სასწავლო სტატია 13
გამოავლინეთ თანაგრძნობა მსახურებაში
„გული დაეწვა მათ გამო . . . და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარ. 6:34).
სიმღერა 70 ეძებეთ ღირსეულები
მოკლე შინაარსი *
1. რა მოგვწონს იესოს პიროვნებაში? ახსენით.
იესოს შეუძლია გაუგოს არასრულყოფილ ადამიანებს, რადგან კარგად ესმის, რა სირთულეებთან უწევთ ბრძოლა. ამის ცოდნა გულს გვითბობს და მისკენ გვიზიდავს. დედამიწაზე ყოფნის დროს ის მოხარულებთან ერთად ხარობდა, მოტირალებთან ერთად კი ტიროდა (რომ. 12:15). მაგალითად, როცა 70 მოწაფე მსახურებიდან გახარებული დაბრუნდა, იესომ „დიდად გაიხარა წმინდა სულით“ (ლუკ. 10:17—21). სხვა დროს კი, როცა დაინახა, რამხელა ტკივილი მიაყენა ლაზარეს სიკვდილმა მის ახლობლებს, იესომ „სულით ამოიოხრა და აფორიაქდა“ (იოან. 11:33).
2. რა ეხმარებოდა იესოს, რომ თანამგრძნობი ყოფილიყო სხვების მიმართ?
2 რა ეხმარებოდა ამ სრულყოფილ მამაკაცს, რომ გულმოწყალე და თანამგრძნობი ყოფილიყო ცოდვილების მიმართ? უპირველესად ადამიანებისადმი სიყვარული! როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, მას განსაკუთრებით უყვარდა „ადამიანის მოდგმა“ (იგავ. 8:31). სწორედ სიყვარული აღძრავდა, რომ ჩასწვდომოდა არასრულყოფილი ადამიანების აზროვნებას. როგორც მოციქულმა იოანემ თქვა, იესომ „იცოდა ადამიანის ბუნება“ (იოან. 2:25). ის დიდად თანაუგრძნობდა სხვებს. ხალხი გრძნობდა მის სიყვარულს და დადებითად ეხმაურებოდა სამეფოს ცნობას. დიახ, რაც უფრო მეტად გამოვავლენთ მსახურებაში თანაგრძნობას, მით უკეთ შევძლებთ სამქადაგებლო საქმის შესრულებას (2 ტიმ. 4:5).
3, 4. ა) როგორი დამოკიდებულება გვექნება მსახურების მიმართ, თუ თანამგრძნობები ვიქნებით? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 პავლე მოციქულს კარგად ესმოდა, რომ ქადაგება მისი მოვალეობა იყო. ამას ჩვენც ვაცნობიერებთ (1 კორ. 9:16). თანაგრძნობა დაგვეხმარება, რომ მსახურებისკენ მხოლოდ მოვალეობის გრძნობა კი არ გვიბიძგებდეს, არამედ სხვების დახმარების სურვილი. ჩვენ ვიცით, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). თუ ასეთი განწყობით ვიქადაგებთ, მსახურება უფრო დიდ სიხარულს მოგვანიჭებს.
4 ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ გამოვავლინოთ თანაგრძნობა მსახურების დროს. თავდაპირველად გავიგებთ, რის სწავლა შეგვიძლია ხალხისადმი იესოს დამოკიდებულებიდან, შემდეგ კი განვიხილავთ ოთხ რჩევას, რომლებიც მის მიბაძვაში დაგვეხმარება (1 პეტ. 2:21).
იესო თანაგრძნობას ავლენდა მსახურების დროს
5, 6. ა) ვის მიმართ ავლენდა იესო თანაგრძნობას? ბ) ესაიას 61:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, რატომ ეწვოდა გული იესოს იმ ადამიანების დანახვაზე, ვისაც უქადაგებდა?
5 განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც იესომ თანაგრძნობა გამოავლინა. ერთხელ მან და მისმა მოწაფეებმა იმდენ ხანს იქადაგეს, რომ მთელი დღის განმავლობაში საჭმელადაც კი ვერ მოიცალეს. ამიტომ იესომ უთხრა მათ: „მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ“. როცა ხალხმა დაინახა, რომ მიდიოდნენ, გაიქცნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ, სადაც იესო და მისი მოწაფეები აპირებდნენ განმარტოებას. რა რეაქცია ჰქონდა იესოს ამდენი ხალხის დანახვაზე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „გული დაეწვა * მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარ. 6:30—34).
6 რატომ ეწვოდა იესოს გული და რატომ თანაუგრძნობდა ხალხს? მან დაინახა, რომ ადამიანები „უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ“. შესაძლოა იესომ მათ შორის მძიმედ მშრომელნიც შენიშნა, რომლებიც ოჯახის სარჩენად დღე და ღამეს ასწორებდნენ. იქ შეკრებილთა შორის, ალბათ, მგლოვიარენიც იყვნენ, რომელთა სახეზეც იესომ ენით აუწერელი ტკივილი ამოიკითხა. როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტია, იესო კარგად გაუგებდა მათ, რადგან თავადაც ჰქონდა გამოცდილი მსგავსი პრობლემები. სიბრალულმა იესო აღძრა, რომ მანუგეშებელი ესაიას 61:1, 2).
ცნობა გადაეცა მათთვის (წაიკითხეთ7. როგორ ვბაძავთ იესოს?
7 რის სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან? დღეს ჩვენ გარშემოც არიან ადამიანები, რომლებიც უმწყემსო ცხვრებს ჰგვანან. მათ არაერთ პრობლემასთან უწევთ ჭიდილი. ჩვენ გვაქვს სამეფოს შესახებ ცნობა, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ (გამოცხ. 14:6). ქრისტიანები ვბაძავთ იესოს და ვუქადაგებთ მათ, რადგან „საწყლებისა და ღარიბების“ მიმართ სიბრალულით ვართ განმსჭვალულები (ფსალმ. 72:13). ჩვენ თანავუგრძნობთ და დახმარების ხელს ვუწვდით მათ.
როგორ შეგვიძლია თანაგრძნობის გამოვლენა?
8. რომელია პირველი რჩევა, რომელიც მსახურების დროს თანაგრძნობის გამოვლენაში დაგვეხმარება? მოიყვანეთ მაგალითი.
8 როგორ გამოვავლინოთ ხალხის მიმართ თანაგრძნობა მსახურების დროს? თავი მათ ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ და ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თავად ვისურვებდით, რომ მოგვქცეოდნენ * (მათ. 7:12). განვიხილოთ ოთხი მხარე, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. პირველი, ინდივიდუალურად მიუდექით თითოეულ მათგანს. სასიხარულო ცნობის ქადაგება რაღაცით ექიმის საქმიანობას ჰგავს. კარგი ექიმი თითოეულ პაციენტზე ფიქრობს. ის კითხვებს უსვამს და ყურადღებით უსმენს, როცა პაციენტი თავის მდგომარეობასა და სიმპტომებს უხსნის. ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე დაუნიშნოს მკურნალობა, ექიმი დროს გამოყოფს, რათა დააკვირდეს მის სიმპტომებსა და შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნოს. მსგავსად, მსახურებაში ყველასთან ერთი და იგივე მიდგომა არ უნდა გამოვიყენოთ. პირიქით, უნდა ვეცადოთ, თითოეულის მდგომარეობა და შეხედულებები გავითვალისწინოთ.
9. რას უნდა მოვერიდოთ მსახურებაში? ახსენით.
9 მსახურების დროს ნუ იფიქრებთ, რომ ერთი შეხედვით მიხვდებით, რა მდგომარეობაშია ადამიანი, რა სწამს ან რატომ სწამს (იგავ. 18:13). უმჯობესი იქნება, ტაქტიანი კითხვები დაუსვათ მას (იგავ. 20:5). თუ თქვენი კულტურისთვის მისაღებია, ჰკითხეთ მისი საქმიანობის, ოჯახის, განათლების ან წარსულის შესახებ და გაიგეთ, რას ფიქრობს ის კონკრეტულ საკითხზე. თუ მსმენელს აზრის გამოხატვის საშუალებას მივცემთ, ისინი თავად გვიკარნახებენ, რა თემაზე გავუგრძელოთ საუბარი. ამის ცოდნა დაგვეხმარება, იესოს მსგავსად თანაგრძნობა გამოვავლინოთ და შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ (შეადარეთ 1 კორინთელების 9:19—23).
10, 11. მეორე კორინთელების 4:7, 8-ის თანახმად, რომელია მეორე რჩევა, რომელიც მსახურების დროს თანაგრძნობის გამოვლენაში დაგვეხმარება? მოიყვანეთ მაგალითი.
10 მეორე, შეეცადეთ წარმოიდგინოთ მათი ცხოვრება, ვისაც უქადაგებთ. ასე თუ 1 კორ. 10:13). ვიცით, რომ ამ ქვეყნიერებაში ცხოვრება საკმაოდ რთულია და იეჰოვას დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:7, 8). წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულ მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც არ იცნობენ იეჰოვას და ვერ გრძნობენ მის ხელს. იესოს მსგავსად გული გვეწვის მათ გამო და გვსურს, რომ უკეთესობის მახარობლები ვიყოთ (ეს. 52:7).
ისე შეგვიძლია გავუგოთ მათ, რადგან ყველანი არასრულყოფილები ვართ და არც ჩვენ ვართ დაზღვეული პრობლემებისგან (11 განვიხილოთ სერგეის შემთხვევა. ჭეშმარიტების გაგებამდე ის ძალიან მორიდებული და თავშეკავებული იყო, ამიტომ უჭირდა სხვებთან საუბარი. ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ მან ასეთი სიტყვები თქვა: „როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გავიგე, რომ ქრისტიანებს მოეთხოვებოდათ თავისი რწმენის სხვებისთვის გაზიარება. მეგონა, რომ ამას ვერასდროს შევძლებდი“. თუმცა სერგეი ბევრს ფიქრობდა მათზე, ვისაც ჯერ არ ჰქონდა მოსმენილი ჭეშმარიტება და წარმოიდგენდა ხოლმე, რა რთული იქნებოდა მათთვის ცხოვრება იეჰოვას გარეშე. სერგეი განაგრძობს: „რასაც ბიბლიიდან ვსწავლობდი, ძალიან მახარებდა და შინაგან სიმშვიდეს მგვრიდა. ვიცოდი, რომ სხვებსაც უნდა გაეგოთ ჭეშმარიტება“. რაც უფრო თანამგრძნობი ხდებოდა სერგეი, მით მეტ გაბედულებას იძენდა. ის ამბობს: „ჩემდა გასაკვირად, ქადაგებამ საკუთარი თავისადმი რწმენა შემმატა. ამავე დროს, ბიბლიური სწავლებებისადმი რწმენაც განმიმტკიცდა“. *
12, 13. რატომ გვჭირდება მოთმინება სხვების სწავლების დროს? მოიყვანეთ მაგალითი.
12 მესამე, მომთმენები იყავით მათ მიმართ, ვისაც ასწავლით. გაითვალისწინეთ, რომ მათ შეიძლება არასდროს სმენიათ ბიბლიური ჭეშმარიტება, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ბევრისთვის რელიგია გრძნობებთან არის დაკავშირებული. შეიძლება მათთვის ის ტრადიციებთან ასოცირდება ან ფიქრობენ, რომ საერთო რელიგიური შეხედულებები
ოჯახთან და სამეზობლოსთან აახლოებს. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება?13 დაფიქრდით ასეთ მაგალითზე. როგორ იქცევიან, როცა ძველი ხიდის შეცვლას აპირებენ? ხშირად ახალი ხიდის მშენებლობას მაშინ იწყებენ, როცა ძველი ჯერ კიდევ ექსპლუატაციაშია. ახალი ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ხდება ძველი ხიდის დემონტაჟი. მსგავსად, თუ გვსურს, ადამიანებმა ძვალ-რბილში გამჯდარი „ძველი“ სწავლებები მიატოვონ, ჯერ მათ „ახალი“ ჭეშმარიტების ანუ ბიბლიური სწავლებების დაფასებასა და შეყვარებაში უნდა დავეხმაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებიან ისინი მზად ძველი შეხედულებების დასათმობად. დროა საჭირო, რომ ადამიანებს ასეთი ცვლილებების მოხდენაში დავეხმაროთ (რომ. 12:2).
14, 15. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება, ვინც საერთოდ არაფერი იცის დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების შესახებ? მოიყვანეთ მაგალითი.
14 თუ მსახურების დროს ხალხის მიმართ მომთმენები ვიქნებით, არ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ისინი პირველი მოსმენისთანავე გაიგებენ და მიიღებენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. თანაგრძნობა დაგვეხმარება, რომ დრო მივცეთ მათ ბიბლიური სწავლებების გასათავისებლად. მაგალითად, როგორ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მობინადრესთან დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესახებ? ბევრმა საერთოდ არაფერი იცის ამ სწავლებაზე. მათ შეიძლება სწამთ, რომ სიკვდილით მთავრდება ყველაფერი ან ფიქრობენ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება?
15 ერთი ძმა გვიზიარებს, რა მიდგომას იყენებს მსახურების დროს. თავიდან ის დაბადების 1:28-ს უკითხავს მობინადრეს და ეკითხება, ღვთის განზრახვის თანახმად, სად და როგორ პირობებში უნდა ეცხოვრათ ადამიანებს. ბევრი პასუხობს: „დედამიწაზე კარგ პირობებში“. შემდეგ ძმა ესაიას 55:11-ს უკითხავს და უსვამს კითხვას, შეიცვალა თუ არა ღვთის ეს განზრახვა. ხშირად მობინადრე პასუხობს, რომ არ შეცვლილა. ბოლოს ძმა უკითხავს ფსალმუნის 37:10, 11-ს და ეკითხება, როგორი მომავალი ექნება კაცობრიობას. ბიბლიურ მუხლებზე მსჯელობით ის რამდენიმე ადამიანს დაეხმარა იმის გაგებაში, რომ ღმერთს კვლავაც სურს, კარგმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე.
16, 17. იგავების 3:27-დან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია საქმით გამოვავლინოთ თანაგრძნობა? მოიყვანეთ მაგალითი.
16 მეოთხე, იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ აგრძნობინოთ, რომ ზრუნავთ მათზე. მაგალითად, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არახელსაყრელ დროს მივედით მობინადრესთან? კარგი იქნება, მოვუბოდიშოთ და ვუთხრათ, რომ სხვა დროს მივაკითხავთ. როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ, თუ მობინადრეს რამეში დახმარება სჭირდება ან სახლიდან ვერ გადის და არც არავინ ჰყავს, რომ დაესაქმოს? ამ დროს შეგვიძლია დახმარება შევთავაზოთ (წაიკითხეთ იგავების 3:27).
17 ერთი დის გაკეთებულ პატარა სიკეთეს ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა. თანაგრძნობით გამსჭვალულმა წერილი მისწერა ერთ ოჯახს, რომელთაც ახალშობილი დაეღუპათ. წერილში რამდენიმე მანუგეშებელი ბიბლიური მუხლი ეწერა. როგორ იმოქმედა ამან ოჯახზე? „გუშინ საშინელი დღე მქონდა, — მისწერა დას შვილმკვდარმა დედამ. — ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გაგვამხნევა შენმა წერილმა. სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად მადლიერები ვართ და რამდენს ნიშნავს შენი წერილი ჩვენთვის. გუშინ ის 20-ჯერ მაინც წავიკითხე. შენს სიტყვებში სიკეთე, მზრუნველობა და ნუგეში იგრძნობოდა. მთელი გულით გიხდით მადლობას“. უეჭველია, ჩვენც მივაღწევთ კარგ შედეგს, თუ საკუთარ თავს სხვების ადგილას დავაყენებთ და ვიმოქმედებთ მათ დასახმარებლად.
ბევრს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე
18. პირველი კორინთელების 3:6, 7-ის თანახმად, როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს მსახურებაში ჩვენს როლზე?
18 რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ჩვენს როლზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს. მართალია, გარკვეული როლი გვაკისრია, რომ ხალხს ღვთის შესახებ ვასწავლოთ, მაგრამ მთავარ როლს ჩვენ არ ვასრულებთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6, 7). ადამიანებს მხოლოდ იეჰოვა იზიდავს (იოან. 6:44). თუმცა მიიღებს თუ არა ადამიანი სასიხარულო ცნობას, მისი გულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული (მათ. 13:4—8). გაიხსენეთ, რომ ყველაზე საუკეთესო მასწავლებელს, იესოსაც კი არ უსმენდა ყველა! ამიტომ გული არ უნდა გავიტეხოთ, თუ ბევრი, ვის დახმარებასაც ვცდილობთ, დადებითად არ ეხმაურება სასიხარულო ცნობას.
19. რა შედეგები მოჰყვება მსახურებაში თანაგრძნობის გამოვლენას?
19 თუ მსახურებაში თანაგრძნობას გამოვავლენთ, ეს კარგ შედეგს გამოიღებს და მეტ სიხარულს მოგვანიჭებს ქადაგება. საკუთარ თავზე გამოვცდით, რომ გაცემას დიდი სიხარული მოაქვს და „მარადიული სიცოცხლისთვის“ განწყობილებს სასიხარულო ცნობის მიღებას გავუადვილებთ (საქ. 13:48). „მაშ, ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ (გალ. 6:10). შედეგად, ზეციერი მამის განდიდება უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს (მათ. 5:16).
სიმღერა 64 სიხარულით მივიღოთ მონაწილეობა მკაში
^ აბზ. 5 თუ მსახურებაში თანაგრძნობას გამოვავლენთ, უფრო მეტ სიხარულს ვიგრძნობთ და ხალხიც სიამოვნებით მოგვისმენს. რატომ ვამბობთ ამას? ამ სტატიიდან გავიგებთ, რის სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან. აგრეთვე განვიხილავთ ოთხ რჩევას, რომლებიც მსახურების დროს თანაგრძნობის გამოვლენაში დაგვეხმარება.
^ აბზ. 5 განმარტება: ბიბლიაში გამოყენებული ფრაზა „გული დაეწვა“ ნიშნავს სიბრალულით განმსჭვალვას გატანჯული ან სხვების მხრიდან დაჩაგრული ადამიანების მიმართ. ეს გრძნობა გვიბიძგებს, რომ ყოველი ღონე ვიხმაროთ ასეთი ადამიანების დასახმარებლად.
^ აბზ. 8 იხილეთ 2014 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „ვიხელმძღვანელოთ მსახურებაში ოქროს წესით!“.