„ვივლი შენი ჭეშმარიტებით“
„მასწავლე შენი გზა, იეჰოვა. ვივლი შენი ჭეშმარიტებით“ (ფსალმ. 86:11).
1—3. ა) როგორ უნდა ვუყურებდეთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას? მოიყვანეთ მაგალითი. (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რომელ კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
ნაყიდი ნივთის უკან დაბრუნება დღეს ჩვეულებრივი რამ არის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზოგ ქვეყანაში ხალხი მაღაზიაში ნაყიდი ნივთებიდან დაახლოებით 9 პროცენტს აბრუნებს უკან, ხოლო ინტერნეტით ნაყიდი ნივთებიდან — 30 პროცენტზე მეტს. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მყიდველს მოლოდინი არ გაუმართლდა, ნივთი დაზიანებული იყო ან უბრალოდ არ მოეწონა. ამიტომ ისინი ან ნივთის შეცვლას ითხოვენ, ან ფულის უკან დაბრუნებას.
2 შეიძლება ნაყიდი ნივთის სანაცვლოდ თანხის დაბრუნება მოვითხოვოთ, მაგრამ არასდროს უნდა დავაბრუნოთ ან გავყიდოთ ბიბლიური „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“, რომელიც ერთ დროს ვიყიდეთ (წაიკითხეთ იგავების 23:23; 1 ტიმ. 2:4). როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, ჭეშმარიტება იმ გაგებით ვიყიდეთ, რომ საკმაოდ ბევრი დრო მოვახმარეთ მის შესწავლას. გარდა ამისა, ჭეშმარიტების საყიდლად შეიძლება უარი ვთქვით შემოსავლიან კარიერაზე, მოგვიწია სხვებთან ურთიერთობის, საკუთარი აზროვნებისა თუ საქციელის შეცვლა და არაბიბლიურ ტრადიციებსა თუ წეს-ჩვეულებებზე უარის თქმა. თუმცა მიღებულ კურთხევებთან შედარებით გადახდილი საფასური ძალიან მცირეა.
3 როცა საქმე ბიბლიურ ჭეშმარიტებას ეხება, ისეთივე გრძნობა გვეუფლება, როგორიც იესოს იგავში მოხსენიებულ მამაკაცს. იმის დასანახვებლად, თუ რაოდენ ძვირფასია ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება მათთვის, ვინც მას პოულობს, იესომ მოიყვანა დიდვაჭრის მაგალითი, რომელიც ეძებდა კარგ მარგალიტებს და იპოვა კიდეც. მარგალიტი იმდენად ძვირფასი იყო, რომ ვაჭარმა მის საყიდლად მაშინვე გაყიდა ყველაფერი, რაც კი ებადა (მათ. 13:45, 46). მსგავსად, ჩვენ მიერ ნაპოვნი ჭეშმარიტება, იქნება ეს ღვთის სამეფოსა თუ სხვა ბიბლიური სწავლებების შესახებ — იმდენად ძვირფასი გახდა, რომ მაშინვე მზადყოფნით გავიღეთ მსხვერპლი მის შესაძენად. თუ ყოველთვის დავაფასებთ ჭეშმარიტებას, არასდროს გავყიდით მას. სამწუხაროდ, ზოგიერთი ღვთის მსახურის თვალში ჭეშმარიტებამ იმდენად დაკარგა ფასი, რომ გაყიდეს კიდეც ის. ჩვენ არ გვინდა, ოდესმე ასეთი რამ დაგვემართოს! ყოველთვის რომ დავაფასოთ ჭეშმარიტება და არასდროს გავყიდოთ ის, ყურად უნდა ვიღოთ ბიბლიის მოწოდება და ვიაროთ ჭეშმარიტებაში (წაიკითხეთ 3 იოანეს 2—4). ჭეშმარიტებაში სიარული ნიშნავს, რომ ის ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ და ეს საქმეებით ვაჩვენოთ. განვიხილოთ შემდეგი კითხვები: რატომ და როგორ შეიძლება გაყიდოს ზოგმა ჭეშმარიტება? როგორ ავირიდოთ თავიდან ასეთი საშინელი შეცდომა? როგორ განვიმტკიცოთ გადაწყვეტილება, რომ ვიაროთ ჭეშმარიტებაში?
რატომ და როგორ შეიძლება გაყიდოს ზოგმა ჭეშმარიტება?
4. რატომ გაყიდა პირველ საუკუნეში ზოგმა ჭეშმარიტება?
4 პირველ საუკუნეში ზოგმა, ვინც თავიდან დადებითად გამოეხმაურა იესოს სწავლებებს, აღარ განაგრძო ჭეშმარიტებაში სიარული. მაგალითად, მას შემდეგ, რაც იესომ სასწაულებრივად დააპურა დიდძალი ხალხი, ისინი მას გალილეის ზღვის გაღმა გაჰყვნენ. იესომ უთხრა მათ: „თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ და მის სისხლს არ სვამთ, სიცოცხლე არა გაქვთ თქვენში“. ისინი გააოგნა ამის მოსმენამ და ნაცვლად იმისა, რომ ამ სიტყვების ახსნა ეთხოვათ, დაბრკოლდნენ და თქვეს: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?“. შედეგად, „ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დაჰყვებოდა მას“ (იოან. 6:53—66).
5, 6. ა) რატომ ვერ რჩება ზოგი ჭეშმარიტებაში? ბ) როგორ შეიძლება ადამიანმა თანდათან დატოვოს ჭეშმარიტება?
5 სამწუხაროდ, ზოგი ვერ დარჩა ჭეშმარიტებაში. ზოგიერთი დააბრკოლა ამა თუ იმ ბიბლიური მონაკვეთის ახლებურმა ახსნამ ან ცნობილი ძმების სიტყვებმა თუ საქციელმა. სხვებს ეწყინათ, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევა მისცეს, ან იმის გამო მიატოვეს ჭეშმარიტება, რომ თანაქრისტიანთან სერიოზული უთანხმოება მოუვიდათ. ზოგი განდგომილებს ან მოწინააღმდეგეებს მიემხრო, რომლებიც უარყოფით შუქში წარმოაჩენენ ჩვენს სწავლებებს. შედეგად, ისინი შეგნებულად ჩამოშორდნენ იეჰოვას და კრებას (ებრ. 3:12—14). განა უკეთესი არ იქნებოდა, მოციქული პეტრეს მსგავსად რწმენა და იესოსადმი ნდობა შეენარჩუნებინათ?! როცა იესომ ჰკითხა მოციქულებს, მათაც ხომ არ უნდოდათ წასვლა, პეტრემ მაშინვე მიუგო: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოან. 6:67—69).
6 ზოგი თანდათანობით ისე ჩამოშორდა ჭეშმარიტებას, რომ შეიძლება ვერც კი გააცნობიერა. ასეთი ადამიანი ჰგავს ნავს, რომელიც შეუმჩნევლად შორდება მდინარის ნაპირს. ბიბლია ამგვარ ჩამოშორებას გზის აცდენას ადარებს (ებრ. 2:1). მათგან განსხვავებით, ვინც შეგნებულად ტოვებს ჭეშმარიტებას, გზასაცდენილი ადამიანები ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ. მაგრამ ასეთი ადამიანიც იფუჭებს იეჰოვასთან ურთიერთობას და შეიძლება საერთოდ დაკარგოს კიდეც ის. როგორ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ასეთი საშინელი შეცდომა?
რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ გავყიდოთ ჭეშმარიტება?
7. რა დაგვეხმარება, რომ არასდროს გავყიდოთ ჭეშმარიტება?
7 ჭეშმარიტებით რომ ვიაროთ, იეჰოვას ყველა სიტყვას უნდა დავემორჩილოთ. ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ჭეშმარიტება უნდა დავაყენოთ და ბიბლიური პრინციპების თანახმად ვიცხოვროთ. მეფე დავითი ლოცვაში დაჰპირდა იეჰოვას: „ვივლი შენი ჭეშმარიტებით“ (ფსალმ. 86:11). დავითის მსგავსად ჩვენც გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს, რომ ღვთის ჭეშმარიტებით ვიაროთ. თუ ასე არ მოვიქცევით, შეიძლება იმაზე დავიწყოთ ფიქრი, რამდენად ღირდა ჭეშმარიტებისთვის ამხელა საფასურის გადახდა და შეიძლება რაღაც ნაწილის უკან დაბრუნების ცდუნება გაგვიჩნდეს. პირიქით, ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეულ საკითხზე გაგებულ ჭეშმარიტებას და გვესმის, რომ პირადი გადასაწყვეტი არ არის, რომელი ჭეშმარიტება მივიღოთ და რომელი არა. ჩვენ „ყოველ ჭეშმარიტებაში“ უნდა ვიაროთ (იოან. 16:13). დავფიქრდეთ, რა ხუთი რამ დავთმეთ ჭეშმარიტების შესაძენად. ეს განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ არასდროს გაგვიჩნდეს ცდუნება, თუნდაც ნაწილი დავიბრუნოთ იმ საფასურიდან, რაც ჭეშმარიტებისთვის გადავიხადეთ (მათ. 6:19).
8. როგორ შეიძლება დროის არაგონივრულად გამოყენებამ ქრისტიანი ჭეშმარიტების გზას ააცდინოს? მოიყვანეთ მაგალითი.
8 დრო. ჭეშმარიტების გზას რომ არ ავცდეთ, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ დრო. თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება გადაგვიყოლოს გართობამ, ჰობიმ, ინტერნეტში ხეტიალმა ან ტელევიზორის ყურებამ. მართალია, ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ასეთმა საქმეებმა შეიძლება თანდათან პირადი შესწავლისთვის ან სხვა სულიერი საქმეებისთვის გამოყოფილი დროც წაგვართვას. განვიხილოთ ერთი ქრისტიანი დის, ემას * შემთხვევა. ემა ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო ცხენებით. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, ცხენით ჯირითობდა. გარკვეული ხნის შემდეგ ის სინდისმა შეაწუხა, რომ ამდენ დროს უთმობდა თავის ჰობის. ემამ ცვლილებები მოახდინა და გართობას თავისი ადგილი მიუჩინა. ის აგრეთვე გაამხნევა კორი უელსის შემთხვევამ, რომელიც ადრე როდეოზე გამოდიოდა და ცხენზე ილეთებს ასრულებდა. * ემა დღეს უფრო მეტ დროს უთმობს სულიერ საკითხებს და ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს, რომლებიც იეჰოვას ემსახურებიან. მას იეჰოვასთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვს და ბედნიერია, რომ დროს გონივრულად იყენებს.
9. როგორ შეიძლება მატერიალურმა ჩვენს გულში სულიერის ადგილი დაიკავოს?
9 მატერიალური სახსრები. თუ ჭეშმარიტების გზით სიარული გვსურს, მატერიალურ ნივთებს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მატერიალური ნივთები ჩვენთვის მეორეხარისხოვანი გახდა და მისი ადგილი სულიერმა საკითხებმა დაიკავა. ბედნიერები ვიყავით, რომ შეგვეძლო ჭეშმარიტებისთვის მატერიალური მსხვერპლი გაგვეღო. თუმცა დროის სვლასთან ერთად შეიძლება შევნიშნოთ, რომ სხვები უახლესი მოდელის ელექტრონულ მოწყობილობებს ყიდულობენ ან სხვა მატერიალური კეთილდღეობით ხარობენ. შეიძლება ისეთი გრძნობა დაგვეუფლოს, რომ რაღაც გვაკლია და აღარ დავკმაყოფილდეთ მცირედით. ამ დროს არსებობს საშიშროება, რომ მატერიალური ნივთების შეძენამ სულიერი მიზნები შეიწიროს. ეს გვახსენებს დემასის შემთხვევას. „დემასმა ახლანდელი ქვეყნიერება შეიყვარა“ და მიატოვა პავლე მოციქულთან 2 ტიმ. 4:10). რატომ მიატოვა დემასმა პავლე? ბიბლია არ აკონკრეტებს, სულიერ საქმეებზე მეტად მატერიალური ნივთები შეიყვარა თუ უბრალოდ აღარ უნდოდა მსხვერპლის გაღება და პავლეს გვერდით მსახურება. ნამდვილად არ გვინდა, რომ ჩვენში მატერიალური ნივთების სიყვარულმა გაიღვიძოს და ჩვენს გულში ჭეშმარიტების ადგილი დაიკავოს.
ერთად მსახურება (10. რა ზეწოლას უნდა შევეწინააღმდეგოთ, რომ ჭეშმარიტებაში ვიაროთ?
10 სხვებთან ურთიერთობა. ჭეშმარიტების გზით სიარული რომ განვაგრძოთ, არ უნდა დავუშვათ, რომ სხვების გავლენაში მოვექცეთ. როცა ჭეშმარიტებაში სიარული დავიწყეთ, ამან იმ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე იმოქმედა, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. ზოგი ტოლერანტულად იყო განწყობილი, სხვები კი პირდაპირ გვეწინააღმდეგებოდნენ (1 პეტ. 4:4). ჩვენ ვცდილობთ, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს ოჯახის წევრებთან და ვასიამოვნოთ მათ, თუმცა უნდა ვიფრთხილოთ, რომ კომპრომისზე არ წავიდეთ. ჩვენ კვლავაც ვეცდებით, რომ თბილად მოვეპყროთ ოჯახის წევრებს. 1 კორინთელების 15:33-ე მუხლი გვაფრთხილებს, რომ მხოლოდ მათთან ვიმეგობროთ, ვისაც იეჰოვა უყვარს.
11. როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ ღვთისთვის მიუღებელ საქციელს?
11 ღვთისთვის მიუღებელი აზროვნება და საქციელი. ყველა, ვინც ჭეშმარიტებაში დადის, წმინდა უნდა იყოს (ეს. 35:8; წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:14—16). როცა ჭეშმარიტება გავიგეთ, თითოეულს მოგვიწია გარკვეული ცვლილებების მოხდენა, რათა ბიბლიის სამართლიანი ნორმების თანახმად გვეცხოვრა. ზოგმა რადიკალური ცვლილებები მოახდინა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არასდროს უნდა გავცვალოთ ჩვენი სიწმინდე ქვეყნიერების უზნეობასა და სიბინძურეში. როგორ შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან უზნეო საქციელი? იფიქრეთ იმაზე, რამხელა ფასი გადაიხადა იეჰოვამ იმისთვის, რომ ჩვენ წმინდები ვყოფილიყავით — მან თავისი ძის, იესო ქრისტეს ძვირფასი სიცოცხლე გაიღო (1 პეტ. 1:18, 19). იეჰოვას წინაშე რომ წმინდები დავრჩეთ, მთელი გულითა და გონებით უნდა დავაფასოთ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი.
12, 13. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, იეჰოვას თვალსაზრისი შევინარჩუნოთ დღესასწაულებთან დაკავშირებით? ბ) რას განვიხილავთ?
12 არაბიბლიური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ოჯახის წევრებმა, თანამშრომლებმა და კლასელებმა შეიძლება გვთხოვონ, რომ მათთან ერთად აღვნიშნოთ დღესასწაულები. როგორ გავუძლოთ ზეწოლას, რომ მონაწილეობა არ მივიღოთ იეჰოვას შეურაცხმყოფელ დღესასწაულებსა და არაბიბლიურ წეს-ჩვეულებებში? შეგვიძლია ჩვენი პუბლიკაციებიდან ის სტატიები წავიკითხოთ, რომლებიც პოპულარული დღესასწაულების დასაბამზე საუბრობს. როცა საკუთარ თავს ბიბლიურ მიზეზებს ვახსენებთ, თუ რატომ არ აღვნიშნავთ ასეთ დღესასწაულებს, ვრწმუნდებით, რომ უფლისთვის მოსაწონი გზით დავდივართ (ეფეს. 5:10). იეჰოვასა და მის სიტყვაზე მინდობა დაგვეხმარება, რომ „ხალხის წინაშე“ არ ვიკანკალოთ (იგავ. 29:25).
13 ჭეშმარიტებაში სიარული მუდმივი პროცესია და გვსურს, რომ მთელი მარადიულობა ამ გზაზე დავრჩეთ. რა განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ ვიაროთ ჭეშმარიტებით? განვიხილოთ სამი მხარე.
მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, იაროთ ჭეშმარიტებით
14. ა) როგორ განგვიმტკიცებს ბიბლიის რეგულარული შესწავლა გადაწყვეტილებას, რომ არასდროს გავყიდოთ ჭეშმარიტება? ბ) რატომ გვჭირდება სიბრძნე, დარიგება და გაგების უნარი?
14 პირველი, განაგრძეთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების შესწავლა და მასზე ფიქრი. ჭეშმარიტების საყიდლად საჭიროა რეგულარულად გამოვყოთ დრო, რომ ღვთის სიტყვით ვიკვებოთ. ეს გაგვიღრმავებს იგავების 23:23 მოგვიწოდებს, რომ ჭეშმარიტების გარდა, ვიყიდოთ „სიბრძნე, დარიგება და გაგების უნარი“. მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. ჭეშმარიტებამ ჩვენს ცხოვრებაზე უნდა მოახდინოს გავლენა. გაგების უნარი გვეხმარება, ახლად მიღებული ინფორმაცია დავუკავშიროთ იმას, რაც უკვე ვიცით. სიბრძნე გვეხმარება, ნასწავლის თანახმად ვიმოქმედოთ. დროდადრო ჭეშმარიტება გვარიგებს და გვანახვებს, რაში გვჭირდება გამოსწორება. მოდი ნურასდროს წავუყრუებთ ასეთ ხელმძღვანელობას, რადგან, როგორც იგავების 8:10-დან ვიგებთ, დარიგება ვერცხლზე გაცილებით ძვირფასია.
მადლიერებას ჭეშმარიტების მიმართ და განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ არასდროს გავყიდოთ ის.15. როგორ გვიცავს ჭეშმარიტების სარტყელი?
15 მეორე, მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ ყოველდღე ჭეშმარიტების თანახმად იცხოვროთ. მუდამ ატარეთ ჭეშმარიტების სარტყელი (ეფეს. 6:14). ბიბლიურ დროში სარტყელი ამაგრებდა და იცავდა მეომრის წელსა და შინაგან ორგანოებს. ამისათვის საჭირო იყო, რომ ის მჭიდროდ შემოერტყათ. მოშვებული სარტყელი დიდ დახმარებას ვერ გაუწევდა მეომარს. ჩვენ როგორ გვიცავს ჭეშმარიტების სარტყელი? თუ მჭიდროდ შემოვირტყამთ მას, ჭეშმარიტება დაგვიცავს, არ გავიზიაროთ მცდარი შეხედულებები და გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ. განსაცდელებისა თუ ცდუნებების დროს ბიბლიური ჭეშმარიტება სწორად მოქცევაში დაგვეხმარება. მეომარს არასდროს მოუვიდოდა აზრად, რომ ბრძოლის ველზე სარტყლის გარეშე გასულიყო. მსგავსად, ჩვენც მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ყოველთვის მჭიდროდ გვეკეთოს ჭეშმარიტების სარტყელი და არასდროს მოვიხსნათ ის. ნაცვლად ამისა, ჩვენ ჭეშმარიტების თანახმად ვცხოვრობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მჭიდროდ „გვეკეთოს“ ის. მეომარს სარტყელი იმ მხრივაც ადგებოდა, რომ მასზე მოხერხებულად ეკიდა მახვილი. ამას მივყავართ მესამე მხარემდე, რომელიც გვეხმარება, ჭეშმარიტებით სიარული მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი.
16. როგორ გვეხმარება სხვებისთვის სწავლება ჭეშმარიტებით სიარულში?
16 მესამე, შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მონაწილეობა მიიღეთ სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაში. ეს დაგეხმარებათ, მყარად გეჭიროთ სულიერი მახვილი, ღვთის სიტყვა (ეფეს. 6:17). ყველას შეგვიძლია, გავუმჯობესდეთ როგორც მასწავლებლები და სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა (2 ტიმ. 2:15). როცა ბიბლიის მეშვეობით სხვებს ვეხმარებით ჭეშმარიტების ყიდვასა და არასწორი შეხედულებების მოშორებაში, ჩვენც ვიმარხავთ ღვთის სიტყვებს გულსა და გონებაში. ეს კი, თავის მხრივ, გვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, კვლავაც ვიაროთ ჭეშმარიტებაში.
17. რატომ არის ჭეშმარიტება თქვენთვის ძვირფასი?
17 ჭეშმარიტება ძვირფასი ძღვენია იეჰოვასგან. სწორედ მისი საშუალებით გვაქვს ახლო ურთიერთობა ჩვენს ზეციერ მამასთან, რასაც ვერაფერი შეედრება. რაც მან დღემდე გვასწავლა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ღმერთი მარადიულობის განმავლობაში არაერთ ჭეშმარიტებას გაგვიმჟღავნებს. ამიტომ ისევე დააფასეთ ის, როგორც დიდვაჭარი აფასებდა კარგ მარგალიტს! კვლავაც იყიდეთ ჭეშმარიტება და ნუ გაყიდით მას! მაშინ დავითის მსგავსად თქვენც შეასრულებთ იეჰოვასთვის მიცემულ პირობას: „ვივლი შენი ჭეშმარიტებით“ (ფსალმ. 86:11).
^ აბზ. 8 სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 8 JW მაუწყებლობაში იხილეთ ინტერვიუები და შემთხვევები > ჭეშმარიტება ცვლის ცხოვრებას.