არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ მიმდინარე წლის ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

რა დადებითი შედეგები მოაქვს იეჰოვასთან საუბარს, მის მოსმენასა და მასზე ფიქრს?

უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, უკეთ შევძლებთ სხვების სწავლებას, რწმენა განგვიმტკიცდება და იეჰოვასადმი სიყვარული გაგვიძლიერდება (w22.01, გვ. 30, 31).

რა მხრივ იქნება ჩვენთვის სასიკეთო, თუ ნდობას განვიმტკიცებთ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ?

ვინაიდან ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი, დღეს ისე, როგორც არასდროს უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა და მისი ორგანიზაცია ყოველთვის სწორად და სამართლიანად მოქმედებს. თუ ასე მოვიქცევით, აღარ გაგვიჭირდება „დიდ გასაჭირში“ ისეთი მითითებების მიყოლა, რომლებიც, ერთი შეხედვით, უცნაური და არალოგიკური შეიძლება მოგვეჩვენოს (w22.02, გვ. 4—6).

რას გულისხმობდა ანგელოზი, რომელმაც თქვა, რომ ისრაელები გაიხარებდნენ, როცა გამგებელ ზერუბაბელის ხელში შვეულს იხილავდნენ? (ზაქ. 4:8—10).

ამ სიტყვებით ანგელოზმა დაარწმუნა ღვთის ხალხი, რომ ტაძრის მშენებლობა დასრულდებოდა და ის იეჰოვას კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ტაძარი ძალიან უბრალოდ ეჩვენებოდა (w22.03, გვ. 16, 17).

როგორ ვიყოთ სამაგალითოები საუბარში? (1 ტიმ. 4:12).

მსახურებაში პატივისცემა და თავაზიანობა უნდა გამოვავლინოთ, კრების შეხვედრებზე მთელი გულით ვიმღეროთ და მონაწილეობა მივიღოთ კომენტარებში, მოვერიდოთ შეურაცხმყოფელ ლაპარაკს, ყოველთვის სიმართლე ვილაპარაკოთ და ჩვენი საუბრებით გავამხნეოთ და წავახალისოთ სხვები (w22.04, გვ. 6—9).

რატომ აერთიანებს დანიელის მე-7 თავში მოხსენიებული ოთხი მხეცის (სამეფოს) თავისებურებებს გამოცხადების 13:1, 2-ში მოხსენიებული მხეცი?

გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებული მხეცი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგალითად, რომს კი არ განასახიერებს, არამედ დღემდე არსებულ ყველა პოლიტიკურ სისტემას (w22.05, გვ. 9).

როგორ ვაჩვენებთ, რომ გვჯერა იეჰოვას სამართლიანობის?

თუ ვინმე გულს გვტკენს ან ჩვენ წინააღმდეგ სცოდავს, ვცდილობთ, რომ მოვიშოროთ ბრაზი და წყენა და იეჰოვას მივანდოთ სამართლის აღსრულება. ის აღმოფხვრის ყველა იმ ზიანს, რაც სხვისმა საქციელმა მოგვაყენა (w22.06, გვ. 10, 11).

რა უნდა გაითვალისწინონ ძმებმა, რომლებიც საჯაროდ ლოცულობენ?

ძმებმა საჯარო ლოცვა არ უნდა გამოიყენონ და-ძმებისთვის რჩევის მისაცემად ან განცხადების გასაკეთებლად. ისინი უნდა მოერიდონ მრავალსიტყვაობას, განსაკუთრებით კრების შეხვედრის დასაწყისში წარმოთქმული ლოცვის დროს (მათ. 6:7) (w22.07, გვ. 24, 25).

რა გაგებით აღდგებიან „ცუდის მოქმედნი“ „სასამართლო აღდგომისთვის“? (იოან. 5:29).

ისინი სიკვდილამდე გაკეთებული ცუდი საქმეების მიხედვით კი არ გასამართლდებიან, არამედ ახალ ქვეყნიერებაში მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გაკეთებული საქმეების მიხედვით (w22.09, გვ. 18).

რა ამაღელვებელი სიტყვები წარმოთქვა ჯოზეფ რუტერფორდმა 1922 წლის სექტემბერში გამართულ კონგრესზე?

სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) გამართულ კონგრესზე გულანთებულმა რუტერფორდმა დასჭექა: „მეფე მეფობს! თქვენ ხართ მისი ცნობის საჯაროდ განმცხადებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“ (w22.10, გვ. 3—5).

ესაიას 30-ე თავის თანახმად, რა სამი სახით გვეხმარება იეჰოვა?

ესაიას 30-ე თავიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა: 1) ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვპასუხობს, 2) სწორ გზაზე მიგვიძღვის და 3) გვაკურთხებს ახლაც და მომავალშიც (w22.11, გვ. 9).

რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფსალმუნის 37:10, 11, 29-ში ჩაწერილი სიტყვები წარსულსაც ეხება და მომავალსაც?

დავითის სიტყვები კარგად აღწერს იმ შესანიშნავ პირობებს, რომელიც ისრაელში იყო, მაგალითად, სოლომონის მეფობის დროს. მომავალ სამოთხეზე საუბრისას იესომ სწორედ ფსალმუნის 37:11-ის ციტირება მოახდინა (მათ. 5:5; ლუკ. 23:43) (w22.12, გვ. 8—10, 14).