არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იდეები კვლევისთვის

იდეები კვლევისთვის

სავარჯიშოები ბავშვებისთვის

მშობლებო, თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ — შვილებს იეჰოვა უნდა გააცნოთ (ეფეს. 6:4). თქვენ დასახმარებლად იეჰოვას ორგანიზაცია მრავალფეროვან მასალას აქვეყნებს. ვნახოთ, როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება:

  • მოიძიეთ. JW.ORG-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ ყველა ის მასალა, რომლებიც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის ვიდეოები, სტატიები და სავარჯიშოები. a მათ მოსაძებნად აირჩიეთ ბიბლიური საკითხები / ბავშვები ან ბიბლიური საკითხები / ახალგაზრდები.

  • შეარჩიეთ შესაფერისი მასალა. განყოფილებაში „ბავშვები“ შეარჩიეთ ვიდეო, სიმღერა თუ ბეჭდური ინფორმაცია. სხვადასხვა სახის ბეჭდური მასალის, მათ შორის სავარჯიშოების, სანახავად გახსენით „შესასწავლი მასალა ოჯახური თაყვანისცემისთვის“.

  • იმსჯელეთ ბავშვთან ერთად. ამ მასალას უბრალოდ იმისთვის კი ნუ გამოიყენებთ, რომ თქვენი შვილი რაღაცით გაართოთ ან დააკავოთ, არამედ მასთან ერთად იმსჯელეთ და იეჰოვასთან დამეგობრებაში დაეხმარეთ.

a JW ბიბლიოთეკაში განთავსებულია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ყველა ვიდეო და ზოგიერთი სავარჯიშო.