„ღვთის სიტყვა არის . . . მოქმედი“
„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრ. 4:12).
1. რატომ არ გვეპარება ეჭვი, რომ ღვთის სიტყვა მოქმედია? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ჩვენ, იეჰოვას მსახურებს, ეჭვი არ გვეპარება, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“ (ებრ. 4:12). ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ბიბლია ცვლის ადამიანთა ცხოვრებას. ჩვენი და-ძმებიდან ზოგი ადრე ქურდობდა, ნარკოტიკებს იღებდა ან უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. ზოგმა ამ ქვეყნიერებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, თუმცა გრძნობდნენ, რომ რაღაც აკლდათ (ეკლ. 2:3—11). არაერთი შემთხვევა ადასტურებს, რომ უიმედო მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა ღვთის სიტყვის ძალით ცხოვრების აზრი იპოვეს. შეიძლება ძალიან მოგწონთ იმ ბიოგრაფიების კითხვა, რომლებიც იბეჭდება „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“. ამ ისტორიების კითხვისას, ალბათ, შენიშნეთ, რომ ბიბლიამ მონათვლის შემდეგაც დიდი როლი ითამაშა მათ სულიერ წინსვლაში.
2. როგორ მოქმედებდა ღვთის სიტყვა პირველი საუკუნის ქრისტიანებზე?
2 თანამედროვე მაგალითებიდან ჩანს, რომ ღვთის სიტყვის დახმარებით ბევრმა ძირეული ცვლილებები მოახდინა. როცა მათ ისტორიებს ვკითხულობთ, პირველ საუკუნეში მცხოვრები ცხებული ქრისტიანები გვახსენდება (წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9—11). მათზე საუბრის შემდეგ, რომლებიც ვერ დაიმკვიდრებდნენ ღვთის სამეფოს, მოციქულმა პავლემ თქვა: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“. თუმცა მათ ღვთის სიტყვისა და წმინდა სულის დახმარებით შეიცვალეს ცხოვრების წესი. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ჭეშმარიტების გაგების შემდეგ სერიოზული ცოდვები ჩაიდინეს. ბიბლია მოგვითხრობს ერთი ცხებული ქრისტიანის შესახებ, რომელიც კრებიდან გაირიცხა, თუმცა მოგვიანებით დაუბრუნდა კრებას (1 კორ. 5:1—5; 2 კორ. 2:5—8). განა არ გვამხნევებს იმ და-ძმებზე ფიქრი, რომლებმაც ღვთის სიტყვის დახმარებით არაერთი სირთულე გადალახეს?!
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ვინაიდან ღვთის მიერ ბოძებულ სიტყვას, ბიბლიას, ასეთი დიდი ძალა აქვს, გვინდა, ის საუკეთესოდ გამოვიყენოთ (2 ტიმ. 2:15). ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია მივცეთ ღვთის სიტყვას საშუალება, იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე და სხვებზე როგორც მსახურების, ისე სცენიდან სწავლების დროს. ეს შეხსენებები დაგვეხმარება, სიყვარული და მადლიერება გამოვხატოთ ზეციერი მამის მიმართ, რომელიც ჩვენ სასიკეთოდ გვასწავლის (ეს. 48:17).
მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე
4. ა) რა არის საჭირო, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენზე იმოქმედოს? ბ) დღის რომელ მონაკვეთში კითხულობთ ბიბლიას?
4 თუ გვსურს, ღვთის სიტყვამ ჩვენზე იმოქმედოს, ის რეგულარულად, შეძლებისდაგვარად ყოველდღე უნდა ვიკითხოთ (იეს. 1:8). ცხადია, ყველას გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, თუმცა არაფერს უნდა დავრთოთ ნება, მათ შორის მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებსაც კი, რომ ხელი შეგვიშალოს ბიბლიის კითხვაში (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16). ბევრი ღვთის მსახური დღის სხვადასხვა მონაკვეთში კითხულობს ბიბლიას. ზოგი დილით ადრე ამჯობინებს წაკითხვას, ზოგი — საღამოს, ზოგიც — დღის განმავლობაში. ისინი იმავეს გრძნობენ, რასაც ფსალმუნმომღერალი: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმ. 119:97).
5, 6. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი წაკითხულზე ფიქრი? ბ) რას მოიცავს წაკითხულზე ფიქრი? გ) პირადად როგორ დაგეხმარათ ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი?
5 მაგრამ მარტო წაკითხვა საკმარისი არ არის; საჭიროა, ვიფიქროთ წაკითხულზე (ფსალმ. 1:1—3). მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ბიბლიური სიბრძნის ცხოვრებაში გამოყენებას. არა აქვს მნიშვნელობა, ბიბლიას ფურცელზე ვკითხულობთ თუ ელექტრონულ მოწყობილობაში, ის გულში უნდა ჩავიბეჭდოთ.
6 რას მოიცავს წაკითხულზე ფიქრი? ბევრი გარკვეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ ჩერდება და საკუთარ თავს უსვამს კითხვებს: რას ვიგებ იეჰოვას შესახებ? როგორ ვიყენებ ბიბლიის ამ მონაკვეთში მოცემულ პრინციპებს და რაში მჭირდება გაუმჯობესება? როცა ვლოცულობთ და 2 კორ. 10:4, 5).
ვფიქრობთ წაკითხულზე, უფრო მეტად ვართ აღძრული, ნასწავლის თანახმად ვიცხოვროთ. ამგვარად, ღვთის სიტყვას საშუალებას ვაძლევთ, იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე (მოქმედებს სხვებზე მსახურების დროს
7. როგორ შეგვიძლია მსახურების დროს საუკეთესოდ გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა?
7 რა დაგვეხმარება, რომ ღვთის სიტყვა საუკეთესოდ გამოვიყენოთ მსახურებაში? უპირველესად საჭიროა, ხშირად მივმართოთ მას როგორც ქადაგების, ისე სწავლების დროს. ერთმა ძმამ ასეთი შედარება მოიყვანა: „იეჰოვასთან ერთად რომ ქადაგებდე კარდაკარ, სულ შენ ილაპარაკებდი თუ მასაც მისცემდი დამოწმების შესაძლებლობას?“. მისი სიტყვების თანახმად, როცა მობინადრეს ბიბლიიდან მუხლს ვუკითხავთ, ამით ფაქტობრივად იეჰოვას ვაძლევთ მასთან საუბრის საშუალებას. კარგად შერჩეულ ბიბლიურ მუხლებს გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე ჩვენს სიტყვებს (1 თეს. 2:13). ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვცდილობ, მსახურების დროს ბიბლია ხშირად გამოვიყენო?
8. რატომ არ არის საკმარისი მსახურებაში მხოლოდ ბიბლიური მუხლის ამოკითხვა?
8 რა თქმა უნდა, მსახურების დროს მხოლოდ ბიბლიური მუხლების წაკითხვა არ კმარა, რადგან ბევრმა ცოტა რამ თუ იცის ბიბლიიდან. მსგავსი მდგომარეობა იყო პირველ საუკუნეშიც (რომ. 10:2). ამიტომ არ უნდა დავასკვნათ, რომ მსმენელი მაშინვე გაიგებს წაკითხულ მუხლს. საჭიროა, გამოვყოთ მუხლში მოცემული მთავარი აზრები. ეს შეიძლება ნიშნავდეს საკვანძო სიტყვების ხელახლა წაკითხვას და მათი მნიშვნელობის ახსნას. სწორედ ამგვარად შევძლებთ, ღვთის სიტყვა მსმენელის გულამდე მივიტანოთ (წაიკითხეთ ლუკას 24:32).
9. როგორ შეგვიძლია პატივისცემით განვაწყოთ მსმენელი ბიბლიის მიმართ? მოიყვანეთ მაგალითი.
9 ამასთანავე, ბიბლიურ მუხლებს ისეთი შესავალი უნდა გავუკეთოთ, რომ მსმენელი 1 კორ. 9:22, 23).
ღვთის სიტყვის მიმართ პატივისცემით განეწყოს. მაგალითად, შეგვიძლია ვუთხრათ: „ნახეთ, რას ამბობს ამ საკითხზე ჩვენი შემოქმედი“. თუ მსმენელი ქრისტიანი არ არის, კარგი იქნებოდა, გვეთქვა: „ყურადღება მიაქციეთ, რა წერია წმინდა წერილებში“. თუ არარელიგიურ ადამიანს ვესაუბრებით, შეგვეძლო გვეკითხა: „გსმენიათ ოდესმე ასეთი გამონათქვამი?“. ჩვენ ვცდილობთ, ყველას ინდივიდუალურად მივუდგეთ და მათთან სასაუბროდ განსხვავებული მეთოდები გამოვიყენოთ (10. ა) რა გააკეთა ერთმა ძმამ და რა შედეგი გამოიღო ამან? ბ) პირადად თქვენ თუ შეგიმჩნევიათ, როგორ მოქმედებს ღვთის სიტყვის ძალა ადამიანებზე?
10 ბევრმა შენიშნა, რომ მსახურებაში ღვთის სიტყვის გამოყენება დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. მაგალითად, ერთი ძმა წლების განმავლობაში აკითხავდა ხანში შესულ მამაკაცს და ჟურნალებს უტოვებდა. ერთხელ მან გადაწყვიტა, ჟურნალის შეთავაზების დროს ბიბლიური მუხლიც ამოეკითხა. ძმამ 2 კორინთელების 1:3, 4 წაუკითხა, სადაც ნათქვამია: „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა . . . ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“. ამ სიტყვებმა იმდენად იმოქმედა მამაკაცზე, რომ სთხოვა კიდევ ერთხელ წაეკითხა ეს მუხლები. მან ჩვენს ძმას უთხრა, რომ მას და მის მეუღლეს ძალიან სჭირდებოდათ ნუგეში. ამის შემდეგ მამაკაცს ბიბლიისადმი ინტერესი გაუჩნდა. განა არ ცხადყოფს მსგავსი შემთხვევები, რომ ღვთის სიტყვა მოქმედია?! (საქ. 19:20).
მოქმედებს სხვებზე სცენიდან სწავლების დროს
11. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ ძმებს, რომლებიც სცენიდან ასწავლიან?
11 ყველას ძალიან გვსიამოვნებს კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე დასწრება. ამ დროს ჩვენი ძირითადი მიზანი იეჰოვას განდიდებაა. გარდა ამისა, ასეთ შეხვედრებზე სულიერ დასწავლებას ვიღებთ. ის ძმები, რომლებიც სცენიდან ასწავლიან, ამას დიდ პატივად მიიჩნევენ, თუმცა იმასაც აცნობიერებენ, რომ ეს მათ უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს (იაკ. 3:1). ამიტომ ისინი ყოველთვის უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი თემები მთლიანად ბიბლიაზეა დაფუძნებული. თუ თქვენც გევალებათ სცენიდან სწავლება, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ღვთის სიტყვის ძალას მისცეთ საშუალება, იმოქმედოს მსმენელზე?
12. როგორ შეუძლია მომხსენებელს დარწმუნდეს, რომ მისი მოხსენება ბიბლიურ მუხლებზეა აგებული?
12 დარწმუნდით, რომ თქვენი მოხსენება ბიბლიურ მუხლებზეა აგებული (იოან. 7:16). რა იგულისხმება ამაში? სიფრთხილეა საჭირო, რომ თქვენ მიერ მოყვანილმა შემთხვევებმა თუ მაგალითებმა ან თქვენმა გადმოცემის მანერამ არ დაჩრდილოს ბიბლიური აზრები ან მსმენელის ყურადღება ღვთის სიტყვიდან სხვა რამეზე არ გადაიტანოს. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ბიბლიური მუხლების უბრალოდ ამოკითხვა არ ნიშნავს, რომ ბიბლიიდან ასწავლით. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ საჭიროზე მეტ ბიბლიურ მუხლს თუ წაიკითხავთ, მსმენელმა შეიძლება ვერც ერთი ვერ დაიმახსოვროს. ამიტომ შეარჩიეთ მთავარი მუხლები, აუჩქარებლად წაიკითხეთ ისინი, ახსენით, მოიყვანეთ მაგალითი და დაანახვეთ მსმენელს პრაქტიკული ღირებულება (ნეემ. 8:8). თუ ორგანიზაციის მიერ მოწვდილ გეგმას მიჰყვებით, გულდასმით გაეცანით როგორც მასში მოხსენიებულ აზრებს, ისე მითითებულ ბიბლიურ მუხლებს. შეეცადეთ, დაინახოთ კავშირი გეგმაში მოყვანილ აზრსა და მითითებულ მუხლს შორის. მოხსენების წარმოთქმისას გეგმაში მოყვანილი აზრის გადმოსაცემად გამოიყენეთ წინასწარ შერჩეული მუხლები (სასარგებლო რჩევების მოძიება შეგიძლიათ წიგნში „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“, გაკვეთილები 21—23). რაც ყველაზე მთავარია, სთხოვეთ იეჰოვას დახმარება, რომ შეძლოთ მის სიტყვაში მოცემული ღრმა აზრების გადმოცემა (წაიკითხეთ ეზრას 7:10; იგავების 3:13, 14).
13. ა) როგორ დაეხმარა ერთ დას კრებაზე მოსმენილი ბიბლიური მუხლი? ბ) პირადად თქვენ როგორ დაგეხმარათ კრების შეხვედრაზე განხილული ბიბლიური მუხლები?
13 ავსტრალიაში მცხოვრებ ერთ დაზე ძალიან იმოქმედა კრების შეხვედრაზე ახსნილმა ბიბლიურმა მუხლებმა. ის ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით ჭეშმარიტებით დაინტერესდა და თავი მიუძღვნა იეჰოვას, მაგრამ მაინც უჭირდა იმის დაჯერება, რომ იეჰოვას უყვარდა. თუმცა დროთა განმავლობაში დარწმუნდა ღვთის სიყვარულში. გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში მაშინ დადგა, როცა კრების შეხვედრაზე ერთ-ერთი ბიბლიური მუხლის ახსნა მოისმინა და პირადი გამოკვლევის დროს ის სხვა ბიბლიურ მუხლებს დაუკავშირა. * თქვენც მოგისმენიათ კრებაზე ან კონგრესზე ბიბლიური მუხლი, რომელმაც ძალიან იმოქმედა თქვენზე? (ნეემ. 8:12).
14. როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა ღვთის სიტყვის მიმართ?
14 განა მადლიერნი არა ვართ, რომ გვაქვს ღვთის სიტყვა?! იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა, რათა ადამიანებს ბიბლია გვქონოდა და შეასრულა თავისი დაპირება, რომ ჟამთა სვლა მას ვერაფერს დააკლებდა (1 პეტ. 1:24, 25). ამიტომ კარგია, თუ რეგულარულად ვკითხულობთ ბიბლიას, ნასწავლს ცხოვრებაში ვიყენებთ და მისი მეშვეობით სხვებსაც ვეხმარებით. ამგვარად ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ ღვთის სიტყვას და სიყვარულსა და მადლიერებას გამოვხატავთ მისი ავტორის, იეჰოვა ღმერთის მიმართ!
^ აბზ. 13 იხილეთ ჩარჩო „ გარდამტეხი მომენტი“.