არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ

მოძებნეთ შესწავლისთვის შესაფერისი გარემო

მოძებნეთ შესწავლისთვის შესაფერისი გარემო

თუ გინდათ, პირადი შესწავლა უფრო ნაყოფიერი იყოს, ისეთი გარემო უნდა შეარჩიოთ, სადაც კონცენტრირება გაგიადვილდებათ. მოდი ვნახოთ, რა დაგეხმარებათ ამაში:

  •  შეარჩიეთ სასიამოვნო ადგილი. კარგი იქნება, თუ მოწესრიგებულ და კარგად განათებულ ადგილას ჩაატარებთ პირად შესწავლას. ზოგი მაგიდასთან სწავლობს ბიბლიას, ზოგს კი გარეთ სუფთა ჰაერზე ურჩევნია ამის გაკეთება.

  •  ეცადეთ, განმარტოვდეთ. იესო ზოგჯერ „დილაადრიან . . . უკაცრიელ ადგილას“ ლოცულობდა ხოლმე (მარ. 1:35). მაგრამ, თუ განმარტოება არ გამოგივათ, კარგი იქნება, ოჯახის წევრები გააფრთხილოთ, რომ ბიბლიის შესწავლას აპირებთ და არ შეგაწუხონ.

  •  ეცადეთ, ყურადღება არაფერმა გაგიფანტოთ. თუ შესწავლისთვის ტელეფონს ან პლანშეტს იყენებთ, შეტყობინებებმა ხელი რომ არ შეგიშალოთ, გადაიყვანეთ მოწყობილობა ან უხმო, ან თვითმფრინავის რეჟიმზე. თუ შესწავლის დროს გაგახსენდებათ, რომ რაღაც გაქვთ გასაკეთებელი, ჩაინიშნეთ და მოგვიანებით გააკეთეთ. ხოლო, თუ ხედავთ, რომ უკვე გიჭირთ გონების მოკრება, პატარა შესვენება მოიწყვეთ, გაიარ-გამოიარეთ ან ცოტა წაივარჯიშეთ.