სასწავლო სტატია 9
ახალგაზრდა ძმებო, როგორ შეგიძლიათ მოიპოვოთ სხვების ნდობა?
„დილის ნამივით გყავს სიწმინდით მოსილი ახალგაზრდები“ (ფსალმუნი 110:3).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 39 მოვიპოვოთ კარგი სახელი ღვთის თვალში
მოკლე შინაარსი *
1. რით გამოირჩევიან ახალგაზრდა ძმები?
ახალგაზრდა ძმებო, თქვენ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ კრებისთვის. თქვენი ძალა და ენერგია კრებაში და-ძმებს ბევრ რამეში გამოადგებათ (იგავ. 20:29). შეიძლება ერთი სული გაქვთ, როდის დაინიშნებით მომსახურედ, მაგრამ გრძნობთ, რომ ამ საპასუხისმგებლო საქმისათვის სხვები ძალიან ახალგაზრდად და გამოუცდელად გთვლიან. თქვენი ასაკის მიუხედავად დღესვე შეგიძლიათ და-ძმების თვალში ნდობა და პატივისცემა მოიპოვოთ.
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 ამ სტატიაში შევიხსენებთ მეფე დავითის ცხოვრებას. აგრეთვე მიმოვიხილავთ მნიშვნელოვან ეპიზოდებს იუდას ორი მეფის — ასასა და იეჰოშაფატის — ცხოვრებიდან. განვიხილავთ, რა დაბრკოლებებს წააწყდნენ ისინი, როგორ გაართვეს თავი ამ დაბრკოლებებს და რა შეიძლება ისწავლონ ახალგაზრდა ძმებმა მათი მაგალითებიდან.
ისწავლე მეფე დავითისგან
3. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, დახმარება აღმოუჩინონ ხანდაზმულ და-ძმებს კრებაში?
3 ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დავითმა ბევრი საჭირო უნარ-ჩვევა განივითარა. გარდა იმისა, რომ ღვთისმოშიში იყო, მას მუსიკალური ნიჭიც ჰქონდა, რომელსაც ღვთის ცხებული მეფის, საულის, სასიკეთოდ იყენებდა (1 სამ. 16:16, 23). ახალგაზრდა ძმებო, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენც გაქვთ ისეთი უნარები, რომლებსაც და-ძმების სასიკეთოდ გამოიყენებთ. მაგალითად, შეგიძლიათ ხანდაზმულებს ასწავლოთ, როგორ გამოიყენონ პლანშეტები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები პირადი შესწავლისა თუ კრების შეხვედრებისთვის. თქვენი უნარი, რომ კარგად ერკვევით ელექტრონულ მოწყობილობებში, დიდად წაადგებათ ხანში შესულ და-ძმებს კრებაში.
4. დავითის მსგავსად, რომელი თვისებები უნდა გამოიმუშაონ ახალგაზრდა ძმებმა? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
4 დავითი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და სანდო ყმაწვილი იყო. მაგალითად, ის გულმოდგინედ ზრუნავდა მამამისის ცხვარზე, რაც იმ დროს საკმაოდ სახიფათო საქმე იყო. ერთხელ მან თავისი საქმიანობა ასეთი სიტყვებით აღუწერა მეფე საულს: „შენი მსახური თავისი მამის ფარის მწყემსია. ლომი ან დათვი რომ დაეცემოდა ფარას და ცხვარს გაიტაცებდა, მე დავედევნებოდი, დავანარცხებდი და პირიდან ვტაცებდი ცხვარს“ (1 სამ. 17:34, 35). დავითი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის დავალებას და თავს არ ზოგავდა ფარის დასაცავად. ახალგაზრდა ძმებო, თქვენც შეგიძლიათ მიჰბაძოთ დავითს და გულმოდგინედ შეასრულოთ თქვენზე მონდობილი ნებისმიერი დავალება.
5. ფსალმუნის 25:14-ის თანახმად, რა უნდა იყოს ახალგაზრდა ძმების უმთავრესი მიზანი?
5 დავითს ყმაწვილკაცობიდანვე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან. ეს ურთიერთობა გაცილებით ფასეული იყო, ვიდრე მისი გაბედულება და მუსიკალური ნიჭი. დავითისთვის იეჰოვა მხოლოდ ღმერთი კი არა, მეგობარიც იყო (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:14). ასე რომ, ახალგაზრდა ძმებო, უფრო მეტად დაუახლოვდით თქვენს ზეციერ მამას, რადგან ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ. თუ ასე მოიქცევით, კრებაში შეიძლება სხვა საპასუხისმგებლო საქმეებიც მოგანდონ.
6. რა არასწორი შეხედულება ჰქონდა ზოგს დავითზე?
6 დავითისთვის ერთ-ერთი დაბრკოლება სხვების მხრიდან არასწორი შეფასება იყო. მაგალითად, როცა დავითმა გოლიათთან შებრძოლების სურვილი გამოთქვა, მეფე საულმა მისი გადარწმუნება შემდეგი სიტყვებით სცადა: „შენ ჯერ კიდევ ყმაწვილი ხარ“ (1 სამ. 17:31—33). მანამდე კი საკუთარმა ძმამ უპასუხისმგებლობაში დასდო ბრალი (1 სამ. 17:26—30). თუმცა იეჰოვა კარგად იცნობდა მას, ამიტომ არც ბავშვად თვლიდა და არც უპასუხისმგებლოდ. დავითმა დაამარცხა გოლიათი, რადგან იეჰოვას, თავისი მეგობრის, ძალაზე იყო დაიმედებული (1 სამ. 17:45, 48—51).
7. რას გასწავლის დავითის შემთხვევა?
7 რას გასწავლის დავითის შემთხვევა? მოთმინება და დროა საჭირო, რომ მან, ვისაც დღემდე ბავშვი ჰგონიხარ, ზრდასრულ ადამიანად ჩაგთვალოს. თუმცა დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვა მხოლოდ გარეგნობით არ გაფასებს. მან იცის, ვინ ხარ და რა შეგიძლია (1 სამ. 16:7). უფრო მეტად დაუახლოვდი ღმერთს. მაგალითად, დავითი ამას შემოქმედებაზე დაკვირვებით ახერხებდა. შემოქმედების მიღმა ის იეჰოვასა და მის თვისებებს ხედავდა (ფსალმ. 8:3, 4; 139:14; რომ. 1:20). დავითის მსგავსად, იეჰოვას ძალაზე იყავი დაიმედებული. მაგალითად, თუ სკოლაში კლასელები შენი რწმენის გამო დაგცინიან, ამ სირთულის გადასალახავად იეჰოვას სთხოვე ძალა. გამოიყენე ის რჩევები, რომლებსაც ღმერთი ბიბლიის, პუბლიკაციებისა და სხვადასხვა ვიდეოს მეშვეობით გაძლევს. ყოველ ჯერზე, როცა დაინახავ, როგორ გეხმარება იეჰოვა, მისადმი ნდობა გაგიძლიერდება. უფრო მეტიც, როცა სხვები დაინახავენ, რომ ენდობი იეჰოვას, ისინიც ნდობით განეწყობიან შენ მიმართ.
8, 9. რა დაეხმარა დავითს, მოთმინებით დალოდებოდა გამეფებას და რას ასწავლის ახალგაზრდა ძმებს მისი მაგალითი?
8 კიდევ რა სირთულეს შეხვდა დავითი? მართალია, ის ადრეულ ასაკში სცხეს მეფედ, მაგრამ წლები მოუწია ლოდინი, სანამ სამეფო ტახტზე ავიდოდა (1 სამ. 16:13; 2 სამ. 2:3, 4). მთელი ამ ხნის მანძილზე, რა დაეხმარა მას მოთმინებით ლოდინში? დავითს მთელი ყურადღება იმაზე ჰქონდა გადატანილი, თუ რისი გაკეთება შეეძლო და არა იმაზე, რაც გულს გაუტეხდა. მაგალითად, როცა ფილისტიმელთა მიწას აფარებდა თავს, მას დრო არ დაუკარგავს და ისრაელის საზღვრების დასაცავად მტრებს ებრძოდა (1 სამ. 27:1—12).
9 რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდა ძმებს დავითისგან? ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ ემსახუროთ იეჰოვას და გვერდში დაუდგეთ და-ძმებს. დავფიქრდეთ ერთი ძმის, რიკარდოს, * მაგალითზე. ის ბავშვობიდან ოცნებობდა პიონერობაზე. თუმცა უხუცესები ფიქრობდნენ, რომ ის ჯერ მზად არ იყო ამისთვის. რიკარდოს უარი არ უთქვამს თავის ოცნებაზე და არც განაწყენებულა, პირიქით, უფრო გააქტიურდა მსახურებაში. ის ამბობს: „ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ მაშინ მართლა არ ვიყავი მზად პიონერობისთვის, რადგან დახვეწა და გაუმჯობესება მჭირდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველასთან მივსულიყავი, ვინც კი ინტერესს იჩენდა და თანაც კარგად მომზადებული. პირველი ბიბლიის შესწავლაც იმ პერიოდში დავიწყე. გამოცდილებასთან ერთად თვითრწმენაც შემემატა“. რიკარდო დღეს გულმოდგინე პიონერი და მომსახურეა.
10. როგორ მოიქცა დავითი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე?
10 შევიხსენოთ კიდევ ერთი ეპიზოდი დავითის ცხოვრებიდან. ეს მოხდა მაშინ, როცა დავითი თავის ხალხთან ერთად ფილისტიმელთა მიწას აფარებდა თავს. ისინი საბრძოლველად იყვნენ წასული, როცა მტრები თავს დაესხნენ მათ ოჯახებს და ტყვედ წაასხეს. დავითს, როგორც გამოცდილ მეომარს, შეიძლება ეფიქრა, რომ ტყვეების გათავისუფლების კარგ გეგმას შეიმუშავებდა. მაგრამ ის საკუთარ გამოცდილებას კი არ დაენდო, აბიათარ მღვდლის მეშვეობით იეჰოვას დაეკითხა: „დავედევნო მოთარეშეთა რაზმს?“ იეჰოვამ მოუწონა დავითს ჩანაფიქრი და ხელი მოუმართა (1 სამ. 30:7—10). რა ვსწავლობთ ამ ეპიზოდიდან?
11. როგორ უნდა მოიქცე გადაწყვეტილების მიღებამდე?
ეფეს. 4:8). მათი რწმენის მაგალითის მიბაძვა და მათი გონივრული რჩევების გათვალისწინება ბევრ რამეში წაგადგება. ახლა ვიმსჯელოთ, რისი სწავლა შეგვიძლია მეფე ასასგან.
11 გადაწყვეტილების მიღებამდე ითხოვე რჩევა. შეგიძლია დაელაპარაკო მშობლებს. კარგ რჩევას გამოცდილი უხუცესებიც მოგცემენ. შენც შეგიძლია ენდო ამ მამაკაცებს, რადგან თავად იეჰოვამ გამოუცხადა ნდობა. კრებაში ისინი არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ისწავლე მეფე ასასგან
12. რა თვისებებით გამოირჩეოდა ასა მეფობის დასაწყისში?
12 ახალგაზრდა მეფე ასა თავმდაბალი და გაბედული იყო. როცა ის მამამისის, აბიას, შემდეგ ავიდა ტახტზე, კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა. „მან მოუწოდა იუდას, რომ ეძებნათ იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, და დაეცვათ მისი კანონები და მცნებები“ (2 მატ. 14:1—7). როცა ეთიოპი ზერახი მილიონიანი ჯარით იუდაში შეიჭრა, ასა ბრძნულად მოიქცა და დახმარებისთვის იეჰოვას მიმართა: „იეჰოვა, შენ ძლიერის დახმარებაც ძალგიძს და უძლურისაც. დაგვეხმარე, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი“. ამ სიტყვებით ასამ უდიდესი ნდობა გამოხატა იეჰოვას მიმართ, რომ ის მასაც იხსნიდა და მის ხალხსაც. ასა მიენდო თავის ზეციერ მამას და იეჰოვამაც დაამარცხა ეთიოპები (2 მატ. 14:8—12).
13. როგორ მოიქცა მოგვიანებით ასა და რატომ?
13 მილიონიან ჯართან დაპირისპირება ასასთვის უდიდესი განსაცდელი იყო, რასაც წარმატებით გაართვა თავი. მაგრამ რა დასანანია, რომ ის ნაკლებად სახიფათო სიტუაციაში აღარ მიენდო იეჰოვას. როცა ისრაელის ბოროტი მეფე ბააშა მის წინააღმდეგ გამოვიდა, ასამ დახმარებისთვის სირიის მეფეს მიმართა. ეს გადაწყვეტილება მას ძვირად დაუჯდა. წინასწარმეტყველი ხანანის მეშვეობით იეჰოვამ ასას შეუთვალა: „სირიის მეფის ნაცვლად იეჰოვას, შენს ღმერთს რომ მინდობოდი, ახლა სირიის მეფის ჯარი დამარცხებული გეყოლებოდა“. იმ დღიდან მოყოლებული ასას განუწყვეტელი ომიანობა ჰქონდა (2 მატ. 16:7, 9; 1 მეფ. 15:32). რისი სწავლა შეიძლება აქედან?
14. რაში გამოჩნდება, რომ ენდობი იეჰოვას და რა იქნება შედეგი, თუ გაითვალისწინებ 1 ტიმოთეს 4:12-ს?
იგავ. 3:5, 6). თუ ასე მოიქცევი, იეჰოვასაც გაუხარებ გულს და კრებაში და-ძმების პატივისცემასაც მოიპოვებ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:12).
14 იყავი თავმდაბალი და ყოველთვის მიენდე იეჰოვას. ნათლობის დროს უკვე აჩვენე, რომ ძლიერი რწმენა გაქვს და ენდობი მას. ამიტომაც იეჰოვამ სიხარულით მიგიღო თავის დიდ ოჯახში. მთავარია, ღვთისადმი ნდობა ბოლომდე შეინარჩუნო. როცა საქმე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ეხება, შეიძლება იეჰოვაზე მინდობა არ გაგიჭირდეს. მაგრამ ჩანს შენს ყველა გადაწყვეტილებაში, რომ ენდობი მას? მაგალითად, როგორ იქცევი მაშინ, როცა საქმე ეხება გართობას, სამუშაოს ან სხვა ცხოვრებისეულ მიზნებს. მხოლოდ საკუთარ ჭკუაზე ნუ იქნები დაიმედებული. დაფიქრდი, რომელი ბიბლიური პრინციპები მიესადაგება შენს სიტუაციას და შესაბამისად იმოქმედე (ისწავლე მეფე იეჰოშაფატისგან
15. მეორე მატიანის 18:1—3; 19:2-ის თანახმად, რა შეცდომები დაუშვა მეფე იეჰოშაფატმა?
15 როგორც ყველა ადამიანი, შენც არასრულყოფილი ხარ და შეცდომებისგან არ ხარ დაზღვეული. თუმცა ამან ხელი არ უნდა შეგიშალოს იმაში, რომ სრულად დაიხარჯო იეჰოვასთვის. დაფიქრდი მეფე იეჰოშაფატის მაგალითზე. მას ბევრი კარგი თვისება ჰქონდა. ახლად გამეფებული იეჰოშაფატი „მამამისის ღმერთს ემსახურებოდა“ და „ღვთის მცნებებს იცავდა“. უფრო მეტიც, მან მთავრები დაგზავნა იუდას ქალაქებში, რათა ხალხისთვის იეჰოვას შესახებ ესწავლებინათ (2 მატ. 17:4, 7). მონდომებული კი იყო, მაგრამ ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებებსაც იღებდა. ერთ-ერთი ასეთი მცდარი გადაწყვეტილების გამო იეჰოვამ ის თავისი წინასწარმხილველის მეშვეობით გაკიცხა (წაიკითხეთ 2 მატიანის 18:1—3; 19:2). რით არის იეჰოშაფატის მაგალითი შენთვის საყურადღებო?
16. რისი სწავლა შეგიძლიათ რაჯივისგან?
16 თუ რჩევას გაძლევენ, მოუსმინე და გამოიყენე. სხვა ახალგაზრდების მსგავსად შეიძლება შენც გიჭირს სწორი პრიორიტეტების დადგენა, მაგრამ არ ღირს ამის გამო გულის გატეხვა. ნახე, რას ამბობს ერთი ახალგაზრდა ძმა, სახელად რაჯივი. ის თავის მოზარდობას ასე იხსენებს: „თავგზა მქონდა აბნეული და ვერ გამერკვია, 1 ტიმოთეს 4:8-ში ჩაწერილ პრინციპზე“. რაჯივმა თავმდაბლად მიიღო რჩევა და დაფიქრდა, რა უნდა ყოფილიყო მის ცხოვრებაში მთავარი. ის დასძენს: „გადავწყვიტე, სულიერი მიზნებისთვის მიმენიჭებინა უპირატესობა“. რა მოჰყვა ამას შედეგად? „ეს რჩევა ძალიან გამომადგა და რამდენიმე წელში მომსახურედ დავინიშნე“, — ამბობს რაჯივი.
რა მინდოდა ცხოვრებაში. სხვა ახალგაზრდების მსგავსად სპორტი და გართობა მერჩივნა კრებაზე სიარულსა და მსახურებას“. რა დაეხმარა რაჯივს? ერთმა ყურადღებიანმა უხუცესმა მას რჩევა მისცა. რაჯივი ამბობს: „მან დამაფიქრაგული გაუხარე ზეციერ მამას
17. რა დამოკიდებულება აქვთ და-ძმებს იეჰოვას ერთგული ახალგაზრდა ძმების მიმართ?
17 ახალგაზრდა ძმებო, კრებაში და-ძმები ძალიან აფასებენ, რომ მათ გვერდით ერთსულოვნად ემსახურებით იეჰოვას (სოფ. 3:9). მათ ახარებთ, რომ დაკისრებულ საქმეს მთელი მონდომებითა და შემართებით ასრულებთ. თქვენ უკვე მოიპოვეთ კარგი სახელი და-ძმების თვალში (1 იოან. 2:14).
18. იგავების 27:11-ის თანახმად, რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას თავისი ახალგაზრდა მსახურების მიმართ?
18 ახალგაზრდა ძმებო, არასდროს დაგავიწყდეთ, როგორ უყვარხართ და გენდობათ იეჰოვა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ბოლო დღეებში მრავალი ახალგაზრდა მზადყოფნას გამოიჩენდა, რომ იეჰოვასთვის ემსახურა (ფსალმ. 110:1—3). მას არც შენს სიყვარულში ეპარება ეჭვი და არც იმაში, რომ მისთვის საუკეთესოს გაღება გსურს. შეეცადე, მომთმენი იყო, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. თუ რამე შეგეშლება, მოუსმინე რჩევას და გაითვალისწინე. ჩათვალე, რომ ამ რჩევას იეჰოვა გაძლევს (ებრ. 12:6). გულმოდგინედ შეასრულე ნებისმიერი საქმე, რასაც კრებაში დაგავალებენ. და რაც ყველაზე მთავარია, შენი საქმეებით ზეციერ მამას, იეჰოვას გაუხარე გული (წაიკითხეთ იგავების 27:11).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 135 იეჰოვას თბილი თხოვნა: „შვილო, იყავი ბრძენი“