იეჰოვა თავის ხალხს სიცოცხლის გზაზე მიუძღვება
„ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ეს. 30:21).
1, 2. ა) რომელმა გაფრთხილებამ იხსნა უამრავი ადამიანი სიკვდილისგან? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს?
„შეჩერდი, გაიხედე, მოუსმინე!“. აბრები ამ წარწერით 100 წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა სარკინიგზო და საავტომობილო გზების გადაკვეთაზე ჩრდილოეთ ამერიკაში. წარწერა მძღოლებს აფრთხილებდა, რომ რკინიგზა უდროო დროს არ გადაეკვეთათ, რათა მატარებელი არ დასჯახებოდათ. ზემოხსენებულმა გაფრთხილებამ უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.
2 იეჰოვა უსაფრთხოების ნიშნებს კი არ უდგამს თავის ხალხს, თავად დგას მათ „წინ“ და მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ უსაფრთხო გზას უჩვენებს. იგი მოსიყვარულე მწყემსია, რომელიც თავის ცხვარს სწორ მიმართულებას აძლევს და აფრთხილებს კიდეც, სად შეიძლება გადაეყარონ ხიფათს (წაიკითხეთ ესაიას 30:20, 21).
იეჰოვა ოდითგანვე ხელმძღვანელობდა თავის ხალხს
3. როგორ დაადგნენ ადამიანები სიკვდილის გზას?
3 იეჰოვა თავის ხალხს ოდითგანვე კონკრეტულ მითითებებს აძლევდა. მაგალითად, ედემის ბაღში მან ადამსა და ევას მისცა მითითება, რომლის დაცვის შემთხვევაშიც ისინიც და მათი შთამომავლებიც დაბ. 2:15—17). ადამი და ევა ღმერთს რომ დამორჩილებოდნენ, არ გაივლიდნენ მწარე ცხოვრებას და უიმედოდ არ მოკვდებოდნენ. ევამ ღმერთს კი არა, ქვეწარმავალს მოუსმინა, ადამმა კი — თავის ცოლს, უკვე მოკვდავ ადამიანს. ერთმაც და მეორემაც თავიანთ მოსიყვარულე მამას ზურგი აქციეს. ამით მათ თავიანთი შთამომავლობა სიკვდილის გზას გაუყენეს.
მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებდნენ (4. ა) რატომ გახდა საჭირო ახალი მითითებების მიცემა წარღვნის შემდეგ? ბ) რა ცხადყო ახალმა ვითარებამ?
4 ხელმძღვანელობა, რომელსაც ღმერთი ნოეს მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევდა, ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურებოდა. წარღვნის შემდეგ იეჰოვამ მას კონკრეტული მითითება მისცა სისხლთან დაკავშირებით. რატომ გახდა ეს საჭირო? ვითარება შეიცვალა. ღმერთმა გადაწყვიტა, ადამიანებისთვის საკვებად ცხოველის ხორციც მიეცა. ამიტომაც გახდა საჭირო ახალი მითითების მიცემა. იეჰოვამ ნოეს უთხრა: „ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ“ (დაბ. 9:1—4). ახალმა ვითარებამ ცხადყო იეჰოვას თვალსაზრისი სიცოცხლეზე, რომელიც მას ეკუთვნის. როგორც შემოქმედსა და სიცოცხლის მომცემს, მას სრული უფლება აქვს, სიცოცხლესთან დაკავშირებით წესები დაადგინოს. მაგალითად, მან ბრძანა, რომ ადამიანს ეკრძალებოდა სხვისი სიცოცხლის ხელყოფა. იეჰოვა სიცოცხლესა და სისხლს წმინდად მიიჩნევს; ამიტომ ვინც სიცოცხლესთან და სისხლთან დაკავშირებულ კანონებს არღვევს, პასუხს აგებს მის წინაშე (დაბ. 9:5, 6).
5. რას განვიხილავთ და რატომ?
5 განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ ხელმძღვანელობდა ღმერთი თავის ხალხს საუკუნეების მანძილზე. ეს უფრო მეტად გაგვიძლიერებს იმის სურვილს, რომ მივყვეთ იეჰოვას, რომელსაც ახალი ქვეყნიერებისკენ მივყავართ.
ახალი ერი და ახალი მითითებები
6. რატომ საჭიროებდნენ ისრაელები მოსეს კანონს და როგორი განწყობა უნდა ჰქონოდათ მათ?
6 მოსეს დროს ისრაელებს ახალი მითითებები სჭირდებოდათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და როგორ უნდა ეცათ ღვთისთვის თაყვანი. ამ მითითებების საჭიროება ამჯერადაც ვითარების ცვლილებამ განაპირობა. ორ საუკუნეზე მეტი ხანი იაკობის შთამომავლები ეგვიპტის უღელქვეშ ცხოვრობდნენ, სადაც მკვდრებისა და კერპების თაყვანისცემა, ამასთანავე, ღვთის შეურაცხმყოფელი შეხედულებები და საქმეები ფართოდ იყო გავრცელებული. ახალი მითითებების მიცემა სწორედ მაშინ გახდა საჭირო, როდესაც ღვთის ხალხმა ეგვიპტის ტირანიას თავი დააღწია. მათ უნდა ეცხოვრათ არა როგორც ტყვეებს, არამედ როგორც თავისუფალ ერს, რომელიც მხოლოდ იეჰოვას კანონებს დაემორჩილებოდა. ზოგიერთი სამეცნიერო ნაშრომის თანახმად, კანონად ნათარგმნი ებრაული სიტყვის მონათესავე ზმნის მნიშვნელობებია: ხელმძღვანელობის გაწევა, გაძღოლა და მითითების მიცემა. მოსეს კანონი დამცავ კედლად აღიმართა მათსა და სხვა ერებს შორის, რომლებიც ცნობილნი იყვნენ თავიანთი ზნედაცემულობითა და აღვირახსნილი რელიგიური რიტუალებით. როცა ისრაელი ღმერთს ემორჩილებოდა, მისგან კურთხევები არ აკლდა, ხოლო როცა ეურჩებოდა, სავალალო შედეგებს იმკიდა (წაიკითხეთ კანონის 28:1, 2, 15).
7. ა) რომელია კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც იეჰოვამ თავის ხალხს მითითებები მისცა? ბ) რა გაგებით იყო კანონი ისრაელებისთვის აღმზრდელი?
7 ისრაელებს მითითებები კიდევ ერთი მიზეზის გამო მიეცათ. ისინი კანონს უნდა მოემზადებინა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, მესიის მოსვლისთვის, რასაც იეჰოვას განზრახვაში უმთავრესი ადგილი ეკავა. კანონი ცხადყოფდა, რომ ისრაელები არასრულყოფილები იყვნენ. ის იმასაც მიანიშნებდა, რომ ისინი საჭიროებდნენ სრულყოფილ მსხვერპლს, რომელიც მათ სრულად გამოისყიდდა ცოდვისგან (გალ. 3:19; ებრ. 10:1—10). გარდა ამისა, კანონი იცავდა მესიამდე მიმყვან გენეალოგიურ ხაზს. სწორედ კანონის საშუალებით გახდებოდა შესაძლებელი მესიის ამოცნობა. დიახ, კანონი იყო ქრისტემდე მიმყვანი დროებითი „აღმზრდელი“ (გალ. 3:23, 24).
8. რატომ უნდა გავითვალისწინოთ მოსეს კანონში მოცემული პრინციპები?
8 მართალია, მოსეს კანონი ისრაელს მიეცა, მაგრამ ის ჩვენთვისაც სასარგებლოა. რა მხრივ? დავფიქრდეთ იმ პრინციპებზე, რომლებიც ამ კანონს ედო საფუძვლად. ჩვენ კანონს არ ვექვემდებარებით, თუმცა მასში მოცემულ მითითებებს შეუძლია, სანდო ხელმძღვანელობა გაგვიწიოს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ წმინდა ღვთის, იეჰოვას თაყვანისცემაში. ეს მითითებები ბიბლიაში ღვთის შთაგონებით იმიტომ ჩაიწერა, რომ ჩვენც ვისწავლოთ, ვიხელმძღვანელოთ მასში მოცემული პრინციპებით და დავინახოთ, რამდენად მაღალზნეობრივი ნორმებით უნდა ცხოვრობდნენ ქრისტიანები. იესომ თქვა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“, მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში». ამგვარად, არათუ არ უნდა ვიმრუშოთ, უნდა უკუვაგდოთ კიდეც უზნეო ფიქრები და სურვილები (მათ. 5:27, 28).
9. რომელმა ვითარებამ გახადა საჭირო ღვთისგან ახალი მითითებების მიღება?
9 მესიის მოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა საჭირო ღვთისგან ახალი მითითებების მიღება, რათა მეტი ნათელი მოჰფენოდა იეჰოვას განზრახვას. მდგომარეობა ამჯერადაც შეიცვალა. ახ. წ. 33 წელს ღმერთმა უარყო ხორციელი ისრაელი და თავის ხალხად ქრისტიანული კრების წევრები აირჩია.
ხელმძღვანელობა სულიერი ისრაელისთვის
10. რატომ მიეცა ქრისტიანულ კრებას ახალი მითითებები და რით განსხვავდებოდა ეს მითითებები ხორციელი ისრაელისთვის მიცემული მითითებებისგან?
10 პირველ საუკუნეში ღვთის ხალხმა გაქრისტიანების შემდეგ ახალი და, იმავდროულად, უფრო ნათელი მითითებები მიიღო იმის თაობაზე, თუ როგორ მოქცეულიყვნენ და როგორ ეცათ ღვთისთვის თაყვანი. ღვთის ეს მიძღვნილი მსახურები უკვე ახალ შეთანხმებას ექვემდებარებოდნენ. ის ერი, რომელსაც მოსეს კანონი მიეცა, მხოლოდ ხორციელი ისრაელებისგან შედგებოდა, ხოლო სულიერი ისრაელი — სხვადასხვა ეროვნებისა თუ წარმომავლობის ადამიანებისგან. მართლაც, „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35). აღთქმულ მიწაზე ხორციელი ისრაელი ქვაზე ამოტვიფრული კანონით ხელმძღვანელობდა, ხოლო სულიერი ისრაელი — „ქრისტეს კანონით“, რომელიც ძირითადად მათ გულებზე „ამოტვიფრულ“ პრინციპებს ეფუძნებოდა. „ქრისტეს კანონი“ ქრისტიანებს, სადაც არ უნდა ეცხოვრათ, ყველგან გამოადგებოდათ (გალ. 6:2).
11. ქრისტიანთა ცხოვრების რომელ ორ სფეროს ეხებოდა „ქრისტეს კანონი“?
11 სულიერ ისრაელს დიდად დაეხმარებოდა ის ხელმძღვანელობა, რომელსაც მას ღმერთი თავისი ძის მეშვეობით გაუწევდა. ვიდრე ახალი შეთანხმება ძალაში შევიდოდა, იესომ თავის მიმდევრებს ორი მნიშვნელოვანი მითითება მისცა. ერთი სამქადაგებლო საქმეს ეხებოდა, მეორე კი — მათ საქციელსა და ურთიერთმოპყრობას. იესოს მითითებები ყველა ქრისტიანს უნდა დაეცვა. აქედან გამომდინარე, ეს მითითებები ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელზეც ვრცელდება, იმისდა მიუხედავად, ზეციერი იმედი აქვთ თუ მიწიერი.
12. რას მოიცავდა იესო ქრისტეს მითითება სამქადაგებლო საქმესთან დაკავშირებით?
12 განვიხილოთ, რას მოიცავდა ის მითითება, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს სამქადაგებლო საქმესთან დაკავშირებით მისცა. დავიწყოთ იმით, რომ მათ ახალი მეთოდით და, იმავდროულად, ფართო მასშტაბით უნდა ექადაგათ. საუკუნეებით ადრე, 1 მეფ. 8:41—43). ასე ხდებოდა იქამდე, ვიდრე იესო თავის მიმდევრებს მისცემდა მითითებას, რომელიც ჩაწერილია მათეს 28:19, 20-ში (წაიკითხეთ). იესოს მოწაფეები კი თავად უნდა მისულიყვნენ ყველა ხალხთან. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გამოჩნდა, რომ იეჰოვას სურდა, სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში ყოფილიყო ნაქადაგები. წმინდა სული ახალი კრების 120 მოწაფეზე გადავიდა და ისინი იუდეველთა და პროზელიტთა ენებზე სასწაულებრივად ალაპარაკდნენ (საქ. 2:4—11). შემდეგ სასიხარულო ცნობა სამარიელებსაც ეუწყათ, ხოლო ახ. წ. 36 წელს ცხადი გახდა, რომ ეს ცნობა იმ დროს მცხოვრებ წინადაუცვეთელ უცხოტომელებსაც უნდა მოესმინათ. როგორც ვხედავთ, სამქადაგებლო არეალი მსოფლიო მასშტაბით უნდა გაფართოებულიყო.
როცა უცხოტომელები ისრაელში ჩადიოდნენ იეჰოვას თაყვანსაცემად, მათ გულთბილად ხვდებოდნენ (13, 14. ა) რა იგულისხმება „ახალ მცნებაში“? ბ) რას ვსწავლობთ იესოსგან?
13 მოდი, ახლა განვიხილოთ იესო ქრისტეს მეორე მითითება, რომელიც ურთიერთმოპყრობას ეხება. იესომ თავის მიმდევრებს „ახალი მცნება“ მისცა (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35). ეს მცნება იმას გულისხმობს, რომ თანაქრისტიანების მიმართ სიყვარულს მხოლოდ ყოველდღიურ საქმეებში კი არ უნდა ვავლენდეთ, არამედ მათთვის სიცოცხლის გასაწირადაც მზად უნდა ვიყოთ. ეს მოსეს კანონით არ მოითხოვებოდა (მათ. 22:39; 1 იოან. 3:16).
14 ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი იესომ დაგვიტოვა. მას თავისი მოწაფეები ისე უყვარდა, რომ მზად იყო, თავი გაეწირა მათთვის. იგი იმავეს მოელოდა თავისი მოწაფეებისგან და იმავეს მოელის ჩვენგანაც. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, თანამორწმუნეების გულისთვის არაერთი სირთულე ავიტანოთ და თუ საჭირო გახდება, სიცოცხლეც გავწიროთ მათთვის (1 თეს. 2:8).
ხელმძღვანელობა დღეს და მომავალში
15, 16. რით ხასიათდება ის ახალი ვითარება, რომელშიც ვიმყოფებით, და როგორ გვხელმძღვანელობს ღმერთი?
15 იესო ქრისტე თავის მიმდევრებს დროულად აწვდის სულიერ საზრდოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ერთგული და გონიერი მონა“ დანიშნა (მათ. 24:45—47). სწორედ ამ საზრდოს მეშვეობით გვეძლევა ახალი ვითარების შესაბამისი მითითებები.
16 ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს; წინ დიდი გასაჭირიც გველის, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა (2 ტიმ. 3:1; მარ. 13:19). გარდა ამისა, სატანა და მისი დემონები დედამიწაზე არიან გადმოყრილნი, რაც მთელ მსოფლიოში ადამიანთა ტანჯვასა და უბედურებას იწვევს (გამოცხ. 12:9, 12). ამასთანავე, ჩვენ ჩაბმულნი ვართ ისტორიულ და უპრეცედენტო სამქადაგებლო კამპანიაში, რის წყალობითაც სასიხარულო ცნობას სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე უამრავ ადამიანს ვუქადაგებთ.
17, 18. რა უნდა გავაკეთოთ, ღვთის ხელმძღვანელობას რომ მივყვეთ?
17 ჩვენ სამქადაგებლო საქმეში დამხმარე ყველა ის საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც ღვთის ორგანიზაცია გვაწვდის. მზად ხართ ამისთვის? უკვირდებით იმ მითითებებს, რომლებიც კრების შეხვედრებზე გვეძლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს საშუალებები საუკეთესოდ? თვლით ამ მითითებებს ღვთის ხელმძღვანელობად?
18 იეჰოვას კურთხევა რომ არ მოგვაკლდეს, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის მითითება, რაც ქრისტიანული კრების მეშვეობით გვეძლევა. თუ დღესვე ვიქნებით მორჩილები, ეს იმ მითითებების დაცვაში დაგვეხმარება, რომელსაც „დიდი გასაჭირის“ დროს მივიღებთ, რასაც სატანის ბოროტი ქვეყნიერების განადგურება მოჰყვება (მათ. 24:21). მას შემდეგ, რაც სატანის ქვეყნიერება აღარ იარსებებს და დედამიწაზე ახალი ქვეყნიერება დამყარდება, სხვა მითითებები დაგვჭირდება.
19, 20. რა გრაგნილები გადაიშლება ახალ ქვეყნიერებაში და რა მოჰყვება ამას შედეგად?
19 ახალი მითითებები მოსეს დროს ისრაელ ერს დასჭირდა, მოგვიანებით კი — ქრისტიანულ კრებას, რომელიც „ქრისტეს კანონს“ დაექვემდებარა. ბიბლია გვატყობინებს, რომ ახალ ქვეყნიერებაში გადაიშლება გრაგნილები და მოგვეცემა ახალი მითითებები (წაიკითხეთ გამოცხადების 20:12). გრაგნილებში, სავარაუდოდ, იეჰოვას ის მოთხოვნები ეწერება, რომლებიც იმ დროს იქნება საჭირო. ყველა, ვინც ამ გრაგნილებს შეისწავლის, მათ შორის მკვდრეთით აღდგენილები, გაიგებს ღვთის ნებას. გრაგნილების მეშვეობით უკეთ დავინახავთ იეჰოვას თვალსაზრისს ამა თუ იმ საკითხზე. ღვთის შთაგონებული სიტყვის უკეთ გაგება და ახალ გრაგნილებში ჩაწერილი მითითებები სამოთხეში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყრონ (ეს. 26:9). წარმოიდგინეთ, რამდენად გრანდიოზული იქნება ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მეფის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით განხორციელდება!
20 ვინც „გრაგნილებში ჩაწერილს“ გაითვალისწინებს, მარადიულად იცხოვრებს. მათ სახელებს, რომლებიც საბოლოო გამოცდის დროს ღვთის ერთგულები დარჩებიან, იეჰოვა „სიცოცხლის გრაგნილში“ ჩაწერს. აი, როგორი მომავალი გველის! მაშასადამე, თუ დავუკვირდებით ღვთის სიტყვას და დავინახავთ, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან, ამასთანავე, დავემორჩილებით ღვთის ხელმძღვანელობას, გადავიტანთ დიდ გასაჭირს და მთელი მარადიულობის განმავლობაში უფრო და უფრო მეტს გავიგებთ ჩვენი ყოვლადბრძენი და მოსიყვარულე ღვთის, იეჰოვას შესახებ! (ეკლ. 3:11; რომ. 11:33).