იბრძოლეთ იეჰოვასგან კურთხევის მისაღებად!
„ღმერთსა და ადამიანებს შეეჭიდე და მაინც მოერიე“ (დაბ. 32:28).
1, 2. რა სირთულეებს ხვდებიან იეჰოვას მსახურები?
იეჰოვას თაყვანისმცემლებს პირველი ერთგული ადამიანის, აბელის დროიდან მოყოლებული უწევთ ბრძოლა. მოციქული პავლე სწერდა ებრაელ ქრისტიანებს, რომ იეჰოვას მოწონებისა და კურთხევის მისაღებად მათ დიდ ბრძოლას გაუძლეს, როცა მრავალი ტანჯვა გამოიარეს (ებრ. 10:32—34). ქრისტიანების ბრძოლა პავლემ შეადარა ბერძნულ შეჯიბრებებში, მაგალითად რბოლაში, ჭიდაობასა და კრივში მონაწილე ათლეტთა ბრძოლას (ებრ. 12:1, 4). დღეს ჩვენ სიცოცხლისთვის რბოლაში ვმონაწილეობთ და ვხვდებით მოწინააღმდეგეებს, რომელთაც სურთ, გზიდან გადაგვახვევინონ, ძირს დაგვცენ და წაგვართვან სიხარული და ჯილდო, რომელიც წინ გველის.
2 უპირველესად, ჩვენ ვიბრძვით სატანისა და მისი ბოროტი ქვეყნიერების წინააღმდეგ (ეფეს. 6:12). უაღრესად მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ქვეყნიერების „სიმაგრეებს“ — მოძღვრებებს, ფილოსოფიასა თუ ისეთ ჩვევებს, როგორიცაა უზნეობა, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება. ამასთან, გამუდმებით უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხორციელი სისუსტეებისა და გულგატეხილობის წინააღმდეგ (2 კორ. 10:3—6; კოლ. 3:5—9).
3. როგორ გვამზადებს ღმერთი მტერთან საბრძოლველად?
1 კორ. 9:26). როგორც მოკრივე იგერიებს მოწინააღმდეგეს, ჩვენც ისე უნდა მოვიგერიოთ ჩვენი მტრები. იეჰოვა გვამზადებს და მხარს გვიჭერს ამ ბრძოლაში. მის სიტყვაში ჩაწერილი მითითებები გვეხმარება, სიცოცხლე შევინარჩუნოთ. იეჰოვა ჩვენ დასახმარებლად იყენებს ბიბლიურ პუბლიკაციებს, ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებს. იყენებთ ნასწავლს ცხოვრებაში? თუ არა, მაშინ „მუშტებს ჰაერს“ ურტყამთ და ბოლომდე არ ეწინააღმდეგებით თქვენს მტერს.
3 ნამდვილად შესაძლებელია ასეთი ძლიერი მტრების დამარცხება? შესაძლებელია, თუმცა უბრძოლველად არაფერი გამოვა. პავლემ საკუთარი თავი მოკრივეს შეადარა და თქვა: „მუშტებს ჰაერს არ ვურტყამ“ (4. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ გვძლიოს ბოროტებამ?
4 მტერი შეიძლება მაშინ დაგვესხას თავს, როცა ნაკლებად ველით და მაშინ ჩაგვწიხლოს, როცა დასუსტებული ვართ. ამიტომ საჭიროა, ყოველთვის ვიფხიზლოთ. ბიბლია გვაფრთხილებს: „არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომ. 12:21). ეს სიტყვები გვარწმუნებს, რომ ბოროტებაზე გამარჯვება შესაძლებელია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არ შევწყვეტთ ბრძოლას. მაგრამ სატანა, მისი ბოროტი ქვეყნიერება და ჩვენი არასრულყოფილება დაგვძლევს, თუ სიფხიზლეს მოვადუნებთ და აღარ გავუწევთ მათ წინააღმდეგობას. ნუ მისცემთ სატანას იმის ნებას, რომ დაგაშინოთ და ხელები ჩამოგაშვებინოთ! (1 პეტ. 5:9).
5. ა) რა დაგვეხმარება, რომ კვლავაც ვიბრძოლოთ ღვთისგან კურთხევის მისაღებად? ბ) ვის მაგალითებს განვიხილავთ?
5 წარმატების მისაღწევად მებრძოლებს უნდა ახსოვდეთ, რატომ იბრძვიან. ღვთის მოწონებისა და კურთხევის მისაღებად მათ გონებაში უნდა ჰქონდეთ ებრაელების 11:6-ში ჩაწერილი გამამხნევებელი სიტყვები: „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“. ბერძნული სიტყვა, რომელიც „გულმოდგინედ მძებნელად“ ითარგმნა, მიუთითებს მოქმედების ინტენსივობასა და ძალისხმევაზე (საქ. 15:17). ღვთის სიტყვაში ჩაწერილია იმ მამაკაცებისა და ქალების შესანიშნავი მაგალითები, რომლებმაც ყოველი ღონე იხმარეს იეჰოვასგან კურთხევის მისაღებად. იაკობი, რახელი, იოსები და პავლე შეხვდნენ სირთულეებს, რომლებიც ემოციურ და ფიზიკურ ძალებს აცლიდა მათ. თუმცა მათ დაამტკიცეს, რომ შეუპოვრობას უხვი კურთხევები მოჰყვება. როგორ შეგვიძლია მათი მიბაძვა?
შეუპოვრობას კურთხევა მოჰყვება
6. რა დაეხმარა იაკობს, უკან არ დაეხია და როგორ დაჯილდოვდა მისი შეუპოვრობა? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)
6 პატრიარქი იაკობი შეუპოვრად იბრძოდა, რადგან უყვარდა იეჰოვა, აფასებდა სულიერ საკითხებს და ბოლომდე სწამდა იეჰოვას დაპირების, რომ აკურთხებდა მის შთამომავალს (დაბ. 28:3, 4). ამით აიხსნება ის, რომ თითქმის ასი წლის იაკობმა ძალ-ღონე არ დაიშურა ღვთისგან კურთხევის მისაღებად. ის ხორცშესხმულ ანგელოზსაც კი დაეჭიდა (წაიკითხეთ დაბადების 32:24—28). საკუთარი ძალითა და ამტანობით ებრძოდა იაკობი ძლიერ ანგელოზს? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე ებრძოლა და უკან არ დაეხია. საბოლოოდ მისი შეუპოვრობა დაჯილდოვდა. ღმერთმა მას შესაფერისი სახელი, ისრაელი უწოდა (ნიშნავს: ღმერთთან მოჭიდავე (შეუპოვარი); ან ღმერთი დაეჭიდა). ჯილდოდ იაკობმა იეჰოვას მოწონება და კურთხევა მიიღო, რისთვისაც ჩვენც ვიბრძვით.
7. ა) რა გულის გამტეხ მდგომარეობაში აღმოჩნდა რახელი? ბ) როგორ აგრძელებდა ის ბრძოლას და როგორ აკურთხა იეჰოვამ?
7 იაკობის მსგავსად მის საყვარელ ცოლსაც, რახელსაც სურდა, გაეგო, როგორ შეასრულებდა იეჰოვა იაკობისთვის მიცემულ დაპირებას. მაგრამ არსებობდა ერთი შეხედვით გადაულახავი დაბრკოლება. რახელი უშვილო იყო. იმ დროს ეს დიდ უბედურებად ითვლებოდა. რა დაეხმარა რახელს ემოციური და ფიზიკური ძალების მოკრებაში, რომ არ შეპუებოდა გულის გამტეხ მდგომარეობას, რომლის შეცვლაც არ შეეძლო? მას არასდროს დაუკარგავს იმედი. ის აგრძელებდა ბრძოლას და მხურვალედ ლოცულობდა. იეჰოვამ შეისმინა რახელის გულწრფელი ლოცვები და შვილებით აკურთხა. გასაგებია, რატომ წამოიძახა ერთხელ რახელმა: „გამარჯვებული გამოვედი!“ (8. რა დიდ სირთულეებს შეხვდა იოსები და რის სწავლა შეგვიძლია მისგან?
8 იაკობისა და რახელის შეუპოვრობამ, ალბათ, დიდი გავლენა მოახდინა მათ შვილზე, იოსებზე, და მას რწმენის გამოცდებთან გამკლავებაში დაეხმარა. როცა იოსები 17 წლისა იყო, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. შურით აღძრულმა ძმებმა ის მონად გაყიდეს. მოგვიანებით ის ეგვიპტეში წლების მანძილზე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული (დაბ. 37:23—28; 39:7—9, 20, 21). იოსები არც გულგატეხილობას მისცემია და არც ისე გამწარებულა, რომ შური ეძია ძმებზე, რადგან ყოველთვის ფიქრობდა იეჰოვასთან ურთიერთობაზე და მთელი გულით აფასებდა მას (ლევ. 19:18; რომ. 12:17—21). რის სწავლა შეგვიძლია იოსებისგან? მაგალითად, თუ რთული ბავშვობა გვქონდა ან ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდით, არ უნდა შევწყვიტოთ შეუპოვრად ბრძოლა. თუ ასე მოვიქცევით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვაკურთხებს (წაიკითხეთ დაბადების 39:21—23).
9. იაკობის, რახელისა და იოსების მსგავსად, რა უნდა გავაკეთოთ იეჰოვასგან კურთხევის მისაღებად?
9 დაფიქრდით, რა სირთულესთან გიწევთ ჭიდილი. შეიძლება უსამართლოდ გექცევიან, დაგცინიან ან ათვალწუნებული ხართ. ან შეიძლება შურის გამო ცრუდ გდებენ ბრალს. ნაცვლად იმისა, რომ ფარ-ხმალი დაყაროთ, გახსოვდეთ, რა დაეხმარა იაკობს, რახელსა და იოსებს, სიხარულით განეგრძოთ იეჰოვას მსახურება. ღმერთმა გააძლიერა და აკურთხა ისინი, რადგან დიდად აფასებდნენ სულიერ საკითხებს. ისინი განაგრძობდნენ ბრძოლას და ლოცვების შესაბამისად მოქმედებას. ჩვენ ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ. ამიტომ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, ჩავეჭიდოთ ჩვენს მტკიცე იმედს. მზად ხართ, ყოველი ღონე იხმაროთ, ასე ვთქვათ, იბრძოლოთ იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად?
მზად იყავით, იბრძოლოთ იეჰოვასგან კურთხევის მისაღებად!
10, 11. ა) რატომ შეიძლება მოგვიწიოს ბრძოლა ღვთისგან კურთხევის მისაღებად? ბ) რისი მეშვეობით შევძლებთ სწორი არჩევნის გაკეთებას და გულგატეხილობისა თუ სხვა სირთულეების დაძლევას?
10 რატომ შეიძლება მოგვიწიოს ბრძოლა იეჰოვასგან კურთხევის მისაღებად? ბევრს ხორციელ სისუსტეებთან უწევს ბრძოლა. სხვები დიდ ძალისხმევას ახმარენ, რომ მსახურებაზე დადებითი თვალსაზრისი შეინარჩუნონ. ზოგს შეიძლება შერყეული ჯანმრთელობა აქვს ან მარტოობის გრძნობას ებრძვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგს დიდი ბრძოლის ფასად უჯდება მწყენინებლის ან მის წინააღმდეგ შემცოდველის პატიება. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხანია ვემსახურებით იეჰოვას, ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ
ღვთის მსახურებაში ხელის შემშლელ ფაქტორებს იმაში დარწმუნებულებმა, რომ ღმერთი დაგვაჯილდოებს ერთგულებისთვის.11 უნდა ვაღიაროთ, რომ სწორი არჩევნის გაკეთება და ქრისტიანულ გზაზე სიარული შეიძლება ადვილი არ იყოს. ეს განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა ვერაგი გული საპირისპირო მიმართულებით გვეწევა (იერ. 17:9). თუ აღმოაჩენთ, რომ გარკვეულწილად ვერაგი გულის გავლენაში მოექეცით, აუცილებლად სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული. ის მოგცემთ ძალას, აკეთოთ ის, რაც სწორია და რასაც იეჰოვა აკურთხებს. იმოქმედეთ თქვენი ლოცვების თანახმად. შეეცადეთ, ყოველდღე იკითხოთ ბიბლია და რეგულარულად გამოყოთ დრო პირადი შესწავლისა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:32).
12, 13. რა დაეხმარა ორ ქრისტიანს არასწორ სურვილებთან ბრძოლაში?
12 ღვთის სიტყვა, წმინდა სული და ბიბლიური პუბლიკაციები ბევრ ქრისტიანს დაეხმარა არასწორი სურვილების დაძლევაში. 2003 წლის 8 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატიის, „როგორ დავძლიოთ არასწორი სურვილები?“, წაკითხვის შემდეგ ერთმა ახალგაზრდამ თქვა: „მეც ვებრძვი არასწორ სურვილებს და როცა ამ სტატიიდან გავიგე, რომ ბევრს უჭირს ასეთ სურვილებთან ბრძოლა, თავი მსოფლიო საძმოს წევრად ვიგრძენი. მივხვდი, რომ მარტო მე არ მაქვს ეს პრობლემა“. მას აგრეთვე დაეხმარა სტატია „ალტერნატიული ცხოვრების წესი. “, რომელიც 2003 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში დაიბეჭდა. სტატიაში მან წაიკითხა, რომ ზოგისთვის ეს ბრძოლა სხეულში ეკალივით იყო და ვიდრე ისინი განაგრძობდნენ ბრძოლას, რომ ღვთისმოსაწონად მოქცეულიყვნენ, შეეძლოთ მომავლისთვის იმედის თვალით შეეხედათ ( იწონებს მას ღმერთი?2 კორ. 12:7). ეს ახალგაზრდა ამბობს: „ამიტომ ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, რომ იმ დღესაც შევძლო ერთგულების შენარჩუნება. უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ყოველდღე გვიდგას მხარში თავისი ორგანიზაციის მეშვეობით“.
13 შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და წერს: «მინდა მადლობა გითხრათ, რომ ყოველთვის დროულად გვაძლევთ იმას, რაც გვჭირდება. ხშირად მიჩნდება ისეთი გრძნობა, რომ ეს სტატიები ჩემთვის დაიწერა. უკვე წლებია, იეჰოვასთვის საძულველ სურვილს ვებრძვი. ზოგჯერ ლამის ხელები ჩამოვყარო და ბრძოლა შევწყვიტო. ვიცი, იეჰოვა გულმოწყალე და მპატიებელი ღმერთია, მაგრამ, რადგან ეს სურვილი გულის სიღრმეში არ მძულს, ვფიქრობ, რომ არა ვარ იეჰოვას დახმარების ღირსი. ეს ხანგრძლივი ბრძოლა ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს შეეხო. როცა 2013 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ წავიკითხე სტატია „იცნობს თქვენი გული იეჰოვას?“, დავრწმუნდი, რომ იეჰოვას სურს, დამეხმაროს».
14. ა) როგორ აღწერდა პავლე საკუთარ თავთან ბრძოლას? ბ) როგორ შეგვიძლია ჩვენს ხორციელ სისუსტეებზე გამარჯვება?
14 წაიკითხეთ რომაელების 7:21—25. პავლემ თავისი გამოცდილებიდან იცოდა, რამდენად რთულია საკუთარ სურვილებსა და სისუსტეებთან ბრძოლა. თუმცა ის სრულად იყო დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებდა საკუთარ თავზე, თუ ლოცვით მიენდობოდა იეჰოვას და რწმენას გამოავლენდა ქრისტეს გამოსასყიდის მიმართ. ჩვენც შევძლებთ ხორციელ სისუსტეებზე გამარჯვებას, თუ მივბაძავთ პავლეს, რწმენას გამოვავლენთ გამოსასყიდის მიმართ და საკუთარ ძალაზე დანდობის ნაცვლად, ბოლომდე მივენდობით იეჰოვას.
15. როგორ დაგვეხმარება ლოცვა ერთგულების შენარჩუნებასა და განსაცდელების დროს მტკიცედ დგომაში?
15 ზოგჯერ შეიძლება იეჰოვამ საჭიროდ ჩათვალოს, დავანახვოთ, რამდენად გვაღელვებს ესა თუ ის საკითხი. დავუშვათ, ჩვენ (ან ჩვენი ოჯახის წევრი) სერიოზული დაავადებით ვიტანჯებით ან უსამართლოდ გვექცევიან. ამ დროს იეჰოვასადმი სრულ ნდობას ვაჩვენებთ, თუ მხურვალედ ვლოცულობთ და ვთხოვთ ძალას ერთგულების, სიხარულისა და სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად (ფილ. 4:13). როგორც პავლეს დროს, ისე ჩვენს დღეებში მცხოვრები ბევრი ქრისტიანის მაგალითიდან ჩანს, რომ ლოცვას შეუძლია, ძალა განგვიახლოს და დაგვარწმუნოს, რომ ბრძოლის გაგრძელება ღირს.
იბრძოლეთ იეჰოვასგან კურთხევის მისაღებად!
16, 17. რა გაქვთ გადაწყვეტილი?
16 ეშმაკს ძალიან გაახარებს, თუ დანებდებით და ხელებს ჩამოყრით. მტკიცედ გადაწყვიტეთ, კარგს ჩაეჭიდოთ (1 თეს. 5:21). დარწმუნებული იყავით, რომ შეძლებთ სატანის, მისი ბოროტი ქვეყნიერებისა და ცოდვილი მიდრეკილებების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებას. ამისთვის საჭიროა, გჯეროდეთ, რომ ღმერთს შეუძლია თქვენი გაძლიერება (2 კორ. 4:7—9; გალ. 6:9).
17 რაც არ უნდა მოხდეს, ნუ შეწყვეტთ ბრძოლას, ნუ დანებდებით, იყავით შეუპოვარი და განაგრძეთ წინააღმდეგობის გაწევა! დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა უხვ კურთხევას გადმოცლის თქვენზე (მალ. 3:10).