განივითარეთ თავშეკავება!
„სულის ნაყოფია . . . თავშეკავება“ (გალ. 5:22, 23).
1, 2. ა) რა მოჰყვება შედეგად თავშეუკავებლობას? ბ) რატომ არის თავშეკავების საკითხი დღეს ასე აქტუალური?
თავშეკავება ღვთისმოსაწონი თვისებაა (გალ. 5:22, 23). იეჰოვა სრულყოფილად ავლენს მას, მაგრამ ადამიანებს არასრულყოფილების გამო გვიჭირს თავის შეკავება. ხშირად სწორედ ამის გამო გვექმნება ბევრი პრობლემა. თავშეუკავებელი ადამიანი მედღეხვალიე ხდება და სკოლასა თუ სამსახურში წარმატებებს ვერ აღწევს. სიტყვიერი შეურაცხყოფა, სმა, ძალადობა, განქორწინება, არასაჭირო ვალები, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, პატიმრობა, ემოციური ტრავმა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და არასასურველი ორსულობა — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ცუდი შედეგებისა, რომლებიც თავშეუკავებლობას მოჰყვება (ფსალმ. 34:11—14).
2 აშკარაა, რომ თავშეუკავებელი ადამიანები საკუთარ თავსაც უქმნიან პრობლემებს და სხვებსაც. რაც დრო გადის, ხალხს უფრო მეტად უჭირს თავშეკავების გამოვლენა. 1940-იან წლებში ჩატარებული კვლევებიდან გამოჩნდა, რომ მაშინაც იყო თავშეკავების პრობლემა, თუმცა თანამედროვე კვლევებმა ცხადყო, რომ დღეს ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანები თავშეუკავებლები იქნებოდნენ (2 ტიმ. 3:1—3).
3. რატომ უნდა განივითარონ ქრისტიანებმა თავშეკავება?
3 რატომ უნდა განვივითაროთ თავშეკავება? არსებობს ორი დაბ. 3:6). მათ მსგავსად დღეს ბევრი იმკის თავშეუკავებლობის სავალალო შედეგებს.
საფუძვლიანი მიზეზი. პირველი, თავშეკავებულ ადამიანებს ნაკლები პრობლემები აქვთ. ისინი უფრო გაწონასწორებულები არიან, უკეთესი ურთიერთობა აქვთ სხვებთან და იმპულსური ადამიანებისგან განსხვავებით, ნაკლებად არიან მიდრეკილები ბრაზისკენ, წუხილისა და დეპრესიისკენ. მეორე, ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აუცილებელია, შეგვეძლოს ცდუნების დროს სიმტკიცის შენარჩუნება და საკუთარი ემოციების მართვა. სწორედ ეს ვერ შეძლეს ადამმა და ევამ (4. რის ცოდნა დაეხმარება მათ, ვისაც თავშეკავების გამოვლენა უჭირს?
4 არასრულყოფილ ადამიანებს არ შეუძლიათ, სრულყოფილად გამოავლინონ თავშეკავება. იეჰოვას კარგად ესმის, რა ძალისხმევის ფასად უჯდებათ თავშეკავება მის მსახურებს, ამიტომ სურს, ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლაში დაგვეხმაროს (1 მეფ. 8:46—50). როგორც გულითადი მეგობარი, ის მხარში უდგას გულწრფელ ადამიანებს, რომელთაც მისადმი მსახურება სურთ, მაგრამ ცხოვრების ზოგიერთ სფეროში დროდადრო უჭირთ თავშეკავების გამოვლენა. ქვემოთ განვიხილავთ იეჰოვას სრულყოფილ მაგალითს და ბიბლიაში მოყვანილ თავშეკავებისა თუ თავშეუკავებლობის მაგალითებს. აგრეთვე მიმოვიხილავთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც თავშეკავების განვითარებაში დაგვეხმარება.
იეჰოვას მაგალითი
5, 6. თავშეკავების რა მაგალითი მოგვცა იეჰოვამ?
5 ვინაიდან იეჰოვას ყველა ნამოქმედარი სრულყოფილია, ის თავშეკავებასაც სრულყოფილად ავლენს (კან. 32:4). მაგრამ ჩვენ არასრულყოფილები ვართ, ამიტომ მისი მაგალითის განხილვა დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ, რას ნიშნავს თავშეკავება და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას. განსაკუთრებით როდის გამოავლინა იეჰოვამ თავშეკავება?
6 დაფიქრდით, როგორ მოიქცა იეჰოვა, როცა სატანა ეურჩა. როგორ გადაჭრა მან ეს პრობლემა? ცხადია, ეშმაკის ბრალდებები ღვთის ერთგულ სულიერ ქმნილებებში აღშფოთებას, გულისწყრომასა და ამ ცილისმწამებლის მიმართ ზიზღს გამოიწვევდა. შესაძლოა, თქვენც იმავეს გრძნობთ, როცა ფიქრობთ, რამხელა ტკივილი მოუტანა სატანამ კაცობრიობას. მაგრამ იეჰოვას ნაჩქარევად არ უმოქმედია. მან ყველაფერი წინასწარ აწონ-დაწონა და პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა აირჩია. ის არ განრისხებულა და ამ საკითხს სამართლიანად მიუდგა (გამ. 34:6; იობ. 2:2—6). იეჰოვამ დაუშვა, დრო გასულიყო, „რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9).
7. რას ვსწავლობთ იეჰოვას მაგალითიდან?
7 იეჰოვას თავშეკავების მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ არ ავჩქარდეთ და წინასწარ კარგად დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით ან გავაკეთებთ. თუ გსურთ, მნიშვნელოვან საკითხებში გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ, არ უნდა აჩქარდეთ. იეჰოვას სთხოვეთ სიბრძნე, რომ სწორად მოიქცეთ და დაუფიქრებლად არ ილაპარაკოთ (ფსალმ. 141:3). ცხელ გულზე ადამიანი შეიძლება ადვილად აჰყვეს ემოციებს. ამიტომ არის, რომ ხშირად სანანებელი გვიხდება ჩვენი სიტყვები თუ საქციელი (იგავ. 14:29; 15:28; 19:2).
ღვთის მსახურთა კარგი და ცუდი მაგალითები
8. ა) სად შეგვიძლია თავშეკავების მაგალითების ნახვა? ბ) რა დაეხმარა იოსებს, არ აჰყოლოდა ცდუნებას? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)
8 რომელი ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს თავშეკავების აუცილებლობა? ალბათ, არაერთი ბიბლიური პერსონაჟი გახსენდებათ, დაბ. 39:6, 9; წაიკითხეთ იგავების 1:10).
რომლებმაც ცდუნების დროს თავშეკავება გამოავლინეს. ერთ-ერთი მათგანია იაკობის ვაჟი იოსები. როცა ის ფარაონის მცველთა უფროსის, ფოტიფარის სახლში მსახურობდა, მისი ბატონის ცოლმა თვალი დაადგა, რადგან „ტანად და თვალად მშვენიერი კაცი“ იყო. ქალი ყოველდღე ელაპარაკებოდა იოსებს, რომ მასთან დაწოლილიყო. რა დაეხმარა მას, არ აჰყოლოდა ცდუნებას? ცხადია, ის წინასწარ იფიქრებდა უზნეო საქციელის შედეგებზე. როცა ქალი ძალით შეეცადა მის დაყოლიებას, იოსები გაიქცა. მან თქვა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (9. როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ ცდუნებებთან გასამკლავებლად?
9 რას ვსწავლობთ იოსების მაგალითიდან? პირველი, ღვთის კანონები რომ არ დავარღვიოთ, უნდა გავექცეთ ცდუნებას. იეჰოვას მოწმეთაგან ზოგი წარსულში გადამეტებულად ჭამდა, ლოთობდა, სიგარეტს ეწეოდა, ნარკოტიკებს იღებდა და უზნეობას ჩადიოდა. მათ შეიძლება მონათვლის შემდეგაც კი ჰქონდეთ ცდუნება, რომ ძველ საქმეებს დაუბრუნდნენ. თუ თქვენც დადგებით ღვთის კანონის დარღვევის ცდუნების წინაშე, ნუ აჩქარდებით! იფიქრეთ იმ სულიერ ზიანზე, რასაც თავშეუკავებლობა და არასწორი სურვილების აყოლა მოგიტანთ. შეეცადეთ, წინასწარ განსაზღვროთ, რა სიტუაციებში შეიძლება აღმოჩნდეთ ცდუნების წინაშე და როგორ შეძლებთ ამ სიტუაციების თავიდან არიდებას (ფსალმ. 26:4, 5; იგავ. 22:3). თუ ოდესმე ასეთი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე და თავშეკავება, რომ გაუმკლავდეთ მას.
10, 11. ა) რა ზეწოლას განიცდიან ახალგაზრდები სკოლაში? ბ) რა დაეხმარება ქრისტიან ახალგაზრდებს, გაუძლონ ცდუნებას?
10 იოსების მდგომარეობაში დღეს ბევრი ქრისტიანი ახალგაზრდაა. მაგალითად, კიმის კლასელების უმეტესობა სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდა. უქმეების შემდეგ ისინი ხშირად ტრაბახობდნენ, რომ სექსი ჰქონდათ. კიმს კი არაფერი ჰქონდა მოსაყოლი. ის ამბობს, რომ ზოგჯერ თავს გარიყულად და მარტოსულად გრძნობდა; თანატოლები კი სულელად თვლიდნენ, რომ არავის ხვდებოდა. თუმცა კიმს კარგად ესმოდა, რომ ახალგაზრდებისთვის სექსი დიდი ცდუნება იყო (2 ტიმ. 2:22). კლასელები ხშირად ეკითხებოდნენ, ისევ ქალიშვილი იყო თუ არა. ის ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას და უხსნიდა მათ, რატომ ინარჩუნებდა უმწიკვლობას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით, რომლებიც ასეთ ზეწოლას უძლებენ, და იეჰოვაც ამაყობს მათით!
11 ბიბლიაში ჩაწერილია არაერთი ადამიანის შემთხვევა, რომლებმაც თავშეუკავებლობა გამოავლინეს და უზნეობა ჩაიდინეს. მასში აგრეთვე საუბარია იმ ცუდ შედეგებზე, რომლებიც ასეთ თავშეუკავებელ საქციელს შეიძლება მოჰყვეს. კარგი იქნება, თუ ახალგაზრდები დაფიქრდებიან იგავების მე-7 თავში მოხსენიებული უგუნური ახალგაზრდის მაგალითზე, აგრეთვე ამნონის საქციელზე და იმ სავალალო შედეგებზე, რაც მის ქმედებას მოჰყვა (2 სამ. 13:1, 2, 10—15, 28—32). მშობლებს შეუძლიათ ოჯახური თაყვანისცემის დროს განიხილონ ზემოხსენებული ბიბლიური მაგალითები, რათა ასწავლონ შვილებს, როგორ გამოავლინონ თავშეკავება და გონიერება რომანტიკული ურთიერთობის დროს.
12. ა) როგორ შეიკავა თავი იოსებმა ძმების წინაშე ემოციების გამოხატვისგან? ბ) როდის გვმართებს საკუთარი გრძნობების გაკონტროლება?
12 იოსებმა სხვა დროსაც გამოავლინა თავშეკავება. ეგვიპტეში საკვების საყიდლად ჩასულ ძმებს მან არ გაუმხილა თავისი ვინაობა, რათა გაეგო, რა ჰქონდათ გულში. როცა იგრძნო, რომ თავს ვეღარ იკავებდა, სხვა ოთახში გავიდა და ატირდა (დაბ. 43:30, 31). თუ თანაქრისტიანი ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანი გულს გტკენთ, იოსების მსგავსად თავშეკავების გამოვლენა დაგეხმარებათ, ემოციებს არ აჰყვეთ (იგავ. 16:32; 17:27). საკუთარი გრძნობების გაკონტროლება ოჯახის გარიცხულ წევრთან ურთიერთობის დროსაც გმართებთ, რათა არ იქონიოთ ურთიერთობა მასთან, თუ ეს აუცილებელი არ იქნება. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციებში ადვილი არ არის თავშეკავება. თუმცა ეს გაგვიადვილდება, თუ გავაცნობიერებთ, რომ ასეთი საქციელით ღმერთს ვბაძავთ და მის მითითებებს მივყვებით.
13. რას ვსწავლობთ მეფე დავითის შემთხვევიდან?
13 დავფიქრდეთ მეფე დავითის შემთხვევაზე. მას დიდი ძალაუფლება ჰქონდა, თუმცა არ გამოუყენებია ის საულსა და შიმეიზე შურის საძიებლად (1 სამ. 26:9—11; 2 სამ. 16:5—10). მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დავითი ყოველთვის ავლენდა თავშეკავებას. ამას ცხადყოფს ბათ-შებასთან ჩადენილი ცოდვა და ნაბალის სიძუნწეზე მისი პირველი რეაქცია (1 სამ. 25:10—13; 2 სამ. 11:2—4). ამის მიუხედავად, დავითისგან მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია. პირველი, მათ, ვისაც ღვთის ხალხს შორის ხელმძღვანელობა აკისრია, განსაკუთრებით მართებთ თავშეკავება, რომ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენონ. მეორე, ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა ვიყოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცდუნებას არასდროს ავყვებით (1 კორ. 10:12).
რის გაკეთება შეგიძლიათ
14. რა შეემთხვა ერთ ძმას და რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთ დროს თავშეკავების გამოვლენა?
14 რა უნდა გააკეთოთ, რომ თავშეკავება გამოიმუშაოთ? განვიხილოთ რეალური შემთხვევა. ერთხელ მგზავრობის დროს ლუიჯის მანქანას უკნიდან მანქანა დაეჯახა. იმის მაგივრად, რომ ეღიარებინა თავისი ბრალეულობა, მძღოლი შეურაცხყოფაზე გადავიდა და ლუიჯის ჩხუბი დაუწყო. ლუიჯიმ გულში ილოცა და იეჰოვას სთხოვა, სიმშვიდის შენარჩუნებაში დახმარებოდა, შემდეგ იმ მძღოლის დამშვიდებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ამის მიუხედავად, ლუიჯის სიმშვიდე არ დაუკარგავს. მან მანქანის ნომერი ჩაიწერა და წავიდა. ერთი კვირის შემდეგ ლუიჯი ერთ ქალთან განმეორებით მონახულებაზე მივიდა. აღმოჩნდა, რომ ის კაცი ამ ქალის ქმარი იყო! მამაკაცს შერცხვა და მოიბოდიშა თავისი საქციელის გამო. მან შესთავაზა ლუიჯის, რომ სადაზღვევო კომპანიაში დარეკავდა საქმის დასაჩქარებლად. ის ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობაში ჩაება და ძალიან მოეწონა მოსმენილი. ლუიჯი მიხვდა, რა კარგი იყო, რომ ავარიის დროს სიმშვიდე შეინარჩუნა და მდგომარეობიდან არ გამოვიდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:3, 4).
15, 16. როგორ დაგეხმარებათ ბიბლიის გამოკვლევა თქვენ და თქვენს ოჯახს თავშეკავების განვითარებაში?
15 ბიბლიის გულმოდგინედ კვლევა ქრისტიანებს თავშეკავების განვითარებაში დაეხმარება. გაიხსენეთ, რა უთხრა ღმერთმა იესო ნავეს ძეს: „არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი, იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად“ (იეს. 1:8). როგორ დაგეხმარებათ ბიბლიის კვლევა თავშეკავების განვითარებაში?
16 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიბლიაში არაერთი მაგალითია ჩაწერილი, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს ჩვენი საქციელის დადებით და უარყოფით მხარეებს. იეჰოვამ ეს შემთხვევები მიზანმიმართულად ჩააწერინა თავის სიტყვაში (რომ. 15:4). ამიტომ გონივრული იქნება, თუ წაიკითხავთ, გამოიკვლევთ და იფიქრებთ მათზე! შეეცადეთ დაინახოთ, როგორ გეხებათ ისინი თქვენ ან თქვენს ოჯახს. სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ, რომ ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოთ. თუ აღმოაჩენთ, რომ ზოგჯერ გიჭირთ თავშეკავების გამოვლენა, თვალს ნუ დახუჭავთ. ილოცეთ და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესდეთ (იაკ. 1:5). ჩვენს პუბლიკაციებში აუცილებლად იპოვით სასარგებლო რჩევებს, რომლებიც თავშეკავების გამოვლენაში დაგეხმარებათ.
17. როგორ შეუძლიათ მშობლებს, თავშეკავება ასწავლონ შვილებს?
17 როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს თავშეკავების განვითარებაში? მშობლებს ესმით, რომ ბავშვებს უჭირთ თავშეკავების გამოვლენა. ამიტომ თავად უნდა მისცენ ამ მხრივ კარგი მაგალითი, ისევე როგორც სხვა თვისებების განვითარების შემთხვევაში (ეფეს. 6:4). თუ ამჩნევთ, რომ თქვენს შვილს უჭირს ემოციების გაკონტროლება, დაფიქრდით, თავად რა მაგალითს აძლევთ. თუ რეგულარულად მიიღებთ მონაწილეობას მსახურებაში, დაესწრებით კრების შეხვედრებს და ჩაატარებთ ოჯახურ თაყვანისცემას, კარგ მაგალითს მისცემთ მათ. ნუ შეუსრულებთ ბავშვს ყველა კაპრიზს! იეჰოვამ ადამსა და ევასაც დაუწესა გარკვეული შეზღუდვები, რათა თავშეკავება გამოევლინათ და ეღიარებინათ მისი უფლებამოსილება. მსგავსად, როცა მშობლები აღმზრდელობით ზომებს იღებენ და შვილებს კარგ მაგალითს აძლევენ, მათ თავშეკავების განვითარებაში ეხმარებიან. ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მშობლებმა შვილებს ასწავლონ, ღვთის სიყვარული, მისადმი მორჩილება და მისი მაღალზნეობრივი ნორმების დაცვაა (წაიკითხეთ იგავების 1:5, 7, 8).
18. რატომ უნდა აირჩიოთ მეგობრები გონივრულად?
18 მნიშვნელობა არა აქვს, მშობლები ხართ თუ არა, მეგობრების გონივრულად შერჩევა ყველას სჭირდება. იქონიეთ ურთიერთობა მათთან, ვინც პრობლემებს კი არ შეგიქმნით, არამედ ღირებული მიზნებისკენ წაგახალისებთ (იგავ. 13:20). სულიერად მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობა დადებით გავლენას მოახდენს თქვენზე და აღგძრავთ, მათსავით გამოავლინოთ თავშეკავება. გარდა ამისა, კარგი საქციელით თქვენც კარგ მაგალითს მისცემთ მეგობრებს. ამგვარად, თუ თავშეკავებას გამოავლენთ, ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებთ და სხვებთან კარგი ურთიერთობით გაიხარებთ.