ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
„მინდოდა, მთელი ცხოვრება იეჰოვასთვის მემსახურა“
ᲓᲐᲕᲔᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲔᲗ ჯგუფს, რომელსაც სოფელ გრანბორისთან, სურინამის ტროპიკულ ტყეში, ვინახულებდით. მორისგან გამოთლილ ნავში ჩავსხედით და გავუყევით მდინარე ტაპანახონს. ჩქარ დინებაში ნავის ძრავის პროპელერი ქვას მიეჯახა. ნავმა ჩაძირვა დაიწყო და ყველანი წყალში აღმოვჩნდით. შიშისგან გული მისკდებოდა. მართალია, წლები მიწევდა ნავით გადაადგილება სარაიონო მსახურებაში, მაგრამ ცურვა არ ვიცოდი.
ვიდრე მოგითხრობთ, როგორ განვითარდა მოვლენები, ჯერ მინდა მოგიყვეთ, როგორ დავიწყე სრული დროით მსახურება.
დავიბადე 1942 წელს კარიბის ზღვის ულამაზეს კუნძულ კიურასაოზე. მამაჩემი წარმოშობით სურინამიდან იყო, მაგრამ სამუშაოდ კიურასაოზე გადავიდა. მამა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კიურასაოზე მოინათლა, როგორც იეჰოვას მოწმე. ეს ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა. მამა ყოველკვირეულად გვიტარებდა ბიბლიის შესწავლას მე და ჩემს და-ძმებს მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ ვიყავით შესწავლის ხასიათზე. 14 წლის ვიყავი, როცა სურინამში გადავედით, რომ მამაჩემის მოხუცებული დედისთვის მოგვევლო.
ᲙᲐᲠᲒᲘ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲡᲘᲙᲔᲗᲝ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ
სურინამში ისეთ ახალგაზრდებს დავუახლოვდი, რომლებიც კრებაში აქტიურობდნენ. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსები იყვნენ და უკვე პიონერებად მსახურობდნენ. ისინი სახეგაბრწყინებული მიყვებოდნენ ხოლმე თავიანთ შემთხვევებს მსახურებიდან. კრების შეხვედრების შემდეგ მე და ჩემი მეგობრები ბიბლიურ თემებზე ვსაუბრობდით, ზოგჯერ ამ დროს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებდით. მეგობრები დამეხმარნენ, მიმხვდარიყავი, რისი გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში. მივხვდი, რომ მინდოდა, მთელი ცხოვრება იეჰოვასთვის მემსახურა. ასე რომ, 16 წლის ასაკში მოვინათლე და ორ წელიწადში პიონერად მსახურებაც დავიწყე.
ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡᲔᲣᲚᲘ ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲔᲑᲘ
პიონერობამ ბევრი რამ მასწავლა, რაც დღემდე მადგება. ერთ-ერთი ის არის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეოკრატიული პასუხისმგებლობებისთვის სხვების მომზადება. როცა პიონერობა დავიწყე, ჩემზე მზრუნველობა ერთმა მისიონერმა a მისგან ვისწავლე, როგორ გამერთმია თავი თეოკრატიული დავალებებისთვის. იმ დროს ვერც კი ვხვდებოდი, რამდენად დროული იყო ასეთი მომზადება. მომდევნო წელს, უკვე როგორც სპეციალურ პიონერს, სურინამის ტროპიკულ ტყეებში დამოუკიდებელ ჯგუფებზე ზრუნვა დამევალა. მაშინ უფრო მეტად დავაფასე ძმებისგან მიღებული რჩევა-დარიგება. მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, რომ მსგავსი დახმარება გავუწიო სხვებს.
ვილემ ვან სელმა ითავა.ისიც ვისწავლე, თუ როგორ უნდა იცხოვრო უბრალოდ და ყველაფერი წინასწარ დაგეგმო. ყოველი თვის დასაწყისში მე და ის ძმა, რომელიც ჩემთან ერთად სპეციალურ პიონერად მსახურობდა, ვადგენდით სიას, რა დაგვჭირდებოდა იმ თვეში. შემდეგ ჩვენ ორიდან ერთ-ერთი დედაქალაქში მიდიოდა საყიდლებზე. ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა გაგვეთვალა, რომ საკვები თვის ბოლომდე გვყოფნოდა, რადგან იქ, სადაც ვმსახურობდით, ვერავინ დაგვეხმარებოდა. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობაში ნასწავლი უბრალო ცხოვრება და ყველაფრის კარგად დაგეგმვა დღემდე მეხმარება, რომ იეჰოვას საქმეზე ვიყო კონცენტრირებული.
იმაშიც დავრწმუნდი, რომ ხალხთან მშობლიურ ენაზე საუბარს საუკეთესო შედეგი მოაქვს. ბავშვობიდან ვლაპარაკობდი ჰოლანდიურად, ინგლისურად და პაპიამენტოზე, აგრეთვე სურინამის სასაუბრო ენაზე სრანანტონგოზე. მაგრამ ვხედავდი, რომ ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები ხალხი მშობლიურ ენაზე უკეთესად ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას. ერთ-ერთი ტონალური ენის, სარამაკანის, სწავლა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ძალისხმევად ნამდვილად ღირდა. წლების განმავლობაში მრავალ ადამიანს დავეხმარე ჭეშმარიტების გაგებაში იმის წყალობით, რომ მათ ენაზე ვსაუბრობდი.
ფაქტია, კურიოზებიც მქონდა. ერთხელ სარამაკანზე მოსაუბრე ბიბლიის შემსწავლელისთვის მინდოდა მეკითხა, თავს როგორ გრძნობდა, რადგან ვიცოდი, რომ ამ ქალს მუცელი სტკიოდა. შემეშალა და შეცდომით ვკითხე, ორსულად ხომ არ ხარ-მეთქი. ალბათ ხვდებით, ჩემმა შეკითხვამ რა უხერხული სიტუაცია შექმნა. კურიოზების მიუხედავად ყოველთვის ვცდილობდი, რომ ხალხთან მათ მშობლიურ ენაზე მესაუბრა.
ᲐᲮᲐᲚᲘ ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲐ
1970 წელს სარაიონო ზედამხედველად დავიწყე მსახურება. იმ წელს ტროპიკულ ტყეებში მცხოვრებთ ვაჩვენებდი სლაიდშოუს „ვეწვიოთ იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოს“. მათთან მისასვლელად რამდენიმე ძმასთან ერთად ვიწრო ნავით მივიკვლევდი გზას ტროპიკულ ტყეებში. ნავით მიგვქონდა გენერატორი, ბენზინის კანისტრა, ნავთის ლამპები და საპროექციო აპარატი. ნაპირს რომ მივადგებოდით, დანიშნულების
ადგილამდე მთელი ეს მოწყობილობა ხელით მიგვქონდა. დღესაც ცხადად მახსოვს, როგორ ხარობდა მიყრუებულ ადგილებში მცხოვრები ხალხი ამ სლაიდშოუს ყურებით. ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხს იეჰოვასა და მის ორგანიზაციას ვაცნობდი. სიხარული, რომელიც ამ საქმის კეთებას მოჰქონდა, ყველანაირ სირთულეს მავიწყებდა.ᲡᲐᲛᲛᲐᲒᲘ ᲫᲐᲤᲘ
ვხვდებოდი, რომ ამ ტიპის მსახურებაში დაუქორწინებლობა დიდი პლუსი იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მეორე ნახევარი მჭირდებოდა. ამიტომ იეჰოვას კონკრეტულად ვთხოვე, ჩემთვის ისეთი და შეეხვედრებინა, რომელიც ტროპიკულ ტყეებში სრული დროით მსახურებას არ შეუშინდებოდა. დაახლოებით ერთ წელიწადში გავიცანი ეთელი, სპეციალური პიონერი, რომელსაც მსახურებაში სირთულეები არ აშინებდა. ეთელი ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო პავლე მოციქულით და სურდა, მასავით ქრისტიანული მსახურებისთვის მიეძღვნა თავი. ჩვენ 1971 წლის სექტემბერში დავქორწინდით და ერთად გავაგრძელეთ სარაიონო მსახურება.
ეთელი გაჭირვებულ ოჯახში გაიზარდა, ამიტომ ადვილად შეეგუა ტროპიკულ ტყეში სარაიონო მსახურებას. როცა შორ გზაზე გვიწევდა წასვლა, ვცდილობდით, მინიმალური ნივთები წაგვეღო. მდინარეში ვბანაობდით და ტანსაცმელსაც მდინარეში ვრეცხავდით. მივეჩვიეთ ყველაფრის ჭამას, რასაც მასპინძლები გვთავაზობდნენ, იქნებოდა ეს იგუანები (დიდი ხვლიკი), პირანიები თუ სხვა რამ, რასაც ტყეში მოინადირებდნენ ან მდინარეში დაიჭერდნენ. ზოგჯერ თეფშებად ბანანის ფოთლებს ვიყენებდით და ხელით მივირთმევდით. იეჰოვასთვის თავდაუზოგავმა მსახურებამ მე და ეთელი უფრო დაგვაახლოვა და იეჰოვასთანაც განგვიმტკიცა ურთიერთობა (ეკლ. 4:12). ამას არაფერში გავცვლიდით!
სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს შეგვემთხვა ის, რაც დასაწყისში მოვიხსენიე. ჩქარ დინებაში ჩვენი ნავი მოულოდნელად აღმოჩნდა წყალქვეშ, მაგრამ მალევე ამოტივტივდა. საბედნიეროდ, მაშველი ჟილეტები გვეცვა და ნავიდანაც არავინ გადმოვარდნილა. თუმცა ნავი წყლით აივსო. საჭმლის ჭურჭელი დავცალეთ და ნავიდან წყლის ამოხაპვა დავიწყეთ.
რახან საჭმლის გარეშე დავრჩით, თევზაობა დავიწყეთ, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთ. ამიტომ ვილოცეთ და იეჰოვას ვთხოვეთ, იმ დღისთვის სამყოფი საკვები მოეცა. ლოცვის შემდეგ ერთმა ძმამ ანკესი მოისროლა და იმხელა თევზი დაიჭირა, რომ ხუთივეს გვეყო.
ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲗᲐᲜ ᲨᲔᲗᲐᲕᲡᲔᲑᲐ
ხუთი წლის დაქორწინებულები ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ ოჯახში მატება გვექნებოდა. ეს სიახლე გამიხარდა, მაგრამ გაორებულიც ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, რა როგორ იქნებოდა. მე და ეთელს ძალიან გვინდოდა, რომ სრული დროით მსახურება არ შეგვეწყვიტა. 1976 წელს ჩვენი ვაჟი ეთნიელი დაიბადა, ორწელიწად-ნახევარში კი — მეორე ვაჟი ჯოვანი.
ვინაიდან სურინამში ძმები ცოტანი იყვნენ, ფილიალმა ხელი შემიწყო, რომ ოჯახზეც მეზრუნა და სარაიონო ზედამხედველად მსახურებაც გამეგრძელებინა. ვიდრე ბავშვები წამოიზრდებოდნენ, შედარებით პატარა რაიონებში მნიშნავდნენ. თვეში ორ-სამ კვირას კრებებს ვინახულებდი, დარჩენილ დროს კი ჩემს კრებაში პიონერად ვმსახურობდი. როცა ახლომდებარე კრებებს ვინახულებდი, ცოლ-შვილიც თან მახლდა. თუმცა ტროპიკულ ტყეში კრებების მოსანახულებლად და კონგრესების ჩასატარებლად მარტო დავდიოდი.
ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა დამეგეგმა, რომ თავი გამერთმია მრავალი პასუხისმგებლობისთვის. ყველანაირად ვცდილობდით, რომ ყოველ კვირა გვქონოდა ოჯახური შესწავლა. სანამ ტროპიკულ ტყეებში კრებებს ვინახულებდი, ბავშვებთან შესწავლას ეთელი ატარებდა. ხელიდან არ ვუშვებდით შესაძლებლობას, რომ მთელ ოჯახს დრო ერთად გაგვეტარებინა. ვცდილობდით, ბავშვები გაგვერთო კიდეც, რამე გვეთამაშა ან ბუნებაში ერთად გავსულიყავით. ხშირად გვიანობამდე მიწევდა თეოკრატიული იგავების 31:15-ში აღწერილი კარგი ცოლის მსგავსად, ეთელიც უთენია დგებოდა, რომ სანამ ბავშვები სკოლაში წავიდოდნენ, ყოველდღიური მუხლი განგვეხილა და მთელ ოჯახს ერთად გვესაუზმა. როგორ გამიმართლა, რომ ასეთი თავდადებული ცოლი შემხვდა, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი პასუხისმგებლობების შესრულებაში.
დავალებებისთვის მომზადება.როგორც მშობლები, ყველანაირად ვცდილობდით, რომ ჩვენი შვილებისთვის იეჰოვა და მსახურება შეგვეყვარებინა. გვინდოდა, რომ მათ სრული დროით მსახურება აერჩიათ, მაგრამ არა ჩვენი ხათრით, არამედ საკუთარი სურვილით. ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდით, რამხელა სიხარული მოაქვს სრული დროით მსახურებას. სირთულეებზეც გულახდილად ვსაუბრობდით, მაგრამ იმაზე ვაკეთებდით აქცენტს, როგორ გვეხმარებოდა და გვაკურთხებდა იეჰოვა. იმასაც ვცდილობდით, რომ ჩვენს შვილებს სულიერად მოაზროვნე და-ძმების გარემოცვაში ეტრიალათ.
იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენი ოჯახის საჭიროებებზე. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან მეც ყველაფერს ვაკეთებდი. ტროპიკულ ტყეებში სპეციალურ პიონერად გატარებულმა წლებმა ხარჯების წინასწარ გამოთვლა მასწავლა. მაგრამ დროდადრო მაინც გვიჭირდა. ამ სიტუაციებში ვგრძნობდით, რომ იეჰოვა არ გვტოვებდა. მაგალითად, 1986—1992 წლებში სურინამში სამოქალაქო არეულობა იყო. იმ წლებში ელემენტარულის შოვნაც კი ჭირდა, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე (მათ. 6:32).
ᲒᲐᲜᲕᲚᲘᲚᲘ ᲬᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲐ
მთელი ცხოვრება ვგრძნობდით იეჰოვას მზრუნველობას. მისი წყალობით სიხარული და კმაყოფილება არ მოგვკლებია. ჩვენი შვილებიც დიდი სიხარულის წყარო იყვნენ ჩვენთვის, რადგან იეჰოვას მიუძღვნეს თავი და სრული დროით მსახურება აირჩიეს. ეთნიელმაც და ჯოვანიმაც თეოკრატიული სკოლები დაამთავრეს და ახლა მეუღლეებთან ერთად სურინამის ფილიალში მსახურობენ.
მე და ეთელი უკვე ხანში ვართ შესული, მაგრამ ისევ ვაგრძელებთ სპეციალურ პიონერობას. დღემდე ისე ვართ დაკავებული, რომ ვერ მოვიცალე ცურვის სასწავლად. არაფერს ვნანობ. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ როცა ახალგაზრდობაში სრული დროით მსახურება ავირჩიე, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
a იხილეთ 1999 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთში!“ ვილემ ვან სელის ბიოგრაფია „რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა“.