სასწავლო სტატია 48
ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმე
„რისი გაკეთებაც . . . წამოიწყეთ . . . დაამთავრეთ“ (2 კორ. 8:10, 11).
სიმღერა 35 „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“
მოკლე შინაარსი *
1. რის უფლებას გვაძლევს იეჰოვა?
იეჰოვა გვაძლევს უფლებას, თავად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. ის გვეხმარება, სწორი არჩევანი გავაკეთოთ და მისი მოსაწონი გადაწყვეტილებები მივიღოთ (ფსალმ. 119:173). როცა ბიბლიურ სიბრძნეს ცხოვრებაში ვიყენებთ, უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებთ (ებრ. 5:14).
2. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებაში?
2 სწორი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი შეიძლება გაგვიჭირდეს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. დავფიქრდეთ შემდეგ სიტუაციებზე. ახალგაზრდა ძმამ გადაწყვიტა, ბიბლია თავიდან ბოლომდე წაეკითხა. რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმას კარგად მიჰყვებოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მიზანს ვერ მიაღწია. ერთმა დამ გადაწყვიტა, რომ პიონერად ემსახურა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობდა. უხუცესთა საბჭომ გადაწყვიტა, უფრო მეტი ყურადღება მიექცია სამწყემსო მონახულებებისთვის, თუმცა თვეების შემდეგაც კი მათი ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა. თითოეული სიტუაცია ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო — ვერცერთმა ვერ შეძლო დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. პირველ საუკუნეში კორინთელი ქრისტიანებიც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. რისი სწავლა შეგვიძლია მათგან?
3. რა გადაწყვეტილება მიიღეს კორინთელებმა, მაგრამ რა მოხდა შემდეგ?
3 დაახლოებით ახ. წ. 55 წელს კორინთელებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. მათ გაიგეს, რომ იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები გაჭირვებული ქრისტიანების დასახმარებლად კრებებმა ფულის შეგროვება დაიწყეს. კორინთელმა ქრისტიანებმა, რომლებიც გულუხვობით გამოირჩეოდნენ, გადაწყვიტეს, რომ გასაჭირში მყოფ და-ძმებს თავადაც დახმარებოდნენ. 1 კორ. 16:1; 2 კორ. 8:6). რამდენიმე თვის შემდეგ პავლემ შეიტყო, რომ კორინთელებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შეგროვებული შესაწირავი, რომლის გაღების სურვილიც თავად გამოთქვეს. ამიტომ მათ შეიძლებოდა ვერ მოესწროთ ძღვნის გამზადება, რომელიც სხვა კრებების მიერ გაღებულ შესაწირავთან ერთად იერუსალიმში უნდა გაგზავნილიყო (2 კორ. 9:4, 5).
ამ საკითხში მათ რჩევისთვის პავლეს მიმართეს. მოციქულმა კორინთელებს მითითებები მისცა, ტიტეს კი დაავალა, რომ მათ შეწირული თანხის შეგროვებაში დახმარებოდა (4. მეორე კორინთელების 8:7, 10, 11-ის თანახმად, რისკენ წაახალისა პავლემ კორინთელები?
4 კორინთელების გადაწყვეტილებიდან გამოჩნდა, რომ ძლიერი რწმენა ჰქონდათ და მზად იყვნენ, ხელგაშლილობა გამოეჩინათ. პავლემ შეაქო ისინი, თუმცა წაახალისა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:7, 10, 11). მათი მაგალითიდან ვხედავთ, რომ ერთგულ ქრისტიანებსაც კი შეიძლება გაუჭირდეთ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოქმედება.
5. რა კითხვებს გაეცემა პასუხი?
5 კორინთელების მსგავსად ჩვენც შეიძლება გაგვიჭირდეს გადაწყვეტილებების თანახმად მოქმედება, რადგან არასრულყოფილების გამო საქმის გადადებისკენ ვართ მიდრეკილები. მიზნის მიღწევაში შეიძლება გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმაც შეგვიშალოს ხელი (ეკლ. 9:11; რომ. 7:18). როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები? როგორ განვსაზღვროთ, საჭიროა თუ არა გადაწყვეტილების შეცვლა? და რა დაგვეხმარება, რომ უკეთ შევძლოთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა?
როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები?
6. როდის შეიძლება გახდეს საჭირო გადაწყვეტილების შეცვლა?
6 არის გადაწყვეტილებები, რომლებიც არასდროს უნდა შევცვალოთ. მაგალითად, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ იეჰოვას და ვუერთგულოთ მეუღლეს (მათ. 16:24; 19:6). თუმცა ზოგი გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს კიდეც, რადგან მდგომარეობა იცვლება. რა დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში?
7. რისთვის უნდა ვილოცოთ და რატომ?
7 სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე. ღვთივშთაგონებით იაკობმა დაწერა: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად . . . აძლევს“ (იაკ. 1:5). შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სიბრძნე ყველა ადამიანს აკლია. ამიტომ როცა გადაწყვეტილებას იღებთ ან მის შეცვლაზე ფიქრობთ, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე. ის აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
8. რა უნდა გავაკეთოთ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ?
8 გულდასმით გამოიკვლიეთ. ხელმძღვანელობისთვის ბიბლიას და იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს მიმართეთ. შეგიძლიათ რჩევა სანდო ადამიანსაც ჰკითხოთ (იგავ. 20:18). ასეთი გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება სამსახურისა თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ან ისეთი პროფესიის არჩევას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თავიც ირჩინოთ და იეჰოვასაც ემსახუროთ.
9. რატომ იქნება ჩვენთვისვე კარგი, თუ საკუთარ თავთან გულწრფელები ვიქნებით?
9 დაფიქრდით თქვენს მოტივებზე. იეჰოვასთვის ჩვენი მოტივები მნიშვნელოვანია (1 სამ. 16:7). მას სურს, რომ ყველაფერი სწორი მოტივებით ვაკეთოთ. ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას გვინდა, რომ საკუთარ თავთანაც გულწრფელები ვიყოთ და სხვებთანაც. სწორი მოტივების გარეშე შეიძლება გაგვიჭირდეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოქმედება. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ახალგაზრდა ძმამ პიონერად მსახურება გადაწყვიტა. თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ გაუჭირდა საათების ნორმის შესრულება და სიხარული დაკარგა. შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ პიონერობის დაწყების მთავარი მოტივი იეჰოვასთვის გულის გახარება იყო. მაგრამ მიზეზი შეიძლება სულ სხვა რამ ყოფილიყო, მაგალითად მშობლების ან რომელიმე თანაქრისტიანის მოწონების დამსახურება.
10. რა დაგვეხმარება ცვლილებების მოხდენაში?
10 დავფიქრდეთ კიდევ ერთ სიტუაციაზე. ბიბლიის შემსწავლელმა გადაწყვიტა, მოწევისთვის თავი დაენებებინა. მართალია, ძალიან უჭირდა, მაგრამ ერთი-ორი კვირა სიგარეტს არ გაჰკარებია. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ გაუძლო ცდუნებას და კვლავ დაიწყო მოწევა. თუმცა საბოლოოდ დაძლია მავნე ჩვევა, რადგან ძალიან უყვარდა იეჰოვა და მისთვის გულის გახარება სურდა (კოლ. 1:10; 3:23).
11. რატომ უნდა დავისახოთ კონკრეტული მიზნები?
11 დაისახეთ კონკრეტული მიზნები. როცა კონკრეტულ მიზნებს ვისახავთ, უფრო ადვილად ვაღწევთ მათ. მაგალითად, შეიძლება გადაწყვიტეთ, რომ ბიბლია უფრო ხშირად წაგეკითხათ. მაგრამ, კონკრეტული გეგმის გარეშე მიზანს ვერ მიაღწიეთ. * შეიძლება უხუცესებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო ხშირად გაეკეთებინათ სამწყემსო მონახულებები, მაგრამ დრო ისე გავიდა, რომ ამ მხრივ ვერაფერი შეცვალეს. მიზნის მიღწევაში მათ შემდეგ კითხვებზე დაფიქრება დაეხმარებოდა: წინასწარ განვსაზღვრეთ, განსაკუთრებით ვის სჭირდება სამწყემსო მონახულება? შევთანხმდით, კონკრეტულად როდის მოვინახულებდით მათ?
12. რის გაკეთება გვმართებს და რატომ?
12 რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. არავის აქვს იმდენი დრო, ენერგია და საშუალება, რომ ყველაფერი აკეთოს, რაც სურს. ამიტომ გონიერება უნდა გამოიჩინოთ და რეალურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები. შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლაც კი მოგიწიოთ, თუ ატყობთ, რომ დასახული მიზანი თქვენს შესაძლებლობებს აღემატება (ეკლ. 3:6). თუ უკვე გადახედეთ მიღებულ გადაწყვეტილებას, მოახდინეთ საჭირო ცვლილებები და ფიქრობთ, რომ აღარ გაგიჭირდებათ დასახული მიზნის მიღწევა, ქვემოთ მოცემული ხუთი რჩევა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში დაგეხმარებათ.
რა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში
13. რა შეგვმატებს ძალას, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ვიმოქმედოთ?
13 სთხოვეთ იეჰოვას ძალა. ღმერთს შეუძლია მოგცეთ ძალა, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იმოქმედოთ (ფილ. 2:13). ამიტომ სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული. ლოცვა მაშინაც კი არ შეწყვიტოთ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვა აყოვნებს პასუხის გაცემას. იესომ თქვა: „ითხოვეთ [წმინდა სული] და მოგეცემათ“ (ლუკ. 11:9, 13).
14. როგორ დაგეხმარებათ იგავების 21:5-ში ჩაწერილი პრინციპი, ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე?
14 შეადგინეთ გეგმა (წაიკითხეთ იგავების 21:5). ნებისმიერი საქმის ბოლომდე მისაყვანად გეგმის შედგენა და მის თანახმად მოქმედებაა საჭირო. მსგავსად, როცა გადაწყვეტილებას იღებთ, ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ დიდ საქმეს ეტაპობრივად შეასრულებთ, დაინახავთ, რომ ნელ-ნელა უახლოვდებით დასახულ მიზანს. პავლემ კორინთელებს ურჩია, რომ შესაწირავი „ყოველი კვირის პირველ დღეს“ გადაენახათ და ფულის შესაგროვებლად მის ჩასვლას არ დალოდებოდნენ (1 კორ. 16:2). საქმის ეტაპობრივად შესრულება საკუთარ შესაძლებლობებშიც დაგარწმუნებთ.
15. რაში დაგეხმარებათ გეგმის შედგენა?
15 კარგი გეგმის შედგენა მიღებული 1 კორ. 14:40). მაგალითად, მითითების თანახმად, უხუცესთა საბჭოს შეხვედრაზე ძმები ირჩევენ ერთ უხუცესს, რომელიც ინიშნავს, ვის რა დაევალა და რამდენი დრო აქვს საქმის შესასრულებლად. ამ მითითების მიყოლა უხუცესებს გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებას უადვილებს (1 კორ. 9:26). შეგიძლიათ ასეთი მიდგომა თქვენც გამოიყენოთ. მაგალითად, ჩამოწერეთ ყოველდღიურად რა გაქვთ გასაკეთებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე სიის თავში მოაქციეთ. ეს არა მხოლოდ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში დაგეხმარებათ, არამედ ნაკლებ დროში მეტის გაკეთების შესაძლებლობასაც მოგცემთ.
გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებას გაგიადვილებთ (16. რომაელების 12:11-ის თანახმად, რა არის აუცილებელი მიზნის მისაღწევად?
16 მცდელობა არ დააკლოთ. გეგმის მიყოლას და საქმის ბოლომდე მიყვანას ძალისხმევა სჭირდება (წაიკითხეთ რომაელების 12:11). პავლე მოუწოდებდა ტიმოთეს, ძალ-ღონე არ დაეშურებინა, რათა კარგი მასწავლებელი გამხდარიყო. ეს რჩევა ჩვენც დაგვეხმარება სულიერი მიზნების მიღწევაში (1 ტიმ. 4:13, 16).
17. როგორ გვეხმარება ეფესოელების 5:15, 16 გეგმის მიყოლაში?
17 გონივრულად გამოიყენეთ დრო (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16). წინასწარ განსაზღვრეთ, როდის შეასრულებთ ამა თუ იმ საქმეს და არ შეცვალოთ დანიშნული დრო. ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს, რადგან ის შეიძლება არასდროს დადგეს (ეკლ. 11:4). ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს იმდენ დროსა და ენერგიას ნუ შეალევთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი გვერდზე დაგრჩეთ (ფილ. 1:10). შეეცადეთ, ისეთი დრო შეარჩიოთ, რომ ხელი არაფერმა შეგიშალოთ. აუხსენით სხვებს, რომ ყურადღების მოსაკრებად განმარტოება გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ გათიშავთ ტელეფონს და სოციალური მედიისა თუ იმეილის შემოწმებას სხვა დროისთვის გადადებთ. *
18, 19. რა დაგეხმარებათ, რომ დაბრკოლებების მიუხედავად მიზნის მიღწევაზე ხელი არ ჩაიქნიოთ?
18 იფიქრეთ შედეგზე. ამა თუ იმ საქმის შედეგი შეიძლება დანიშნულების ადგილზე მისვლას შევადაროთ. თუ მთელი გულით გინდათ დანიშნულების ადგილზე მისვლა, წინაღობას არ შეეპუებით და შემოვლითი გზით წასვლაზეც არ იტყვით უარს. იმავეს თქმა შეიძლება დასახულ მიზანზეც. თუ შედეგზე იქნებით ორიენტირებული, დაბრკოლებები და „შემოვლითი გზები“ ვერ შეგაშინებთ (გალ. 6:9).
19 ადვილი არც კარგი გადაწყვეტილების მიღებაა და არც მის თანახმად მოქმედება. მაგრამ იეჰოვა სიბრძნესა და ძალას შეგმატებთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
სიმღერა 65 წინ!
^ აბზ. 5 გინანიათ ოდესმე მიღებული გადაწყვეტილება? ხომ არ გიჭირთ სწორი გადაწყვეტილების მიღება და მის თანახმად მოქმედება? ამ სტატიაში განხილული რჩევები დაგეხმარებათ, დაბრკოლებების მიუხედავად ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე.
^ აბზ. 11 ბიბლიის კითხვის კარგი გეგმის შედგენაში ვებგვერდზე jw.org® განთავსებული „ბიბლიის კითხვის გეგმა“ დაგეხმარებათ.
^ აბზ. 17 დროის განაწილებასთან დაკავშირებით დამატებითი რჩევები შეგიძლიათ ნახოთ 2010 წლის აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიაში „20 რჩევა დროის დასაზოგად“.