრქიანი ალისფერი მხეცი უფსკრულიდან ამოვიდოდა და მერვე მეფე გახდებოდა. დანიელის წიგნში ეს მეფე „გამაპარტახებელ სისაძაგლედ“ არის მოხსენიებული.

    შესრულება: მეორე მსოფლიო ომის დროს ერთა ლიგა დაიშალა. ომის შემდეგ მისი ადგილი გაერომ დაიკავა. ერთა ლიგის მსგავსად, გაეროსაც ის როლი დაეკისრა, რომელსაც ღვთის სამეფო შეასრულებს. გაერო თავს დაესხმება რელიგიებს.

  • მუხლ(ებ)ი: (1 თეს. 5:3; გამოცხ. 17:16)

    წინასწარმეტყველება: ერები მშვიდობასა და უსაფრთხოებას გამოაცხადებენ. „მხეცი“ და „ათი რქა“ თავს დაესხმებიან მეძავს და გაანადგურებენ მას. ამის შემდეგ ერებსაც იგივე ბედი ეწევათ.

    შესრულება: ერები დაიკვეხნიან, რომ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მიაღწიეს. შემდეგ მათი მხარდაჭერით გაერო გაანადგურებს ცრუ რელიგიურ ორგანიზაციებს, რითაც დიდი გასაჭირი დაიწყება. დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპი არმაგედონი იქნება, რომლის დროსაც სატანის ქვეყნიერების დარჩენილი ნაწილიც განადგურდება.

  • მუხლ(ებ)ი: (ეზეკ. 38:11, 14—17; მათ. 24:31)

    წინასწარმეტყველება: გოგი თავს დაესხმება ღვთის ხალხს. შემდეგ ანგელოზები შეკრებენ რჩეულებს.

    შესრულება: ჩრდილოეთის მეფე სხვა მთავრობებთან ერთად თავს დაესხმება ღვთის ხალხს. თავდასხმის შემდეგ ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ზეცაში შეიკრიბება.

  • მუხლ(ებ)ი: (ეზეკ. 38:18—23; დან. 2:34, 35, 44, 45; გამოცხ. 6:2; 16:14, 16; 17:14; 19:20)

    წინასწარმეტყველება: „თეთრ ცხენზე მჯდომი“ „სრულად დაიპყრობს“, ანუ გაანადგურებს გოგსა და მის ჯარს. მხეცს „ცეცხლის ტბაში“ ჩააგდებენ. ქვა დაამსხვრევს უზარმაზარ ქანდაკებას.

    შესრულება: იესო, ღვთის სამეფოს მეფე, იეჰოვას ხალხს იხსნის. ის 144 000 თანამმართველთან და ანგელოზთა ლაშქართან ერთად გაანადგურებს ერთა კოალიციას და სატანის პოლიტიკურ სისტემას.