მიჰბაძეთ იეჰოვას თანაგრძნობის გამოვლენაში
„იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია“ (გამ. 34:6).
1. როგორ გაუმჟღავნა იეჰოვამ თავი მოსეს და რატომ არის ეს აღსანიშნავი?
ერთხელ ღმერთმა მოსეს თავისი სახელი გაუცხადა და უთხრა, რომ „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთი“ იყო (წაიკითხეთ გამოსვლის 34:5—7). ეს თვისებები ხაზს უსვამს იმას, რომ იეჰოვა თანამგრძნობია. მას შეეძლო, თავის ძალაზე ან სიბრძნეზე გაემახვილებინა ყურადღება, მაგრამ მოსეს მის მხარდაჭერაში დარწმუნება სჭირდებოდა. ამიტომ ღმერთმა უპირველესად ისეთი თვისებები მოიხსენია, რომლებითაც დაანახვა, რომ ის ყოველთვის მზად არის თავისი მსახურების დასახმარებლად (გამ. 33:13). განა გულს არ გვითბობს ის, რომ ღმერთმა თავის თვისებებს შორის თანაგრძნობას გაუსვა ხაზი?! ამ სტატიაში სწორედ ამ თვისებაზე ვისაუბრებთ, რომელიც აღგვძრავს, გულთან ახლოს მივიტანოთ სხვისი გასაჭირი და შევუმსუბუქოთ მათ ტვირთი.
2, 3. ა) რა ცხადყოფს, რომ თანაგრძნობის უნარი ყველა ადამიანს აქვს? ბ) რატომ უნდა გვაინტერესებდეს ბიბლიის თვალსაზრისი თანაგრძნობაზე?
2 ვინაიდან ადამიანები ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილნი და თანაგრძნობა ღვთის ბუნების განუყოფელი ნაწილია, ეს თვისება ყველა ადამიანს აქვს. თანაგრძნობას ხშირად ისინიც ავლენენ, დაბ. 1:27). ბიბლიაში თანაგრძნობის გამოვლენის არაერთი მაგალითია ჩაწერილი. გავიხსენოთ ორი მეძავის შემთხვევა. ისინი სოლომონის წინაშე წარდგნენ იმის გასარკვევად, თუ რომელი იყო ბავშვის ნამდვილი დედა. როცა სოლომონმა მათ გამოსაცდელად ბავშვის შუაზე გაჭრა ბრძანა, ნამდვილ დედას „გულ-ღვიძლი დაეწვა შვილის გამო“. ის მზად იყო, ბავშვი სხვა ქალისთვის დაეთმო, ოღონდ არაფერი დაეშავებინათ მისთვის (1 მეფ. 3:23—27). დავფიქრდეთ ფარაონის ქალიშვილის შემთხვევაზეც, რომელმაც პატარა მოსე სიკვდილს გადაარჩინა. ის მიხვდა, რომ ბავშვი ებრაელი იყო და არ უნდა გადაერჩინა, მაგრამ „შეებრალა იგი“ და გადაწყვიტა, საკუთარი შვილივით აღეზარდა (გამ. 2:5, 6).
ვინც არ იცნობს ჭეშმარიტ ღმერთს (3 რატომ არის საჭირო, მეტი გავიგოთ ამ თვისების შესახებ? იმიტომ რომ ბიბლია მოგვიწოდებს, მივბაძოთ იეჰოვას (ეფეს. 5:1). მართალია, ღმერთმა ჩვენში ჩადო თანაგრძნობის უნარი, მაგრამ არასრულყოფილების გამო, რომელიც ადამისგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ეგოიზმისკენ ვართ მიდრეკილი. ზოგჯერ შეიძლება ადვილი არ იყოს იმის გადაწყვეტა, სხვებს დავეხმაროთ თუ საკუთარ თავზე ვიზრუნოთ. ზოგს დღემდე უჭირს ოქროს შუალედის პოვნა. რა დაგეხმარებათ, რომ უფრო ყურადღებიანები გახდეთ სხვების მიმართ? თავდაპირველად გამოიკვლიეთ, როგორ ავლენს იეჰოვა თანაგრძნობას და როგორ გამოავლინეს ეს თვისება მისმა მსახურებმა. შემდეგ დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ღმერთს და რა კარგ შედეგებს მოგიტანთ ეს.
იეჰოვა — თანაგრძნობის სრულყოფილი მაგალითი
4. ა) რატომ გაგზავნა იეჰოვამ ანგელოზები სოდომში? ბ) რას ვსწავლობთ ლოტისა და მისი ოჯახის შემთხვევიდან?
4 ბიბლიაში იეჰოვას თანაგრძნობის ბევრი მაგალითია ჩაწერილი. დაფიქრდით, რა გააკეთა იეჰოვამ ლოტისთვის. ამ მართალ კაცს ძალიან აწუხებდა სოდომსა და გომორაში მცხოვრები ხალხის თავაშვებული საქციელი. ღმერთმა გადაწყვიტა, გაენადგურებინა ეს უზნეო ხალხი (2 პეტ. 2:7, 8). მან ლოტის გადასარჩენად ანგელოზები გაგზავნა, რომლებიც არწმუნებდნენ მას და მის ოჯახს, რომ გაქცეულიყვნენ გასანადგურებლად განწირული ქალაქიდან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა აყოვნებდა იგი, იმ კაცებმა [ანგელოზებმა] ჩაჰკიდეს ხელი მას, მის ცოლს, მის ორივე ქალიშვილს იეჰოვას გულმოწყალების გამო და ქალაქიდან გაიყვანეს“ (დაბ. 19:16). ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ იეჰოვას კარგად ესმის, რა რთულ მდგომარეობაში არიან ზოგჯერ მისი მსახურები (ეს. 63:7—9; იაკ. 5:11; 2 პეტ. 2:9).
5. რას ვსწავლობთ 1 იოანეს 3:17-დან თანაგრძნობის შესახებ?
5 იეჰოვა არა მხოლოდ თავად ავლენდა თანაგრძნობას, არამედ თავის მსახურებსაც ასწავლიდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ თვისების გამოვლენა. განვიხილოთ ისრაელისთვის მიცემული კანონი გირაოს შესახებ (წაიკითხეთ გამოსვლის 22:26, 27). გულქვა მევალეს შეიძლებოდა მოვალისთვის გირაოდ ტანსაცმელი გამოერთმია და ღამე სიცივეში ტანსაცმლის გარეშე დაეტოვებინა. ამიტომ იეჰოვა ასწავლიდა თავის ხალხს, რომ უგულოდ არ მოქცეულიყვნენ და თანაგრძნობა გამოევლინათ. ამ კანონში ჩადებულმა პრინციპმა ჩვენც უნდა აღგვძრას მოქმედებისკენ. ჩვენ არ გვინდა და-ძმები, ასე ვთქვათ, სიცივეში დავტოვოთ მაშინ, როცა შეგვიძლია გასაჭირში მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ (კოლ. 3:12; იაკ. 2:15, 16; წაიკითხეთ 1 იოანეს 3:17).
6. რატომ ავლენდა იეჰოვა თანაგრძნობას ისრაელი ერის მიმართ და რას ვსწავლობთ აქედან?
6 იეჰოვა ისრაელების მიმართ თანაგრძნობას მაშინაც ავლენდა, როცა სცოდავდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა, მათი მამა-პაპის ღმერთი, გამუდმებით უგზავნიდა მათ თავის მაცნეებს და 2 მატ. 36:15). განა მსგავსად არ უნდა თანავუგრძნოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება მოინანიონ ცოდვები და ღვთის კეთილგანწყობა დაიმსახურონ?! იეჰოვას არ სურს, რომ მოახლოებული გასამართლების დღეს ვინმე დაიღუპოს (2 პეტ. 3:9). ასე რომ, კვლავაც გადავცეთ ხალხს გამაფრთხილებელი ცნობა და მივცეთ მათ შესაძლებლობა, ღვთის თანაგრძნობით ისარგებლონ, სანამ ღმერთი ბოროტებზე თავის განაჩენს აღასრულებს.
აფრთხილებდა მათი პირით, რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი და თავისი სამყოფელი“ (7, 8. რატომ ფიქრობს ერთი ოჯახი, რომ იეჰოვამ მათ მიმართ თანაგრძნობა გამოავლინა?
7 არაერთი შემთხვევა ამტკიცებს, რომ იეჰოვა დღესაც ავლენს თანაგრძნობას თავისი მსახურების მიმართ. აი რა შეემთხვა 12 წლის ბიჭის ოჯახს, რომელსაც პირობითად მაიკლს დავარქმევთ. 1990-იანი წლების დასაწყისში, ეთნიკური დაპირისპირების პერიოდში, მაიკლი მშობლებთან, ძმასთან და რამდენიმე იეჰოვას მოწმესთან ერთად ბოსნიიდან სერბეთში მიემგზავრებოდა. ისინი კონგრესზე მიდიოდნენ, სადაც მისი მშობლები მონათვლას აპირებდნენ. მაგრამ მათი ეროვნების გამო მესაზღვრეებმა მთელი ოჯახი ავტობუსიდან ჩამოიყვანეს, სხვებს კი გზის გაგრძელების ნება დართეს. ორი დღის შემდეგ ერთ-ერთი მესაზღვრე რაციით დაუკავშირდა უფროსს და ჰკითხა, როგორ მოქცეოდნენ ამ ოჯახს. მაიკლის ოჯახმა საკუთარი ყურით მოისმინა უფროსის სიტყვები: „გაიყვანეთ და დახვრიტეთ!“.
8 ოფიცერი ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ მაიკლის ოჯახს ორი უცნობი მიუახლოვდა და თავი იეჰოვას მოწმედ გააცნო. მოწმეებმა მათი ამბავი ავტობუსში დარჩენილი ძმებისგან შეიტყვეს. მათ მაიკლსა და მის ძმას უთხრეს, მანქანაში ჩამსხდარიყვნენ. ისინი მათ საზღვარზე გადაიყვანდნენ, რადგან ბავშვების საბუთებს არავინ ამოწმებდა. შემდეგ მშობლებს უთხრეს, სასაზღვრო გამშვები პუნქტისთვის უკნიდან შემოევლოთ და მეორე მხარეს დალოდებოდნენ. შეშინებულმა მაიკლმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა. მშობლებსაც ეშინოდათ, რომ ასე ადვილად არ გაუშვებდნენ. მაგრამ მათ ისე შემოუარეს გამშვებ პუნქტს, რომ მესაზღვრეებმა ვერც კი შენიშნეს! ისინი შვილებს საზღვრის მეორე მხარეს შეხვდნენ და მაინც წავიდნენ კონგრესზე. ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ იეჰოვამ შეისმინა მათი ლოცვა-ვედრება. თუმცა ბიბლიიდან ვიცით, რომ იეჰოვა ყოველთვის პირდაპირი გაგებით არ იცავდა თავის მსახურებს (საქ. 7:58—60). მაიკლს ისეთი გრძნობა დარჩა, რომ მათ გადასარჩენად იეჰოვამ თითქოს დააბრმავა მესაზღვრეები (ფსალმ. 97:10).
9. რა გრძნობა დაეუფლა იესოს იმ ხალხის მიმართ, რომლებიც მას გაჰყვნენ და როგორ მოიქცა ის? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)
9 ჩვენ იესოსგანაც ვსწავლობთ. მან თანაუგრძნო მასთან მისულ ხალხს, რომლებიც „უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ და ბევრი რამე ასწავლა მათ (მათ. 9:36; წაიკითხეთ მარკოზის 6:34). როგორ განსხვავდებოდა იესო გულქვა ფარისევლებისგან, რომელთაც უბრალო ხალხის დახმარების არანაირი სურვილი არ ჰქონდათ! (მათ. 12:9—14; 23:4; იოან. 7:49). განა არ გსურთ, მიჰბაძოთ იესოს და დაეხმაროთ სულიერს მოწყურებულ ადამიანებს?!
10, 11. ყოველთვის მართებულია თანაგრძნობის გამოვლენა? ახსენით.
10 თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანაგრძნობის გამოვლენა ყოველთვის მართებულია. ზემოხსენებულ შემთხვევებში ღვთის თანაგრძნობა გამართლებული იყო. მაგრამ მეფე საულს ვითომდა თანაგრძნობის გამოვლენა იეჰოვამ ურჩობაში ჩაუთვალა, რადგან მან დაინდო იეჰოვას ხალხის მტერი, ამალეკის მეფე აგაგი და ამალეკელთა საუკეთესო საქონელი. შედეგად, იეჰოვამ უარყო საული როგორც ისრაელის მეფე 1 სამ. 15:3, 9, 15). ჩვენგან განსხვავებით, სამართლიანი მსაჯული იეჰოვა გულებს კითხულობს და იცის, როდის არის საჭირო თანაგრძნობის გამოვლენა და როდის არა (გოდ. 2:17; ეზეკ. 5:11). მალე იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ურჩ ადამიანებზე (2 თეს. 1:6—10). მაშინ ის აღარ თანაუგრძნობს მათ, ვისაც ბოროტად ჩათვლის. მეტიც, მათი განადგურებით ღმერთი თანაგრძნობას გამოავლენს მართლების მიმართ, რომელთაც იხსნის.
(11 ცხადია, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ვინ დაიღუპება და ვინ გადარჩება. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ხალხის დასახმარებლად. როგორ შეგვიძლია საქმეებით გამოვხატოთ სხვებისადმი თანაგრძნობა? განვიხილოთ ამის რამდენიმე მხარე.
როდის უნდა გამოვავლინოთ თანაგრძნობა
12. როგორ შეგიძლიათ სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა?
12 დაეხმარეთ სხვებს ყოველდღიურ საქმეებში. თანაქრისტიანებისა და სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა აუცილებელი მოთხოვნაა მათთვის, ვინც იესოს მიბაძვას ცდილობს (იოან. 13:34, 35; 1 პეტ. 3:8). სიტყვა „თანაგრძნობის“ ერთ-ერთი მნიშვნელობაა, იტანჯო სხვასთან ერთად. თანამგრძნობი ადამიანი აღძრულია, დაეხმაროს გასაჭირში მყოფს და ამგვარად შეუმსუბუქოს ტკივილი. ამიტომ ეძებეთ სხვების დახმარების შესაძლებლობები! მაგალითად, დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა ვინმეს სახლის საქმეებში დაეხმაროთ ან სადმე გაეგზავნოთ (მათ. 7:12).
13. როგორ იქცევიან იეჰოვას მოწმეები სტიქიური უბედურებების დროს?
13 დაეხმარეთ სხვებს სტიქიური უბედურებების დროს. სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა მდგომარეობამ ბევრი თანაგრძნობის გამოვლენისკენ აღძრა. ყველასთვის ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეები ერთ-ერთი პირველები უწვდიან დაზარალებულებს დახმარების ხელს (1 პეტ. 2:17). ერთი იაპონელი და, რომელიც 2011 წელს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალდა, ამბობს, რომ ძალიან გაამხნევა და ანუგეშა როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოხალისეების დანახვამ. და-ძმები სტიქიის ზონაში დაზიანებული შენობების აღსადგენად ჩავიდნენ. ეს და წერს: „ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ იეჰოვასთვის და თანაქრისტიანებისთვის სულერთი არ ვიყავით. სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ მთელ მსოფლიოში მცხოვრები და-ძმები ჩვენთვის ლოცულობდნენ“.
14. როგორ შეგიძლიათ ხანდაზმულებისა და ავადმყოფების დახმარება?
14 დაეხმარეთ ხანდაზმულებსა და ავადმყოფებს. როცა ვხედავთ, რა საშინელი შედეგები მოაქვს ადამის მიერ ჩადენილ ცოდვას, აღძრულები ვართ, თანავუგრძნოთ სხვებს. მთელი გულით ველით იმ დროს, როდესაც ავადმყოფობა და სიბერე სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს. ამიტომაც ვლოცულობთ, რომ მოვიდეს ღვთის სამეფო. მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სხვების დასახმარებლად. ერთმა მწერალმა, რომლის ხანდაზმულ დედასაც ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, გაიხსენა, რომ ერთხელ, როცა დედამისი თავისი დასვრილი ტანსაცმლის გაწმენდას ცდილობდა, კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. კართან ორი იეჰოვას მოწმე იდგა, რომლებიც რეგულარულად აკითხავდნენ დედამისს. დებმა ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. ქალს ერიდებოდა, მაგრამ დათანხმდა დახმარებაზე. მოწმეებმა ტანსაცმელი გაუწმინდეს, ჩაი მოუმზადეს და ცოტა ხნით დარჩნენ სასაუბროდ. მადლიერების ნიშნად მწერალმა თქვა: „ქედს ვიხრი ამ ხალხის წინაშე. რასაც სხვებს ასწავლიან, თავადაც ისე იქცევიან“. აღგძრავთ თანაგრძნობა, რომ ყველაფერი გააკეთოთ ავადმყოფებისა და ხანდაზმულებისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად? (ფილ. 2:3, 4).
15. რის შესაძლებლობას გვაძლევს სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობა?
15 დაეხმარეთ ხალხს სულიერად. როცა ვხედავთ, რამხელა პრობლემებთან და საწუხართან უწევს ხალხს გამკლავება, სურვილი გვიჩნდება, მათ სულიერი დახმარება აღმოვუჩინოთ. ამის საუკეთესო საშუალება მათთვის ღვთის გაცნობა და მისი სამეფოს შესახებ ქადაგებაა. გარდა ამისა, მათ შეგვიძლია დავანახვოთ, რა სიკეთე მოაქვს ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრებას (ეს. 48:17, 18). შეგიძლიათ მეტი დრო დაუთმოთ ქადაგებას, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, პატივი მიაგოთ იეჰოვას და თანაგრძნობა გამოხატოთ სხვების მიმართ? (1 ტიმ. 2:3, 4).
სხვებისადმი თანაგრძნობა თქვენზეც დადებითად იმოქმედებს!
16. რატომ მოქმედებს ადამიანზე დადებითად სხვებისადმი თანაგრძნობის გამოვლენა?
16 ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თანაგრძნობის გამოვლენა დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, განწყობასა და სხვებთან ურთიერთობაზე. თუ სხვებს ტანჯვას შეუმსუბუქებთ, თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ, უფრო ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი, ნაკლებად დაგეუფლებათ მარტოობის გრძნობა და ნაკლებად მოგეძალებათ უარყოფითი აზრები. ასე რომ, თანაგრძნობის გამოვლენა თქვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება (ეფეს. 4:31, 32). იმ ქრისტიანებს, რომლებიც სიყვარულით ცდილობენ სხვების დახმარებას, სუფთა სინდისი აქვთ, რადგან ესმით, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად მოქმედებენ. თანაგრძნობა გვეხმარება, ვიყოთ უფრო მზრუნველი მშობლები, უკეთესი მეუღლეები და მეგობრები. თანამგრძნობ ადამიანს სხვებიც გვერდში უდგანან გასაჭირში (წაიკითხეთ მათეს 5:7; ლუკას 6:38).
17. რატომ გსურთ, იყოთ თანამგრძნობი?
17 თანაგრძნობას მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ვავლენდეთ, რომ ეს ჩვენზე სასიკეთოდ მოქმედებს, არამედ იმიტომ, რომ გვსურს, მივბაძოთ ჩვენს მოსიყვარულე და თანამგრძნობ ღმერთს, იეჰოვას, და ამგვარად განვადიდოთ იგი (იგავ. 14:31). ის ამ მხრივ უბადლო მაგალითს გვაძლევს. მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მივბაძოთ ღმერთს თანაგრძნობის გამოვლენაში, რითაც ხელს შევუწყობთ როგორც და-ძმებთან, ისე სხვებთან თბილ და კარგ ურთიერთობას! (გალ. 6:10; 1 იოან. 4:16).