იდეები კვლევისთვის
გამოიკვლიეთ ახლებურად ახსნილი საკითხები
მართლაც დიდი პატივია ისეთ დროში ცხოვრება, როცა იეჰოვა ნათელს ჰფენს სხვადასხვა ბიბლიურ საკითხს (დან. 12:4). თუმცა შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს, თვალი ვადევნოთ სიახლეებს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არცერთი მათგანი არ გამოგვრჩეს მხედველობიდან?
• „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ მოძებნეთ „სწავლებებს ნათელი მოეფინა“, რომლის ქვეშაც წლების მიხედვითაა დალაგებული ახლებურად ახსნილი საკითხები. თუ გსურთ, ისინი თემების მიხედვით მოძებნოთ, „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკაში“ ან „საგუშაგო კოშკის ონლაინბიბლიოთეკაში“ საძიებო ველში ჩაბეჭდეთ „საკითხს ნათელი მოეფინა“ (ბრჭყალებით).
• „იეჰოვას მოწმეების საკვლევ სახელმძღვანელოში“ მოძებნეთ თემა „იეჰოვას მოწმეები“, შემდეგ ქვესათაურში „შეხედულებები და რწმენა“ მოძებნეთ „სწავლებებს მეტი ნათელი ეფინება“, სადაც თემატურადაა მოცემული ახლებურად ახსნილი საკითხების არასრული ჩამონათვალი.
კარგი იქნება, თუ პირადი შესწავლისას ბოლო დროს ახსნილ რომელიმე საკითხს გამოიკვლევთ და გაიგებთ, რამ განაპირობა ეს კონკრეტული ცვლილება.