არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა შეგვიძლია გავიღოთ იეჰოვასთვის?

რა შეგვიძლია გავიღოთ იეჰოვასთვის?

იესომ ერთხელ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). ეს სიტყვები იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობასაც ეხება. რატომ ვამბობთ ამას? ჩვენ ბევრ ძღვენს ვიღებთ იეჰოვასგან, რაც სიხარულს გვანიჭებს, მაგრამ, როცა თავად გავცემთ მისთვის, თავს გაცილებით ბედნიერად ვგრძნობთ. რა შეგვიძლია გავიღოთ იეჰოვასთვის? იგავების 3:9-ში ვკითხულობთ: „პატივი მიაგე იეჰოვას შენი ქონებიდან“. ჩვენს ქონებაში შედის ჩვენი დრო, ნიჭი, ძალა და მატერიალური სახსრები. როცა ამ ყოველივეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად ვიყენებთ, იეჰოვასთვის გავცემთ, რასაც დიდი სიხარული მოაქვს.

რა დაგვეხმარება, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს იეჰოვასთვის მატერიალური სახსრების გაღება? მოციქულმა პავლემ კორინთელებს მოუწოდა, რომ წინასწარ გადაედოთ და გადაენახათ შესაწირავი (1 კორ. 16:2). იმის გასაგებად, თუ რა მეთოდებით არის შესაწირავების გაღება თქვენს ქვეყანაში შესაძლებელი, იხილეთ თანდართული ჩარჩო.

ონლაინ შესაწირავების გაღება ყველა ქვეყნისთვის არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა შესაწირავის გაღების სხვა საშუალებებზე ინფორმაცია განთავსებულია შესაწირავებისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე. ზოგიერთი ენისთვის ამ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია დოკუმენტი, რომელშიც პასუხი ეცემა შესაწირავებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს.